18 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ციფ­რებ­ში ასა­ხუ­ლი მას­წავ­ლე­ბელ­თა აქ­ტი­ვო­ბე­ბი

spot_img

მას­წავ­ლებ­ლებ­ისთვის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბის პრო­ცეს­მა წელს გან­სა­კუთ­რე­ბით და­იგ­ვი­ა­ნა, თუმ­ცა, სქე­მა­ში და­წი­ნა­უ­რე­ბულ­თა რიცხ­ვი საკ­მა­ოდ შთამ­ბეჭ­და­ვია და 6000-მდე პე­და­გო­გი სტა­ტუსს იუმ­ჯო­ბე­სებს. მათ შო­რის, გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მას 30 მენ­ტო­რი შე­ე­მა­ტა. „მას­წავ­ლებ­ლებ­ლებ­ზე სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბის პრო­ცე­სი ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ეტა­პია, რად­გან სწო­რედ ამ პე­რი­ოდ­ში ვა­ჯა­მებთ სას­წავ­ლო წე­ლი­წადს და გვაქვს სა­შუ­ა­ლე­ბა შევ­ხე­დოთ სრულ სუ­რათს, რამ­დე­ნად აქ­ტი­უ­რობ­დ­ნენ ან რო­გორ საქ­მი­ა­ნობ­დ­ნენ პე­და­გო­გე­ბი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში.“ — აცხა­დებს მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე მა­ნა­ნა რა­ტი­ა­ნი და დე­ტა­ლუ­რად სა­უბ­რობს სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბის პრო­ცე­სი­ის და­მაბ­რ­კო­ლე­ბელ მი­ზე­ზებ­ზე, წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მოვ­ლე­ნილ ხარ­ვე­ზებ­სა და სქე­მის მი­მარ­თუ­ლე­ბით და­გეგ­მილ მო­სა­ლოდ­ნელ ცვლი­ლე­ბებ­ზე.

— რა­ტომ დაგ­ვი­ან­და წელს მას­წავ­ლე­ბლის­თ­ვის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბა?

— შე­ფა­სე­ბის ჯგუ­ფე­ბის­თ­ვის მას­წავ­ლე­ბელ­თა სტა­ტუ­სებ­ზე წარ­დ­გე­ნის ბო­ლო ვა­დად გან­საზღ­ვ­რუ­ლი იყო 15 სექ­ტემ­ბე­რი. წარ­დ­გი­ნე­ბის შემ­დეგ, ჩვენ და­ვიწყეთ მას­წავ­ლე­ბელ­თა საქ­მი­ა­ნო­ბის პორ­ტ­ფო­ლი­ოს გა­და­ხედ­ვა და სტა­ტუ­სე­ბის მი­ნი­ჭე­ბა. მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ცენ­ტ­რის მი­ერ, მას­წავ­ლე­ბელ­თა კომ­პე­ტენ­ცი­ის და­დას­ტუ­რე­ბის შე­დე­გე­ბის ასახ­ვა შე­და­რე­ბით გვი­ან მოხ­და. სწო­რედ აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მას­წავ­ლე­ბელ­თა ნა­წილს, რო­მელ­თაც სტა­ტუ­სი 10 ნო­მებ­რამ­დე უნ­და მი­ე­ნი­ჭოს, სა­ტა­ტუ­სი ვერ შე­ეც­ვ­ლე­ბა.

მთლი­ა­ნო­ბა­ში რომ და­ვა­ჯა­მოთ, აღ­მოჩ­ნ­და, რომ წელს 5234 პრაქ­ტი­კოს მას­წავ­ლე­ბელს მი­ე­ნი­ჭა უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სი, 441 პრაქ­ტი­კო­სი კი ისევ სტა­ტუ­სის გა­რე­შე დარ­ჩა, რად­გან ხარ­ვე­ზე­ბი და­ფიქ­სირ­და — არას­წო­რად ჰქონ­დათ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი ან წარ­მოდ­გე­ნილ დო­კუ­მენ­ტა­ცი­ა­ში არ ჩან­და მათ მი­ერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბაა უფ­როს მას­წავ­ლებ­ლებ­შიც — 223 უფ­როს მას­წავ­ლე­ბელს წამ­ყ­ვა­ნის სტა­ტუ­სი მი­ე­ნი­ჭა, აქაც, გარ­კ­ვე­უ­ლი მი­ზე­ზე­ბის გა­მო, 74 ვერ გახ­და წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი; 31 წამ­ყ­ვა­ნი კი მენ­ტო­რი (15 მას­წავ­ლე­ბელს არ მი­ე­ნი­ჭა) გახ­და და დღეს სის­ტე­მას, უკ­ვე 40 მენ­ტო­რი ჰყავს. ასე­თი შთამ­ბეჭ­და­ვია წელს კა­რი­ე­რუ­ლად და­წი­ნა­უ­რე­ბუ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა.

თუმ­ცა, აუცი­ლებ­ლად მინ­და გითხ­რათ, რომ ეს სა­ბო­ლოო მო­ნა­ცე­მი არ არის, რად­გან ჯერ კი­დევ მიმ­დი­ნა­რე­ობს სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბის პრო­ცე­სი იმ მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის, ვინც გა­მოც­დის შე­დე­გად ახერ­ხებს სტა­ტუ­სის ცვლი­ლე­ბას. ამი­ტომ უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის რა­ო­დე­ნო­ბა 10 ნო­ემ­ბ­რამ­დე კი­დევ შე­იც­ვ­ლე­ბა და, სა­ვა­რა­უ­დოდ, 200-ზე მე­ტი პრაქ­ტი­კო­სი უფ­რო­სი გახ­დე­ბა. კი­დევ ერ­თი ეტა­პი, რაც ასე­ვე სტა­ტუ­სებ­ზე იქო­ნი­ებს გავ­ლე­ნას, აპე­ლა­ციაა (აპე­ლა­ცი­ე­ბის შე­მო­ტა­ნის პრო­ცე­სი დას­რუ­ლე­ბუ­ლია) და, ძი­რი­თა­დად, იმ მას­წავ­ლებ­ლე­ბის სტა­ტუ­სის ცვლი­ლე­ბას შე­ე­ხე­ბა, რო­მელ­თა წარ­დ­გე­ნი­სას, სკო­ლის შე­ფა­სე­ბის ჯგუ­ფებ­მა, გარ­კ­ვე­უ­ლი შეც­დო­მე­ბი და­უშ­ვეს. არ გვინ­და მას­წავ­ლებ­ლე­ბი ამის გა­მო და­ზა­რალ­დ­ნენ. 500-მდე გა­ნაცხა­დია შე­მო­სუ­ლი, რო­მელ­თა გან­ხილ­ვას სა­ა­პე­ლა­ციო კო­მი­სია 15 დე­კემ­ბ­რამ­დე მორ­ჩე­ბა. შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, წელს სტა­ტუ­სის ცვლი­ლე­ბა 6000-მდე მას­წავ­ლე­ბელს შე­ე­ხე­ბა.

— რო­დის მი­ი­ღე­ბენ სქე­მა­ში და­წი­ნა­უ­რე­ბუ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბი სტა­ტუ­სის და­ნა­მა­ტებს?

— მე­ქა­ნიზ­მი ასე­თია — ყო­ვე­ლი თვის 10 რიცხ­ვის­თ­ვის Emis-ს უნ­და გა­და­ე­ცეს ბა­ზე­ბი სტა­ტუ­სის ცვლი­ლე­ბის შე­სა­ხებ და და­ნა­მა­ტის ანაზღა­უ­რე­ბაც სწო­რედ ამ რიცხ­ვი­დან ხდე­ბა ხოლ­მე.

— რა მი­ზე­ზით ეთ­ქ­ვა მენ­ტო­რო­ბა­ზე უარი 15 წამ­ყ­ვან მას­წავ­ლე­ბელს?

— მი­ზე­ზე­ბი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია. შე­საძ­ლე­ბე­ლია აღ­მოჩ­ნ­დეს, რომ მას­წავ­ლე­ბელს რა­ო­დე­ნობ­რი­ვად საკ­მა­რი­სი კრე­დი­ტი აქვს დაგ­რო­ვე­ბუ­ლი, რომ მენ­ტო­რი გახ­დეს, მაგ­რამ აქე­დან, სა­ვალ­დე­ბუ­ლო კრე­დი­ტე­ბი არ არის საკ­მა­რი­სი. მა­თი ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა ამ მოთხოვ­ნის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად,   უარიც ადეკ­ვა­ტუ­რია. იყო შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რო­ცა მა­თი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის გა­და­მოწ­მე­ბი­სას აღ­მოჩ­ნ­და, რომ გარ­კ­ვე­უ­ლი ტექ­ნი­კუ­რი ხარ­ვე­ზე­ბის გა­მო სკო­ლას არას­წო­რად აქვს რა­ღაც შე­ფა­სე­ბუ­ლი ან არას­წორ ველ­შია შე­ფა­სე­ბუ­ლი. ასე­თი შემ­თხ­ვე­ვე­ბის გა­მოს­წო­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას მათ აპე­ლა­ცი­ით ვაძ­ლევთ ხოლ­მე. ასე­ვე, რო­ცა შე­ფა­სე­ბა ბა­დებს ეჭვს, ასე­თ შემ­თხ­ვე­ვა­შიც გა­და­ი­ხე­დება, მა­გა­ლი­თად, კვლე­ვე­ბის შე­ფა­სე­ბის კომ­პო­ნენ­ტი. მას­წავ­ლებ­ლებს გა­ვუგ­ზავ­ნეთ რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, ამ შემთხვე­ვაში, რა უნ­და გა­მო­ას­წო­რინ. შე­საძ­ლე­ბე­ლია, მათ მო­უ­წი­ოთ საკ­მა­ოდ მცი­რე ცვლი­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, რო­მელ­საც ან­გა­რიშ­ში შე­ი­ტა­ნენ. იყო ისე­თი შემ­თხ­ვე­ვე­ბიც, მა­გა­ლი­თად, რო­ცა კვლე­ვებ­ში არ არის ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ინ­ტერ­ვენ­ცია, არა­და, პრაქ­ტი­კის კვლე­ვის ერთ-ერ­თი აუცი­ლე­ბე­ლი კომ­პო­ნენ­ტია ინ­ტერ­ვენ­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბა და შემ­დეგ შე­და­რე­ბა.

აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მას­წავ­ლებ­ლებს მო­უ­წევთ ინ­ტერ­ვენ­ცი­ის და­მა­ტე­ბით ჩა­ტა­რე­ბა და ან­გა­რი­შის ხე­ლახ­ლა წარ­მოდ­გე­ნა. ეს, ძი­რი­თა­დად, ეხე­ბა წამ­ყ­ვა­ნის ან მენ­ტო­რის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბის კან­დი­და­ტებს, რად­გან კვლე­ვა ამ სა­ფე­ხუ­რის მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვი­საა აუცი­ლე­ბელ კომ­პო­ნენ­ტად გან­საზღ­ვ­რუ­ლი. მათ შე­უძ­ლი­ათ იან­ვ­რამ­დე გა­მო­ას­წო­რონ ეს ხარ­ვე­ზე­ბი.

ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ პრო­ცე­სი იმა­ზე კი არ არის ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, რომ მას­წავ­ლებ­ლებს საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ხარ­ვე­ზე­ბი აღ­მო­ვუ­ჩი­ნოთ და „დავ­სა­ჯოთ“, არა­მედ — მათ გან­ვით­რე­ბა­ზე. რე­კო­მენ­და­ცი­ებ­საც სწო­რედ იმის­თ­ვის ვაძ­ლევთ, რომ ხარ­ვე­ზე­ბი სა­მო­მავ­ლოდ გა­მო­ას­წო­რონ.

— და­წი­ნა­ურ­დ­ნენ თუ არა წელს სქე­მა­ში არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი მას­წავ­ლებ­ლე­ბი?

— რა­საკ­ვირ­ვე­ლია, გვყა­ვს მას­წავ­ლებ­ლე­ბი, რომ­ლებ­საც მი­ე­ნი­ჭათ სტა­ტუ­სი, მაგ­რამ ეს სა­ფე­ხუ­რებ­რი­ვი ცვლი­ლე­ბა, ძი­რი­თა­დად, პრაქ­ტი­კოს მას­წავ­ლე­ბელს შე­ე­ხო. წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სი კი, ძი­რი­თა­დად, მას­წავ­ლე­ბელ­თა იმ მცი­რე ნა­წილს მი­ე­ნი­ჭა, რომ­ლე­ბიც ქარ­თულს, რო­გორც მე­ო­რე ენას ას­წავ­ლი­ან არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვან რე­გი­ო­ნებ­ში. გა­რე­დაკ­ვირ­ვე­ბა­ზეც, არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბი­დან, ძი­რი­თა­დად, სწო­რედ ამ პროგ­რა­მის მას­წავ­ლებ­ლე­ბი და­რე­გის­ტ­რირ­დ­ნენ. ბუ­ნებ­რი­ვია, არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის ცენ­ტ­რი და­მა­ტე­ბით აქ­ტი­ვო­ბებს ახორ­ცი­ე­ლებს, რომ ხე­ლი შე­ვუწყოთ მათ პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბას. გარ­და კონ­სულ­ტან­ტი მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სა, არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვან რე­გი­ო­ნებ­ში დამ­ხ­მა­რე მას­წავ­ლებ­ლებ­საც ვაგ­ზავ­ნით და მათ­ში მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად გავ­ზარ­დეთ 1+4 პროგ­რა­მის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბის წი­ლი. ეს ახალ­გაზ­რ­დე­ბი თა­ვი­ანთ მო­მა­ვალ ცხოვ­რე­ბას ად­გილ­ზე დამ­კ­ვიდ­რე­ბით გეგ­მა­ვენ და ბუ­ნებ­რი­ვია, მა­თი ხელ­შეწყო­ბა უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია, მე­ტიც, ჩვე­ნი მი­ზა­ნია ისი­ნი თა­ვი­ანთ სოფ­ლებსა თუ ქა­ლა­ქებ­ში დამ­კ­ვიდ­რ­დ­ნენ და პრო­ფე­სი­უ­ლად გან­ვი­თარ­დ­ნენ. ვფიქ­რობთ, სკო­ლებ­ში მა­თი შეს­ვ­ლა მარ­თ­ლაც, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ცვლი­ლე­ბებს მო­ი­ტანს.

— რა ცვლი­ლე­ბე­ბი იგეგ­მე­ბა სქე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით და შე­ე­ხე­ბა თუ არა გა­მოც­დებს?

— შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნულ ცენ­ტ­რ­თან მიმ­დი­ნა­რე­ობს მსჯე­ლო­ბა, გა­ი­მიჯ­ნოს თუ არა გა­მოც­დის ტი­პი პრო­ფე­სი­ა­ში შემ­ს­ვ­ლელ­თათ­ვის და მოქ­მე­დი მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის — რა ინ­ფორ­მა­ცია უნ­და იყოს ასა­ხუ­ლი რო­გორც ერთ, ისე მე­ო­რე შემ­თხ­ვე­ვა­ში. რო­გორც გითხა­რით, ჯერჯე­რო­ბით, ამის სა­ჭი­რო­ე­ბას ვად­გენთ, ხო­ლო რაც შეე­ხე­ბა გა­მოც­დებს, და­ნამ­დ­ვი­ლე­ბით გეტყ­ვით, რომ აუცი­ლებ­ლად დარ­ჩე­ბა, რო­გორც სქე­მის მთა­ვა­რი კომ­პო­ნენ­ტი.

ასე­ვე, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ჩვე­ნი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნულ ცენ­ტ­რ­თან კი­დევ ერ­თი მი­მარ­თუ­ლე­ბით — ვთხო­ვეთ, გა­მოც­დე­ბის შემ­დეგ, დაგ­ვიდ­გი­ნონ მას­წავ­ლებ­ლე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი — სად აქვთ მათ ყვე­ლა­ზე მე­ტი პრობ­ლე­მა. სა­ჭი­რო­ე­ბის გა­მოკ­ვე­თის შემ­დეგ, პე­და­გო­გებს სწო­რედ იმ მი­მარ­თუ­ლე­ბით შევ­თა­ვა­ზებთ გან­ვი­თა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას — ტრე­ნინ­გე­ბის თუ სხვა რე­სურ­სე­ბის სა­ხით. ჩვე­ნი მი­ზა­ნიც სწო­რედ ეს არის, მას­წავ­ლებ­ლებს და­ვეხ­მა­როთ იქ, სა­დაც ყვე­ლა­ზე მე­ტი პრობ­ლე­მაა. სამ­წუ­ხა­როდ, აქამ­დე მსგავსი ანა­ლი­ზი არ კეთ­დე­ბო­და. იმე­დი მაქვს, რომ ცენ­ტ­რ­თან ასე­თი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა შედ­გე­ბა, რაც მას­წავ­ლებ­ლე­ბის კა­რი­ე­რულ წინ­ს­ვ­ლა­ზე სა­სი­კე­თოდ აისა­ხე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა სქე­მა­ში ცვლი­ლე­ბებს, და­გეგ­მი­ლი კი გვქონ­და, მაგ­რამ, რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტო­რის გა­მო შე­ვა­ჩე­რეთ. პირ­ვე­ლი, რის გა­მოც ცვლი­ლე­ბე­ბი გა­დავ­დეთ, ის იყო, რომ ვარ­ჩი­ეთ, შე­ფა­სე­ბის პრო­ცე­სი მთლი­ა­ნად დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო 15 სექ­ტემ­ბ­რი­სთ­ვის და ამის შემ­დეგ, და­მა­ტე­ბით, ჩაგ­ვე­ტა­რე­ბი­ნა ფო­კუს­ჯ­გუ­ფე­ბი ხარ­ვე­ზე­ბის გა­მო­სავ­ლე­ნად, რა­თა სქე­მა­ში ასა­ხულ ცვლი­ლე­ბებს, სა­მო­მავ­ლოდ, მათი პრე­ვენ­ცია შეძ­ლე­ბო­და. ფო­კუს­ჯ­გუ­ფე­ბი უკ­ვე ჩა­ტარ­და მას­წავ­ლებ­ლებ­თან, ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ას­თან, შე­ფა­სე­ბის ჯგუ­ფებ­თან, ტრე­ნე­რებ­თან და შეგ­როვ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზეც გა­მო­იკ­ვე­თა, რა მი­მარ­თუ­ლე­ბით გახ­დე­ბა სქე­მის დახ­ვე­წა სა­ჭი­რო. ამის გარ­და, სქე­მა შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში უნ­და მო­ვი­დეს სა­მი­ნის­ტ­როს მი­ერ ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით და­გეგ­მილ რე­ფორ­მას­თან, რად­გან მას­წავ­ლებ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბის შე­ფა­სე­ბი­სა და პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ერთ-ერ­თი უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი კომ­პო­ნენ­ტი სწო­რედ სქე­მაა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, პრო­ცე­სე­ბი აუცი­ლე­ბლად უნ­და იყოს თან­ხ­ვედ­რა­ში.

— რა არის ის ძი­რი­თა­დი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი, რაც ფო­კუს­ჯ­გუ­ფებ­მა გა­მო­ავ­ლი­ნა?

— იმის გა­მო, რომ შე­ფა­სე­ბის ჯგუ­ფებს, წელს, პირ­ვე­ლად ჰქონ­დათ შე­ხე­ბა მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სის ცვლი­ლე­ბას­თან და აქ­ტი­ვო­ბებ­თან, საკ­მა­ოდ გა­უ­ჭირ­დათ შე­ფა­სე­ბის წარ­მო­ე­ბა. ამი­ტომ გვინ­და, რომ შე­ფა­სე­ბა ელექ­ტ­რო­ნულ სის­ტე­მა­ზე გა­და­ვიყ­ვა­ნოთ, რაც ძა­ლი­ან გა­უ­ი­ო­ლებს მათ მუ­შა­ო­ბას. ასე­ვე, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ისიც, რომ მას­წავ­ლებ­ლებს აღარ სჭირ­დე­ბო­დეთ მუდ­მი­ვად ცნო­ბე­ბის თუ სხვა დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის დას­კა­ნე­რე­ბა და ატ­ვირ­თ­ვა. ბუ­ნებ­რი­ვია, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ ცვლი­ლე­ბებს — 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში ეს ყვე­ლა­ფე­რი ავ­ტო­მა­ტი­ზე­ბუ­ლი უნ­და იყოს.

ამის გარ­და, სა­უ­ბა­რია სქე­მა­ში გარ­კ­ვე­ულ ცვლი­ლე­ბა­ზეც, მა­გა­ლი­თად, სტა­ტუ­სის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის კომ­პო­ნენ­ტ­ზე. ამ სა­კითხ­ზე ახ­ლაც მიმ­დი­ნა­რე­ობს მუ­შა­ო­ბა, თუმ­ცა, სა­ბო­ლო­ოდ რა სა­ხით ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბა, ჯერ ვე­რა­ფერს გეტყ­ვით.

ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბა, რო­მელ­ზეც აუცი­ლებ­ლად მინ­და გითხ­რათ, სპეც­ს­კო­ლე­ბის (ახ­ლა რე­სუ­რ­ს­ს­კო­ლე­ბად იწო­დე­ბი­ან) მას­წავ­ლებ­ლებს ეხე­ბა. მათ უნ­და მივ­ცეთ სქე­მა­ში წინ­ს­ვ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. ამის­თ­ვის კი, აუცი­ლე­ბე­ლია რე­სურ­ს­ს­კო­ლებს მივ­ცეთ აქ­ტი­ვო­ბე­ბის შე­სა­ფა­სე­ბე­ლი სტან­დარ­ტი­ზე­ბუ­ლი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტის მო­დი­ფი­ცი­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა, რად­გან მათ აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კა აქვთ. რე­სურ­ს­ს­კო­ლე­ბი, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ახ­ლაც ჩარ­თუ­ლი არი­ან სქე­მა­ში, მაგ­რამ კრე­დი­ტე­ბის დაგ­რო­ვე­ბა უჭირთ, რად­გან სტან­დარ­ტი­ზე­ბუ­ლი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტით მა­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბი ვერ იზო­მე­ბა.

— რო­დის ამოქ­მედ­დე­ბა სპეც­მას­წავ­ლებ­ლე­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სქე­მა?

— ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს, ეს არ იქ­ნე­ბა არ­სე­ბუ­ლი სქე­მის ანა­ლო­გი. სპეც­მას­წავ­ლებ­ლე­ბის სქე­მა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლად ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბა და, სა­ვა­რა­უ­დოდ, მო­მა­ვა­ლი სას­წავ­ლო წლი­დან ამუ­შავ­დე­ბა.

— სა­ინ­ტე­რე­სოა ამუ­შავ­და თუ არა მოწ­ვე­უ­ლი და მა­ძი­ე­ბე­ლი მას­წავ­ლებ­ლის პროგ­რა­მე­ბი?

— მოწ­ვე­უ­ლი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სი ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის კა­ნო­ნით გა­ნი­საზღ­ვ­რა და მას­ზე სკო­ლაა პა­სუ­ხის­მ­გე­ბე­ლი. კა­ნონ­ში გა­წე­რი­ლი კრი­ტე­რი­უ­მე­ბის მი­ხედ­ვით, სკო­ლას შე­უძ­ლია, კონ­ტ­რაქ­ტი გა­უ­ფორ­მოს მოწ­ვე­ულ მას­წავ­ლე­ბელს. ეს სის­ტე­მა უკ­ვე მუ­შა­ობს.

რაც შე­ე­ხე­ბა მა­ძი­ე­ბე­ლი მას­წავ­ლებ­ლის პროგ­რა­მას, რო­გორც კა­ნო­ნით გა­ნი­საზღ­ვ­რა, მას ჩვე­ნი ცენ­ტ­რი შე­ი­მუ­შა­ვებს. სა­ვა­რა­უ­დოდ, იან­ვ­რის­თ­ვის პროგ­რა­მის სა­ბო­ლოო კონ­ტუ­რე­ბი ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბა. პროგ­რა­მა­ში ჩარ­თ­ვა კი, სექ­ტემ­ბ­რი­დან გახ­დე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი. ძა­ლი­ან ბევ­რი სა­მუ­შაოა შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი, სპე­ცი­ა­ლუ­რად ამ პროგ­რა­მის­თ­ვის უნ­და შე­იქ­მ­ნას ონ­ლა­ინ კურ­სე­ბი თუ სხვა­და­სხ­ვა ტი­პის აქ­ტი­ვო­ბე­ბი. ვფიქ­რობთ, სა­მო­მავ­ლოდ სწო­რედ ეს პროგ­რა­მა გახ­დე­ბა ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რი იმის­თ­ვის, რომ სკო­ლებ­ში ახა­ლი კად­რე­ბი შე­მო­ვიდ­ნენ.

— ვის შე­უძ­ლია გახ­დეს მა­ძი­ე­ბე­ლი?

— რო­გორც იცით, პრო­ფე­სი­ა­ში შე­მოს­ვ­ლის რამ­დე­ნი­მე გზა არ­სე­ბობს, ერთ-ერ­თი (ძი­რი­თა­დი) გზა ასე­თია — მას­წავ­ლებ­ლო­ბის მსურ­ველს გა­მოც­დით უნ­და ჰქონ­დეს და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი საგ­ნობ­რი­ვი კომ­პე­ტენ­ცია და დიპ­ლო­მით გან­საზღ­ვ­რუ­ლი მას­წავ­ლებ­ლო­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცია ან უნ­და გა­ი­ა­როს მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბის 60-კრე­დი­ტი­ა­ნი პროგ­რა­მა. მა­ძი­ებ­ლის პროგ­რა­მით კი­დევ ერ­თი ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი გზა გაჩ­ნ­დე­ბა. მა­ძი­ე­ბე­ლი იქ­ნე­ბა პი­რი, რო­მელ­საც აქვს, სულ მცი­რე, ბა­კა­ლავ­რით გან­საზღ­ვ­რუ­ლი ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის შე­სა­ბა­მი­სი სპე­ცი­ა­ლო­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცია. ასე­თი მსურ­ვე­ლი, მა­ძი­ებ­ლის სტა­ტუ­სით, შეძ­ლებს მუ­შა­ო­ბის დაწყე­ბას და, პა­რა­ლე­ლურ რე­ჟიმ­ში, მაქ­სი­მუმ, ორი წლის ვა­და­ში მო­უ­წევს დარ­გობ­რი­ვი მა­ხა­სი­თებ­ლე­ბით გან­საზღ­ვ­რუ­ლი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის და­დას­ტუ­რე­ბა. ფაქ­ტობ­რი­ვად, მა­ძი­ებ­ლის პროგ­რა­მა სა­ბო­ლო­ოდ მი­საღ­წე­ვი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბით, სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მას უტოლ­დე­ბა. თა­ვის­თა­ვად, აქ არ არის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი გა­მოც­დე­ბის კომ­პო­ნენ­ტი, არა­მედ პროგ­რა­მა­ში ჩა­დე­ბუ­ლია სწავ­ლე­ბი­სა და შე­მოწ­მე­ბის კომ­პო­ნენ­ტი.

მა­ძი­ებ­ლებს, პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში, თა­ნად­გო­მა­სა და მხარ­და­ჭე­რას გა­მო­ვუცხა­დებთ კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში, შევ­თა­ვა­ზებთ გზებს და შესაძლებლობას, პროგ­რა­მის გავ­ლით დაძ­ლი­ონ კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბი. პრინ­ციპ­ში, მა­ძი­ე­ბელს არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას ვაძ­ლევთ მას­წავ­ლე­ბ­ლის მომ­ზა­დე­ბის 60-კრე­დი­ტი­ან პროგ­რა­მა­სა და მა­ძი­ე­ბ­ლის პროგ­რა­მას შო­რის. დე­ფი­ცი­ტუ­რი კად­რე­ბის მქო­ნე სკო­ლებს კი — მას­წავ­ლებ­ლის სწრა­ფად აყ­ვა­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რად­გან შე­იძ­ლე­ბა მსურ­ველ­მა და­იწყოს მუ­შა­ო­ბა და პა­რა­ლე­ლუ­რად ჩა­ერ­თოს მა­ძი­ებ­ლის პროგ­რა­მა­ში.

— და­ბო­ლოს, ახ­ლა­ხან დას­რულ­და რე­გის­ტ­რა­ცია გა­რე­დაკ­ვირ­ვე­ბა­ზე და ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ მას­წავ­ლე­ბელ­თა საკ­მა­ოდ დიდ­მა რა­ო­დე­ნო­ბამ გა­მოთ­ქ­ვა სურ­ვი­ლი გა­ი­ა­როს გა­რე­დაკ­ვირ­ვე­ბა. რო­მე­ლი რე­გი­ო­ნის მას­წავ­ლებ­ლე­ბი ლი­დე­რო­ბენ და რო­დის დას­რულ­დე­ბა რე­გის­ტ­რი­რე­ბუ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის დაკ­ვირ­ვე­ბის პრო­ცე­სი?

— პი­ლო­ტი­რე­ბის პრო­ცეს­ში, გა­რე­დაკ­ვირ­ვე­ბა 500-მდე მას­წავ­ლე­ბელ­მა გა­ი­ა­რა და ჩვენ მხო­ლოდ ერ­თ­სე­მეს­ტ­რი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა გვაქვს. წლე­ვან­დელ სას­წავ­ლო წელს მარ­თ­ლა უპ­რე­ცე­დენ­ტო რა­ო­დე­ნო­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი და­რე­გის­ტ­რირ­და, მა­თი რიცხ­ვი 2000-მდეა. შე­გახ­სე­ნებთ, რომ გა­რე­დაკ­ვირ­ვე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლოა წინ­ს­ვ­ლის­თ­ვის და არა სტა­ტუ­სის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის­თ­ვის და მას გა­დის უფ­რო­სი მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მელ­საც წი­ნას­წარ დაგ­რო­ვე­ბუ­ლი აქვს 13 კრე­დიტ­ქუ­ლა და აქე­დან, ორი კრე­დი­ტი აუცი­ლებ­ლად სა­ვალ­დე­ბუ­ლო აქ­ტი­ვო­ბე­ბი­თაა მო­პო­ვე­ბუ­ლი. ფაქ­ტობ­რი­ვად, თუ ის გა­რე­დაკ­ვირ­ვე­ბას წარ­მა­ტე­ბით გა­ივ­ლის (მი­ი­ღებს 4 კრე­დიტ­ქუ­ლას) მზად იქ­ნე­ბა იმის­თ­ვის, რომ და­მა­ტე­ბი­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბით შე­ივ­სოს კი­დევ ორი კრე­დი­ტი (შე­საძ­ლე­ბე­ლია მას ეს ორი ქუ­ლაც აქვს) — ჯამ­ში, მას უნ­და ჰქონ­დეს 19 კრე­დიტ­ქუ­ლა, რომ წინ წა­ვი­დეს, ანუ გახ­დეს წამ­ყ­ვა­ნი.

წელს ყვე­ლა­ზე მე­ტად იმე­რე­თის რე­გი­ო­ნი აქ­ტი­უ­რობს, 700-ზე მე­ტი მას­წავ­ლე­ბე­ლი სწო­რედ ამ რე­გი­ო­ნი­დან და­რე­გის­ტ­რირ­და. გა­სულ კვი­რას მათ­თან შეხ­ვედ­რე­ბი ჩა­ვა­ტა­რეთ, ჩვე­ნი მი­ზა­ნია სრუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია მი­ვი­ტა­ნოთ მას­წავ­ლებ­ლე­ბამ­დე ყვე­ლა პრო­ცე­დუ­რა­ზე, რაც ელო­დე­ბათ და გა­რე­დაკ­ვი­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ ყვე­ლა კითხ­ვა­ზე ამომ­წუ­რა­ვი პა­სუ­ხი გავცეთ.

გა­რე­დაკ­ვირ­ვე­ბა­ზე და­რე­გის­ტ­რი­რე­ბუ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბი, eSchool-ის ბა­ზა­ში, 10 ნო­ემ­ბ­რამ­დე, შე­იტყო­ბენ გა­რე­დაკ­ვირ­ვე­ბის გავ­ლის დღეს. და­ნიშ­ნულ დღემ­დე ხუ­თი დღით ად­რე ვალ­დე­ბუ­ლი არი­ან, გა­მო­აგ­ზავ­ნონ ხუ­თი თან­მიმ­დევ­რუ­ლი გაკ­ვე­თი­ლის გეგ­მა იმ კლას­ში, რო­მელ­შიც გა­რე­დაკ­ვირ­ვე­ბას გა­დი­ან. კლა­სი წი­ნას­წარ აქვთ არ­ჩე­უ­ლი და­რე­გის­ტ­რი­რე­ბის დროს. ხუ­თი გაკ­ვე­თი­ლის გეგ­მი­დან, და­საკ­ვირ­ვებ­ლად, ერთ-ერთს ავირ­ჩევთ. მას­წავ­ლებ­ლებ­მა წი­ნას­წარ იცი­ან პე­რი­ო­დი, მაგ­რამ არ იცი­ან კონ­კ­რე­ტუ­ლად რო­მელ გაკ­ვე­თილს და­ვაკ­ვირ­დე­ბით.

გა­რე­დაკ­ვირ­ვე­ბის პრო­ცესს შე­იძ­ლე­ბა სკო­ლის ფა­სი­ლი­ტა­ტო­რი და რე­სურს­ცენ­ტ­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლიც და­ეს­წ­როს. გაკ­ვე­თი­ლის შე­ფა­სე­ბა ათი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში აისა­ხე­ბა, თუმ­ცა, მა­ნამ­დე არ უნ­და და­ა­ვიწყ­დეთ ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი დე­ტა­ლი — გაკ­ვე­თი­ლის ჩატ­რე­ბი­დან ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ატ­ვირ­თონ რეფ­ლექ­სია. ეს პრო­ცე­დუ­რე­ბი საკ­მა­ოდ მარ­ტი­ვია, გაკ­ვე­თი­ლის ფორ­მაც წი­ნას­წარ და­ეგ­ზავ­ნათ, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც უნ­და მო­ამ­ზა­დონ გაკ­ვე­თი­ლე­ბი, წი­ნას­წარ გან­საზღ­ვ­რუ­ლი გაკ­ვე­თი­ლის ფორ­მა ჩვენს ვებ­გ­ვერ­დ­ზეც შე­უძ­ლი­ათ ნა­ხონ. რაც შე­ე­ხე­ბა გაკ­ვე­თი­ლის გეგ­მის ფორ­მა­ში შე­სულ ცვლი­ლე­ბებს, ფაქ­ტობ­რი­ვად, ორი მცი­რე ცვლი­ლე­ბაა და გუ­ლის­ხ­მობს გაკ­ვე­თი­ლის გეგ­მის, თე­მა­ტი­კის და მიზ­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სო­ბას ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მას­თან და სსსმ მოს­წავ­ლე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის მო­დი­ფი­ცი­რე­ბას (თუ­კი კლას­ში ასე­თი მოს­წავ­ლე­ე­ბი ჰყავთ) — გვა­ინ­ტე­რე­სებს, აქ­ტი­ვო­ბა, რო­მე­ლიც კლა­სის­თ­ვის იგეგ­მე­ბა, რამ­დე­ნად ზუს­ტად არის მო­დი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლი­სთ­ვის.

რე­გის­ტ­რა­ცია დას­რუ­ლე­ბუ­ლია. 10 ნო­ემ­ბ­რის­თ­ვის ზუს­ტად იქ­ნე­ბა გან­საზღ­ვ­რუ­ლი, სას­წავ­ლო წლის გან­მავ­ლობ­ში, რო­დის იქ­ნე­ბა ჩა­ნიშ­ნუ­ლი კონ­კ­რე­ტუ­ლი მას­წავ­ლებ­ლის გა­რე­დაკ­ვირ­ვე­ბა. ამ სე­მეს­ტ­რ­ში 580 მას­წავ­ლებ­ლის გა­რე­დაკ­ვირ­ვე­ბას ვგეგ­მავთ, სას­წავ­ლო წლის ბო­ლომ­დე კი, ყვე­ლა რე­გის­ტ­რი­რე­ბუ­ლი მას­წავ­ლებ­ლის დაკ­ვირ­ვე­ბა დას­რულ­დე­ბა.

ესა­უბ­რა ლა­ლი ჯე­ლა­ძე

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები