11 ნოემბერი, ორშაბათი, 2024

წარმატებული პროფესიული მასწავლებელი არის წარმატებული პროფესიული განათლება

spot_img

გა­სუ­ლი წლის ოქ­ტომ­ბერ­ში სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტ­მა მი­ი­ღო კა­ნო­ნი „პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ“. მას­ში აისა­ხა რე­ფორ­მის სი­ახ­ლე­ე­ბი და ასე­ვე გა­მო­იკ­ვე­თა ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი, მათ შო­რის, პრო­ფე­სი­უ­ლი მას­წავ­ლებ­ლის, რო­გორც სის­ტე­მის მთა­ვა­რი ფი­გუ­რის, პრო­ფე­სი­ის რე­გუ­ლი­რე­ბის აუცი­ლებ­ლო­ბა.

რა უფ­ლე­ბა-მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი გა­ნე­საზღ­ვ­რე­ბა პრო­ფე­სი­ულ მას­წავ­ლე­ბელს და რა სა­ხის მხარ­და­ჭე­რა იქ­ნე­ბა სა­ხელ­მ­წი­ფოს­გან პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის, რა­საც მი­სი კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლა და ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბაც უნ­და მოჰ­ყ­ვეს, ამ სა­კითხებ­ზე ამ­ჟა­მად ვმუ­შა­ობთ ინ­ტენ­სი­უ­რად სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნო­რი ორ­გა­ნი­ზ­ა­ცი­ე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით.

ვიდ­რე უშუ­ა­ლოდ მას­წავ­ლებ­ლის სა­კითხებ­ზე ვი­სა­უბ­რებ­დე, მინ­და, ერთ ფაქ­ტორს შე­ვე­ხო, რო­მე­ლიც ყვე­ლა იმ ადა­მი­ან­მა იცის, რო­მელ­საც მო­უ­წია სწავ­ლა ან სწავ­ლე­ბა, მი­ნი­მუმ, 20 ან 30 წლის წინ. წლე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბამ გვიჩ­ვე­ნა, რომ პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბი­სად­მი არა­და­დე­ბი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა წლე­ბის მან­ძილ­ზე, პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის პრეს­ტი­ჟის­თ­ვის ერთ-ერ­თი შე­მა­ფერ­ხე­ბე­ლი ფაქ­ტო­რი იყო ყო­ველ­თ­ვის. ვგუ­ლის­ხ­მობ, საბ­ჭო­თა და პოს­ტ­საბ­ჭო­თა პე­რი­ო­დებ­ში მცხოვ­რე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბი­სად­მი. პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბას მძი­მე მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა მოჰ­ყ­ვე­ბა პრეს­ტი­ჟის თვალ­საზ­რი­სით. ამი­ტომ, ძა­ლი­ან რთუ­ლია, მხო­ლოდ სიტყ­ვით და­არ­წ­მუ­ნო ვინ­მე იმის სი­კარ­გე­ში, რაც, ათე­უ­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ცუ­დად მი­იჩ­ნე­ო­და. ამის მიღ­წე­ვა, მხო­ლოდ საქ­მით, კონ­კ­რე­ტუ­ლი წა­რმა­ტე­ბის ის­ტო­რი­ე­ბი­თა და ფაქ­ტე­ბით შე­იძ­ლე­ბა. საქ­მე კი ის არის, რომ პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბა­ში გვაქვს კონ­კ­რე­ტუ­ლი შე­დე­გე­ბი, რო­მე­ლიც პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის შე­დე­გებს ასა­ხავს. კურ­ს­დამ­თავ­რე­ბულ­თა და­საქ­მე­ბის მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, რე­ა­ბი­ლი­ტი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი სას­წავ­ლებ­ლე­ბი, უახ­ლე­სი ტექ­ნი­კით აღ­ჭურ­ვი­ლი სას­წავ­ლო სა­ხე­ლოს­ნო­ე­ბი, სის­ტე­მუ­რი და სის­ტე­მა­ტუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის და სხვა. მა­ღა­ლია პრო­ფე­სი­უ­ლი კო­ლე­ჯე­ბის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბულ­თა და­საქ­მე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი. მა­გა­ლი­თად, ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის აკა­დე­მი­ის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბულ­თა და­საქ­მე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 94%-ია, ხო­ლო ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სი­უ­ლი პროგ­რა­მე­ბის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბულ­თა — თით­ქ­მის 100%. ეს სტა­ტის­ტი­კაა და ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პირს ინ­ტერ­ნეტ­ში სას­წავ­ლებ­ლე­ბის ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დებ­ზეც შე­უძ­ლი­ა. კო­ლე­ჯე­ბი თა­ვად იკ­ვ­ლე­ვენ კურ­ს­დამ­თავ­რე­ბულ­თა და­საქ­მე­ბის სა­კითხს. და­მენ­თახ­მე­ბით, დღე­ვან­დელ ვი­თა­რე­ბა­ში გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი და­საქ­მე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ახალ­გაზ­რ­დე­ბი­სა და ზრდას­რუ­ლე­ბი­სათ­ვის. კი­დევ ერ­თი ტენ­დენ­ცია, ჩემს პე­და­გო­გი­ურ გა­მოც­დილე­ბა­ზე დაკ­ვირ­ვე­ბით, არის ის, რომ უკ­ვე ზრდას­რუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, მა­ნამ­დე მი­ღე­ბუ­ლი უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბით, პრო­ფე­სი­უ­ლი კო­ლე­ჯე­ბის სტუ­დენ­ტე­ბი ხდე­ბი­ან. მა­თი მო­ტი­ვა­ცია ძი­რი­თა­დად ორ­ნა­ი­რია: სტუ­დენ­ტებს სურთ, რომ პრაქ­ტი­კუ­ლად და­ე­უფ­ლონ კონ­კ­რე­ტულ პრო­ფე­სი­ას ან აის­რუ­ლონ ამა თუ იმ პრო­ფე­სი­ის და­უფ­ლე­ბის დი­დი ხნის სურ­ვი­ლი.

ერ­თი მა­გა­ლი­თი შე­მიძ­ლია სა­კუ­თა­რი პრაქ­ტი­კი­დან მო­ვიყ­ვა­ნო. რო­დე­საც პრო­ფე­სი­ულ კო­ლეჯ „მერ­მის­ში“ ვას­წავ­ლი­დი ინ­ტერ­პერ­სო­ნა­ლუ­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის კურსს, ჯგუფ­ში სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბის ნა­ხე­ვარ­ზე მე­ტი უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბით იყო. მათ შო­რის ერ­თი უმაღ­ლეს­დამ­თავ­რე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტი, რო­მელ­საც კერ­ვის შეს­წავ­ლა სურ­და. კო­ლე­ჯის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ მან სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სი და­იწყო — კარ­ვე­ბის და ჰა­მა­კე­ბის კერ­ვა ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის. ამ პრო­დუქ­ცი­ა­ზე მოთხოვ­ნა საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია და ჩემს ყო­ფილს სტუ­დენტს ბიზ­ნე­სის გა­ფარ­თოე­ბაც მო­უ­წია. სხვა ბევ­რი მსგავ­სი მა­გა­ლი­თის მოყ­ვა­ნაც შე­იძ­ლე­ბა, რო­მელ­თა სა­ფუძ­ველ­ზეც, ჩე­მი შე­ფა­სე­ბით, პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა ნელ-ნე­ლა, მაგ­რამ თა­ვი­სუფ­ლ­დე­ბა გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის არა­სა­სურ­ვე­ლი გზის შტამ­პი­სა­გან, რა­ზეც და­საწყის­ში ვი­სა­უბ­რე და პო­პუ­ლა­რუ­ლი ხდე­ბა. აუცი­ლებ­ლად უნ­და ით­ქ­ვას, რომ ამ წინ­ს­ვ­ლის უკან, ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მ­წი­ფოს ძა­ლის­ხ­მე­ვას­თან ერ­თად (ვგუ­ლის­ხ­მობ გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს, ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნულ ცენტრს, მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნულ ცენტრს, თა­ვად პრო­ფე­სი­ულ კო­ლე­ჯებს), მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მხარ­და­ჭე­რა და კერ­ძო სექ­ტო­რის ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი ჩარ­თუ­ლო­ბა.

ახ­ლა კი პრო­ფე­სი­ულ მას­წავ­ლე­ბელს და­ვუბ­რუნ­დეთ, ყვე­ლა­ზე მთა­ვარ ფი­გუ­რას მთელ ამ პრო­ცეს­ში. ადამიანი, რომ­ლის მხრებ­ზეც გა­და­დის რე­ფორ­მის ძი­რი­თა­დი პა­სუ­ხიმ­გებ­ლო­ბა, სწო­რედ პრო­ფე­სი­უ­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლია. ამი­ტო­მა­ცაა მას­წავ­ლებ­ლის მხარ­და­ჭე­რა სა­ხელ­მ­წი­ფოს სე­რი­ო­ზუ­ლი ამო­ცა­ნა. პირ­ველ რიგ­ში, პე­და­გოგ­მა ზუს­ტად უნ­და იცო­დეს, რას ითხო­ვენ მის­გან, შემ­დეგ დავ­სა­ხოთ გზე­ბი, რო­გორ გა­ა­კე­თოს ის, რა­საც სთხო­ვენ და ბო­ლოს, მას მხარ­და­ჭე­რა სჭირ­დე­ბა სას­წავ­ლო პრო­ცეს­შიც. მას შემ­დე­გაც კი, რო­ცა იცის რა გა­ა­კე­თოს და რო­გორ, აუდი­ტო­რი­ა­ში, სტუ­დენ­ტ­თან პი­რის­პირ დარ­ჩე­ნილს უამ­რა­ვი სიძ­ნე­ლე შე­იძ­ლე­ბა შეხ­ვ­დეს. მი­სი აუდი­ტო­რია ხომ სკო­ლის­გან სრუ­ლი­ად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია. ჩვე­ნი ძი­რი­თა­დი სა­მიზ­ნე ჯგუ­ფი კი 9 და 12 კლას­დამ­თავ­რე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბი არი­ან, მაგ­რამ, რო­გორც გითხა­რით საკ­მა­ოდ დი­დია უმაღ­ლეს­დამ­თავ­რე­ბულ­თა კონ­ტინ­გენ­ტი. ისი­ნი არა მარ­ტო ასა­კობ­რი­ვად, გა­ნათ­ლე­ბის დო­ნი­თაც გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან და შე­სა­ბა­მი­სად, პრო­ფე­სი­უ­ლ მას­წავ­ლებე­ლსაც მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლად უწევს. შე­იძ­ლე­ბა ისეც მოხ­დეს, რომ მას­წავ­ლე­ბე­ლი სტუ­დენ­ტ­ზე უმ­ც­რო­სი აღ­მოჩ­ნ­დეს, რაც პრო­ფე­სი­ული მას­წავ­ლებ­ლის­გან სწავ­ლე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ფორ­მე­ბის ფლო­ბას მო­ითხოვს. გარ­და იმი­სა, რომ პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა ათე­უ­ლო­ბით სხვა­დას­ხ­ვა პრო­ფე­სი­ის სპექტრს მო­ი­ცავს, სტუ­დენ­ტ­თა თა­ვის­ებუ­რე­ბე­ბიც სრუ­ლი­ად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი შე­იძ­ლე­ბა იყოს. ეს სის­ტე­მა ამ მხრი­ვაც ძა­ლი­ან სპე­ცი­ფი­კუ­რია.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ხელ­მ­წი­ფოს მხარ­და­ჭე­რის თე­მას, ზე­მოთ ვთქვი, რომ პე­და­გოგ­მა უნ­და იცო­დეს რას ითხოვს მის­გან სის­ტე­მა. ამ მიზ­ნ­ით, ჯერ კი­დევ 2014 წელს, შე­იქ­მ­ნა ორი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი დო­კუ­მენ­ტი: პრო­ფე­სი­უ­ლი მას­წავ­ლებ­ლის სტან­დარ­ტი და ეთი­კის კო­დექ­სი. იმ სი­ახ­ლე­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რაც ამ ოთხ წე­ლი­წად­ში სის­ტე­მა­ში და­ი­ნერ­გა, აუცი­ლე­ბე­ლია მა­თი შეც­ვ­ლა, გა­ნახ­ლე­ბა, რაც მიმ­დი­ნა­რე წელს გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. შემ­დეგ ამ გა­ნახ­ლე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე შევ­ქ­მ­ნით ისეთ ტრე­ნინგ-მო­დუ­ლებს, რომ­ლე­ბიც მას­წავ­ლებ­ლე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე იქ­ნე­ბა აგე­ბუ­ლი. მას­წავ­ლებ­ლებს ჩა­უ­ტარ­დე­ბათ ტრე­ნინ­გე­ბი ად­გი­ლებ­ზე, პრო­ფე­სი­ულ კო­ლე­ჯებ­ში. ყვე­ლა ტრე­ნე­რი კონ­კურსს გა­ივ­ლის. უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, აუცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბაა სის­ტე­მა­ში მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა, სპე­ცი­ფი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე და პე­და­გო­გი­უ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა, რა თქმა უნ­და, სხვა უნა­რებ­თან ერ­თად. სწო­რედ ამ ტრე­ნინ­გე­ბის მეშ­ვე­ო­ბით და­ე­უფ­ლე­ბა პრო­ფე­სი­უ­ლი პე­და­გო­გი იმ ცოდ­ნა­სა და უნა­რებს, რაც და­სა­ხუ­ლი მიზ­ნის მი­საღ­წე­ვა­დაა აუცი­ლე­ბე­ლი.

შემ­დე­გი ეტა­პის­თ­ვის, რო­ცა პე­და­გო­გი პი­რის­პირ რჩე­ბა აუდი­ტო­რი­ის წი­ნა­შე, ვთა­ვა­ზობთ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ კონ­სულ­ტი­რე­ბას. კო­ლეჯ­ში იკ­რი­ბე­ბა რამ­დე­ნი­მე მას­წავ­ლე­ბე­ლი და მო­მარ­თა­ვენ მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ცენტრს პე­და­გო­გი­უ­რი კონ­სულ­ტი­რე­ბის თე­მა­ზე. ტრე­ნე­რი მი­დის სას­წავ­ლე­ბელ­ში და იმ კონ­კ­რე­ტუ­ლი პრობ­ლე­მის ად­გილ­ზე გან­ხილ­ვით, რის გა­მოც მოგ­ვ­მარ­თეს პე­და­გო­გებ­მა, კონ­სულ­ტი­რე­ბას უწევს მათ, ეხ­მა­რე­ბა წარ­მოქ­მ­ნი­ლი სიძ­ნე­ლე­ე­ბის გა­და­ლახ­ვა­ში. არის კი­დევ ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ეტა­პი — ესაა მას­წავ­ლებ­ლის მი­ერ სა­კუ­თა­რი პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის და­გეგ­მ­ვა. შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი ტრე­ნინ­გე­ბი, არა­ვი­თარ შემ­თხ­ვე­ვა­ში, არ შე­იძ­ლე­ბა იყოს თავ­ს­მოხ­ვე­უ­ლი.

პრო­ფე­სი­უ­ლი პე­და­გო­გის კვა­ლი­ფი­კა­ცია უფ­რო მეტ დატ­ვირ­თ­ვას იძენს კი­დევ ერ­თი აქ­ტო­რის — კერ­ძო სექ­ტო­რის სის­ტე­მა­ში შე­მოს­ვ­ლის გა­მოც. წი­ნან­დელ­თან შე­და­რე­ბით, ვი­თა­რე­ბა რა­დი­კა­ლუ­რად შეც­ვ­ლი­ლია, დამ­კ­ვე­თი ახ­ლა სა­ხელ­მ­წი­ფო კი არა, კერ­ძო სექ­ტო­რია. სწო­რედ ის კარ­ნა­ხობს (უკ­ვე­თავს) გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მას, რა კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის კად­რია სა­ჭი­რო შრო­მის ბა­ზარ­ზე, დამ­საქ­მე­ბე­ლიც თა­ვად არის, ამ­დე­ნად და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მხა­რეც და სას­წავ­ლო პრო­ცე­სის მო­ნა­წი­ლეც. სწო­რედ მი­სი დაკ­ვე­თის სა­ფუძ­ველ­ზე იქ­მ­ნე­ბა ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნულ ცენ­ტ­რ­ში პრო­ფე­სი­უ­ლი სტან­დარ­ტე­ბი და სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბი, რის სა­ფუძ­ველ­ზეც ხორ­ცი­ელ­დე­ბა შემ­დეგ კო­ლე­ჯის ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რუ­ლი მოწყო­ბა.

ასე რომ, მას­წავ­ლებ­ლი­სად­მი წა­ყე­ნე­ბუ­ლი სტან­დარ­ტი, ზო­გა­დად, ძა­ლი­ან მა­ღა­ლია. ამი­ტო­მაც ვამ­ბობ, რომ პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბას, რო­გორც არას­დ­როს, სჭირ­დე­ბა მა­ღალ­კ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი, სა­თა­ნა­დო უნა­რე­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი, სის­ტე­მის სპე­ცი­ფი­კას მორ­გე­ბუ­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მელ­მაც არა მხო­ლოდ არ­ჩე­უ­ლი პრო­ფე­სია უნ­და შე­ას­წავ­ლოს სტუ­დენტს, არა­მედ ღრმად ჩა­ა­ხე­დოს პრო­ფე­სი­ის ნი­უ­ან­სებ­ში და პერ­ს­პექ­ტი­ვა­შიც და­ა­ნა­ხოს და­საქ­მე­ბი­სა და თვით­და­საქ­მე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი.

ნინო ელბაქიძე

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ათლების მასწავლებლებისა და დირექტორების განვითარების სახელმწიფო პროგრამის მენეჯერი

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები