27 ივლისი, შაბათი, 2024

TIMSS 2023-ის კვლევაში 10 000-მდე მოსწავლე მონაწილეობდა

spot_img

2023 წლის მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლისა და სწავლების საერთაშორისო კვლევა (TIMSS)  საქართველოში 1 მაისს დაიწყო და 9 ივნისს დასრულდა.

კვლევაში მონაწილეობდა 166 სკოლის (საჯარო და კერძო სკოლების) მე-4 და მე-8 კლასის 10 000-მდე მოსწავლე, რომელთა შერჩევაც შემთხვევითი პრინციპით მოხდა.

კვლევა სრულად ელექტრონული ფორმით ჩატარდა. სხვა განვითარებული ქვეყნების მსგავსად, პირველად საქართველოში მოსწავლეთა ტესტირება ონლაინ ადმინისტრირების მეთოდით წარიმართა.  მოსწავლეებთან ერთად კვლევაში მონაწილეობდნენ მათი მშობლები, მასწავლებლები და სკოლის დირექტორები.

მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლისა და სწავლების საერთაშორისო კვლევა (TIMSS)   მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანაში ტარდება და მას ორგანიზებას უწევს საგანმანათლებლო მიღწევების შეფასების საერთაშორისო ასოციაცია (IEA). საქართველო ამ კვლევაში მონაწილეობას იღებს 2007 წლიდან და მის ადმინისტრირებას საქართველოში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს.

მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლისა და სწავლების საერთაშორისო კვლევა (TIMSS) საშუალებას გვაძლევს, ზუსტად შევაფასოთ ჩვენი ქვეყნის მოსწავლეთა პროგრესი მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაში, ასევე, დავადგინოთ ის მნიშვნელოვანი ფაქტორები, რომლებიც განსაზღვრავს მათ მიღწევებს ამ მიმართულებით.

კვლევის მაღალ დონეზე ადმინისტრირებისათვის შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩაატარა ტრენინგები შერჩეული სკოლების კვლევის კოორდინატორებისა და ტესტირების ჩამტარებლებისათვის. ტრენინგებში მონაწილეობდა 166 სკოლის 242 წარმომადგენელი.

მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე ციკლში განსაკუთრებით მაღალი იყო როგორც მოსწავლეების, ისე მასწავლებლების, დირექტორებისა და მშობლების მონაწილეობის მაჩვენებლები საქართველოში. კვლევა მთელი ქვეყნის მასშტაბით მაღალ დონეზე და საერთაშორისო რეკომენდაციებისა და სტანდარტების სრული დაცვით ჩატარდა. კვლევის პროცესს აკვირდებოდნენ და აფასებდნენ ხარისხის კონტროლის საერთაშორისო მონიტორები.

TIMSS 2023-ის შედეგები 2024 წელს გახდება ცნობილი.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები