15 ოქტომბერი, სამშაბათი, 2024

STEAM ინო­ვა­ტო­რი მას­წავ­ლებ­ლე­ბი

spot_img

„STEAM ინო­ვა­ტორ მას­წავ­ლე­ბელ­თა კონ­კურ­სის“ ფი­ნა­ლუ­რი ეტა­პი, 18 თე­ბერ­ვალს, გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლე­ბის გა­მოვ­ლე­ნით დას­რუ­ლა­და. საპ­რი­ზო ად­გი­ლე­ბი ასე გა­და­ნა­წილ­და:

I ად­გი­ლი – ელი­სო აბ­რა­მიშ­ვი­ლი; II ად­გი­ლი – მი­ხე­ილ ლა­ბარ­ტყა­ვა; III ად­გი­ლი –  იზოლ­და ტეფ­ნა­ძე. პრო­ექ­ტი STEM მას­წავ­ლე­ბელ­თა ასო­ცი­ა­ცი­ამ, უნი­ლაბ­მა და ილი­ას სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­მა ერ­თობ­ლი­ვად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს, მხარ­დამ­ჭე­რე­ბი არი­ან: გა­ნათ­ლე­ბის კო­ა­ლი­ცია, ილი­ას სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის გა­ნათ­ლე­ბის სკო­ლა, ილი­ა­უ­ნის სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო გა­ნათ­ლე­ბის ცენ­ტ­რი SALIS. საპ­რი­ზო ფონ­დი ილი­ას უნი­ვერ­სი­ტეტ­მა გა­მო­ყო: 1ადგილი – 1500 ლა­რი; 2 ად­გი­ლი – 1200 ლა­რი; 3 ად­გი­ლი – 800 ლა­რი.

კონ­კურ­სი, რო­ლის მი­ზა­ნი­ც სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მოქ­მე­დი სა­ჯა­რო და კერ­ძო სკო­ლე­ბის STEAM მი­მარ­თუ­ლე­ბის აქ­ტი­უ­რი/მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის შერ­ჩე­ვა/გა­მოვ­ლე­ნა გახ­ლ­დათ, სა­ერ­თო ჯამ­ში, 4 თვეს გაგ­რ­ძელ­და და რამ­დე­ნი­მე ეტა­პად წა­რი­მარ­თა. ფი­ნა­ლურ ეტა­პამ­დე, მას­წავ­ლებ­ლებ­მა 3 შე­სარ­ჩე­ვი სა­ფე­ხუ­რი გა­ი­ა­რეს, რაც აპ­ლი­კა­ცი­ის შევ­სე­ბას, ვი­დე­ო­რე­სურ­სის შექ­მ­ნა­სა და გა­სა­უბ­რე­ბას გუ­ლის­ხ­მობ­და. პირ­ველ ეტაპ­ზე შე­მო­სუ­ლი 75 გა­ნაცხა­დი­დან, სა­რე­გის­ტ­რა­ციო ფორ­მე­ბი­სა და თან­დარ­თუ­ლი სა­მო­ტი­ვა­ციო წე­რი­ლის გა­დარ­ჩე­ვის შემ­დეგ, შერ­ჩე­ულ­მა მას­წავ­ლებ­ლებ­მა, კონ­კურ­სის პი­რო­ბის თან­ხ­მად, 5-წუ­თი­ა­ნი ვი­დე­ო­ე­ბი შექ­მ­ნეს, სა­დაც გა­მოც­დი­ლე­ბი­სა და ინო­ვა­ცი­უ­რი მე­თო­დე­ბის შე­სა­ხებ სა­უბ­რობ­დ­ნენ და აღ­წერ­დ­ნენ პრო­ექ­ტის/პრო­ექ­ტე­ბის და­ნერ­გ­ვის შემ­დეგ, რო­გორ შე­იც­ვა­ლა სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და ჩარ­თუ­ლო­ბა STEM სწავ­ლე­ბის მი­მართ. ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლუ­რი ეტა­პი კი, ჟი­უ­რის წევ­რებ­თან გა­სა­უბ­რე­ბას მო­ი­აზ­რებ­და, რის შე­დე­გა­დაც 10 ფი­ნა­ლის­ტი მას­წავ­ლე­ბე­ლი შე­ირ­ჩა.

18 თე­ბერ­ვალს, ილი­ას სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე, მათ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სა­ხით წარ­­ად­გი­ნეს პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც შემ­დე­გი კრი­ტე­რი­უ­მე­ბის მი­ხედ­ვით შე­ფას­და:

♦ რამ­დე­ნად ინო­ვა­ცი­უ­რია პრო­ექ­ტი/პრო­ექ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც მას­წავ­ლებ­ლის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბით გან­ხორ­ცი­ელ­და;

♦ რო­გორ არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი სა­გან­თა შო­რის ინ­ტეგ­რა­ცია აღ­ნიშ­ნულ პრო­ექ­ტ­ში/პრო­ექ­ტებ­ში;

♦ რამ­დე­ნად ჩანს საგ­ნობ­რი­ვი მჭიდ­რო კავ­ში­რი თე­ო­რი­ა­სა და პრაქ­ტი­კას შო­რის;

♦ რამ­დე­ნად აქ­ტუ­ა­ლუ­რია პრობ­ლე­მა, რომ­ლის გა­დაჭ­რა­საც ემ­სა­ხუ­რე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი პრო­ექ­ტი/პრო­ექ­ტე­ბი;

♦ არის თუ არა მო­ცე­მუ­ლი პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რის გზა რე­ლე­ვან­ტუ­რი/გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­დი;

♦ რამ­დე­ნად გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია ასა­კობ­რი­ვი და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი.

პრო­ექ­ტის ერთ-ერ­თი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი და „STEM მას­წავ­ლე­ბელ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის“ თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ანა კინ­წუ­რაშ­ვი­ლი, მსგავ­სი კონ­კურ­სე­ბის მიზ­ნებ­სა და ზო­გა­დად, სკო­ლებ­ში STEAM მი­მარ­თუ­ლე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის ხელ­შეწყო­ბა­ზე სა­უბ­რი­სას, ამ­ბობს, რომ „STEAM ინო­ვა­ტორ მას­წავ­ლე­ბელ­თა კონ­კურ­სის“ მთა­ვა­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა სწო­რედ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია და მო­ტი­ვა­ცი­ის გაზ­რ­დაა. ამი­ტო­მაც, პრო­ექ­ტის მთა­ვარ მიზ­ნა­დაც სწო­რედ ეს და­ი­სა­ხეს – შე­ერ­ჩი­ათ და გა­მო­ევ­ლი­ნათ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მოქ­მე­დი სა­ჯა­რო და კერ­ძო სკო­ლე­ბის STEAM მი­მარ­თუ­ლე­ბის აქ­ტი­უ­რი და მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბი, რა­თა მათ მი­ერ კონ­კურ­ს­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი ინო­ვა­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის სხვა­დას­ხ­ვა მე­თო­დი, ქვეყ­ნის მას­შ­ტა­ბით, გა­ე­ზი­ა­რე­ბი­ნათ კო­ლე­გე­ბის­თ­ვის. მსგავ­სი აქ­ტი­ვო­ბე­ბი სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა STEAM მი­მარ­თუ­ლე­ბით შექ­მ­ნი­ლი პრო­ექ­ტე­ბის ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის გა­საც­ნო­ბად, კონ­კ­რე­ტუ­ლი მა­გა­ლი­თე­ბის ჩვე­ნე­ბა კი – იმის სა­ი­ლუს­ტ­რა­ცი­ოდ, რო­გორ ხდე­ბა მოს­წავ­ლე­თა ჩარ­თუ­ლო­ბის ზრდა STEAM პრო­ექ­ტე­ბის შექ­მ­ნი­სას.

ანი კინ­წუ­რაშ­ვი­ლის აზ­რით, ინო­ვა­ცი­ე­ბით სავ­სე ციფ­რულ ეპო­ქა­ში ახალ­გაზ­რ­დე­ბის წი­ნა­შე დიდ გა­მოწ­ვე­ვად რჩე­ბა ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ცოდ­ნა და ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­ში მი­სი გა­მო­ყე­ნე­ბა, თვით­რე­ა­ლი­ზე­ბი­სა და და­საქ­მე­ბი­სათ­ვის. მი­სი­ვე თქმით, სკო­ლებ­ში, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხი სა­შუ­ა­ლო­ზე და­ბა­ლია, რაც რამ­დე­ნი­მე მი­ზე­ზი­თაა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი: „სკო­ლებ­ში არ არის სა­თა­ნა­დოდ აღ­ჭურ­ვი­ლი სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო და ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი; სფე­რო უწყ­ვე­ტი გა­ნათ­ლე­ბის­თ­ვის სა­ჭი­რო ხა­რის­ხი­ა­ნი ტრე­ნინ­გე­ბი­სა და გა­დამ­ზა­დე­ბის კურ­სე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბას გა­ნიც­დის; მოს­წავ­ლე­ებ­ში ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბა საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია, მაგ­რამ არ არის შე­სა­ბა­მი­სი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ან ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სი, ან ორი­ვე ერ­თად; არ არის შე­სა­ბა­მი­სად და­ფა­სე­ბუ­ლი და გა­მოკ­ვე­თი­ლი ამ სფე­რო­ში ინო­ვა­ტორ მას­წავ­ლე­ბელ­თა შრო­მა.

STEM მას­წავ­ლე­ბელ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის საქ­მი­ა­ნო­ბა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია STEM მი­მარ­თუ­ლე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ა­სა და მას­წავ­ლებ­ლე­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის ეფექ­ტუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის შექ­მ­ნა­ზე. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში რამ­დე­ნი­მე STEM კონ­კურ­სი ტარ­დე­ბა, მა­ინც არ არის სა­თა­ნა­დოდ და­ფა­სე­ბუ­ლი და გა­მოკ­ვე­თი­ლი ამ სფე­რო­ში ინო­ვა­ტორ მას­წავ­ლე­ბელ­თა შრო­მა. და­მე­თან­ხ­მე­ბით, ნე­ბის­მი­ე­რი პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ა­ნი­სათ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და სა­სი­ხა­რუ­ლოა საქ­მი­ა­ნო­ბის აღი­ა­რე­ბა. სწო­რედ ამი­ტომ, მას­წავ­ლებ­ლის, კერ­ძოდ კი, STEAM მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ი­სათ­ვის, ილი­ას სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­თან ერ­თად, გა­მო­ვაცხა­დეთ „STEAM ინო­ვა­ტორ მას­წავ­ლე­ბელ­თა კონ­კურ­სი“. ჩვე­ნი მი­ზა­ნია, ხე­ლი შე­ვუწყოთ რო­გორც ფორ­მა­ლუ­რი, ისე არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას, ინ­ტეგ­რი­რე­ბულ სწავ­ლე­ბა­სა და ინო­ვა­ცი­ე­ბის გავ­რ­ცე­ლე­ბის ქსე­ლის ფორ­მი­რე­ბას.

დი­დი მად­ლო­ბა მხარ­დამ­ჭერ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს და ასე­ვე, ჟი­უ­რის წევ­რებს სა­სი­ა­მოვ­ნო თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­სათ­ვის, მა­თი მხარ­და­ჭე­რის გა­რე­შე ეს კონ­კურ­სი ნამ­დ­ვი­ლად ვერ ჩა­ტარ­დე­ბო­და. ვუ­ლო­ცავთ გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლებს, სა­უ­კე­თე­სო ათე­ულს, რომ­ლე­ბიც სწავ­ლა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბულ, ღირ­სე­ულ თა­ო­ბებს ზრდი­ან. სა­მო­მავ­ლოდ ვგეგ­მავთ, კონ­კურსს ყო­ველ­წ­ლი­უ­რი ხა­სი­ა­თი მივ­ცეთ, რა­თა უფ­რო მეტ­მა ადა­მი­ან­მა შე­იტყოს ინო­ვა­ტორ მას­წავ­ლე­ბელ­თა საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ.“

ფი­ნა­ლის დღეს, ჟუ­რის მი­ერ შერ­ჩე­ულ­მა 10-ივე ინო­ვა­ტორ­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა, სა­გა­მო­ფე­ნო სივ­რ­ცე­ში, სა­კუ­თა­რი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი პრო­დუქ­ტი წა­რად­გი­ნა.

STEAM სწავ­ლე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა­ზე სა­კუ­თარ აზრს გვი­ზი­ა­რე­ბენ გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბი და ყუ­რადღე­ბას ამახ­ვი­ლე­ბენ იმ ახალ მიდ­გო­მებ­სა და მე­თო­დებ­ზე, რო­მე­ლიც STEM-მა და­ამ­კ­ვიდ­რა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცე­ში.

⇒ ელი­სო აბ­რა­მიშ­ვი­ლი – ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის სა­ხე­ლო­ბის ქა­ლაქ საჩხე­რის №2 სა­ჯა­რო სკო­ლის ქი­მი­ის მას­წავ­ლე­ბე­ლი:

„პირ­ველ რიგ­ში, ეს დი­დი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბაა, სი­ხა­რუ­ლია, ჩე­მი და ჩე­მი მოს­წავ­ლე­ე­ბის შრო­მის აღი­ა­რე­ბაა, კონ­კურ­ს­ში გა­მარ­ჯ­ვე­ბაც სკო­ლას და მოს­წავ­ლე­ებს ეკუთ­ვ­ნის.

ფი­ნა­ლურ ეტაპ­ზე, ჩემს მოს­წავ­ლე­ებ­თან ერ­თად, ჟი­უ­რის წი­ნა­შე წარ­ვად­გი­ნეთ STEAM პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც თა­ვის თავ­ში მო­ი­ცავ­და ქი­მი­ის, ფი­ზი­კი­სა და ინ­ჟი­ნე­რი­ის ინ­ტეგ­რი­რე­ბას. პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხუ­რის სა­მი მოს­წავ­ლე: ლუ­ლა აბ­რა­მიშ­ვი­ლი, ალი­კა კა­პა­ნა­ძე და თი­ნა­თინ კირ­ვა­ლი­ძე. ჩვენ შევ­ქ­მე­ნით ხელ­საწყო, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ვი­ყე­ნოთ, რო­გორც სიმ­ძ­ლავ­რის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი მოწყო­ბი­ლო­ბა. ხელ­საწყოს მუ­შა­ო­ბის პრინ­ცი­პი მდგო­მა­რე­ობს შემ­დეგ­ში: სპი­ლენ­ძის ორ ფირ­ფი­ტას შო­რის მო­თავ­სე­ბუ­ლია ხის ფირ­ფი­ტა, სა­დაც ჩა­მაგ­რე­ბუ­ლია გა­აქ­ტი­უ­რე­ბუ­ლი ნახ­ში­რის აბე­ბი, ფირ­ფი­ტე­ბი ერ­თ­მა­ნეთ­თან შე­ერ­თე­ბუ­ლია მიმ­დევ­რო­ბით. რო­დე­საც მოხ­დე­ბა წნე­ვის ცვლი­ლე­ბა (გა­რე­შე ძა­ლე­ბის მოქ­მე­დე­ბით), მყი­სი­ე­რად იც­ვ­ლე­ბა ნახ­ში­რის წი­ნა­ღო­ბა, იზ­რ­დე­ბა ნახ­ში­რის ფო­რო­ვა­ნი ზე­და­პი­რის ფარ­თო­ბი, რაც იწ­ვევს წრედ­ში დე­ნის ცვლი­ლე­ბას. ამ ხელ­საწყო­თი ჩვენ შეგ­ვიძ­ლია ვცვა­ლოთ ძრა­ვის ბრუნ­თა რიცხ­ვი და ნა­თუ­რის სი­კაშ­კა­შე. აღ­ნიშ­ნუ­ლი ხელ­საწყოს გა­მო­ყე­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია ელექ­ტ­რო საწყო­ბებ­ში და დი­ნა­მო მეტ­რებ­ში, რო­გორც სიმ­ძ­ლავ­რის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი მოწყო­ბი­ლო­ბა.

STEM-ის და­ნერ­გ­ვა კრი­ტი­კუ­ლად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში და ის უშუ­ა­ლოდ უკავ­შირ­დე­ბა ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბას, კე­თილ­დღე­ო­ბას, უახ­ლეს სო­ცი­ა­ლურ და ეკო­ნო­მი­კურ გა­მოწ­ვე­ვებს. ცნო­ბი­ლი გა­მო­ნათ­ქ­ვა­მის მი­ხედ­ვით, „მო­მავ­ლის პრო­ფე­სი­ე­ბი STEM პრო­ფე­სი­ე­ბია. მსგავ­სი კონ­კურ­სე­ბი კი, ხელს უწყობს STEAM გა­ნათ­ლე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას, მას­წავ­ლე­ბელ­თა  და მოს­წავ­ლე­თა აქ­ტი­ურ ჩარ­თუ­ლო­ბას, გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბას, ურ­თი­ერ­თ­თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბას. ეს მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ხელ­შეწყო­ბაა, რად­გან „STEAM გა­ნათ­ლე­ბა ეს არის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ფიქ­რი, კვლე­ვა, ექ­ს­პე­რი­მენ­ტი, ახ­ლის ძი­ე­ბა. ეს არის მო­მავ­ლის სწავ­ლე­ბა!

STEM სწავ­ლე­ბა აად­ვი­ლებს სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სის ეფექ­ტურ მარ­თ­ვას, ხელს უწყობს ახალ­გაზ­რ­დებ­ში იმ უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას, რომ­ლი­თაც ისი­ნი შეძ­ლე­ბენ გახ­დ­ნენ თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ზო­გა­დო­ე­ბის სრულ­ფა­სო­ვა­ნი წევ­რე­ბი – შეძ­ლონ აწ­მ­ყოს შეც­ვ­ლა სა­უ­კე­თე­სო მო­მავ­ლის იმე­დით!“

⇒ მი­ხე­ილ ლა­ბარ­ტყა­ვა  და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ე­რო გიმ­ნა­ზია „შავ­ნა­ბა­დას“ მას­წავ­ლე­ბე­ლი:

 „STEM  ეს უბ­რა­ლოდ მეც­ნი­ე­რე­ბის (ფი­ზი­კა, ქი­მია, ბი­ო­ლო­გია) – (Science), ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის (Techhnology), სა­ინ­ჟინ­რო საქ­მის (Engineering) და მა­თე­მა­ტი­კის (Maths) აბ­რე­ვი­ა­ტუ­რა არ არის. ეს სწავ­ლე­ბის ახა­ლი მე­თო­დია, რო­მე­ლიც ყვე­ლა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბას (ამ საგ­ნებს) ერ­თ­მა­ნეთ­თან აკავ­ში­რებს. სწავ­ლე­ბის ამ მიდ­გო­მა­ში გა­ნი­ხი­ლე­ბა პრობ­ლე­მე­ბი, რომ­ლე­ბიც იმი­თაა გა­მოწ­ვე­უ­ლი, რომ დღეს, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში (თუ ყო­ველ­თ­ვის არა), ეს საგ­ნე­ბი ერ­თ­მა­ნე­თის­გან ცალ-ცალ­კე, იზო­ლი­რე­ბუ­ლად ის­წავ­ლე­ბა მა­შინ, რო­დე­საც ისი­ნი, ბუ­ნებ­რი­ვად, ერ­თ­მა­ნე­თის­გან გა­ნუ­ყო­ფე­ლია, ერთ მთლი­ანს წარ­მო­ად­გენს. ეს, ერთ მთლი­ა­ნო­ბა­ში შეკ­რუ­ლი, დის­ციპ­ლი­ნა­თა­შო­რი­სი კავ­ში­რის მქო­ნე მიდ­გო­მა პრაქ­ტი­კულ სწავ­ლე­ბა­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი.

STEM-მიდ­გო­მა ხელს უწყობს მოს­წავ­ლე­ებს, ჩა­ა­ტა­რონ ექ­ს­პე­რი­მენ­ტე­ბი, ამ დროს და­უშ­ვან შეც­დო­მე­ბი და, სა­კუ­თა­რი შეც­დო­მე­ბის გა­მოს­წო­რე­ბა­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით, ის­წავ­ლონ, შე­ი­მეც­ნონ ესა თუ ის მოვ­ლე­ნა და არ და­ეყ­რ­დ­ნონ მხო­ლოდ იმას, რაც სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებ­შია მო­ცე­მუ­ლი. ჯერ კი­დევ დი­დი ილია ამ­ბობ­და – „არც უწიგ­ნო­ბა ვარ­გა და არც მარ­ტო წიგ­ნე­ბი­დამ გა­მო­ხედ­ვა. უწიგ­ნოდ თვალ­თა­ხედ­ვის არე მოკ­ლეა და მარ­ტო წიგ­ნი­თაც საკ­მა­ოდ გრძე­ლი არ არის. უკად­რი­სო­ბად მიგ­ვაჩ­ნია ჭკუა უწიგ­ნო ტყა­პუჭ ქვე­შაც ვი­გულ­ვოთ. ჩვენ ვთა­კი­ლობთ და არა გვჯე­რა, რომ ყვე­ლა გო­ნი­ე­რი კა­ცი, თუნდ უწიგ­ნოც, ზოგ­ჯერ მწიგ­ნო­ბა­რი­სათ­ვი­საც კი ოს­ტა­ტია.

კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბა, ლო­გი­კუ­რი ანა­ლი­ზი, კვლე­ვა და პრო­ექ­ტე­ბით სწავ­ლე­ბა STEM მიდ­გო­მის ქვა­კუთხე­დია. ყო­ვე­ლი­ვე ეს ზრდის მოს­წავ­ლის ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბას, სა­ინ­ტე­რე­სოდ, მუდ­მი­ვად და აქ­ტუ­ა­ლუ­რად აქ­ცევს სწავ­ლე­ბის პრო­ცესს.“

⇒  იზოლ­და ტეფ­ნა­ძე – სო­ფელ ქვე­და ბე­რე­თი­სის და სო­ფელ წყალ­შა­ვის სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი:

„სიტყ­ვე­ბი არ მყოფ­ნის იმ ემო­ცი­ის გა­მო­სა­ხა­ტად, რაც გან­ვი­ცა­დე, სი­ხა­რუ­ლის ცრემ­ლებს ვერ ვი­კა­ვებ­დი. ჩე­მი 42-წლი­ა­ნი მუ­შა­ო­ბა შე­ა­ფა­სა და და­ა­ფა­სა STEAM ინო­ვა­ტორ მას­წავ­ლე­ბელ­თა კონ­კურ­ს­მა. მო­ვუ­წო­დებ ყვე­ლა მას­წავ­ლე­ბელს – ნუ შე­ი­კა­ვებთ თავს, მი­ი­ღეთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მსგავს კონ­კურ­სებ­ში, იშ­რო­მეთ და აშ­რო­მეთ მოს­წავ­ლე­ე­ბი, რი­თაც გაზ­რ­დით რო­გორც თქვენს, ისე მოს­წავ­ლე­ე­ბის მო­ტი­ვა­ცი­ას. მჯე­რა, წინ კი­დევ ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო კონ­კურ­სი და შეხ­ვედ­რა გვე­ლო­დე­ბა.

მე ვმუ­შა­ობ ჭი­ა­თუ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მა­ღალ­მ­თი­ა­ნი სოფ­ლე­ბის – ქვე­და ბე­რე­თი­სის სა­ჯა­რო სკო­ლის ფი­ზი­კის მას­წავ­ლებ­ლად და წყალ­შა­ვის სა­ჯა­რო სკო­ლის ბუ­ნე­ბის მას­წავ­ლებ­ლად, V-VI კლა­სებ­ში და გა­დავ­წყ­ვი­ტე, ამ მე­ტად სა­ინ­ტე­რე­სო კონ­კურ­ს­ში ორი­ვე სკო­ლი­დან მი­მე­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ოქ­ტომ­ბერ­ში ჩა­ვერ­თე და ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ მი­ვი­წევ­დი წინ. გა­მო­აცხა­დეს ფი­ნა­ლის­ტე­ბი და, მათ შო­რის, ჩე­მი სა­ხე­ლი და გვა­რი ამო­ვი­კითხე. ცხა­დია, გა­მარ­ჯ­ვე­ბის ჟი­ნი კი­დევ უფ­რო გა­ი­ზარ­და და მეც უფ­რო გა­ვაქ­ტი­ურ­დი. ჩე­მი სა­კონ­კურ­სო აქ­ტი­ვო­ბა იყო — „ვის­წავ­ლოთ კე­თე­ბით“. ბე­რე­თი­სის სკო­ლი­დან წარ­ვად­გი­ნე ელექ­ტ­როს­კო­პი, რო­მე­ლიც მოქ­მე­დია და ვარ­გი­სია მრა­ვალ­ჯე­რა­დი გა­მო­ყე­ნე­ბის­თ­ვის. პრო­დუქ­ტის დამ­ზა­დე­ბის­თ­ვის დაგ­ვ­ჭირ­და ქი­მია-მა­თე­მა­ტი­კა-ინ­ჟი­ნე­რია-ხე­ლოვ­ნე­ბა და ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­ვი­ყე­ნეთ ფი­ზი­კა­ში, რა­საც STEAM ით­ვა­ლის­წი­ნებს; წყალ­შა­ვის სა­ჯა­რო სკო­ლი­დან წარ­ვად­გი­ნე ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვი­ე­რი ცის რუ­კა. ამ სკო­ლა­ში ბუ­ნე­ბას ვას­წავ­ლი V-VI კლა­სებს, სა­დაც დი­დი ად­გი­ლი კოს­მოსს აქვს დათ­მო­ბი­ლი. რუ­კა არ გვქონ­და და, მოს­წავ­ლე­ებ­თან ერ­თად, შე­ვად­გი­ნეთ ვარ­ს­კ­ლა­ვი­ე­რი ცის რუ­კა, აქაც დაგ­ვ­ჭირ­და მა­თე­მა­ტი­კა-ინ­ჟი­ნე­რია-ხე­ლოვ­ნე­ბა-ფი­ზი­კა. მი­ხა­რია, რომ ჟი­უ­რის წევ­რებ­მა ობი­ექ­ტუ­რად შე­ა­ფა­სეს ჩვე­ნი შრო­მა, რა­მაც ძა­ლი­ან გაგ­ვა­ხა­რა და უფ­რო მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლე­ბი გავ­ხ­დით.

ზო­გა­დად, STEAM სწავ­ლე­ბის მე­თო­დე­ბი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და ინო­ვა­ცი­უ­რია, რაც ით­ვა­ლის­წი­ნებს ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის არა მარ­ტო გა­მო­ყე­ნე­ბას, არა­მედ გან­ვი­თა­რე­ბა­საც.

„სწავ­ლა კე­თე­ბით“ მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ცე­სია, ისი­ნი უფ­რო ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ნი და უფ­რო მე­ტად შე­მოქ­მე­დე­ბი­თე­ბი ხდე­ბი­ან, იზ­რ­დე­ბა ჩარ­თუ­ლო­ბა სწავ­ლის პრო­ცეს­ში, უვი­თარ­დე­ბათ კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბა, აქ შე­იძ­ლე­ბა მოს­წავ­ლემ თა­ვი­სი თა­ვი იპო­ვოს. ეს მე­თო­დი აზი­ა­რებს მოს­წავ­ლე­ებს მეც­ნი­ე­რე­ბის სა­ფუძ­ვ­ლებს, უვი­თა­რებს კვლე­ვის უნარ-ჩვე­ვებს, რაც მო­მა­ვალ­ში სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს მათ, შე­ი­მეც­ნონ სამ­ყა­რო, ჩა­ერ­თონ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბის სხვა­დას­ხ­ვა სფე­რო­ში, იგ­რ­ძ­ნონ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა სა­კუ­თა­რი თა­ვის, სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და გა­რე­მოს მი­მართ.

ასე­თი კონ­კურ­სე­ბი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სა და მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვი­საც, არ გვაძ­ლევს მო­დუ­ნე­ბის ნე­ბას – თუ გინ­და ას­წავ­ლო, შენ თვი­თონ გა­მუდ­მე­ბით უნ­და სწავ­ლობ­დე, იყო აქ­ტი­უ­რი, ეც­ნო­ბო­დე სი­ახ­ლე­ებს და მიგ­ქონ­დეს მოს­წავ­ლე­ე­ბამ­დე.

და­ბო­ლოს, მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ილი­ას სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­სა და STEM მას­წავ­ლე­ბელ­თა ასო­ცი­ა­ცი­ას, ყვე­ლა მხარ­დამ­ჭერ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას, კონ­კურ­სის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს, ჟი­უ­რის წევ­რებს გა­წე­უ­ლი შრო­მის­თ­ვის, რომ გა­მო­ევ­ლი­ნათ მას­წავ­ლე­ბელ­თა შო­რის სა­უ­კე­თე­სო მას­წავ­ლე­ბე­ლი STEAM-ის მი­მარ­თუ­ლე­ბით.“

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რადღე­ბის ქვეშ მო­ექ­ცა კონ­კურ­სის მე­სა­მე ად­გილ­ზე გა­სუ­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მელ­მაც 22 ფი­ზი­კო­სი გა­ზარ­და. იზოლ­და ტეფ­ნა­ძემ თოვ­ლ­ში 18კმ ფე­ხით გა­მო­ი­ა­რა იმის­თ­ვის, რომ სოფ­ლი­დან რა­ი­ო­ნულ ცენ­ტ­რამ­დე მი­სუ­ლი­ყო და კონ­ფე­რე­ნე­ცი­ას დას­წ­რე­ბო­და. და­ვით სონ­ღუ­ლაშ­ვილ­მა იზოლ­და ტეფ­ნა­ძეს ფი­ზი­კის ვირ­ტუ­ა­ლუ­რი ლა­ბო­რა­ტო­რია გა­დას­ცა სა­ჩუქ­რად.

ლა­ლი ჯე­ლა­ძე

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები