თეონა არახამია, სპეციალური განათლების მაგისტრი, 84-ე საჯარო სკოლის სპეციალური მასწავლებელი, მასწავლებლის სახლის ტრენერ-კონსულტატი ინკლუზიური განათლების მიმართულებით, რეგიონული სასწავლო ტურის სუპერვიზორი და სახალხო დამცველის აპარატის პროექტის — „ინკლუზიური განათლების მონიტორინგის“ სპეციალური მასწავლებელი.
ნაბიჯი ინკლუზიური განათლებისკენ
დიდი ხანი არ არის, რაც ჩვენს ქვეყანაში ინკლუზიური განათლება დაინერგა და არც მე მქონდა ვრცელი ინფორმაცია მის შესახებ. როდესაც ფილოლოგიაში ბაკალავრის ხარისხი მომანიჭეს, მონაწილეობა მივიღე პროექტში „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“, რომლის ფარგლებშიც ჯავახეთში ქართულს ვასწავლიდი არაქართულენოვან სკოლაში. იქ იყვნენ მოსწავლეები, რომელთაც ჰქონდათ სხვადასხვა სახის სირთულეები, მაგრამ არც ამის აღიარება და არც სათანადო მიდგომების გამოყენება არ ხდებოდა. სწორედ ამის შემდეგ დავინტერესდი ინკლუზიური განათლებით. პრაქტიკულად, მხოლოდ ის ვიცოდი, რომ ამ მიმართულებით პირველ ნაბიჯებს დგამდა ჩვენი განათლების სისტემა და გადავწყვიტე, მეც შემეტანა პატარა წვლილი ინკლუზიური განათლების შენებაში. როგორც კი თბილისში დავბრუნდი, ჩავაბარე მაგისტრატურაზე — სპეციალური განათლების მიმართულებით და პირველი კურსიდან ვმუშაობ სპეციალურ მასწავლებლად, ვცდილობ, ხელი შევუწყო საქართველოში ინკლუზიური განათლების განვითარებას.
მასალა სრულად მოგვიანებით აიტვირთება ან იხილეთ გაზეთ „ახალი განათლების“ №34