23 ნოემბერი, შაბათი, 2024

სპეც­პე­და­გო­გის ვა­კან­ტუ­რი ად­გი­ლე­ბი და თა­მაშ­გა­რე დარ­ჩე­ნი­ლი ფსი­ქო­ლო­გე­ბი

spot_img
სპეც­პე­და­გო­გის ვა­კან­ტუ­რი ად­გი­ლე­ბი და თა­მაშ­გა­რე დარ­ჩე­ნი­ლი ფსი­ქო­ლო­გე­ბი
ლა­ლი ჯე­ლა­ძე
გა­ნათ­ლე­ბის მარ­თ­ვის სა­ინ­ფორ­მა­ციო სის­ტე­მის მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, დღეს, სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე 7981 ბავ­შ­ვი და­დის სკო­ლა­ში, მათ 952 სპეც­მას­წავ­ლე­ბე­ლი ემ­სა­ხუ­რე­ბა, თუმ­ცა, სა­ვა­რა­უ­დოდ, ახ­ლა მა­თი რიცხ­ვი შემ­ცი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, რად­გან სკო­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა სპეც­პე­და­გო­გის ვა­კან­სი­ას აცხა­დებს. რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი 53 ვა­კან­სი­ი­დან, ნა­ხე­ვა­რი სწო­რედ სპეც­პე­და­გო­­გი­საა. რამ გა­მო­იწ­ვია სის­ტე­მა­ში ეს დე­ფი­ცი­ტი? კა­ნონ­ში შე­სულ­მა თით­ქოს­და სა­სი­კე­თო ცვლი­ლე­ბამ (სპეც­მას­წავ­ლე­ბელს მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სი მი­ე­ნი­ჭა და ხელ­ფა­სი მას­წავ­ლებ­ლის სა­ბა­ზო ხელ­ფასს გა­უ­თა­ნაბ­რ­და) ძა­ლი­ან ბევ­რი სპეც­მას­წავ­ლებ­ლის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია და არც მი­ზე­რუ­ლად გაზ­რ­დი­ლი ხელ­ფა­სი აღ­მოჩ­ნ­და მიმ­ზიდ­ვე­ლი, რად­გან მათ, ამა­ვე ცვლი­ლე­ბით, და­მა­ტე­ბით სხვა საგ­ნის სწავ­ლე­ბა აეკ­რ­ძა­ლათ. არა­და უმე­ტე­სო­ბა, სწო­რედ ორი­ვე პო­ზი­ცი­ა­ზე მუ­შა­ობ­და და არ­ჩე­ვა­ნი მათ საგ­ნის სწავ­ლე­ბის სა­სი­კე­თოდ გა­ა­კე­თეს. ამის გარ­და, რო­გორც ჩანს, ინ­კ­ლუ­ზი­ურ გა­ნათ­ლე­ბას სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა ფსი­ქო­ლო­გებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ­მა ცვლი­ლე­ბა­მაც შე­უქ­მ­ნა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ფსი­ქო­ლო­გებს არ აქვთ სპეც­პე­და­გო­გო­ბის უფ­ლე­ბა, რად­გან სის­ტე­მა ფსი­ქო­ლოგს სპეც­მას­წავ­ლებ­ლად არ აღი­ა­რებს. მათ წი­ნა­შე გარ­კ­ვე­ულ მოთხოვ­ნებ­საც აყე­ნებს — ფსი­ქო­ლო­გი სპეც­მას­წავ­ლე­ბე­ლი რომ გახ­დეს, რო­მე­ლი­მე (ნე­ბის­მი­ერ) საგ­ანში უნ­და ჰქონ­დეს და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი კომ­პე­ტენ­ცია (სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო გა­მოც­და ჩა­ბა­რე­ბუ­ლი) და პე­და­გო­გის კვა­ლი­ფი­კა­ცია. ფსი­ქო­ლო­გის აყ­ვა­ნა კი სკო­ლას და­მა­ტე­ბით სპე­ცი­ა­ლის­ტად შე­უძ­ლია, თუ­კი ამის სურ­ვი­ლი ან და­მა­ტე­ბი­თი რე­სურ­სი ექ­ნე­ბა. თუმ­ცა, ამ შემ­თხ­ვე­ვა­შიც, კა­ნონ­მა ფსი­ქო­ლოგს სა­ა­თობ­რი­ვი ზღვა­რი და­უ­წე­სა — კვი­რა­ში, მაქ­სი­მუმ, ათი სა­ა­თის ჩა­ტა­რე­ბა შე­უძ­ლია, სა­ხელ­ფა­სო ანაზღა­უ­რე­ბაც ამას მი­ე­ბა — თი­თო სა­ათ­ში 10 ლარს მი­ი­ღებს. ცვლი­ლე­ბამ, გარ­და იმი­სა, რომ სკო­ლებს ახა­ლი თავ­სა­ტე­ხი გა­უ­ჩი­ნა და რე­ა­ლუ­რად, სპეც­მას­წავ­ლებ­ლის დე­ფი­ცი­ტი შექ­მ­ნა, სკო­ლა­ში მოქ­მე­დი ფსი­ქო­ლო­გე­ბის დი­დი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია.
ვინ არის სპეც­პე­და­გო­გი ? — ამ სა­თა­უ­რით სწერს წე­რილს გან­ათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, სპორ­ტი­სა და კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტ­როს არ­შემ­დ­გა­რი სპეც­პე­და­გო­გი (ასე უწო­დებს სა­კუ­თარ თავს), ბავ­შ­ვ­თა ფსი­ქო­ლო­გი ლიკა ბაღაშვილი, რო­მელ­შიც ხაზ­გას­მით ამ­ბობს, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა ფსი­ქო­ლო­გებ­მა შექ­მ­ნეს. გარ­კ­ვე­უ­ლი პე­რი­ო­დი, ლი­კამ 147-ე სკო­ლა­ში სპეც­პე­და­გო­გად იმუ­შა­ვა (ამ­ჟა­მად დღის ცენ­ტ­რ­ში „მო­მავ­ლის იმე­დი“ ფსი­ქო­ლო­გად მუ­შა­ობს). გა­დაწყ­ვე­ტი­ლი ჰქონ­და, ახა­ლი სას­წავ­ლო წლი­დან, ლა­გო­დე­ხის რა­ი­ო­ნის ერთ-ერთი სოფ­ლის სკო­ლა­ში სპეც­მას­წავ­ლებ­ლად და­ეწყო მუ­შა­ო­ბა, მაგ­რამ მის სურ­ვილს კა­ნონ­ში შე­სულ­მა ცვლი­ლე­ბამ შე­უ­შა­ლა ხე­ლი, რად­გან მას სკო­ლა სპეც­მას­წავ­ლებ­ლად ვე­ღარ აიყ­ვანს.
ამ­ბობს, რომ სპეც­პე­და­გო­გი­კის ბა­კა­ლავ­რი­ა­ტი ძა­ლი­ან ცო­ტა ხანს არ­სე­ბობ­და ილი­ა­უ­ნ­ში და, ასე­ვე, ცო­ტა ხა­ნია, რაც არ­სე­ბობს იგი­ვე სა­მა­გის­ტ­რო პროგ­რა­მა, ამი­ტომ ლო­გი­კუ­რია (იყო), სპეც­პე­და­გო­გის მო­ვა­ლე­ო­ბა ფსი­ქო­ლო­გებს შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნათ. „ორ სკო­ლა­ში ვი­მუ­შა­ვე (ფსი­ქო­ლო­გის და სპეც­პე­და­გო­გის პო­ზი­ცი­ა­ზე), ჩემს ნაც­ნობ-მე­გობ­რებ­საც ბევრს უმუ­შა­ვია და ცუ­ლიც რომ და­მა­დოთ კი­სერ­ზე, მა­ინც ვიტყ­ვი: მას­წავ­ლებ­ლე­ბის აბ­სო­ლუ­ტურ უმ­რავ­ლე­სო­ბას და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაც კი არ აქვთ სწო­რი სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვე­ბის მი­მართ, რომ აღა­რა­ფე­რი ვთქვათ სწავ­ლე­ბის მიდ­გო­მებ­ზე. იცო­დით თუ არა, რომ რა­ი­მე საქ­მის კე­თე­ბა შე­იძ­ლე­ბა ას­წავ­ლო სხვას და თვი­თონ არ გქონ­დეს ამ საქ­მის კე­თე­ბის კომ­პე­ტენ­ცია? რო­გორ გა­იკ­ვირ­ვებთ? მეც გა­მიკ­ვირ­და, მაგ­რამ ასე ყო­ფი­ლა.“
მი­სი აზ­რით, სპეც­პე­და­გო­გებს ახ­ლაც ფსი­ქო­ლო­გე­ბი ატ­რე­ნინ­გე­ბენ, ას­წავ­ლი­ან იმ დარ­ღ­ვე­ვე­ბის სპე­ცი­ფი­კას, რომ­ლის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ე­ბიც შე­იძ­ლე­ბა ჰყავ­დეთ, ას­წავ­ლი­ან კითხ­ვის, არით­მე­ტი­კის და ა.შ. სწავ­ლე­ბის სტრა­ტე­გი­ებს, ქცე­ვის მარ­თ­ვას და სხვ. „და მა­ინც სა­კითხა­ვია ვინ შე­იძ­ლე­ბა იყოს სპეც­პე­და­გო­გი? თით­ქ­მის ყვე­ლა, ფსი­ქო­ლო­გის გარ­და. რო­გორ? ახ­ლა­ვე აგიხ­ს­ნით: მთა­ვა­რია დიპ­ლომ­ში გე­წე­როთ, რომ პე­და­გო­გი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა მი­ი­ღეთ და სულ ერ­თია, ქი­მი­კო­სი ხართ, ფი­ზი­კო­სი, ის­ტო­რი­კო­სი, ფრან­გუ­ლის სპე­ცი­ა­ლის­ტი თუ სხვა, თქვენ გაქვთ კომ­პე­ტენ­ცია, იყოთ სპეც­პე­და­გო­გი. მე­რე რა, რომ აუტიზ­მი გო­ნებ­რი­ვი ჩა­მორ­ჩე­ნი­ლო­ბა გგო­ნია, ლო­გო­ნევ­როზს ბლუ­ყუნს ეძა­ხი და და­უ­ნის სინ­დ­რომ­ზეც მხო­ლოდ ის იცი, რომ ცხვი­რი და პი­რის აპა­რა­ტი აქვთ სხვა­ნა­ი­რი.“ — ამ­ბობს ლი­კა და ამ პა­რა­დოქ­სის მი­ზე­ზებ­სა და შე­დე­გებ­ზე კი­დევ უფ­რო ვრცლად სა­უბ­რობს:
„ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის და­ნერ­გ­ვის დღი­დან სულ მუ­დამ პრობ­ლე­მა იყო კად­რე­ბი — კარ­გი ან ნორ­მა­ლუ­რი, ან უბ­რა­ლოდ გა­მოც­დი­ლი. არა, გა­ნა კად­რე­ბი არ იყ­ვ­ნენ?! ხელ­ფა­სი არ იყო. ან, იყო და არც იყო — 280 ლა­რი. მო­დი­ოდ­ნენ ცხელ-ცხელ­დიპ­ლო­მი­ა­ნი ახალ­გაზ­რ­დე­ბი (არ და­გა­ვიწყ­დეთ, ძი­რი­თა­დად ფსი­ქო­ლო­გე­ბი), იღებ­დ­ნენ გა­მოც­დი­ლე­ბას, „სივ­შიც“ მი­ა­წერ­დ­ნენ ამ­ჟა­მინ­დელ საქ­მი­ა­ნო­ბას და ის­ხ­დ­ნენ jobs.ge-ზე, hr.ge-ზე. მე­რე ქუდ­საც იხუ­რავ­დ­ნენ და ცხად­დე­ბო­და ახა­ლი ვა­კან­სია. რა­ღა შორს წა­ვი­დე, მეც მათ შო­რის ვარ, მი­უ­ხე­და­ვად ჩე­მი სკო­ლი­სად­მი დი­დი სიყ­ვა­რუ­ლი­სა. თუმ­ცა ჰო, რო­გორ არა, იყ­ვ­ნენ სხვე­ბიც, ძი­რი­თა­დად რე­გი­ო­ნებ­ში (თუმ­ცა თბი­ლი­სიც არ ჩა­მორ­ჩე­ნია დი­დად), მას­წავ­ლებ­ლე­ბი, რომ­ლებ­საც სა­ა­თე­ბი ცო­ტა ჰქონ­დათ, ან სა­ერ­თოდ არ ჰქონ­დათ და „280 ლა­რიც ფუ­ლია….”. რა თქმა უნ­და, ამ ადა­მი­ა­ნებს ვერც შე­უ­რაცხ­ყო­ფას მი­ვა­ყე­ნებ და ვერც პრო­ფე­სი­ულ უნა­რებს და­ვუ­წუ­ნებ, რად­გან საკ­მა­რი­სად მყვა­ნან პი­რა­დი მა­გა­ლი­თე­ბი, ძა­ლი­ა­ნაც კარ­გი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი რომ არი­ან, მაგ­რამ სკო­ლა­ში ცხვი­რიც ვერ შეყ­ვეს. თუმ­ცა სსსმ მოს­წავ­ლე­ებ­თან მუ­შა­ო­ბის მათ კომ­პე­ტენ­ცი­ებს და მო­ტი­ვა­ცი­ას დი­ა­ხაც რომ ეჭ­ვის თვა­ლით ვუ­ყუ­რებ.
მე­რე იყო ოც­ნე­ბა მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუს­ზე — ხელ­ფა­სის მო­მა­ტე­ბი­სა და სქე­მის ამოქ­მე­დე­ბის ფონ­ზე. მა­შინ ვი­ძახ­დი, არ გვინ­და მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სი, ჩვე­ნი სა­მუ­შაო სხვა სპე­ცი­ფი­კი­საა და სჯობს, ჩვენ­ზე მორ­გე­ბუ­ლი სქე­მა მო­ვი­ფიქ­როთ, თა­ნაც ფსი­ქო­ლო­გე­ბი, ლო­გო­პე­დე­ბი, ოკუ­პა­ცი­უ­რი თე­რა­პევ­ტე­ბი და პერ­სო­ნა­ლუ­რი ასის­ტენ­ტე­ბი თა­მაშ­გა­რე რჩე­ბი­ან, აღა­რა­ვის მო­უნ­დე­ბა ამ პო­ზი­ცი­ებ­ზე მუ­შა­ო­ბა. ახ­ლა­ვე თუ არ ვი­ფიქ­რეთ ამა­ზე, მე­რე სა­ერ­თოდ ამ კად­რე­ბის გა­რე­შე დარ­ჩე­ბა სკო­ლა-მეთ­ქი… ყვე­ლა­ზე უც­ნა­უ­რი იცით რა არის? ყვე­ლა­ზე მე­ტად ის ადა­მი­ა­ნე­ბი არ გის­მე­ნენ, ყვე­ლას აზრს რომ უნ­და ის­მენ­დ­ნენ, ყვე­ლა იდე­ას აკო­წი­წებ­დ­ნენ, ამუ­შა­ვებ­დ­ნენ და რა­მე კარგ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბამ­დე მი­დი­ოდ­ნენ. უფ­რო მე­ტიც, თით­ქოს თვალს და ყურს გა­რი­დე­ბენ.
პა­სუ­ხი ასე­თია, სხვა რა­ღა გინ­დათ, სექ­ტემ­ბ­რი­დან სტა­ტუ­სი გაქვთ. ფსი­ქო­ლო­გებ­მა, ლო­გო­პე­დებ­მა, კო­ორ­დი­ნა­ტო­რებ­მა რა ვქნათ? ამა­ზეც აქვთ პა­სუ­ხი: თუ უკე­თე­სი ხელ­ფა­სი გინ­დათ, სპეც­პე­და­გო­გის პო­ზი­ცი­ა­ზე უნ­და გა­ფორ­მ­დე­თო. ზოგ­მა — რა­ტო­მო, ზოგ­მა — კაი, ჯან­და­ბა­სო, მა­ინც მა­გის ფუნ­ქ­ცი­ას ვას­რუ­ლებ­თო… მაგ­რამ პრობ­ლე­მა სწო­რედ აქ არის — პე­და­გო­გე­ბი არა ხართ და სპეც­პე­და­გო­გე­ბი რო­გორ გახ­დე­ბი­თო, ცოდ­ნა ან გა­მოც­დი­ლე­ბა რა შუ­ა­შია, ბრძა­ნე­ბა­ში ასე წე­რიაო. ბრძა­ნე­ბა­ში რა­ღა­ტო წე­რია?! ალ­ბათ copy-paste-ის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, გად­მო­ა­კო­პი­რეს საგ­ნის მას­წავ­ლებ­ლე­ბის შე­სა­ხებ რა­ი­მე ბრძა­ნე­ბი­დან და…
სა­მა­გი­ე­როდ, ვინც გა­ნათ­ლე­ბით ფსი­ქო­ლო­გია და ახ­ლა სპეც­პე­და­გო­გის პო­ზი­ცი­ა­ზე მუ­შა­ობს, ის ჩვე­უ­ლებ­რივ სპეც­პე­და­გო­გი იქ­ნე­ბა და ხელ­ფას­საც შე­სა­ბა­მისს მი­ი­ღებ­სო (ეს გაზ­რ­დი­ლი ხელ­ფა­სი ვის რამ­დე­ნი ეკუთ­ვ­ნის, თით­ქ­მის ვერც ერ­თ­მა სკო­ლამ რომ ვერ გა­არ­კ­ვია, ეგ კი­დევ სხვა თე­მაა).
ამ გა­უ­გებ­რო­ბას, ალ­ბათ, ოდეს­მე მი­ხე­დავს ვინ­მე, ახალ ბრძა­ნე­ბას გა­მოს­ცემს და ეს ადა­მი­ა­ნე­ბიც გა­დავ­ლენ სპეც­პე­და­გო­გის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე, მაგ­რამ….
იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ სპეც­პე­და­გოგს საგ­ნის სა­ა­თე­ბის ქო­ნა აეკ­რ­ძა­ლა, ბევ­რ­მა უკ­ვე და­ტო­ვა თა­ვი­სი სურ­ვი­ლით ეს პო­ზი­ცია, სას­წავ­ლო წლის და­საწყის­ში ისე­დაც ბევ­რი ვა­კან­ტუ­რი ად­გი­ლია-ხოლ­მე. ბრძა­ნე­ბა ზუს­ტად ისეთ დროს გა­მო­ი­ცა, რო­ცა ბევრ სკო­ლა­ში თა­ვი­სუ­ფა­ლია სპეც­პე­და­გო­გის ად­გი­ლი. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ფსი­ქო­ლო­გებს ვერ აიყ­ვა­ნენ, ვერც სხვებს. ვის აიყ­ვა­ნენ? მას­წავ­ლებ­ლებს, რომ­ლე­ბიც ვერ მუ­შა­ო­ბენ თა­ვი­სი პრო­ფე­სი­ით, უფ­რო სწო­რად, ვერ ას­წავ­ლი­ან თა­ვი­ან სა­განს (ამა თუ იმ მი­ზე­ზით). არა­და, ორი თვის შემ­დეგ რომც მი­ე­ცეთ გა­მოც­დილ კად­რებს სპეც­პე­და­გო­გად მუ­შა­ო­ბის უფ­ლე­ბა, უკ­ვე გვი­ა­ნ იქ­ნე­ბა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში არც ისე იოლია კად­რის გაშ­ვე­ბა იმ მი­ზე­ზით, უკე­თე­სი კან­დი­და­ტი მყავ­სო. რე­გი­ო­ნებ­ში ხომ სა­ერ­თოდ უიმე­დო­ბაა ამ მხრივ.
არ გე­გო­ნოთ, იმას ვდარ­დობ, რომ მითხ­რეს გა­სა­უბ­რე­ბას რა აზ­რი აქვს, მა­ინც ვერ აგიყ­ვან­თო. ჩე­მი სა­დარ­დე­ბე­ლი კი­დევ სხვა რა­მაა — მერ­მის ან იმის მომ­დევ­ნო წელს ჩე­მი ძმის­შ­ვი­ლი მი­დის სკო­ლა­ში. სწო­რედ ეს მა­ღელ­ვებს. ვინ იცის, ცოტ­ნეს იქ ისე­თი სპეც­პე­და­გო­გი დახ­ვ­დეს, რომ მშობ­ლებს მო­უ­წი­ოთ ახ­ს­ნა, რა არის აუტიზ­მი და რა აკე­თონ მას­თან. „ცხვა­რი ცხვა­რიაო…“ — ხომ გა­გი­გი­ათ, სა­დაც მეზღაპ­რე­ე­ბი გყო­ლი­ათ, იქ მე­ან­და­ზეც გე­ყო­ლე­ბათ ვინ­მე და ესეც გე­ცო­დი­ნე­ბათ.“
117-ე სკო­ლის ჯერ კი­დევ მოქ­მე­დი ფსი­ქო­ლო­გი თა­მარ ჩო­ჩიშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ ახ­ლა მიხ­ვ­და რო­გო­რი შეც­დო­მა და­უშ­ვა, რო­ცა სკო­ლა­ში ფსი­ქო­ლო­გად მუ­შა­ო­ბის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო: „სპე­ცი­ა­ლო­ბით ფსი­­ქო­ლო­გი ვარ და სკო­ლა­ში მუ­შა­ო­ბის სამ წელ­ზე მე­ტი გა­მოც­დი­ლე­ბა მაქვს, სი­მარ­თ­ლე გითხ­რათ, აღარ ვი­ცი ღირს თუ არა კი­დევ სკო­ლა­ში მუ­შა­ო­ბა. და­მა­ტე­ბით, ბავ­შ­ვ­თა ად­რე­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტიც ვარ და ვმუ­შა­ობ­დი კი­დე­ვაც ამ სფე­რო­ში. უბ­რა­ლოდ, იმის გა­მო წა­მო­ვე­დი, რომ მინ­დო­და სკო­ლის­თ­ვის მე­ტი დრო და­მეთ­მო. ახ­ლა მივ­ხ­ვ­დი, რომ სუ­ლე­ლუ­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღე, რად­გან რე­ა­ლუ­რად სკო­ლას ფსი­ქო­ლო­გი აღარ სჭირ­დე­ბა. იმ­დე­ნად აბ­სურ­დუ­ლი კა­ნო­ნია, ვერც ვხვდე­ბით რა გა­ვა­კე­თოთ, იმა­საც ვერ ვი­გებ თა­ვად რა უნ­დათ.
120-სა­ა­თი­ა­ნი ტრე­ნინ­გი ყვე­ლა სკო­ლა­ში და­საქ­მე­ბულ ფსი­ქო­ლოგს აქვს გავ­ლი­ლი, მე პი­რა­დად, რო­ცა და­ვიწყე მუ­შა­ო­ბა, პირ­ვე­ლი სა­მი თვის მან­ძილ­ზე, გა­ვი­ა­რე კი­დე­ვაც და საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბი­თაც ჩა­ვა­ბა­რე გა­მოც­და, უბ­რა­ლოდ, ზო­გა­დად, ფსი­ქო­ლო­გებს ეთ­ქ­ვათ უარი, რომ იმუ­შა­ონ სპეც­პე­და­გო­გის პო­ზი­ცი­ა­ზე, რად­გან პე­და­გო­გის კვა­ლი­ფი­კა­ცია გახ­და აუცი­ლე­ბე­ლი, რომ სპეც­პე­და­გო­გის სტა­ტუ­სი მო­გა­ნი­ჭონ. გულ­წ­რ­ფე­ლად მა­ინ­ტე­რე­სებს, რა­ტომ თქვა სის­ტე­მამ უარი ფსი­ქო­ლო­გებ­ზე?
აქამ­დე, ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი კუთხით, და­საქ­მე­ბუ­ლი იყო სა­მი სპე­ცი­ა­ლის­ტი — ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის კო­ორ­დი­ნა­ტო­რი (მა­საც მო­ეთხო­ვე­ბო­და, რომ ყო­ფი­ლი­ყო ფსი­ქო­ლო­გი), სპეც­პე­და­გო­გი (რო­მელ­საც ასე­ვე მო­ეთხო­ვე­ბო­და ყო­ფი­ლი­ყო ფსი­ქო­ლო­გი) და თვი­თონ ფსი­ქო­ლო­გი (რო­მელ­საც, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ფსი­ქო­ლო­გის კვა­ლი­ფი­კა­ცია უნ­და ჰქო­ნო­და). ასე ვამ­ბობ ხოლ­მე, ამ სქე­მას ჰქვია სა­მი ერ­თ­ში, რად­გან თუ სკო­ლას ჰყავ­და ფსი­ქო­ლო­გი, სპეც­პე­და­გო­გის მო­ვა­ლე­ო­ბა­საც ის ას­რუ­ლებ­და 6 ბავ­შ­ვ­თან, ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის კო­ორ­დი­ნა­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბა­საც და, თა­ვის­თა­ვად, ფსი­ქო­ლო­გი­საც. მე, პი­რა­დად (დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ჩე­მი კო­ლე­გე­ბიც ამას აკე­თებ­დ­ნენ), ვმუ­შა­ობ­დი აკა­დე­მი­ურ უნა­რებ­ზეც, კოგ­ნი­ტურ უნა­რებ­ზეც, შე­ფა­სე­ბა­ზეც და ქცე­ვის მარ­თ­ვა­ზეც. თა­ვად გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც ამ­ბობ­დ­ნენ, რომ ეს და­ყო­ფა პი­რო­ბი­თი იყო. ახ­ლა სხვაგ­ვა­რად ფიქ­რო­ბენ? კა­ნონ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბის თა­ნახ­მად, სპეც­პე­და­გო­გებს მი­ა­ნი­ჭეს პე­და­გო­გის კვა­ლი­ფი­კა­ცია. თავ­და­პირ­ვე­ლად ით­ქ­ვა, რომ სკო­ლებ­ში აგ­ვის­ტომ­დე და­საქ­მე­ბუ­ლი ფსი­ქო­ლო­გე­ბიც და ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის კო­ორ­დი­ნა­ტო­რე­ბიც ავ­ტო­მა­ტუ­რად ხდე­ბოდ­ნენ სპეც­პე­და­გო­გე­ბი, მაგ­რამ მე­რე აღ­მოჩ­ნ­და, რომ ასე არ არის და მხო­ლოდ სპეც­პე­და­გო­გე­ბად და­საქ­მე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ჩარ­თეს სქე­მა­ში. ახ­ლა და­იწყო იმა­ზე სა­უ­ბა­რი, რომ, თურ­მე, ფსი­ქო­ლო­გი მხო­ლოდ და­მა­ტე­ბი­თი სპე­ცი­ა­ლის­ტი შე­იძ­ლე­ბა იყოს სკო­ლა­ში, რო­მელ­მაც კვი­რა­ში, მაქ­სი­მუმ 10 სა­ა­თი შე­იძ­ლე­ბა იმუ­შა­ოს (სა­ათ­ში 10 ლა­რის ანაზღა­უ­რე­ბით), ხო­ლო ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის კო­ორ­დი­ნა­ტო­რი სა­ერ­თოდ მი­ლე­ვა­დი შტა­ტი აღ­მოჩ­ნ­და მათ­თ­ვის. მი­უ­ხე­და­ვად ამ აკ­რ­ძალ­ვი­სა, მე დღე­საც ვმუ­შა­ობ (არ ვი­ცი რო­გორ) სკო­ლა­ში ფსი­ქო­ლო­გად, რად­გან სკო­ლას არ ჰყავს სპეც­პე­და­გო­გი. ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი ამა­ში ის არის, რომ სის­ტე­მამ იმ ადა­მი­ა­ნებს გვითხ­რა უარი, რომ­ლე­ბიც წლე­ბია, ვცდი­ლობ­დით გარ­კ­ვე­ულ დო­ნემ­დე მიგ­ვეყ­ვა­ნა მას­წავ­ლებ­ლე­ბი და გვეს­წავ­ლე­ბი­ნა სსსმ მოს­წავ­ლე­ებ­თან მუ­შა­ო­ბის სტრა­ტე­გი­ე­ბი. „კა­ნონ­მა“კი უპი­რა­ტე­სო­ბა პე­და­გო­გის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მქო­ნე კადრს მი­ა­ნი­ჭა, რო­მელ­მაც, რე­ა­ლუ­რად არ იცის რო­გორ იმუ­შა­ოს ამ ბავ­შ­ვებ­თან და ვერც იმის სა­ჭი­რო­ე­ბას ხე­დავს, რა­ტომ უნ­და იყ­ვ­ნენ ისი­ნი სკო­ლებ­ში.
რე­ა­ლუ­რად, თუ კა­ნონ­ში არა­ფე­რი შე­იც­ვა­ლა, შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ ძა­ლი­ან ბევ­რი სკო­ლა დარ­ჩე­ბა სპეც­პე­და­გო­გის გა­რე­შე და, რაც მთა­ვა­რია, იმ გა­მოც­დი­ლი კად­რე­ბის გა­რე­შე, რომ­ლებ­მაც კვა­ლი­ფი­ცი­ურ დო­ნე­ზე იცოდ­ნენ სსსმ ბავ­შ­ვებ­თან მუ­შა­ო­ბა. გა­და­უ­ჭარ­ბებ­ლად გეტყ­ვით, ფსი­ქო­ლო­გე­ბის სა­ხით, სის­ტე­მა და­კარ­გავს იმ ადა­მი­ა­ნურ რე­სურსს, რომ­ლებ­მაც ინ­კ­ლუ­ზი­ურ გა­ნათ­ლე­ბა­ში ძა­ლი­ან დი­დი გა­მოც­დი­ლე­ბა და­აგ­რო­ვეს და თუ ქვე­ყა­ნა­ში რა­ღაც დო­ნე­ზე მა­ინც არის დღეს ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა, სწო­რედ მა­თი დამ­სა­ხუ­რე­ბაა.
ამ თვე­ში ისევ 280 ლა­რი ავი­ღე, ჯერ­ჯე­რო­ბით, არც იმ სა­ა­თობ­რივ ანაზღა­უ­რე­ბა­ზე არ გა­დავ­სულ­ვართ და არც დი­რექ­ციაა საქ­მის კურ­ს­ში, ჩვენ რა უნ­და გვი­ყონ. ასე­თი მიდ­გო­მით, შე­იძ­ლე­ბა სკო­ლე­ბი მოქ­მედ ფსი­ქო­ლო­გებ­საც და­ა­ტო­ვე­ბი­ნონ, რად­გან ეჭ­ვი მე­პა­რე­ბა, დი­რექ­ტო­რებ­მა ფსი­ქო­ლო­გის და­მა­ტე­ბით სპე­ცი­ა­ლის­ტად აყ­ვა­ნა შეძ­ლონ. უკ­ვე ბევრ ფსი­ქო­ლოგს უთხ­რეს უარი, რო­ცა სპეც­პე­და­გო­გო­ბა­ზე მოთხოვ­ნა შე­ი­ტა­ნა, მი­ზე­ზით, რომ ის ვერ აკ­მა­ყო­ფი­ლებს სპეც­პე­და­გო­გის მოთხოვ­ნებს. ვში­შობ, სა­ბო­ლო­ოდ, მხო­ლოდ თა­რო­ზე შე­მო­დე­ბუ­ლი ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა არ შეგ­ვ­რ­ჩეს.“
სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მა­გის­ტ­რი, ახ­ლა უკ­ვე 114-ე სა­ჯა­რო სკო­ლის სპეც­მას­წავ­ლე­ბე­ლი ქე­თი გო­გო­ლა­ძე, რო­მე­ლიც აქამ­დე ფსი­ქო­ლო­გად კერ­ძო სკო­ლა­ში მუ­შა­ობ­და, ამ­ბობს, რომ სა­მი­ნის­ტ­როს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას ეთან­ხ­მე­ბა, მაგ­რამ ეს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა სის­ტე­მა­ში შექ­მ­ნილ ამ­ჟა­მინ­დელ მდგო­მა­რე­ო­ბას არ ერ­გე­ბა.
„ფსი­ქო­ლო­გის დიპ­ლო­მი რომ ავი­ღე, სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის სა­მა­გის­ტ­რო პროგ­რა­მა­ზე ჩა­ვა­ბა­რე და სწო­რედ ამ სა­მა­გის­ტ­რო პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში გა­ვი­ა­რე მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბის 60-კრე­დი­ტი­ა­ნი პროგ­რა­მა. მაგ­რამ დღეს თუ რა­ღაც დო­ნემ­დე მიღ­წე­უ­ლი სპეც­მას­წავ­ლე­ბე­ლი ვარ, თა­მა­მად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ეს ფსი­ქო­ლო­გი­ის სწავ­ლის პრო­ცეს­ში მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნაა და არა იმ, მარ­თ­ლაც რომ სა­შუ­ა­ლო­ზე და­ბალ დო­ნე­ზე ნას­წავ­ლი, 60-კრე­დი­ტი­ა­ნი პროგ­რა­მი­სა, სა­დაც ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბი აქ­ცენ­ტი სწო­რედ სსსმ მოს­წავ­ლე­ებ­ზე კეთ­დე­ბა. ვფიქ­რობ, სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვის მი­მართ ემ­პა­თია, ფსი­ქო­ლოგ­ზე მე­ტად, ვერც ერ­თი პრო­ფე­სი­ის მქო­ნე ადა­მი­ანს ვერ ექ­ნე­ბა. თუმ­ცა, რო­ცა სა­მი­ნის­ტ­როს პო­ზი­ცი­ას გა­ვე­ცა­ნი და საკ­მა­ოდ ბევ­რი არ­გუ­მენ­ტი მო­ვის­მი­ნე — რა­ტომ მი­ი­ღეს ეს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა — დავ­ფიქ­რ­დი და ახ­ლა ვე­თან­ხ­მე­ბი. ხაზ­გას­მით მინ­და ვთქვა, რომ სა­მი­ნის­ტ­როს პო­ზი­ცია იმის გა­მო კი არ არის მი­სა­ღე­ბი, რომ მე სპეც­მას­წავ­ლებ­ლად მუ­შა­ო­ბის უფ­ლე­ბა მაქვს, არა­მედ იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ ყვე­ლამ თა­ვი­სი საქ­მე უნ­და აკე­თოს, სპეც­მას­წავ­ლე­ბელ­მა — სპეც­მას­წავ­ლებ­ლის და ფსი­ქო­ლოგ­მა — ფსი­ქო­ლო­გის. ოდეს­მე მარ­თ­ლა უნ­და და­ერ­ქ­ვას ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი სა­ხე­ლი. ად­რე ფსი­ქო­ლო­გად ვმუ­შა­ობ­დი კერ­ძო სკო­ლა­ში, მაგ­რამ ახ­ლა სპეც­მას­წავ­ლებ­ლად გა­და­ვე­დი სა­ჯა­რო სკო­ლა­ში, რად­გან და­ვი­ნა­ხე, რომ ახ­ლა მე­ტი სა­შუ­ა­ლე­ბა მექ­ნე­ბა, სქე­მა­ში ჩარ­თ­ვით და მას­წავ­ლე­ბელ­თა სახ­ლის მი­ერ შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი ტრე­ნინ­გე­ბით, მე­ტი პრო­ფე­სი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცია მი­ვი­ღო და გან­ვ­ვი­თარ­დე. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, გეტყ­ვით, რომ ამ­ჟა­მინ­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა ძა­ლი­ან და­მა­ფიქ­რე­ბე­ლია, რამ­დე­ნად შე­ე­სა­ბა­მე­ბა ჩვენს რე­ა­ლო­ბას სა­მი­ნის­ტ­როს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა? თუმ­ცა, თა­ვა­დაც კარ­გად იცი­ან, რომ ამ ეტაპ­ზე, ფსი­ქო­ლო­გე­ბი უკე­თე­სი სპეც­მას­წავ­ლებ­ლე­ბი არი­ან.“
გა­სულ კვი­რას, ფსი­ქო­ლო­გე­ბის ერ­თ­მა ჯგუფ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი­სა და გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო მი­სა­მარ­თით პე­ტი­ცია გა­ავ­რ­ცე­ლა, რო­მელ­შიც ნათ­ქ­ვა­მია, რომ ცვლი­ლე­ბე­ბი უარ­ყო­ფი­თად აისა­ხე­ბა ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის (და ზო­გა­დად გა­ნათ­ლე­ბის) სის­ტე­მა­ზე და ამი­ტომ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მო­ითხო­ვენ: „კვლავ საშ­ტა­ტო გახ­დეს სკო­ლა­ში ფსი­ქო­ლო­გის პო­ზი­ცია; ფსი­ქო­ლო­გე­ბის, ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი კლა­სის სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სა თუ სკო­ლის ინ­კ­ლუ­ზი­ურ გა­ნათ­ლე­ბა­ში ჩარ­თუ­ლი სხვა სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის ხელ­ფა­სი გა­უ­თა­ნაბ­რ­დეს სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის ხელ­ფასს; ფსი­ქო­ლო­გის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მქო­ნე პი­რებს მი­ე­ცეთ სპე­ცი­ა­ლურ მას­წავ­ლებ­ლად მუ­შა­ო­ბის უფ­ლე­ბა (მა­თი სურ­ვი­ლის შემ­თხ­ვე­ვა­ში).“
ამ მოთხოვ­ნე­ბის გარ­და, სკო­ლა­ში ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის უკეთ ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბის­თ­ვის, სკო­ლის ფსი­ქო­ლოგ­თა აზ­რით, აუცი­ლე­ბე­ლია ეტა­პობ­რი­ვად გან­ხორ­ცი­ელ­დეს შემ­დე­გი ცვლი­ლე­ბე­ბი:
სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში (რა­საც შე­ა­ფა­სებს მულ­ტი­დის­ციპ­ლი­ნა­რუ­ლი გუნ­დი), სკო­ლა ვალ­დე­ბუ­ლი იყოს, და­ა­მა­ტოს მეტყ­ვე­ლე­ბის თე­რა­პევ­ტის, ოკუ­პა­ცი­უ­რი თე­რა­პევ­ტის და პერ­სო­ნა­ლუ­რი ასის­ტენ­ტის შტა­ტი;
ფსი­ქო­ლო­გის, ლო­გო­პე­დის, ოკუ­პა­ცი­უ­რი თე­რა­პევ­ტის და პერ­სო­ნა­ლუ­რი ასის­ტენ­ტის­თ­ვის შე­მუ­შავ­დეს ცალ­კე სქე­მა/სქე­მე­ბი, მა­თი სა­მუ­შა­ოს სპე­ცი­ფი­კუ­რი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. ასე­ვე სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბის და­ან­გა­რი­შე­ბი­სას, გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იყოს მა­თი არა მხო­ლოდ სკო­ლა­ში მუ­შა­ო­ბის წლე­ბი, არა­მედ ნე­ბის­მი­ერ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბის მქონ­ე ბავ­შ­ვებ­თან/მო­ზარ­დებ­თან, აღ­ნიშ­ნულ ან მსგავს პო­ზი­ცი­ა­ზე, მუ­შა­ო­ბის წლე­ბი; გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტ­რომ იზ­რუ­ნოს აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ფე­სი­ე­ბის (ლო­გო­პე­დის, ოკუ­პა­ცი­უ­რი თე­რა­პევ­ტისა და პერ­სო­ნა­ლუ­რი ასის­ტენ­ტის) პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ა­ზე და ხე­ლი შე­უწყოს შე­სა­ბა­მი­სი კად­რე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბას, რა­თა რე­ა­ლუ­რად შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დეს სკო­ლის­თ­ვის ამ პო­ზი­ცი­ებ­ზე კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რის მი­ღე­ბა.“
პე­ტი­ცი­ის ერთ-ერ­თი ავ­ტო­რი ლი­კა ბა­ღაშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ სა­მი­ნის­ტ­როს მხრი­დან ადეკ­ვა­ტუ­რი რე­ა­გი­რე­ბის იმე­დი აქვთ, ბრძა­ნე­ბის გა­და­ხედ­ვა­სა და კონ­კ­რე­ტულ პა­სუხს ელი­ან. რაც შე­ე­ხე­ბა სკო­ლებ­ში შექ­მ­ნილ სპეც­მას­წავ­ლებ­ლის დე­ფი­ციტს, ამას მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის ხელ­შეწყო­ბის პროგ­რა­მის მე­ნე­ჯე­რი სა­ლო­მე ჩარ­კ­ვი­ა­ნი, ჩვენ­თან სა­უბ­რი­სას, ადას­ტუ­რებს და ამ­ბობს, რომ: „დი­ახ, კად­რე­ბის დე­ფი­ცი­ტი მარ­თ­ლაც შე­იქ­მ­ნა, ამას hr.gov.ge-ზეც შე­ნიშ­ნავ­დით, მა­სი­უ­რად აცხა­დე­ბენ სკო­ლე­ბი ვა­კან­სი­ებს. თუმ­ცა, სა­მი­ნის­ტ­რო მუ­შა­ობს ამ კა­ნო­ნის ცვლი­ლე­ბა­ზე და დი­დი იმე­დი მაქვს, რომ სა­კითხი ფსი­ქო­ლო­გე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ გა­დაწყ­დე­ბა. ჯერ­ჯე­რო­ბით, მეტს ვე­რა­ფერს გეტყ­ვით, რად­გან, სამ­წუ­ხა­როდ, ჩემს კომ­პე­ტენ­ცი­ა­ში არ შე­დის კა­ნო­ნის ცვლი­ლე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბა.“
„თით­ქოს მარ­ტო ველ­ზე მო­მუ­შა­ვე პერ­სო­ნა­ლი და­ზა­რალ­და, თით­ქოს ეს მთე­ლი ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის პრობ­ლე­მა არ იყოს, თით­ქოს არ ეს­მის ამ ხალხს, რომ ბავშვს ასო­ებს და ციფ­რებს რა­მე­ნა­ი­რად ყვე­ლა ას­წავ­ლის, მაგ­რამ მას, ცხოვ­რე­ბის­თ­ვის, სკო­ლა­ში/სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ა­სა და თავ­და­ჯე­რე­ბულ პი­როვ­ნე­ბად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში დახ­მა­რე­ბა უფ­რო სჭირ­დე­ბა. არა­და, ვი­ცი, რომ ესეც ეს­მით, აბა, რა­ტომ არი­ან ჩუ­მად? ვინ­მემ აგ­ვიხ­ს­ნას, ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მას რომ აზა­რა­ლებს, ისე­თი კა­ნო­ნის მი­ღე­ბა რა­ტომ არის წინ­ს­ვ­ლა? ჯერ რა გქონ­და ამ სის­ტე­მა­ში და ახ­ლა, გან­ვი­თა­რე­ბის მა­გივ­რად, უკუს­ვ­ლა რა­ტომ მი­ვი­ღეთ?“ — ამ კითხ­ვებ­ზე სხვა და­ნარ­ჩენ ფსი­ქო­ლო­გებ­თან ერ­თად, პა­სუხს ელის 126-ე სკო­ლის ყო­ფი­ლი ფსი­ქო­ლო­გი თა­მარ ჯინ­ჭა­რა­ძე, რო­მე­ლიც, მი­უ­ხე­და­ვად სურ­ვი­ლი­სა, სკო­ლა­ში მუ­შა­ო­ბას, კა­ნონ­ში შე­სუ­ლი ცვლი­ლე­ბის გა­მო, ვე­ღარ იწყებს.
კომ­პე­ტენ­ტუ­რი ორ­გა­ნოს მხრი­დან გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას, მათ­თ­ან ერ­თად, ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის გულ­შე­მატ­კივ­რე­ბიც მო­უთ­მენ­ლად ვე­ლით, რად­გან სპეც­პე­და­გო­გის ვა­კან­სი­ე­ბი სკო­ლებ­ში ყო­ველ­დღი­უ­რად იზ­რ­დე­ბა და მას­წავ­ლებ­ლის გა­რე­შე დარ­ჩე­ნი­ლი სსსმ ბავ­შ­ვე­ბი სას­წავ­ლო პრო­ცე­სის მიღ­მა რჩე­ბი­ან.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები