14 მაისი, ოთხშაბათი, 2025

„SMART Citizens: Digital Future Begins Now“ – გზა სმარტ მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის­კენ

spot_imgspot_img
იამ­ზე მსხვი­ლი­ძე
ახალ­ქა­ლა­ქის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის დი­ლის­კის №1 სა­ჯა­რო სკო­ლის კონ­სულ­ტანტ-მას­წავ­ლე­ბე­ლი

ჩე­მი გზა eTwinning პრო­ექ­ტებ­ში: 

წინ­ს­ვ­ლა, გა­მოწ­ვე­ვე­ბი და ახა­ლი ჰო­რი­ზონ­ტე­ბი

 

ბო­ლო წლებ­ში, რო­გორც პე­და­გო­გი არა­ქარ­თუ­ლი სკო­ლი­დან, აქ­ტი­უ­რად ვარ ჩარ­თუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო eTwinning პრო­ექ­ტებ­ში. ეს პრო­ექ­ტე­ბი გახ­და შე­საძ­ლებ­ლო­ბა, უფ­რო ფარ­თოდ გა­ვუხ­ს­ნა ფან­ჯა­რა ჩემს მოს­წავ­ლე­ებს სხვა ქვეყ­ნის სკო­ლებ­თან აქ­ტი­უ­რი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­სა და წინ­ს­ვ­ლის­კენ. მთა­ვა­რი მი­ზა­ნი მოს­წავ­ლე­ებ­ში სა­ხელ­მ­წი­ფო ენის – ქარ­თუ­ლი ენის – ცოდ­ნის გაღ­რ­მა­ვე­ბა და მათ­ში სწავ­ლის მო­ტი­ვა­ცი­ის გაზ­რ­დაა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ eTwinning-ის სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექ­ტებ­ში საქ­მი­ა­ნო­ბა ინ­გ­ლი­სურ ენა­ზეა სა­ჭი­რო, სა­მუ­შაო პრო­ცესს ყო­ველ­თ­ვის ქარ­თულ ენა­ზე ვიწყებთ. მოს­წავ­ლე­ე­ბი ჯერ ქარ­თუ­ლად ამ­ზა­დე­ბენ პრე­ზენ­ტა­ცი­ებს და წე­რი­ლო­ბით ტექ­ს­ტებს, შემ­დეგ კი ერ­თად ვთარ­გ­მ­ნით ინ­გ­ლი­სუ­რად. ეს მიდ­გო­მა ორ­მაგ შე­დეგს იძ­ლე­ვა: მოს­წავ­ლე­ე­ბი იმ­ტ­კი­ცე­ბენ სა­ხელ­მ­წი­ფო ენის ცოდ­ნას და თან­და­თან იძე­ნენ სა­ერ­თა­შო­რი­სო კო­მუ­ნი­კა­ცი­ის­თ­ვის სა­ჭი­რო ინ­გ­ლი­სუ­რე­ნო­ვან უნა­რებს, რაც მათ თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა­სა და აქ­ტი­ურ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას კი­დევ უფ­რო ამ­ყა­რებს.

ჩე­მი სკო­ლა სომ­ხუ­რე­ნო­ვა­ნია, რაც გან­სა­კუთ­რე­ბულ გა­მოწ­ვე­ვებს უქ­მ­ნის რო­გორც მას­წავ­ლებ­ლებს, ისე მოს­წავ­ლე­ებს. სხვა­დას­ხ­ვა მე­თო­დი­თა და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი მიდ­გო­მით ვცდი­ლობ, ჩე­მი მოს­წავ­ლე­ე­ბი სა­ხელ­მ­წი­ფო ენას­თან არა მხო­ლოდ სწავ­ლის, არა­მედ სიყ­ვა­რუ­ლის გზით მი­ვიყ­ვა­ნო. მინ­და, რომ ქარ­თულ ენა­ში მათ სა­კუ­თა­რი თა­ვის, სა­კუ­თა­რი მო­მავ­ლის გა­სა­ღე­ბი იპო­ვონ; მოს­წავ­ლე­ებს ვაგ­რ­ძ­ნო­ბი­ნო ქარ­თუ­ლი ენის სით­ბო, ხიბ­ლი და სი­დი­ა­დე. ჩემ­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ მათ ენა არ აღიქ­ვან მხო­ლოდ სას­წავ­ლო საგ­ნად, არა­მედ შე­უყ­ვარ­დეთ – გახ­დეს მა­თი აზ­როვ­ნე­ბის, ურ­თი­ერ­თო­ბის და თვით­გა­მო­ხატ­ვის ბუ­ნებ­რი­ვი ნა­წი­ლი. თუმ­ცა ხში­რად გზა რთუ­ლია, ამი­ტომ ჩემს მოს­წავ­ლე­ებს უხ­ვად ვთა­ვა­ზობ არა­ფორ­მა­ლურ აქ­ტი­ვო­ბებს, რა­თა ენის ბა­რი­ე­რი სირ­თუ­ლეს არ უქ­მ­ნი­დეთ არც გაკ­ვე­თილ­ზე და არც ყო­ველ­დღი­ურ კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ში. ამი­ტომ და­უ­ღა­ლა­ვად ვე­ძებ გზებს, რომ ენის შეს­წავ­ლა მათ­თ­ვის გახ­დეს სა­სი­ა­მოვ­ნო პრო­ცე­სი სავ­სე სა­ხა­ლი­სო მოგ­ზა­უ­რო­ბე­ბით, სა­დაც თი­თო­ე­უ­ლი მცი­რე წარ­მა­ტე­ბაც კი დი­დი ნა­ბი­ჯია წინ­ს­ვ­ლის­კენ. მინ­და, ენის და­უფ­ლე­ბა მათ­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო, ხელ­შე­სა­ხე­ბი და სა­სარ­გებ­ლო გა­მოც­დი­ლე­ბა იყოს.

ენობ­რი­ვი ბა­რი­ე­რი ხში­რად იწ­ვევს მოს­წავ­ლე­ებ­ში გა­უ­ბე­და­ო­ბას, თვით­შე­ფა­სე­ბის და­ბალ დო­ნე­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ინი­ცი­ა­ტი­ვებ­ში ჩარ­თ­ვის შიშს. ისი­ნი თავს არა­კომ­ფორ­ტუ­ლად გრძნო­ბენ ფარ­თო აუდი­ტო­რი­ის წი­ნა­შე გა­მოს­ვ­ლი­სას, უცხო­ელ თა­ნა­ტო­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის ან პრო­ექ­ტებ­ში აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბის დროს. ზოგ­ჯერ არ არი­ან დარ­წ­მუ­ნე­ბულ­ნი, რომ შეძ­ლე­ბენ სა­კუ­თა­რი აზ­რის გა­მო­ხატ­ვას ან თა­ვის ღირ­სე­უ­ლად წარ­მო­ჩე­ნას ქარ­თულ ან ინ­გ­ლი­სურ ენა­ზე. ეს კი გავ­ლე­ნას ახ­დენს მათ თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა­ზე და სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლო­ბა­ზე.

თუმ­ცა, სწო­რი მიდ­გო­მე­ბით, მო­ტი­ვა­ცი­ის გაძ­ლი­ე­რე­ბით, ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ წინ­ს­ვ­ლი­თა და მხარ­და­ჭე­რით, ბავ­შ­ვებ­ში ნელ-ნე­ლა იკ­ვე­თე­ბა ცვლი­ლე­ბე­ბი – ისი­ნი ითა­ვი­სე­ბენ ახალ გა­მოწ­ვე­ვებს, ავი­თა­რე­ბენ კო­მუ­ნი­კა­ცი­ის უნა­რებს და სი­ხა­რუ­ლით ერ­თ­ვე­ბი­ან სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექ­ტებ­ში, რაც კა­რი­ე­რა­სა და პი­როვ­ნულ გან­ვი­თა­რე­ბა­ში მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან წინ­ს­ვ­ლას ნიშ­ნავს. მოს­წავ­ლე­ე­ბი სწავ­ლო­ბენ ურ­თი­ერ­თ­თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბას, ხვე­წენ ციფ­რულ კომ­პე­ტენ­ცი­ებს და ეზი­ა­რე­ბი­ან კულ­ტუ­რულ მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბას.

eTwinning-ის პრო­ექ­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბით მი­ღე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბით, ჩე­მი მოს­წავ­ლე­ე­ბი დღეს თა­ვი­სუფ­ლად წა­რად­გე­ნენ თა­ვი­ანთ ქვე­ყა­ნას, აზი­ა­რე­ბენ სა­კუ­თარ კულ­ტუ­რას და სი­ა­მოვ­ნე­ბით ეხ­მი­ა­ნე­ბი­ან თა­ნა­ტო­ლე­ბის იდე­ებს სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნი­დან. თი­თო­ე­უ­ლი პრო­ექ­ტი, რო­გორც ჩემ­თ­ვის, ისე მათ­თ­ვი­საც წინ­ს­ვ­ლის, პა­ტა­რა გა­მარ­ჯ­ვე­ბე­ბის და გა­მოც­დი­ლე­ბის დი­დი სკო­ლა აღ­მოჩ­ნ­და.

ამ­ჟა­მად, ერ­თ­დ­რო­უ­ლად, ექვს სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექ­ტ­ზე ვმუ­შა­ობ, აქე­დან ოთხის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი მე ვარ. მინ­და ყუ­რადღე­ბა გა­ვა­მახ­ვი­ლო ერთ-ერთ პრო­ექ­ტ­ზე — „SMART Citizens: Digital Future Begins Now“, რომ­ლის მი­ზა­ნიც მოს­წავ­ლე­ებ­ში ციფ­რუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის, ონ­ლა­ინ უსაფ­რ­თხო­ე­ბის, მე­დია წიგ­ნი­ე­რე­ბი­სა და პა­სუ­ხის­მ­გებ­ლი­ა­ნი ონ­ლა­ინ ქცე­ვის გან­ვი­თა­რე­ბაა. პრო­ექ­ტი მე­ტად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და დრო­უ­ლია თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­რო­ში, სა­დაც ინ­ფორ­მა­ცი­ის უდი­დე­სი ნა­წი­ლი ინ­ტერ­ნეტ­ში ვრცელ­დე­ბა და ბავ­შ­ვებს სწო­რი მიდ­გო­მე­ბის და კრი­ტი­კუ­ლი შე­ფა­სე­ბის უნა­რი სჭირ­დე­ბათ.

ვგრძნობ, რომ ჩე­მი და ჩე­მი მოს­წავ­ლე­ე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მსგავს ინი­ცი­ა­ტი­ვებ­ში არა მხო­ლოდ მა­თი პი­როვ­ნუ­ლი და აკა­დე­მი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვი­საა სა­სარ­გებ­ლო, არა­მედ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან როლს ას­რუ­ლებს მათ აქ­ტი­ურ და პა­სუ­ხის­მ­გებ­ლი­ან მო­ქა­ლა­ქე­ე­ბად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში.

დღე­ვან­დელ ციფ­რულ სამ­ყა­რო­ში, რო­ცა ვირ­ტუ­ა­ლუ­რი სივ­რ­ცე რე­ა­ლო­ბას უტოლ­დე­ბა, გა­ცი­ლე­ბით მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ვი­ყოთ სმარტ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი — ჭკვი­ა­ნე­ბი, პა­სუ­ხის­მ­გებ­ლი­ა­ნე­ბი და შე­მოქ­მე­დე­ბი­თე­ბი. სწო­რედ ამ მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბა ჩვე­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც ეძღ­ვ­ნე­ბა ციფ­რუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის ევ­რო­პულ წელს. ციფ­რუ­ლი ეპო­ქის გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე დგო­მა მო­ითხოვს სიბ­რ­ძ­ნეს, კრი­ტი­კულ აზ­როვ­ნე­ბა­სა და თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბას. ჩვე­ნი პრო­ექ­ტი „SMART Citizens: Digital Future Begins Now“ სწო­რედ იმ ად­გი­ლად იქ­ცა, სა­დაც ოთხი ქვეყ­ნის მოს­წავ­ლე­ე­ბი სწავ­ლო­ბენ, რო­გორ იყ­ვ­ნენ სმარტ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი მო­მა­ვალ­ში და­ცუ­ლე­ბი, თა­ვი­სუფ­ლე­ბი და პა­სუ­ხის­მ­გებ­ლი­ა­ნე­ბი“.

პრო­ექ­ტის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ვარ მე, იამ­ზე მსხვი­ლი­ძე (სა­ქარ­თ­ვე­ლო), ხო­ლო თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი – მა­რია ბელ­ლა (სა­ბერ­ძ­ნე­თი).

პრო­ექ­ტ­ში ჩარ­თუ­ლია ოთხი ქვე­ყა­ნა: სა­ქარ­თ­ვე­ლო, სა­ბერ­ძ­ნე­თი, ჩრდი­ლო­ეთ მა­კე­დო­ნია და თურ­ქე­თი, სულ შვი­დი სკო­ლა.

სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან, ჩე­მი სკო­ლის გარ­და, მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ:

♦ ახალ­ცი­ხის №5 სა­ჯა­რო სკო­ლა, მას­წავ­ლებ­ლე­ბი – მა­რი­კა მეს­ხი­ძე და ია გვე­ნე­ტა­ძე;

♦ ზე­მო მაჩხა­ა­ნის სა­ჯა­რო სკო­ლა (დე­დოფ­ლის­წყა­როს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი), მას­წავ­ლე­ბე­ლი – თე­ო­ნა სა­ბი­აშ­ვი­ლი.

პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში ყუ­რადღე­ბა გა­ვა­მახ­ვი­ლეთ ათი დო­მე­ი­ნი­დან ოთხ­ზე, თუმ­ცა, პრაქ­ტი­კუ­ლად, თით­ქ­მის ყვე­ლა დო­მე­ი­ნი მო­ვი­ცა­ვით:

  1. მო­ნა­ცემ­თა დაც­ვა და უსაფ­რ­თხო­ე­ბა
  2. მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბა და კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბა
  3. ემ­პა­თია და მრა­ვალ­მ­ხ­რი­ვო­ბის გა­აზ­რე­ბა
  4. შე­მოქ­მე­დე­ბი­თო­ბა და ერ­თობ­ლი­ვი გა­მო­სახ­ვა

გა­მორ­ჩე­უ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი:

♦ ციფ­რულ უსაფ­რ­თხო­ე­ბა­ზე შევ­ქ­მე­ნით Genially-ში თა­მა­ში „და­ი­ჭი­რე ჰა­კე­რი“, რო­მე­ლიც „გაქ­ცე­ვის ოთა­ხის“ პრინ­ციპ­ზეა აგე­ბუ­ლი. ეს თა­მა­ში ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლით შევ­ქ­მე­ნით ოთხ­მა სკო­ლამ;

♦ მე­ო­რე ჯგუფ­მა, ასე­ვე ოთხ­მა სკო­ლამ, შექ­მ­ნა ანი­მა­ცია Scratch-ში – „ჩე­მი ციფ­რუ­ლი ქა­ლა­ქი“;

♦ მოს­წავ­ლე­ებ­მა მო­ამ­ზა­დეს რჩე­ვე­ბი და ინ­ფოგ­რა­ფი­კე­ბი ციფ­რულ უსაფ­რ­თხო­ე­ბა­ზე;

♦ და­ი­წე­რა მი­ნი-ესე­ე­ბი თე­მა­ზე „მე­დია ჩემს სამ­ყა­რო­ში“;

♦ შე­იქ­მ­ნა ორი­გი­ნა­ლუ­რი კო­მიქ­სე­ბი;

♦ უყუ­რეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ფილმს, გა­ნი­ხი­ლეს და გა­მარ­თეს აქ­ტი­უ­რი დის­კუ­სი­ე­ბი.

გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სო იყო ერ­თობ­ლი­ვი წე­რის აქ­ტი­ვო­ბა:

♦ სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნის მოს­წავ­ლე­ე­ბი და­ვაწყ­ვი­ლეთ, მათ და­წე­რეს ერ­თი და იგი­ვე ამ­ბა­ვი ორი პერ­სო­ნა­ჟის თვალ­თა­ხედ­ვით (მა­გა­ლი­თად, ბუ­ლე­რი vs მსხვერ­პ­ლი).შექ­მ­ნეს ერ­თი სრუ­ლი, ჰარ­მო­ნი­უ­ლი ტექ­ს­ტი;

♦ ასე­ვე, მოს­წავ­ლე­ებ­მა და­წე­რეს ესე­ე­ბი თა­ნა­მედ­რო­ვე ციფ­რუ­ლი სამ­ყა­როს გა­მოწ­ვე­ვებ­ზე, სა­დაც წარ­მო­ა­ჩი­ნეს თა­ვი­ან­თი ქვეყ­ნის პროგ­რე­სი და სირ­თუ­ლე­ე­ბი.

პრო­ექ­ტის ში­ნა­არ­სობ­რივ მხა­რე­ზე მე ვარ სრუ­ლად პა­სუ­ხის­მ­გე­ბე­ლი, ხო­ლო ჩე­მი თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, მა­რია ბელ­ლა, მუდ­მი­ვად გვთა­ვა­ზობს სა­ინ­ტე­რე­სო ვე­ბინ­ს­ტ­რუ­მენ­ტებ­სა და რე­სურ­სებს, რა­მაც პრო­ექ­ტი ძა­ლი­ან მიმ­ზიდ­ვე­ლი და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი გა­ხა­და.

„SMART Citizens: Digital Future Begins Now“ მხო­ლოდ პრო­ექ­ტი კი არა, ციფ­რუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის ნამ­დ­ვი­ლი სკო­ლაა, ად­გი­ლი, სა­დაც თა­ნა­მედ­რო­ვე თა­ო­ბა სწავ­ლობს, რო­გორ გახ­დეს სან­დო პარ­ტ­ნი­ო­რი.

„ჩვე­ნი პრო­ექ­ტი – ეს არის გზა მო­მავ­ლის­კენ, სა­დაც ცოდ­ნა, პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა და შე­მოქ­მე­დე­ბა ერ­თად ქმნი­ან ჭკვი­ან, ღია და უსაფ­რ­თხო სამ­ყა­როს. მო­მა­ვალს ჩვენ ვქმნით – აქ და ახ­ლა, ერ­თად!“

 

 

spot_imgspot_img
მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება