SEU-სა და მსოფლიოში წამყვანი ბლოკჩეინის ეკოსისტემისა და კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის უმსხვილეს პროვაიდერ Binance-ს შორის, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით მომხმარებელი ჰყავს, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის თანახმად, Binance და Binance Academy უზრუნველყოფს SEU-ს სტუდენტებისთვის ბლოკჩეინის, Web3-ის, NFT-ისა და კრიპტოვალუტის შესახებ საგანმანათლებლო მასალების შემუშავებასდა განხორციელებას.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მოიცავს:
♦ სამუშაო შეხვედრებისა და საქმიანი კავშირების დასამყარებლად ღონისძიებათა მოწყობას;
♦ ისეთი კურსების ერთობლივ შემუშავებას, რომლებიც მოიცავს ბლოკჩეინის, Web3-ის, არაჩანაცვლებადი ტოკენების (NFTs), კრიპტოვალუტის, მეტავერსის (Metaverse), ფინტექის და ა.შ. სფეროებსა და დომენებს;
♦ SEU-ს სტუდენტებისთვის ტრენინგებს და საჯარო ლექციებს ჩაატარებენ Binance-ს წარმომადგენლები.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს SEU-ს ვიცე-რექტორმა სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით, ანა ფირცხალაშვილმა და Binance საქართველოს გენერალურმა მენეჯერმა, გიორგი ჩაგელიშვილმა.
SEU აქტიურად ზრუნავს სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა კარიერულ განვითარებასა და დასაქმებაზე, SEU-სა და Binance-ს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი წარმოადგენს ამ მიმართულებით გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯს.