22 ნოემბერი, პარასკევი, 2024

რო­გორ ავა­მაღ­ლოთ მოს­წავ­ლე­ებ­ში სწავ­ლის მო­ტი­ვა­ცია

spot_img

ანო­ტა­ცია

ნაშ­რო­მი ეხე­ბა მოს­წავ­ლე­თა მო­ტი­ვა­ცი­ის ამაღ­ლე­ბას. მოს­წავ­ლის მო­ტი­ვა­ცია სუ­ბი­ექ­ტუ­რია და უკავ­შირ­დე­ბა მის გრძნო­ბებს, მას­წავ­ლებ­ლის მოქ­მე­დე­ბებ­სა და სკო­ლა­ში არ­სე­ბულ გა­რე­მოს. ასე­ვე მო­ტი­ვა­ცი­ა­ზე გავ­ლე­ნას ახ­დენს გაკ­ვე­თილ­ზე უეც­რად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი და მოს­წავ­ლის გან­წყო­ბა. მო­ტი­ვა­ცია მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია რო­გორც კარ­გი შე­დე­გე­ბის მი­სა­ღე­ბად, ასე­ვე იმ მოს­წავ­ლე­თა პრო­ცეს­ში ჩა­სარ­თა­ვად, რომ­ლე­ბიც მუდ­მი­ვად ქმნი­ან პრობ­ლე­მებს თა­ვი­ან­თი ყო­ფაქ­ცე­ვით. მოს­წავ­ლე­ე­ბი­სათ­ვის სას­წავ­ლო პრო­ცე­სი მო­საწყე­ნი რომ არ გახ­დეს, მას­წავ­ლე­ბე­ლი უნ­და იყოს შე­მოქ­მე­დე­ბი­თი და მო­ა­ხერ­ხოს მა­თი და­ინ­ტე­რე­სე­ბა. მოს­წავ­ლე­თა მო­ტი­ვა­ცია გაკ­ვე­თი­ლის წარ­მა­ტე­ბით ჩა­ტა­რე­ბი­სა და ეფექ­ტი­ა­ნი სწავ­ლის სა­ფუძ­ვე­ლია. მას­წავ­ლე­ბელს შეს­წავ­ლი­ლი უნ­და ჰქონ­დეს თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლის რე­აქ­ცია, ამა თუ იმ აქ­ტი­ვო­ბა­ზე მო­ტი­ვა­ცი­ის გა­მო­საწ­ვე­ვად და მის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად. გათ­ვ­ლის­წი­ნე­ბუ­ლი უნ­და იქ­ნეს მოს­წავ­ლის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი, ინ­ტე­რე­სე­ბი, სწავ­ლის სტი­ლი, შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი.

საკ­ვან­ძო სიტყ­ვე­ბი: მო­ტი­ვა­ცია, სწავ­ლე­ბის მე­თო­დი­კა, სას­წავ­ლო გა­რე­მო.

სწავ­ლა/სწავ­ლე­ბის სტი­ლი და მოს­წავ­ლეს­თან ურ­თი­ერ­თო­ბის ფორ­მე­ბი მჭიდ­როდ უკავ­შირ­დე­ბა მოს­წავ­ლე­თა მო­ტი­ვა­ცი­ის ას­პექ­ტებს. „მო­ტი­ვა­ცია“ ლა­თი­ნუ­რი სიტყ­ვაა და მოძ­რა­ო­ბას ნიშ­ნავს. რაც უფ­რო ნათ­ლა­დაა მი­ზა­ნი ჩა­მოყა­ლი­ბე­ბუ­ლი, მით უფ­რო ად­ვი­ლია სა­კუ­თა­რი თა­ვის ამოძ­რა­ვე­ბა, ში­ნა­გა­ნი ბა­რი­ე­რე­ბის გა­და­ლახ­ვა და ზო­გა­დად მიზ­ნის მიღ­წე­ვა.

უფ­რო რთუ­ლია სი­ტუ­ა­ცია, რო­დე­საც სხვე­ბის მო­ტი­ვი­რე­ბა გვსურს. სხვი­სი მო­ტი­ვი­რე­ბა ნიშ­ნავს — უბიძ­გო მას, შეც­ვა­ლოს ძვე­ლი ქცე­ვა ახ­ლით. მო­ტი­ვის არ­სე­ბო­ბა ნიშ­ნავს იმის არ­სე­ბო­ბას, რაც ადა­მი­ა­ნებს ამოძ­რა­ვებთ. მო­ტი­ვი მო­დის რა­ღა­ცის დე­ფი­ცი­ტი­დან. თი­თო­ე­უ­ლი მო­ტი­ვი ავ­ტო­მა­ტუ­რა­დაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გარ­კ­ვე­ულ მი­ზან­თან, რომ­ლის­კე­ნაც იგი გვი­ბიძ­გებს. რაც უფ­რო ძლი­ე­რია მო­ტი­ვი, მით უფ­რო ძლი­ერ გვი­ბიძ­გებს იგი მიზ­ნის მიღ­წე­ვის­კენ.

მოს­წავ­ლე­თა ში­ნა­გა­ნი მო­ტი­ვა­ცია ეფუძ­ნე­ბა ახა­ლი ცოდ­ნის მი­ღე­ბის ინ­ტე­რესს, გაკ­ვე­თილ­ზე შე­მოქ­მე­დე­ბით და და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­მუ­შა­ო­ებს და შე­ე­სა­ბა­მე­ბა სწავ­ლის ბუ­ნებ­რივ პრო­ცესს.

ში­ნა­გა­ნი მო­ტი­ვა­ცია ეფუძ­ნე­ბა მოს­წავ­ლის პერ­სო­ნა­ლურ ინ­ტე­რე­სებ­სა და მის­წ­რა­ფე­ბებს; წარ­მო­ი­შო­ბა სურ­ვი­ლით, გა­უ­ზი­ა­რო შე­ნი სა­მუ­შაო მე­გობ­რებს, თა­ნაკ­ლა­სე­ლებს, სკო­ლას, ოჯახს.

გა­რე­გა­ნი მო­ტი­ვა­ცია — ნიშ­ნე­ბი­სა და ჯილ­დო­ე­ბის მი­ღე­ბის სურ­ვი­ლი, სა­მუ­შა­ო­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბა დას­ჯის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის მიზ­ნით. ში­ნა­გა­ნი მო­ტი­ვა­ცია უფ­რო ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი და მარ­თ­ვა­დია.

სწავ­ლე­ბა ნა­ყო­ფი­ე­რია მა­შინ, რო­ცა ინ­დი­ვი­დი მზად არის ამი­სათ­ვის, ანუ მას სურს, რა­ღაც იცო­დეს.

ჩე­მი სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სი, მოს­წავ­ლე­ებ­თან ყო­ვე­ლი შეხ­ვედ­რა და­ფუძ­ნე­ბუ­ლია კე­თილ­გან­წყო­ბილ, თბილ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე. ვცდი­ლობ მოს­წავ­ლე­ებ­ში ამო­ვი­კითხო ყვე­ლა ,,დე­ფი­ცი­ტი“, რაც აკ­ლი­ათ ან აწუ­ხებთ, სხვა შემ­თხ­ვე­ვა­ში, ძნე­ლია ელა­პა­რა­კო სწავ­ლა­ზე, ცოდ­ნის მი­ღე­ბა­ზე. შეხ­ვედ­რის­თა­ნა­ვე თბი­ლი მო­კითხ­ვა, ღი­მი­ლი ალ­ღობს ყი­ნულს, მოს­წავ­ლეს უჩ­ნ­დე­ბა განცდა, რომ მი­სით ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან, ის ახ­სოვთ. იბ­მე­ბა უხი­ლა­ვი ძა­ფე­ბი მოს­წავ­ლე-მას­წავ­ლე­ბელს შო­რის, რა­საც მოჰ­ყ­ვე­ბა შემ­დ­გო­მი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა.

ზოგ­ჯერ მოს­წავ­ლის სწავ­ლი­სათ­ვის მომ­წი­ფე­ბას დრო სჭირ­დე­ბა. მას­წავ­ლე­ბე­ლი ამ დროს მოთ­მი­ნე­ბით უნ­და და­ე­ლო­დოს და, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, და­ეხ­მა­როს.

სას­წავ­ლო მა­სა­ლის სწო­რი ორ­გა­ნი­ზე­ბა ხელს უწყობს მოს­წავ­ლე­ებ­ში მო­ტი­ვა­ცი­ის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას.

ნა­თე­ლი და კარ­გად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი მა­სა­ლა ად­ვი­ლად ასათ­ვი­სე­ბე­ლია, რო­ცა ახა­ლი მა­სა­ლა ეყ­რ­დ­ნო­ბა ძველს და გა­მომ­დი­ნა­რე­ობს მის­გან. მოს­წავ­ლემ ახ­ლად ნას­წავ­ლი მა­სა­ლა ძველს უნ­და შე­ა­და­როს და, თუ სა­ჭი­როდ ჩათ­ვ­ლის, სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გო მო­საზ­რე­ბე­ბიც გა­მოთ­ქ­ვას. „მო­სა­ლოდ­ნე­ლი წარ­მა­ტე­ბის ალ­ბა­თო­ბაც კი უფ­რო მეტ მო­ტი­ვა­ცი­ას აღ­ძ­რავს, ვიდ­რე და­მარ­ცხე­ბის წი­ნა­შე ში­ში“.

სწო­რედ მას­წავ­ლებ­ლის ნიჭ­სა და უნარ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რამ­დე­ნად ეფექ­ტი­ა­ნად მიმ­დი­ნა­რე­ობს სწავ­ლე­ბა კლას­ში, რამ­დე­ნად შეძ­ლებს იგი მოს­წავ­ლე­ე­ბის და­ინ­ტე­რე­სე­ბას. მოს­წავ­ლე­თა მო­ტი­ვა­ცი­ის ამაღ­ლე­ბას ბევ­რი ფაქ­ტო­რი გა­ნა­პი­რო­ბებს, მა­გა­ლი­თად: ამა თუ იმ საგ­ნის ინ­ტ­ერე­სი, მოს­წავ­ლის თვით­შე­ფა­სე­ბა, მოთ­მი­ნე­ბა და შრო­მის უნა­რი. ზო­გი მოს­წავ­ლე სხვის და­სა­ნა­ხად სწავ­ლობს, ზო­გი — შე­ქე­ბი­სათ­ვის.

სა­სურ­ვე­ლია, ჩვენს მოს­წავ­ლე­ებს ხში­რად ჩა­ვა­გო­ნოთ, რომ „მათ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად გა­მო­უ­ვათ“. მას­წავ­ლებ­ლის მო­ლო­დი­ნებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი სას­წავ­ლო პრო­ცე­სის ეფექ­ტი­ა­ნო­ბა.

*  მივ­ცეთ სა­შუ­ა­ლო სირ­თუ­ლის და­ვა­ლე­ბა, წარ­მა­ტე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში სა­კუ­თარ შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ში დარ­წ­მუნ­დე­ბი­ან;

* და­ვეხ­მა­როთ მოს­წავ­ლე­ებს იმის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა­ში, რომ ისი­ნი და­ვა­ლე­ბებს არა ჩვენ­თ­ვის, არა­მედ სა­კუ­თა­რი ცოდ­ნის დო­ნის ასა­მაღ­ლებ­ლად ას­რუ­ლე­ბენ;

* ვაგ­რ­ძ­ნო­ბი­ნოთ მოს­წავ­ლე­ებს, რომ მა­თი აზ­რი ღი­რე­ბუ­ლი და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ჩვენ­თ­ვის;

* ზუს­ტად გა­მო­ვიკ­ვ­ლი­ოთ რა სჭირ­დე­ბათ ჩვენს მოს­წავ­ლე­ებს;

* უზ­რუნ­ველ­ვ­ყოთ მოს­წავ­ლე­თა აქ­ტი­უ­რო­ბა სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში;

* და­ვეხ­მა­როთ მოს­წავ­ლე­ებს რე­ა­ლუ­რი მიზ­ნე­ბის და­სახ­ვა­სა და ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში;

* ვას­წავ­ლოთ მოს­წავ­ლე­ებს, რო­გორ მი­აღ­წი­ონ წარ­მა­ტე­ბას სწავ­ლა­ში;

ნუ და­ვუშ­ვებთ მწვა­ვე კონ­კუ­რენ­ცი­ას მოს­წავ­ლე­ებს შო­რის;

ავა­გოთ სას­წავ­ლო პრო­ცე­სი მოს­წავ­ლე­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით;

*შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად მივ­ცეთ მოს­წავ­ლე­ებს არ­ჩე­ვა­ნის უფ­ლე­ბა;

შე­ვარ­ჩი­ოთ მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი მე­თო­დე­ბი.

შე­ფა­სე­ბა, გაკ­ვე­თი­ლის ყვე­ლა­ზე ფა­ქი­ზი პრო­ცე­სია. ამ პრო­ცესს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიფ­რ­თხი­ლით ვე­კი­დე­ბი, ვცდი­ლობ ობი­ექ­ტუ­რი ვი­ყო. ყო­ველ­თ­ვის ვე­ძებ მაქ­სი­მა­ლუ­რად და­დე­ბითს, შემ­დეგ მი­ვუ­თი­თებ მოს­წავ­ლის მი­ერ შეს­რუ­ლე­ბულ აქ­ტი­ვო­ბა­ზე და არა მის პი­როვ­ნე­ბა­ზე, ვუ­ჩენ მო­ლო­დი­ნებს, რომ შე­უძ­ლია და კარ­გად გა­მო­უ­ვა.

მო­ვე­რი­დოთ მოს­წავ­ლე­თა ცუ­დი ნიშ­ნე­ბით შე­ში­ნე­ბას;

 რო­გორც ნე­გა­ტი­უ­რი, ისე პო­ზი­ტი­უ­რი კო­მენ­ტა­რი გავ­ლე­ნას ახ­დენს მოს­წავ­ლის მო­ტი­ვა­ცი­ა­ზე;

* კონ­კ­რე­ტუ­ლად მი­ვუ­თი­თოთ, რა გა­მო­უ­ვი­და კარ­გად და რა­ში ესა­ჭი­რო­ე­ბა გან­ვი­თა­რე­ბა;

* მო­ვე­რი­დოთ და­მამ­ცი­რე­ბელ კო­მენ­ტარს, ეს ცუ­დად აისა­ხე­ბა მოს­წავ­ლის გან­წყო­ბა­ზე;

* შე­ვა­ქოთ მი­სი ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ წინ­ს­ვ­ლა.

ჩე­მი მუ­შა­ო­ბის­თ­ვის და მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვი­საც საკ­მა­ოდ ეფექ­ტუ­რია მა­თი ჩარ­თ­ვა სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში, შე­ფა­სე­ბის და ურ­თი­ერ­თ­შე­ფა­სე­ბის დროს. ისი­ნი არი­ან სა­კუ­თა­რი თა­ვის ობი­ექ­ტუ­რი და კრი­ტი­კუ­ლი შემ­ფა­სებ­ლე­ბი.

შე­იძ­ლე­ბა გა­მოვ­ყოთ ექ­ვ­სი სფე­რო, რო­მელ­შიც მას­წავ­ლებ­ლის მი­ერ მი­ღე­ბუ­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბი გავ­ლე­ნას ახ­დენს მოს­წავ­ლე­თა სწავ­ლის მო­ტი­ვა­ცი­ა­ზე. ეს სფე­რო­ე­ბია:

* ამო­ცა­ნის ხა­სი­ა­თი (Task) — რომ­ლის შეს­რუ­ლე­ბაც მო­ეთხო­ვე­ბა მოს­წავ­ლეს;

ავ­ტო­ნო­მია (Autonomy) — რო­მე­ლიც მი­ნი­ჭე­ბუ­ლი აქვს მოს­წავ­ლეს მუ­შა­ო­ბი­სას;

* აღი­ა­რე­ბა და მო­წო­ნე­ბა (Rekognition) — რი­თაც მოს­წავ­ლის მიღ­წე­ვე­ბი ფას­დე­ბა;

დაჯ­გუ­ფე­ბა (Gruping) — მოს­წავ­ლის­თ­ვის სას­კო­ლო გა­რე­მო­სა და გა­მოც­დი­ლე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა;

* შე­ფა­სე­ბა (Evaluation) — რომ­ლი­თაც მოს­წავ­ლის აქ­ტი­ვო­ბე­ბი ფას­დე­ბა;

* დრო (Taim) — რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ხდე­ბა მოს­წავ­ლის სას­კო­ლო გან­რი­გის შე­მუ­შა­ვე­ბა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი სფე­რო­ე­ბის წინ წა­მო­წე­ვით შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლია მო­დე­ლი — აკ­რო­ნი­მით TARGET, რო­მე­ლიც მოს­წავ­ლე­თა სწავ­ლის მო­ტი­ვა­ცი­ის გა­საზ­რ­დე­ლად ზე­მოთ ჩა­მოთ­ვ­ლი­ლი ფაქ­ტო­რე­ბის ეფექ­ტურ მა­ნი­პუ­ლა­ცი­ას გუ­ლის­ხ­მობს.

ამ­რი­გად, მას­წავ­ლებ­ლე­ბი კონ­ცენ­ტ­რი­რე­ბუ­ლი არი­ან, მოს­წავ­ლე­ებ­ში მო­ტი­ვა­ცი­ის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ტი­პი გა­ნა­ვი­თა­რონ — სწავ­ლის მო­ტი­ვა­ცია, რო­მე­ლიც შემ­დეგ­ნა­ი­რად შე­იძ­ლე­ბა გა­ნი­მარ­ტოს: „ეს არის მოს­წავ­ლის ტენ­დენ­ცია მო­ძებ­ნოს ღი­რე­ბუ­ლი და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი აკა­დე­მი­უ­რი აქ­ტი­ვო­ბე­ბი და ეცა­დოს, მი­ი­ღოს მათ­გან აკა­დე­მი­უ­რი სარ­გე­ბე­ლი. სწავ­ლის მო­ტი­ვა­ცია შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­ხი­ლოთ, რო­გორც პი­როვ­ნუ­ლი ნი­შა­ნი და რო­გორც სი­ტუ­ა­ცი­უ­რი სპე­ცი­ფი­კუ­რი გა­რე­მო­ე­ბა“. სწავ­ლის მო­ტი­ვა­ცია უფ­რო მეტს გუ­ლის­ხ­მობს, ვიდ­რე სწავ­ლის სურ­ვი­ლი და მის­და­მი სწრაფ­ვა. ეს არის სას­წავ­ლო აქ­ტი­ვო­ბე­ბის აზ­რი­ა­ნი და მი­ზან­და­სა­ხუ­ლი გა­მო­ყე­ნე­ბა.

შუ­შა­ნა ტა­რი­ე­ლა­ძე

შუ­ა­ხე­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ტა­კი­ძე­ე­ბის

სა­ჯა­რო სკო­ლის დაწყე­ბი­თი კლა­სე­ბის წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი

გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა:

  1. ვულ­ფოლ­კ­ლი ა.(2009). გა­ნათ­ლე­ბის ფსი­ქო­ლო­გია. ილი­ას სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის გა­მომ­ცემ­ლო­ბა;
  2. გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი, კვლე­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტი (2010), ეფექ­ტი­ა­ნი სწავ­ლე­ბა: თე­ო­რია და პრაქ­ტი­კა;
  3.  ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მე­ბი­სა და შე­ფა­სე­ბი­ის ცენ­ტ­რი (2018), სწავ­ლე­ბი­სა და შე­ფა­სე­ბის მე­თო­დე­ბი: პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები