3 დეკემბერი, სამშაბათი, 2024

რა ფაქ­ტო­რე­ბი გა­ნა­პი­რო­ბებს ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის წარ­მა­ტე­ბას   სკო­ლა­ში

spot_img

ბო­ლო დროს, საგ­რ­ძ­ნობ­ლად გა­ი­ზარ­და სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის­თ­ვის უფ­რო და უფ­რო მოთხოვ­ნა­დი ხდე­ბა ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი. სა­ყო­ველ­თაო ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის და­ნერ­გ­ვის მი­უ­ხე­და­ვად, ქვე­ყა­ნა­ში კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის პრობ­ლე­მა მა­ინც დგას, რად­გან სის­ტე­მას ასე­თი კად­რი ძა­ლი­ან ცო­ტა ჰყავს. ამის უმ­თავ­რეს მი­ზე­ზად კი ის სა­ხელ­დე­ბა, რომ დღეს, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბი ვერ უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ სა­ჭი­რო რა­ო­დე­ნო­ბის კად­რე­ბის მომ­ზა­დე­ბას. კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რე­ბის შერ­ჩე­ვა გან­სა­კუთ­რე­ბით დიდ სირ­თუ­ლეს რე­გი­ო­ნის სკო­ლე­ბის­თ­ვის წარ­მო­ად­გენს, სა­დაც ამ სფე­როს სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ფი­ზი­კუ­რად არ არი­ან. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სკო­ლებს სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის პო­ზი­ცი­ა­ზე ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბის მი­ღე­ბა უწევთ, რო­მელ­თაც არა­ნა­ი­რი, მი­ნი­მა­ლუ­რი ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბაც კი არ აქვთ ამ სფე­რო­ში, უფ­რო მე­ტიც, შემ­დეგ­შიც გან­ვი­თა­რე­ბი­სა და პრო­ფე­სი­უ­ლი წინ­ს­ვ­ლის ნაკ­ლე­ბი შან­სი აქვთ რე­გი­ო­ნებ­ში, ვიდ­რე დე­და­ქა­ლა­ქში. არა­და, ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის და­ნერ­გ­ვის პრო­ცეს­ში გა­დამ­წყ­ვე­ტი რო­ლი სწო­რედ   სპე­ცი­ა­ლურ მას­წავ­ლებ­ლებს   ენი­ჭე­ბათ. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მა­თი პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის ხელ­შეწყო­ბა უმ­თავ­რე­სი წი­ნა­პი­რო­ბაა, ზო­გა­დად, ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში. სწო­რედ ამ მიზ­ნით, 2009 წლი­დან, მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი ახორ­ცი­ე­ლებს პროგ­რა­მას, რომ­ლის უმ­თავ­რე­სი ამო­ცა­ნა სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი­სა და შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე პირ­თა სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ცხოვ­რე­ბის­თ­ვის მზა­დე­ბის ხელ­შეწყო­ბაა. რე­გი­ო­ნე­ბის სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლე­ბის ცოდ­ნი­სა და უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შეწყო­ბის მიზ­ნით, ცენ­ტ­რ­მა, 2016 წლი­დან, და­იწყო პრო­ექ­ტი „რე­გი­ო­ნუ­ლი სას­წავ­ლო ტუ­რი სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის“. „ეს ტუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს რე­გი­ო­ნის სპე­ცი­ა­ლურ მას­წავ­ლებ­ლებს, გა­ი­ზი­ა­რონ თბი­ლი­სის წარ­მა­ტე­ბუ­ლი სკო­ლე­ბის ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის პრაქ­ტი­კა, ნა­ხონ თუ რა ფაქ­ტო­რე­ბი გა­ნა­პი­რო­ბებს ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის წარ­მა­ტე­ბას სკო­ლა­ში, დას­ვან შე­კითხ­ვე­ბი, შე­ის­წავ­ლონ სწავ­ლე­ბის და სსსმ მოს­წავ­ლის კლას­ში/სკო­ლა­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის ეფექ­ტუ­რი სტრა­ტე­გი­ე­ბი.“ — ამ­ბობს მიზ­ნობ­რი­ვი პროგ­რა­მე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი ნი­ნო გორ­დე­ზი­ა­ნი.

კონ­კურ­სის სა­ფუძ­ველ­ზე, 2016, 2017 და 2018 წლებ­ში, ცენ­ტ­რ­მა შე­არ­ჩია მა­ღალ­კ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი   სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლე­ბი/სუ­პერ­ვი­ზო­რე­ბი თბი­ლი­სის იმ სკო­ლე­ბი­დან, სა­დაც ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კა ხორ­ცი­ელ­დე­ბა. რე­გი­ო­ნულ სას­წავ­ლო ტურს მას­წავ­ლებ­ლე­ბის მხრი­დან ძა­ლი­ან კარ­გი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყ­ვა და სხვა­დას­ხ­ვა რე­გი­ო­ნის 150-მდე სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი ჩა­ერ­თო. წლე­ვან­დე­ლი სა­შე­მოდ­გო­მო ტუ­რის­თ­ვის, რო­მე­ლიც 21 ოქ­ტომ­ბ­რი­დან 27 ოქ­ტომ­ბ­რის ჩათ­ვ­ლით გაგ­რ­ძელ­და, დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე, 30 სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი შე­ირ­ჩა. 10 რე­გი­ო­ნის 28 რა­ი­ო­ნი­დან ჩა­მო­სუ­ლი სპეც­მას­წავ­ლებ­ლე­ბი თბი­ლი­სის 8 სკო­ლა­ში გა­და­ნა­წილ­დ­ნენ, სა­დაც მათ 10 სუ­პერ­ვი­ზორ/ხელ­მ­ძღ­ვა­ნელ­თან ერ­თად, პრაქ­ტი­კუ­ლი მე­ცა­დი­ნე­ო­ბე­ბი და კონ­სულ­ტი­რე­ბა გა­ი­ა­რეს.

ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის ხელ­შეწყო­ბის პროგ­რა­მის მე­ნე­ჯე­რი სა­ლო­მე ჩარ­კ­ვი­ა­ნი ამ­ბობს, რომ პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში სხვა­დას­ხ­ვა ტრე­ნინ­გი ტარ­დე­ბა მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სა და სპეც­მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის — მა­გა­ლი­თად, 2018 წელს ტრე­ნინგს გა­ივ­ლის 2000 მას­წავ­ლე­ბე­ლი და 200-ზე მე­ტი სპეც­მას­წავ­ლე­ბე­ლი. „თუმ­ცა, მეც მი­მაჩ­ნია და სპეც­მას­წავ­ლებ­ლე­ბის შე­ფა­სე­ბე­ბი­და­ნაც ჩანს, რომ რე­გი­ო­ნუ­ლი ტუ­რი — პრაქ­ტი­კა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბა, გა­მარ­თუ­ლი ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი სწავ­ლე­ბის მე­თო­დო­ლო­გი­ის სა­კუ­თა­რი თვა­ლით ნახ­ვა — ბევ­რად უფ­რო ეფექ­ტურ შე­დეგს იძ­ლე­ვა, ვიდ­რე თე­ო­რი­უ­ლი ცოდ­ნის გა­და­ცე­მა. ამ ადა­მი­ა­ნებს, გარ­და კომ­პე­ტენ­ცი­ის ამაღ­ლე­ბი­სა, უღ­რ­მავ­დე­ბათ იმის რწმე­ნა, რომ სწო­რი მიდ­გო­მე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ცეს­ში, შე­საძ­ლე­ბე­ლია ნე­ბის­მი­ე­რი სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლის ინ­ტეგ­რა­ცია.“

რა დახ­მა­რე­ბა გა­უ­წია ტურ­მა სა­მიზ­ნე ჯგუფს სა­მუ­შა­ოს და­გეგ­მ­ვა­სა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში, ამის შე­სა­ხებ მო­ნა­წი­ლე მას­წავ­ლებ­ლებს გა­ვე­სა­უბ­რეთ. მათ­თ­ვის რე­გი­ო­ნუ­ლი ტუ­რი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იმით აღ­მოჩ­ნ­და, რომ პრაქ­ტი­კუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის დი­დი გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ი­ღეს.

ლა­ლი ჯა­ფა­რი­ძე, ბა­თუ­მის №4 სა­ჯა­რო სკო­ლის სპეც­მას­წავ­ლე­ბე­ლი: „რე­გი­ო­ნულ ტურ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იყო, რად­გან ჩე­მი უფ­ლე­ბა-მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი უფ­რო კარ­გად გა­ვი­გე, ვიდ­რე აქამ­დე ვი­ცო­დი. მი­ღე­ბულ ცოდ­ნას და გა­მოც­დი­ლე­ბას, აკა­დე­მი­უ­რი უნა­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის შე­სა­ხებ, ახ­ლა ჩემს სკო­ლა­ში, სას­წავ­ლო პრო­ცე­სის დროს, გა­მო­ვი­ყე­ნებ. უფ­რო კონ­კ­რე­ტუ­ლად შე­მიძ­ლია გითხ­რათ, რომ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სა­გაკ­ვე­თი­ლო გეგ­მის და­წე­რა და ოქ­მის შედ­გე­ნა ვის­წავ­ლე, ასე­ვე, ბევ­რი ინ­ფორ­მა­ცია მი­ვი­ღე, თუ რო­გორ დავ­გეგ­მო სხვა­დას­ხ­ვა აქ­ტი­ვო­ბე­ბი სსსმ მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის. სკო­ლა­ში 17 სსსმ მოს­წავ­ლე გვყავს, შე­სა­ბა­მი­სად, სა­მი სპეც­მას­წავ­ლე­ბე­ლი ვმუ­შა­ობთ. რე­სურ­სო­თა­ხიც გვაქვს, რო­მე­ლიც აღ­ჭურ­ვი­ლია სა­ჭი­რო ინ­ვენ­ტა­რით. ერ­თა­დერ­თი პრობ­ლე­მა, რის შე­სა­ხე­ბაც აქ შე­ვიტყ­ვე, ის არის, რომ რე­სურ­სო­თა­ხი აუცი­ლებ­ლად პირ­ველ სარ­თულ­ზე უნ­და იყოს გან­თავ­სე­ბუ­ლი, ჩვენს სკო­ლა­ში, მე­ო­რე სარ­თულ­ზეა. თუმ­ცა, ეს პრობ­ლე­მას არ გვიქ­მ­ნის, რად­გან, სკო­ლა­ში შშმ მოს­წავ­ლე არ გვყავს. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, აუცი­ლებ­ლად და­ვა­ყე­ნებ რე­სურ­სო­თა­ხის პირ­ველ სარ­თულ­ზე მოწყო­ბის სა­კითხს, რად­გან, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, დაბ­რ­კო­ლე­ბა არ შეგ­ვექ­მ­ნას.

სპეც­პე­და­გო­გის ყვე­ლა­ზე დი­დი პრობ­ლე­მა აქამ­დე ის იყო (იმე­დია, ასე აღარ იქ­ნე­ბა), რომ მას­წავ­ლებ­ლე­ბს არას­წო­რი შე­ხე­დუ­ლე­ბა აქვთ სპეც­მას­წავ­ლებ­ლებ­ზე. ფიქ­რო­ბენ, რომ სსსმ ბავ­შ­ვი სა­ერ­თო სგაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სი­დან უნ­და გა­მო­ვიყ­ვა­ნოთ და გან­ვა­ცალ­კე­ვოთ რე­სურ­სო­თახ­ში. სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში ეს ასე არ არის, რად­გან გაკ­ვე­თილ­ზე ბავ­შ­ვებს აკა­დე­მი­უ­რი უნა­რე­ბის გან­მ­ტ­კი­ცე­ბა­სა და გან­ვი­თა­რე­ბა­ში ვეხ­მა­რე­ბით და მა­თი იზო­ლი­რე­ბა სუ­ლაც არ არის სა­ჭი­რო. და­მა­ტე­ბით კი, გაკ­ვე­თი­ლე­ბის შემ­დეგ, რე­სურ­სო­თახ­ში ვა­მე­ცა­დი­ნებთ, გაკ­ვე­თი­ლის მსვლე­ლო­ბი­სას (სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში) ასის­ტი­რე­ბას გა­ვუ­წევთ.

დაწყე­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი ვარ მა­გის­ტ­რის ხა­რის­ხით, გავ­ლი­ლი მაქვს ბავ­შ­ვ­თა ფსი­ქო­ლო­გი­ი­სა და ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი სწავ­ლე­ბის ფსი­ქო­ლო­გი­ის კურ­სე­ბიც, მაქვს შე­სა­ბა­მი­სი სერ­ტი­ფი­კა­ტე­ბი, მაგ­რამ რე­გი­ო­ნუ­ლი ტუ­რი ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლო აღ­მოჩ­ნ­და ჩე­მი პრო­ფე­სი­უ­ლი ზრდის­თ­ვის. წელს საგ­ნის მას­წავ­ლებ­ლო­ბა დავ­ტო­ვე და მთლი­ა­ნად გა­და­ვერ­თე სპეც­მას­წავ­ლებ­ლო­ბა­ზე, რად­გან ვფიქ­რობ, რომ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით უფ­რო სა­სარ­გებ­ლო საქ­მის გა­კე­თე­ბას შევ­ძ­ლებ სკო­ლის­თ­ვის და სსსმ ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის“.

ეთერ მაღ­რა­ძე, ბორ­ჯო­მის №1 სა­ჯა­რო სკო­ლის სპეც­პე­და­გო­გი: „სპე­ცი­ა­ლო­ბით სპეც­პე­და­გო­გი არ ვარ, თან სულ ორი კვი­რაა, რაც სკო­ლა­ში და­ვიწყე მუ­შა­ო­ბა და სრუ­ლი­ად ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე დავ­დე­ქი. არ და­გი­მა­ლავთ, ეს ტუ­რი სა­უ­კე­თე­სო შე­საძ­ლებ­ლო­ბად იქ­ცა ჩემ­თ­ვის, ბევ­რი ახა­ლი ცოდ­ნა მი­მე­ღო. იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ პე­და­გო­გი­უ­რი პრაქ­ტი­კის გა­მოც­დი­ლე­ბა სა­ერ­თოდ არ მაქვს, კი­დევ უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სო იყო ეს ხუ­თი დღე, რად­გან, და­მერ­წ­მუ­ნეთ, თე­ო­რი­უ­ლად რო­გო­რი ცოდ­ნაც უნ­და გქონ­დეს, საკ­მა­რი­სი არ არის. მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო მას­წავ­ლებ­ლის სახლს ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბის­თ­ვის, ეს ჩე­მი სპეც­მას­წავ­ლებ­ლო­ბის სა­უ­კე­თე­სო და­საწყი­სია. სკო­ლა­ში სულ 9 სსსმ მოს­წავ­ლე გვყავს და, ჯერ­ჯე­რო­ბით, მხო­ლოდ მე ვარ სპეც­პე­და­გო­გი (ერ­თი ად­გი­ლი ჯერ კი­დევ ვა­კან­ტუ­რია), რთუ­ლია ჩემ­თ­ვის ამ­დენ ბავ­შ­ვ­თან მუ­შა­ო­ბა, მაგ­რამ ძა­ლი­ან კარ­გი კო­ლექ­ტი­ვი გვყავს და   მას­წავ­ლებ­ლე­ბის დახ­მა­რე­ბით, თავს ვარ­თ­მევ საქ­მეს. რომ არა მა­თი თა­ნად­გო­მა, გა­მი­ჭირ­დე­ბო­და. რე­გი­ო­ნულ­მა ტურ­მა კი, პრაქ­ტი­კულ გა­მოც­დი­ლე­ბას­თან ერ­თად, გამ­ბე­და­ო­ბაც მე­ტი შემ­ძი­ნა.“

ნი­ნო ზედ­გი­ნი­ძე, გარ­დაბ­ნის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ფო­ლა­და­ან­თ­კა­რის სა­ჯა­რო სკო­ლა: „ჩვე­ნი სკო­ლა მცი­რე­კონ­ტინ­გენ­ტი­ა­ნია, სულ 70 მოს­წავ­ლე გვყავს, მათ­გან მხო­ლოდ ერ­თია სსს მქო­ნე. ჩემ­თ­ვის რე­გი­ო­ნულ ტურ­ზე ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ის იყო, რომ მი­ვი­ღე გა­მოც­დი­ლე­ბა რო­გორ ვი­მუ­შაო სხვა­დას­ხ­ვა დარ­ღ­ვე­ვის მქო­ნე ბავ­შ­ვებ­თან. რო­გორც გითხა­რით, ახ­ლა მხო­ლოდ ერთ მოს­წავ­ლეს­თან მი­წევს მუ­შა­ო­ბა, მაგ­რამ მზად ვარ, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ზეც ვი­მუ­შაო. 120-სა­ა­თი­ა­ნი კრე­დი­ტი გავ­ლი­ლი მაქვს, მაგ­რამ მხო­ლოდ თე­ო­რი­უ­ლი ცოდ­ნა არა­ფერს ნიშ­ნავს, პრაქ­ტი­კა, ცოცხალ პრო­ცეს­ში ჩარ­თ­ვა მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია. უმ­თავ­რე­სია იცო­დე პა­სუ­ხი კითხ­ვებ­ზე — რო­გორ გავ­ხ­დე მე, რო­გორც სპეც­მას­წავ­ლე­ბე­ლი, სა­ჭი­რო ყვე­ლა რგო­ლის­თ­ვის — ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის­თ­ვის, მშობ­ლის­თ­ვის, მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის, და, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, პირ­ველ რიგ­ში, მოს­წავ­ლის­თ­ვის. ხუთ­დღი­ან­მა ტურ­მა მე­ტი თვით­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა შემ­ძი­ნა, კარ­გად გა­ვე­ცა­ნი სპეც­მას­წავ­ლებ­ლის სტან­დარტს.“

ელი­სო ჩან­ქ­სე­ლი­ა­ნი, ქუ­თა­ი­სის №20 სა­ჯა­რო სკო­ლა: „სკო­ლას სხვა­დას­ხ­ვა დარ­ღ­ვე­ვის მქო­ნე 3 სსსმ მოს­წავ­ლე ჰყავს, მე­ოთხე შე­სა­ფა­სე­ბე­ლია. 2014 წლი­დან და­ვიწყე სპეც­მას­წავ­ლებ­ლად მუ­შა­ო­ბა, გავ­ლი­ლი მაქვს 120-სა­ა­თი­ა­ნი ტრე­ნინ­გი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად ვარ ჩარ­თუ­ლი ინ­კ­ლუ­ზი­ურ გა­ნათ­ლე­ბა­ში, მსგავ­სი ტუ­რის სა­ჭი­რო­ე­ბა ძა­ლი­ან დი­დია. ჩემ­თ­ვის ეს იყო მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნის გაღ­რ­მა­ვე­ბა. ახ­ლა შე­ვეც­დე­ბი, ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩემს სკო­ლა­ში დავ­ნერ­გო. ამის­თ­ვის მად­ლო­ბა მას­წავ­ლე­ბელ­თა სახლს.

სპეც­მას­წავ­ლებ­ლის ყვე­ლა­ზე დი­დი პრობ­ლე­მა დღეს მა­ინც რე­სურ­სო­თა­ხია — აუცი­ლებ­ლად უნ­და იყოს აღ­ჭურ­ვი­ლი სა­ჭი­რო მა­სა­ლით, მა­გა­ლი­თად, თვალ­სა­ჩი­ნო­ე­ბით, რაც ძა­ლი­ან გვი­ად­ვი­ლებს მას­წავ­ლებ­ლებს სსსმ მოს­წავ­ლე­ებ­თან მუ­შა­ო­ბას. პრობ­ლე­მაა მას­წავ­ლებ­ლე­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცი­აც — ბევრ სპეც­მას­წავ­ლე­ბელს აკ­ლია შე­სა­ბა­მი­სი კვა­ლი­ფი­კა­ცია, რო­გორ მი­უდ­გ­ნენ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ებს, რო­გორ და­ნერ­გონ ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბი, რო­გორ ჩარ­თონ სსსმ მოს­წავ­ლე სა­ერ­თო სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ­კი ამ მხრივ და­ი­გეგ­მე­ბა მას­წავ­ლებ­ლე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბა, რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტი თე­ო­რი­უ­ლი და პრაქ­ტი­კუ­ლი ხა­სი­ა­თის ტრე­ნინ­გი. რე­ა­ლუ­რად მხო­ლოდ ამით შევ­ძ­ლებთ სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში სსსმ მოს­წავ­ლე­ე­ბის სწო­რად და მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ჩარ­თ­ვას.

რე­გი­ო­ნულ ტურ­ზე უფ­რო ჩა­ვუღ­რ­მავ­დით ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სას­წავ­ლო გეგ­მის შედ­გე­ნას — ახ­ლა გა­ცი­ლე­ბით უკეთ ვი­ცით, რო­გორ გა­ვა­მარ­ტი­ვოთ, ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა და კონ­კ­რე­ტუ­ლი მოს­წავ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბებს მო­ვარ­გოთ; გა­ცი­ლე­ბით უკე­თე­სად შევ­ძ­ლებთ მას­წავ­ლებ­ლებ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა­საც, სი­ახ­ლე­ებს შე­ვი­ტანთ სკო­ლა­ში. რო­გორც კი ჩა­ვალ, პირ­ველ რიგ­ში, მას­წავ­ლე­ბელ­თან ერ­თად, ადაპ­ტი­რე­ბულ გაკ­ვე­თილს დავ­გეგ­მავ. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, 5 დღე არ არის საკ­მა­რი­სი იმის­თ­ვის, რომ ყვე­ლა­ფე­რი შე­ის­წავ­ლო, მაგ­რამ, და­მერ­წ­მუ­ნეთ, ამ მოკ­ლე დრო­მაც კი დი­დი შე­საძ­ლებ­ლო­ბა მოგ­ვ­ცა, რის­თ­ვი­საც მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს. მე, რო­გორც სპეც­მას­წავ­ლე­ბე­ლი, გარ­კ­ვე­ულ დო­ნე­ზე გა­ვი­ზარ­დე.“

მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე მა­ნა­ნა რა­ტი­ა­ნი რე­გი­ო­ნულ ტურს გულ­შე­მატ­კივ­რობს და ამ­ბობს, რომ სა­მო­მავ­ლო­დაც აუცი­ლებ­ლად გაგ­რ­ძელ­დე­ბა, რად­გან სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო ცვლი­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში, ასეთ­მა ღო­ნის­ძი­ე­ბებ­მა კი­დევ მე­ტი აქ­ტუ­ა­ლო­ბა შე­ი­ძი­ნა: „ტრე­ნინ­გებ­თან შე­და­რე­ბით, რე­გი­ო­ნულ ტუ­რებ­ზე მას­წავ­ლებ­ლე­ბი ერ­თ­მა­ნეთ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით ბევ­რად უფ­რო მეტს იღე­ბენ. ამას ის უკუ­კავ­ში­რე­ბიც მოწ­მობს, რო­მელ­საც ტუ­რის ბო­ლოს მათ­გან ვის­მენ­დით. ჩვე­ნი მი­ზა­ნიც სწო­რედ ესაა — არა უბ­რა­ლოდ მო­ვას­მე­ნი­ნოთ მას­წავ­ლებ­ლებს ტრე­ნინ­გ­ზე თე­ო­რია, არა­მედ უშუ­ა­ლოდ ვაჩ­ვე­ნოთ, რო­გორ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ ის პრაქ­ტი­კა­ში სა­კუ­თარ მოს­წავ­ლე­ებ­თან. დი­დი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო სპეც­მას­წავ­ლებ­ლებს ტურ­ში ჩარ­თუ­ლო­ბის­თ­ვის და პრო­ცე­სის ასე სა­ინ­ტე­რე­სოდ ქცე­ვის­თ­ვის. ძა­ლი­ან დი­დი ხა­ნია სა­მი­ნის­ტ­რო­ში ვმუ­შა­ობ სხვა­დას­ხ­ვა პო­ზი­ცი­ებ­ზე, კარ­გად მახ­სოვს, რო­გორ და­იწყო ინ­კ­ლუ­ზი­ის პროგ­რა­მა გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში. შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ეს ერთ-ერ­თი მი­მარ­თუ­ლე­ბაა, სა­დაც აშ­კა­რად გვაქვს პროგ­რე­სი და ეს პროგ­რე­სი არა მხო­ლოდ იმ მოს­წავ­ლე­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა, რომ­ლე­ბიც სკო­ლებ­მა მი­ი­ღეს და სას­კო­ლო გა­რე­მო­ში მა­თი ინ­ტეგ­რა­ცია მო­ახ­დი­ნეს, არა­მედ, იმა­შიც, რომ უკ­ვე მშობ­ლებ­მა და ოჯა­ხებ­მა ან­დეს ეს ბავ­შ­ვე­ბი სკო­ლებს, რაც იმა­ზე მეტყ­ვე­ლებს, რომ გვყავს კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რე­ბი, რომ­ლებ­საც შე­უძ­ლი­ათ მოს­წავ­ლე­ებს ხე­ლი შე­უწყონ ადაპ­ტა­ცი­ა­ში, ერ­თ­მა­ნეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­სა და იმ პრობ­ლე­მებ­თან გამ­კ­ლა­ვე­ბა­ში, რო­მე­ლიც ამ პრო­ცე­სებს თან ახ­ლავს.

ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის სა­ყო­ველ­თა­ო­ბა სა­ხელ­მ­წი­ფომ ძა­ლი­ან დი­დი სიფ­რ­თხი­ლით (პი­ლო­ტის რე­ჟიმ­ში) და­იწყო, თუმ­ცა, ამის სა­ჭი­რო­ე­ბა ნამ­დ­ვი­ლად იყო. ახა­ლი კა­ნო­ნის მი­ღე­ბით კი, სპეც­მას­წავ­ლე­ბელს სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცე­მა, მუდ­მი­ვად გან­ვი­თარ­დეს. რე­გი­ო­ნულ ტურ­ში მო­ნა­წი­ლე მას­წავ­ლებ­ლე­ბის მა­გა­ლით­ზე, კი­დევ ერ­თხელ დავ­რ­წ­მუნ­დით, რომ სკო­ლებ­ში უკ­ვე აღარ არის იშ­ვი­ა­თო­ბა, რომ შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის პირს კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რი დახ­ვ­დეს.

ცენ­ტ­რი სპეც­მას­წავ­ლებ­ლებს მხარ­ში უდ­გას, მათ საკ­მა­ოდ ხან­გ­რ­ძ­ლივ ტრე­ნინგ მო­დულ­საც ვთა­ვა­ზობთ და თე­ო­რი­უ­ლი ცოდ­ნის სა­ფუძ­ველს ვუქ­მ­ნით, რე­გი­ო­ნუ­ლი ტუ­რე­ბით კი, პრაქ­ტი­კულ უნა­რებ­საც გა­მო­ვუ­მუ­შა­ვებთ.“

რაც შე­ხე­ბა კა­ნონ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ცვლი­ლე­ბას, მა­ნა­ნა რა­ტი­ა­ნი ამ­ბობს, რომ ამით ხა­ზი გა­ეს­ვა სპეც­მას­წავ­ლებ­ლის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას. მან მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და იმ მას­წავ­ლებ­ლებ­საც, რომ­ლებ­მაც არ­ჩე­ვა­ნი ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ გა­ა­კე­თეს, რად­გან მი­იჩ­ნევს, რომ ამ­ხე­ლა საქ­მი­ა­ნო­ბის სხვა რა­მეს­თან შე­თავ­სე­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლია: „რო­დე­საც სპეც­მას­წავ­ლე­ბე­ლი ხარ, შე­ნი ყუ­რადღე­ბა მაქ­სი­მა­ლუ­რად უნ­და იყოს მი­მარ­თუ­ლი კონ­კ­რე­ტულ მოს­წავ­ლე­ებ­ზე. ამი­ტო­მაც მო­უ­წი­ათ არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა მას­წავ­ლებ­ლებს კონ­კ­რე­ტუ­ლი სა­გ­ნის სწავ­ლე­ბა­სა და სპეც­მას­წავ­ლებ­ლო­ბას შო­რის.“

ნი­ნო გორ­დე­ზი­ან­მა მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და სპე­ცი­ა­ლურ მას­წავ­ლებ­ლებს რე­გი­ო­ნულ ტურ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თ­ვის და იმ სა­მო­ტი­ვა­ციო წე­რი­ლის­თ­ვის, რო­მე­ლიც თი­თო­ე­ულ­მა და­წე­რა და მათ ტუ­რის წარ­მა­ტე­ბით გავ­ლის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი სერ­ტი­ფი­კა­ტე­ბი გა­დას­ცა: „კონ­კურ­სი საკ­მა­ოდ დი­დი იყო, და­სა­ფა­სე­ბე­ლია თქვე­ნი ენ­თუ­ზი­აზ­მი, რომ გა­გიჩ­ნ­დათ სურ­ვი­ლი ჩა­ერ­თოთ ძა­ლი­ან სა­ჭი­რო და სა­სარ­გებ­ლო საქ­მე­ში. თქვენ იქ­ნე­ბით სწო­რედ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც რე­გი­ო­ნებ­ში ჩვე­ნი საყ­რ­დე­ნი ძა­ლაა.“

ლალი ჯელაძე

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები