24 ნოემბერი, კვირა, 2024

ნახევარ საუკუნეზე მეტი ქართული მეცნიერების სამსახურში

spot_img

 

მა­შინ უნი­ვერ­სი­ტე­ტი მხო­ლოდ 25 წლის და­არ­სე­ბუ­ლი იყო და მის კედ­ლებ­ში, ჯერ კი­დევ მოღ­ვა­წე­ობ­დ­ნენ შემ­დ­გომ­ში ლე­გენ­დად ქცე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, მეც­ნი­ე­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ან მი­სი და­არ­სე­ბის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ნი ან მომ­დევ­ნო თა­ო­ბა იყო. ბედ­ნი­ე­რე­ბაა მათ გვერ­დით სტუ­დენ­ტუ­რი წლე­ბის გა­ტა­რე­ბა, რო­ცა მხო­ლოდ წიგ­ნე­ბით და ლექ­ცი­ე­ბით კი არ სწავ­ლობ, არა­მედ ხვდე­ბი აკა­კი შა­ნი­ძეს, გი­ორ­გი ახ­ვ­ლე­დი­ანს, ვარ­ლამ თო­ფუ­რი­ას, კო­ტე ბაქ­რა­ძეს, გი­ორ­გი წე­რე­თელს, ნი­კო კეცხო­ველს, სერ­გი ჯი­ქი­ას… ყო­ველ­დღი­უ­რად ხე­დავ მათ უნი­ვერ­სი­ტე­ტის დე­რეფ­ნებ­ში და თუნ­დაც შო­რი­დან ესალ­მე­ბი… მაგ­რამ თუ ბედ­მა მათ გა­რე­მოც­ვა­ში ცხოვ­რე­ბაც გარ­გუ­ნა, თა­ვი­დან­ვე გა­მორ­ჩე­უ­ლი ხარ. ჩემ­და გა­სა­ოც­რად, ქალ­ბა­ტონ მზე­ქა­ლა შა­ნი­ძეს­თან მცი­რეხ­ნი­ან­მა სტუმ­რო­ბამ სე­რი­ო­ზუ­ლად და­მა­ეჭ­ვა ჩემს ვა­რა­უდ­ში — არა­ვი­თა­რი მსგავ­სი, იგი ძა­ლი­ან ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, სა­და და სა­სი­ა­მოვ­ნო ადა­მი­ა­ნია, მშვი­დად, სა­ინ­ტე­რე­სოდ მო­სა­უბ­რე, ისე­თი, რო­გორ­საც ვგუ­ლის­ხ­მობთ სიტყ­ვა­ში ინ­ტე­ლი­გენ­ტი.

თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ი­უ­ბი­ლეო წელს ჩვენ­მა გა­ზეთ­მა არა­ერ­თი პუბ­ლი­კა­ცია მი­უძღ­ვ­ნა. რა თქმა უნ­და, აკა­კი შა­ნი­ძეც გა­ვიხ­სე­ნეთ და იმ თა­ო­ბის სხვა მეც­ნი­ე­რე­ბიც. ხში­რად გა­მი­გია, დი­დი ადა­მი­ა­ნე­ბის შვი­ლებს მშობ­ლე­ბის ავ­ტო­რი­ტე­ტი აკომ­პ­ლექ­სებ­სო. მზე­ქა­ლა შა­ნი­ძეს­თან მი­მარ­თე­ბა­ში ამას ნამ­დ­ვი­ლად არ იფიქ­რებთ, ჯერ ერ­თი თა­ვად მსგავ­სი არა­ფე­რი ეტყო­ბა და ამ­ბობს კი­დეც, აკა­კი შა­ნი­ძის შვი­ლო­ბით არა­სო­დეს არა­ვი­თა­რი პრი­ვი­ლე­გია არ მი­მი­ღიაო. პი­რი­ქით კი მომ­ხ­და­რა, რამ­დენ­ჯე­რაც, ბა­ტო­ნი აკა­კის სი­ცოცხ­ლე­ში, ლა­პა­რა­კი იყო ქალ­ბა­ტონ მზე­ქა­ლას მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის წევ­რად წარ­დგე­ნის თა­ო­ბა­ზე, იმ­დენ­ჯერ წი­ნა­აღ­მ­დე­გი წა­სუ­ლა — უხერ­ხუ­ლიაო, „ასე­თი გან­წყო­ბა ჰქონ­და: „უხერ­ხუ­ლია“. ერ­თხელ მთე­ლი კა­თედ­რა და­ას­წ­რო შვი­ლის გა­მოც­დას და „ტყა­ვი გა­აძ­რო“, თუმ­ცა იცო­და, რომ ყვე­ლა სა­განს, ყო­ველ­თ­ვის, მა­ღალ ნიშ­ნებ­ზე აბა­რებ­და და არც ის გა­მოც­და იქ­ნე­ბო­და გა­მო­ნაკ­ლი­სი, ამი­ტო­მაც იღებ­და სტა­ლი­ნურ სტი­პენ­დი­ას, 750 მა­ნეთს.

ბა­ტო­ნი აკა­კი დი­დად არ ერე­ო­და თურ­მე შვი­ლე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში, აი შვი­ლიშ­ვი­ლე­ბის მი­მართ კი, უკ­ვე ასაკ­ში შე­სუ­ლი, მე­ტად გა­მო­ხა­ტავ­და სით­ბოს და სიყ­ვა­რულს…

მოკ­ლედ, ჩვენ ამ­ჟა­მად მხო­ლოდ მზე­ქა­ლა შა­ნი­ძე­ზე ვი­სა­უბ­რებთ, მეც­ნი­ერ­ზე, რო­მე­ლიც ჩვე­ნი თა­ო­ბის სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის, სხვა რამ­დე­ნი­მე პრო­ფე­სორ­თან ერ­თად, ჩვენს სა­თაყ­ვა­ნე­ბელ თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­თან ასო­ცირ­დე­ბა. სტუ­დენ­ტი იგი თბი­ლი­სის მე-15 სა­შუ­ა­ლო სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, 1943 წელს გახ­და. მი­სი სტუ­დენ­ტო­ბის ბო­ლო წლებ­ში რექ­ტო­რი უკვე ნი­კო კეცხო­ვე­ლი იყო. „ცო­ტა­თი ქარ­თ­ლუ­რად უხე­ში (პირ­და­პი­რი), მაგ­რამ საქ­მის მოყ­ვა­რუ­ლი, უნი­ვერ­სი­ტეტ­ზე მზრუნ­ვე­ლი და სა­უ­კე­თე­სო მო­ქარ­თუ­ლე“ — ასე ახა­სი­ა­თებს ქალბატონი მზექალა. რა­ტომ აირ­ჩია ფი­ლო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტე­ტი? ჯერ ერ­თი, იმ დროს დი­დი არ­ჩე­ვა­ნიც არ არ­სე­ბობ­და, სულ სა­მი უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლი იყო — თსუ, სა­მე­დი­ცი­ნო და „გე­პეი“. მოს­კო­ვის და ლე­ნინ­გ­რა­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში კი შე­იძ­ლე­ბო­და კარ­გი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა, იქ ჯერ კი­დევ მოღ­ვა­წე­ობ­დ­ნენ ცნო­ბი­ლი მეც­ნი­ე­რე­ბი, მაგ­რამ ომის წლებ­ში ეს შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო. ქალ­ბა­ტო­ნი მზე­ქა­ლა თა­ვის არ­ჩე­ვანს მხო­ლოდ ოჯა­ხურ ტრა­დი­ცი­ას არ უკავ­ში­რებს და ამ­ბობს, რომ ეს ფაქ­ტო­რი მხო­ლოდ ნა­წი­ლობ­რივ იყო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის გან­მ­საზღ­ვ­რე­ლი. მი­სი მთა­ვა­რი ინ­ტე­რე­სი წიგ­ნე­ბი იყო, კითხ­ვა უყ­ვარ­და და რა­კი სკო­ლის გაკ­ვე­თი­ლებს მა­ლე­ვე რჩე­ბო­და (ამ­ბობს, რომ მა­შინ პროგ­რა­მე­ბი ახ­ლან­დე­ლი­ვით რთუ­ლი არ იყო), თა­ვი­სუ­ფალ დროს ბევრს კითხუ­ლობ­და. მა­მას ად­რე­ვე ჩა­უ­წე­რია ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში და მი­სი აბო­ნე­მენ­ტი­თაც სარ­გებ­ლობ­და. სხვა­თა შო­რის, ზუს­ტი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბიც აინ­ტე­რე­სებ­და, ბი­ო­ლო­გო­ბა­საც კი აპი­რებ­და. ეს ინ­ტე­რე­სი დღემ­დე შე­მორ­ჩა — თვალს ადევ­ნებს ბი­ო­ლო­გი­ის, გე­ნე­ტი­კის გან­ვი­თა­რე­ბას. მოკ­ლედ, ასე იყო თუ ისე, სა­ბო­ლო­ოდ მა­ინც კითხ­ვის სიყ­ვა­რულ­მა გა­დას­ძ­ლია და გახ­და ფი­ლო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტი. „ამ­ბო­ბენ, ფი­ლო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლა ად­ვი­ლიაო. ტყუ­ი­ლია, ძა­ლი­ან ძნე­ლია, იმი­ტომ რომ, ეს გუ­ლის­ხ­მობს არა მხოლოდ ფაქ­ტობ­რი­ვი მა­სა­ლის, არა­მედ ბევ­რი სხვა რა­მის ცოდ­ნას, რაც, შე­იძ­ლე­ბა არც ერთ პროგ­რა­მა­ში არ წე­რია, მაგ­რამ აუცი­ლე­ბე­ლია“. ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში თა­ვად ამ პრინ­ცი­პით მი­უდ­გა სა­კუ­თარ პრო­ფე­სი­ას და, ალ­ბათ, შე­დე­გიც ამი­თია გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი. ამ­ბობს, რომ ენე­ბის არ­მ­ცოდ­ნე ფი­ლო­ლო­გი ცუ­დი სპე­ცი­ა­ლის­ტია, ამი­ტომ, რო­გორც კი აღ­მო­სავ­ლუ­რი ენე­ბის ჯგუ­ფი და­არ­ს­და ფი­ლო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე, სწავ­ლა იქ გა­აგ­რ­ძე­ლა — არა­ბულს გი­ორ­გი წე­რე­თელ­თან სწავ­ლობ­და. „იმ გა­რე­მო­ში, სა­დაც მე ვტრი­ა­ლებ­დი, ფი­ლო­ლო­გის­თ­ვის ენე­ბის ცოდ­ნა ჩვე­უ­ლებ­რივ ამ­ბად ით­ვ­ლე­ბო­და, აუცი­ლებ­ლა­დაც კი, არა­ფე­რი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ამა­ში არ იყო. რო­ცა მა­მა­ჩემს ვინ­მეს შე­სა­მოწ­მებ­ლად მო­უყ­ვან­დ­ნენ, პირ­ველ რიგ­ში ენის (ევ­რო­პუ­ლი) ცოდ­ნას უმოწ­მებ­და, თვი­თონ ბევ­რი ენა იცო­და. მაგ­რამ რომ ჰკითხავ­დ­ნენ, რამ­დენ ენას ფლო­ბო, ხუმ­რო­ბით პა­სუ­ხობ­და, ქარ­თუ­ლის გარ­და არც ერ­თი არ ვი­ცი ხე­ი­რი­ა­ნა­დო. რო­ცა ენის ცოდ­ნა­ზე სა­უბ­რო­ბენ, ჩვე­უ­ლებ­რივ გუ­ლის­ხ­მო­ბენ, რამ­დენ ენა­ზე ლა­პა­რა­კობს ადა­მი­ა­ნი, ენათ­მეც­ნი­ე­რის­თ­ვის კი ეს არ არის მთა­ვა­რი, — ენათ­მეც­ნი­ე­რის­თ­ვის ენის ცოდ­ნა იმას ნიშ­ნავს, რომ მას შე­უძ­ლია წყა­რო­ებ­ზე მუ­შა­ო­ბა. ძვე­ლი ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის დი­დი წი­ლი ნა­თარ­გ­მ­ნია, ორი­გი­ნალ­თან შე­და­რე­ბის­თ­ვის ღრმა ცოდ­ნაა სა­ჭი­რო დედ­ნის ენი­სა“. ჰო­და, შე­ის­წავ­ლა არა­ბუ­ლი, ძვე­ლი ებ­რა­უ­ლი, სე­მი­ტუ­რი ენე­ბი, სპარ­სუ­ლი, სომ­ხუ­რი… და ამ ცოდ­ნას დღემ­დე იყე­ნებს მეც­ნი­ე­რულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. გარ­და ამი­სა ფლობს ინ­გ­ლი­სურს, ფრან­გულს და გერ­მა­ნულს. სხვა შემ­თხ­ვე­ვა­ში, ბუ­ნებ­რი­ვია, ვერ წა­ი­კითხავ­და ლექ­ცი­ებს ლონ­დონ­ში, ნორ­ვე­გი­ა­ში, ბრი­უ­სელ­ში, 3 წლით პე­ტერ­ბურ­გის უნი­ვერ­სი­ტეტ­შიც იყო მიწ­ვე­უ­ლი. „სტუ­დენ­ტო­ბი­სას ძა­ლი­ან გულ­მოდ­გი­ნე მე­ცა­დი­ნე­ო­ბა იყო სა­ჭი­რო. ლექ­სი­კო­ნე­ბი რე­ა­ლუ­რად არ არ­სე­ბობ­და, რუ­სუ­ლიც კი, რაც იყო, ისიც ე.წ. სა­მეც­ნი­ე­რო ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში. ჩვენ, და­უ­წე­რე­ლი შე­თან­ხ­მე­ბით, ყო­ველ­თ­ვის გვიშ­ვებ­დ­ნენ იქ, ვის­ხე­დით და ვმე­ცა­დი­ნე­ობ­დით იმ სიბ­ნე­ლე­ში და სი­ცი­ვე­ში, სა­ნამ ბიბ­ლი­ო­თე­კა­რი არ დაგ­ვ­ძა­ხებ­და — აბა, აღ­მო­სავ­ლე­ლე­ბო, აიკ­რი­ბეთ, ხვა­ლაც ამ თვი­სააო. ძა­ლი­ან შეკ­რუ­ლი ჯგუ­ფი იყო, სულ ერ­თად ვი­ყა­ვით, ბევ­რი ძა­ლი­ან კარ­გი სპე­ცი­ა­ლის­ტი გა­მო­ვი­და. სამ­წუ­ხა­როდ, იმ პირ­ვე­ლი თა­ო­ბი­დან აღა­რა­ვი­ნაა ცოცხა­ლი“. ამ­ბობს, რომ ქარ­თუ­ლი ენი­სად­მი ზო­გა­დი ინ­ტე­რე­სიც არ­სე­ბობს და წმინ­და მეც­ნი­ე­რუ­ლიც, ძი­რი­თა­დად ძვე­ლი ქარ­თუ­ლი ენა აინ­ტე­რე­სებთ, რო­გორც ლინ­გ­ვის­ტუ­რი ფე­ნო­მე­ნი. სა­ზაფხუ­ლო სკო­ლა­ში კი, სა­დაც ის უცხო­ე­ლე­ბის­თ­ვის ლექ­ცი­ებს კითხუ­ლობს ინ­გ­ლი­სურ ენა­ზე, მსმე­ნელ­თა ნა­წილს მე­ტის გა­გე­ბა სურს ქარ­თუ­ლი ენის შე­სა­ხებ, ნა­წილ­მა შე­იძ­ლე­ბა სა­ერ­თო­დაც არ იცო­დეს ენა. ამი­ტომ აქ სხვაგ­ვა­რად უნ­და აიგოს სა­ლექ­ციო კურ­სი. სა­ერ­თოდ, ენის სწავ­ლა არა მარ­ტო მი­სი ძი­რი­თა­დი გრა­მა­ტი­კუ­ლი ფორ­მე­ბის ცოდ­ნას გუ­ლის­ხ­მობს, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ლექ­სი­კის შეთ­ვი­სე­ბა. სა­შუ­ა­ლო გა­ნათ­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი მრა­ვალ ათას სიტყ­ვას იც­ნობს, თუმ­ცა არ იყე­ნებს ყო­ველ­დღი­ურ მეტყ­ვე­ლე­ბა­ში. ეს მა­რა­გი კითხ­ვით მი­იღ­წე­ვა და არა მხო­ლოდ პე­და­გოგ­თან თუნ­დაც წლო­ბით მი­ღე­ბუ­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბით — ენა შე­ის­წავ­ლე­ბა კითხ­ვით (ლექ­სი­კის შე­სას­წავ­ლად) და, რა თქმა უნ­და, ამ ენა­ზე მო­ლა­პა­რა­კეს­თან ურ­თი­ერ­თო­ბით.

ენის შე­სა­ხებ სა­უბ­რი­სას, მზე­ქა­ლა შა­ნი­ძე თა­ვის მო­საზ­რე­ბას გვი­ზი­ა­რებს მის კი­დევ ერთ მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა­ზეც — არის თუ არა იგი ეროვ­ნე­ბის იდენ­ტო­ბის გან­მ­საზღ­ვ­რე­ლი — „ენა არის ძი­რი­თა­დი გან­მ­საზღ­ვ­რე­ლი ფაქ­ტო­რი ადა­მი­ა­ნის იდენ­ტო­ბი­სა, თუმ­ცა არა ერ­თა­დერ­თი“ . მა­გა­ლი­თად შვე­ი­ცა­რი­ას ასა­ხე­ლებს, სა­დაც 4 სა­ხელ­მ­წი­ფო ენაა — გერ­მა­ნუ­ლი, ფრან­გუ­ლი, იტა­ლი­უ­რი და რე­ტო­რო­მა­ნუ­ლი, მაგ­რამ „აბა, გა­ბე­დე და უთხა­რი შვე­ი­ცა­რი­ელს, რომ ან გერ­მა­ნე­ლია, ან ფრან­გი და ან იტა­ლი­ე­ლი. 700-წლი­ა­ნი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბით მი­სი იდენ­ტო­ბა მყა­რია — იგი შვე­ი­ცა­რი­ე­ლია. სა­ქარ­თ­ვე­ლოს შემ­თხ­ვე­ვა­ში, ასე­ვე, დიდ როლს თა­მა­შობ­და რე­ლი­გია, რო­გორც პო­ლი­ტი­კუ­რი ფაქ­ტო­რი. მაჰ­მა­დი­ა­ნუ­რი ქვეყ­ნე­ბით ვი­ყა­ვით გა­რე­მო­ცუ­ლი, მო­დი­ო­და სხვა ეროვ­ნე­ბი­სა და სხვა რჯუ­ლის მტე­რი. ამი­ტო­მაც ხდე­ბო­და მარ­თ­ლ­მა­დი­დებ­ლო­ბა თვით­დაც­ვის და გა­დარ­ჩე­ნის ფაქ­ტო­რი.“

მზე­ქა­ლა შა­ნი­ძე, 1952 წლი­დან, თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პე­და­გო­გია. ამა­ვე წელს და­იც­ვა სა­კან­დი­და­ტო დი­სერ­ტა­ცია სე­მი­ტურ ენებ­ში, 1974 წელს — სა­დოქ­ტო­რო დი­სერ­ტა­ცია თე­მა­ზე — „ფსალ­მუნ­თა წიგ­ნის ძვე­ლი ქარ­თუ­ლი თარ­გ­მა­ნე­ბი“. ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვილს იმოწ­მებს და თა­ვა­დაც მი­აჩ­ნია, რომ ბიბ­ლია უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი ძეგ­ლია არა მარ­ტო ენობ­რი­ვი, არა­მედ სა­ქარ­თ­ვე­ლოს კულ­ტუ­რის ის­ტო­რი­ის თვალ­საზ­რი­სი­თაც. ჩემი გა­მოკ­ვ­ლე­ვა წმინ­და ფი­ლო­ლო­გი­უ­რი ხა­სი­ა­თი­სააო, ამბობს. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში კითხუ­ლობ­და: ძვე­ლი ებ­რა­უ­ლის კურსს, სე­მი­ტურ ენა­თა ის­ტო­რი­ას, ბო­ლო რამ­დე­ნი­მე წე­ლი (2006 წლამ­დე, ვიდ­რე, მი­სი თა­ო­ბის სხვა პრო­ფე­სო­რებ­თან ერ­თად არ გა­უშ­ვეს უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან!) — ქარ­თუ­ლი ენის ის­ტო­რი­ას. ამ უკა­ნას­კ­ნე­ლის შე­სა­ხებ ამ­ბობს, რომ „ძა­ლი­ან რთუ­ლი სა­გა­ნია. ენის ის­ტო­რია შე­და­რე­ბით ენათ­მეც­ნი­ე­რე­ბას ემ­ყა­რე­ბა. კარ­გად მომ­ზა­დე­ბუ­ლი უნ­და იყოს სტდუ­ნე­ტი, რომ გა­ი­გოს რას ვას­წავ­ლით. ეს ენის გან­ვი­თა­რე­ბის ის­ტო­რიაა და არა თა­ვად ენის შეს­წავ­ლა. ამ კურ­სის მსმე­ნელ­მა ენა კარ­გად უნ­და იცო­დეს“. ლექ­ცი­ებს კარ­გა ხა­ნია აღარ კითხუ­ლობს, მაგ­რამ მოღ­ვა­წე­ობს რო­გორც პრო­ფე­სო­რი ემე­რი­ტუ­სი, ბევრს ეხ­მა­რე­ბა, სა­ზაფხუ­ლო სკო­ლა­ში ლექ­ცი­ებს ატა­რებს, ტე­ლე­კომ­პა­ნია „არ­ტა­რე­ამ“ მი­სი ლექ­ცია ჩა­წე­რა, რო­მე­ლიც ფე­ის­ბუქ­ზეც და­ი­დო; იხ­სე­ნებს 1975 წელს, რო­ცა სი­ნას მთა­ზე, წლე­ბის წინ, ხან­ძარს გა­დარ­ჩე­ნი­ლი ხელ­ნა­წე­რე­ბი (სხვა­დას­ხ­ვა ენა­ზე) შემ­თხ­ვე­ვით იპო­ვეს იატაკ­ზე მი­მო­ფან­ტუ­ლი, მათ შო­რის, ქარ­თუ­ლი ხელ­ნა­წე­რე­ბიც აღ­მოჩ­ნ­და. სწო­რედ მათ გა­მო სამ­ჯერ გა­ემ­გ­ზავ­რა სი­ნას მთა­ზე სა­მეც­ნი­ე­რო მივ­ლი­ნე­ბით.

თა­ნა­მედ­რო­ვე გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის ავ-კარ­გ­საც შე­ვე­ხეთ. იგი რე­ფორ­მის მომ­ხ­რეა, მაგ­რამ მის ნაკ­ლად სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბის ერ­თი­ა­ნი ხედ­ვის, ერ­თი­ა­ნი კონ­ცეფ­ცი­ის არარ­სე­ბო­ბა მი­აჩ­ნია — უცხო­უ­რი გა­მოც­დი­ლე­ბის გა­უ­აზ­რებ­ლად გად­მო­ტა­ნა, არ­სე­ბუ­ლი რე­ა­ლო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბის გა­რე­შე, რა­საც სე­რი­ო­ზუ­ლი ანა­ლი­ზი სჭირ­დე­ბა. „ამის მცდე­ლო­ბა იყო. მეც მი­მი­ღია მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მსგავს დის­კუ­სი­ებ­ში, მაგ­რამ ჩვენ­ში ამ მე­თო­დით შე­დე­გი არ მი­იღ­წე­ვა. დე­ბა­ტე­ბის კულ­ტუ­რი­სა­გან ძა­ლი­ან შორს ვართ. ჭკუ­ა­სა­კითხა­ვი ხალ­ხის აზრს უნ­და ვით­ვა­ლის­წი­ნებ­დეთ, მხო­ლოდ მა­შინ გვექ­ნე­ბა კარ­გი შე­დე­გი“. რაც შე­ე­ხე­ბა ეროვ­ნულ გა­მოც­დებს, შე­ნიშ­ვ­ნე­ბი აქაც აქვს. მთა­ვა­რი მათ­გან სტუ­დენ­ტ­სა და გა­მომ­ც­დელს შო­რის კონ­ტაქ­ტის არარ­სე­ბო­ბა მი­აჩ­ნია. მხო­ლოდ შე­მო­ხაზ­ვით ვერ და­ად­გენ სტუ­დენ­ტის ცოდ­ნას. „ად­რე ვარ­ლამ თო­ფუ­რია გა­მოც­დი­სას არას­დ­როს იზღუ­დე­ბო­და დრო­ით. მას­თან გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბა ნიშ­ნავ­და ერთ სა­ათ­ზე მეტ ხანს პა­სუხს. არ იფიქ­როთ, რომ სიმ­კაც­რის გა­მო აკე­თებ­და ამას, არა, ძა­ლი­ან რბი­ლი ადა­მი­ა­ნი იყო, მაგ­რამ მი­სი გა­მოც­და სტუ­დენ­ტ­თან დი­ა­ლო­გით მი­დი­ო­და, თუ რა­მე არ იცო­დი, იქ­ვე გიხ­ს­ნი­და. ჩემ­ზეც ამი­ტომ ამბობ­დ­ნენ მკაც­რიაო. მე ვიქ­ცე­ო­დი ისე რო­გორც მას­წავ­ლეს. საკ­მა­რი­სი არ არის სა­ლექ­ციო კონ­ს­პექ­ტე­ბის და­ზე­პი­რე­ბა. ლექ­ცი­ა­ზე ყ­ვე­ლაფ­რის თქმას ხომ ვერ ას­წ­რებ. ამი­ტომ მი­ვუ­თი­თებ­დი იმ სა­მეც­ნი­ე­რო სტა­ტი­ე­ბის თუ ლი­ტე­რა­ტუ­რის მი­ნი­მა­ლურ რა­ო­დე­ნო­ბას, რი­სი ცოდ­ნაც სა­ჭი­როდ მი­მაჩ­ნ­და და გა­მოც­და­ზე სწო­რედ ამას ვა­მოწ­მებ­დი. თუ ეს სიმ­კაც­რეა, რომ ვითხოვ­დი არა მარ­ტო იმას, რა­საც ვკითხუ­ლობ­დი, არა­მედ იმა­საც, რა­საც ვუ­თი­თებ­დი, დი­ახ, მა­შინ მკაც­რი ვყო­ფილ­ვარ, მაგ­რამ ხომ ცხა­დია, რომ კონ­ს­პექ­ტი ცოდ­ნას არ იძ­ლე­ვა და არც ის გა­ნათ­ლე­ბა ვარ­გა, სა­დაც და­კარ­გუ­ლია ცოცხა­ლი კონ­ტაქ­ტი სტუ­დენ­ტ­სა და ლექ­ტორს შო­რის“.

ანა ფირ­ცხა­ლა­იშ­ვი­ლი

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები