6 ნოემბერი, ოთხშაბათი, 2024

მოხდება თუ არა სკოლამდელი განათლების ინტეგრაცია სკოლებში

spot_img

 

გათვალისწინებულია თუ არა ინფრასტრუქტურულ პროექტებში სასკოლო მზაობის ჯგუფებისთვის სკოლებში სათანადო ინფრასტრუქტურის მოწყობა და შეთავაზება? – ამის შესახებ, განათლების რეფორმის ფარგლებში, ინფრასტრუქტურული მიმართულებით დაგეგმილი პროექტების პრეზენტაციაზე, მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა, რომ სამინისტრო მუშაობს სკოლებში სკოლამდელი განათლების ინტეგრაციის მიმართულებაზე.

„ამის შესაძლებლობა ბევრ სკოლაშია და იქ არა მარტო სკოლამდელი განათლების, არამედ პროფესიულების ინტეგრაციაზეც ვიზრუნებთ. მით უმეტეს, მნიშვნელოვანია ეს რეგიონებში. რაც უფრო მეტი სივრცე იქნება ინტეგრირებული, მით მეტ ეფექტს მივიღებთ, – განაცხადა მინისტრმა. – ყველაზე მთავარი სამუშაო – ერთიან ბაზაში სკოლების საჭიროებების გამოკვეთა – დასრულებულია. ეს მოგვცემს შესაძლებლობას, დავინახოთ, რომელ სკოლაშია შესაძლებელი სკოლამდელი განათლების ინტეგრაცია. ჩვენი გეგმის მიხედვით, რამდენიმე წელიწადში მაქსიმალურად მოვიცავთ სკოლამდელ განათლებას – ყველა ბავშვი აქტიურად ჩაერთოს სკოლამდელ განათლებაში. მეტიც, ჩვენ განვაცხადეთ, რომ სკოლამდელი განათლება განათლების მნიშვნელოვანი კომპონენტი გახდება და მას მხოლოდ ბავშვის დატოვებისა და მასზე ზრუნვის კი არა განათლების ფუნქციაც ექნება. ამ მიმართლებით ინტენსიურად ვმუშაობთ და გაზაფხულზე წარვადგენთ გეგმას, რას ვაპირებთ, რა უნდა განხორციელდეს და წლების მიხედვით რა მასშტაბი უნდა მივიღოთ.“

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები