19 მარტი, სამშაბათი, 2024

მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მიღ­წე­ვე­ბი და სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი

spot_img

გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა პირ­და­პირ და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბას­თან. ამი­ტო­მაც, ჩვე­ნი გა­ზე­თი სის­ტე­მა­ტუ­რად ადევ­ნებს თვალს და გარ­კ­ვე­უ­ლი პე­რი­ო­დუ­ლო­ბით სთა­ვა­ზობს მკითხ­ველს იმ ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ის საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ­ლის დახ­მა­რე­ბი­თაც, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­მა უნ­და შეძ­ლონ ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა და შე­სა­ბა­მი­სი ხა­რის­ხის გა­ნათ­ლე­ბის მი­წო­დე­ბა მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თ­ვის. მიმ­დი­ნა­რე წლის მი­წუ­რულს თვა­ლი გა­და­ვავ­ლეთ გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის მი­ერ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­დად­გ­მულ ნა­ბი­ჯებს მის ახალ დი­რექ­ტორ­თან, გი­ორ­გი ვა­შა­კი­ძეს­თან ერ­თად, რო­მე­ლიც სა­კუ­თარ მო­საზ­რე­ბებს გვი­ზი­ა­რებს გა­წე­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბი­სა და სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბის შე­სა­ხებ, რაც უკ­ვე მი­სი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბით გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა 2019 წლი­დან.

და­საწყის­ში­ვე მინ­და შე­ვახ­სე­ნო ჩვენს მკითხ­ველს, რომ ცენ­ტ­რ­მა უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ევ­რო­პუ­ლი ასო­ცი­ა­ცი­ის (ENQA) წევ­რო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნაცხა­დი ჯერ კი­დევ მიმ­დი­ნა­რე წლის და­საწყის­ში წა­რად­გი­ნა, ცენ­ტ­რის თვით­შე­ფა­სე­ბის ფორ­მა და მას­ზე თან­დარ­თუ­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცია ასო­ცი­ა­ცი­ის სამ­დივ­ნოს გა­ეგ­ზავ­ნა ზაფხუ­ლის პე­რი­ოდ­ში. აღ­ნიშ­ნულ პრო­ცე­სებს, ნო­ემ­ბერ­ში, მოჰ­ყ­ვა ასო­ცი­ა­ცი­ის შემ­ფა­სე­ბელ­თა ჯგუ­ფის ვი­ზი­ტი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, ცენ­ტ­რის ად­გილ­ზე შე­ფა­სე­ბის მიზ­ნით გან­ხორ­ცი­ელ­და ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი — სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კუ­ლ­­­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტ­როს წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან, ცენ­ტ­რის თა­ნამ­შ­რომ­ლებ­თან, უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან, ავ­ტო­რი­ზა­ცი­ი­სა და აკ­რე­დი­ტა­ცი­ის ექ­ს­პერ­ტებ­თან, ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის, აკ­რე­დი­ტა­ცი­ის და სა­ა­პე­ლა­ციო საბ­ჭო­ე­ბის წევ­რებ­თან, სტუ­დენ­ტებ­თან და დამ­საქ­მებ­ლებ­თან. თვით­შე­ფა­სე­ბის ან­გა­რი­ში­სა და ად­გილ­ზე მი­ღე­ბუ­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე შემ­ფა­სე­ბელ­თა მი­სია შე­ად­გენს დას­კ­ვ­ნას და წა­რუდ­გე­ნს ასო­ცი­ა­ცი­ას, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზეც, შე­სა­ბა­მი­სი საბ­ჭო მი­ი­ღებს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას ასო­ცი­ა­ცი­ა­ში ცენ­ტ­რის სრულ წევ­რად გა­წევ­რი­ა­ნე­ბის ან გა­წევ­რი­ა­ნე­ბა­ზე უარის თქმის შე­სა­ხებ. დას­კ­ვ­ნის პირ­ვე­ლად ვა­რი­ანტს გა­ეც­ნო­ბა ქარ­თუ­ლი მხა­რე, სა­კუ­თარ კო­მენ­ტარს გა­ა­კე­თებს ამა თუ იმ ფაქ­ტობ­რივ უზუს­ტო­ბა­სა (არ­სე­ბო­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში) და სა­კითხ­თან მი­მარ­თე­ბა­ში. რა­კი შემ­ფა­სე­ბელ­თა მხრი­დან პირ­ვე­ლა­დი შე­ფა­სე­ბა ძა­ლი­ან და­დე­ბი­თი იყო, ცენ­ტ­რის დი­რექ­ტო­რი იმე­დოვ­ნებს, რომ პირ­ვე­ლა­დი დას­კ­ვ­ნაც, რო­მე­ლიც იან­ვარ­ში უნ­და მი­ი­ღონ, ასე­ვე და­დე­ბი­თი იქ­ნე­ბა.

იმ სა­კითხ­თა შო­რის, რა­საც ბა­ტო­ნი გი­ორ­გი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად მი­იჩ­ნევს უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ნა­წილ­ში, ახა­ლი სტან­დარ­ტე­ბით ეფექ­ტუ­რი ოპე­რი­რე­ბაა. „უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის და უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის აკ­რე­დი­ტა­ცი­ის სტან­დარ­ტე­ბი და­ე­ფუძ­ნა უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ევ­რო­პუ­ლი სივ­რ­ცის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სტან­დარ­ტებ­სა და სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო პრინ­ცი­პებს (ESG-2015), რი­თაც გა­ვით­ვა­ლის­წი­ნეთ ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით მო­ცე­მუ­ლი ერთ-ერ­თი რე­კო­მენ­და­ცია. შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ პრო­ცე­სი საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლად წა­რი­მარ­თა, 30-მა უნი­ვერ­სი­ტეტ­მა გა­ნახ­ლე­ბუ­ლი სტან­დარ­ტე­ბით გა­ი­ა­რა ავ­ტო­რი­ზა­ცია და 200-ზე მეტ­მა პროგ­რა­მამ — აკ­რე­დი­ტა­ცია, თუმ­ცა არი­ან უმაღ­ლე­სე­ბი, რო­მელ­თაც ვერ გა­ი­ა­რეს ავ­ტო­რი­ზა­ცია და პროგ­რა­მე­ბი, რო­მელ­თაც ვერ მი­ი­ღეს აკ­რე­დი­ტა­ცია. მთა­ვა­რი და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ის არის, რომ უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის გა­რე შე­ფა­სე­ბა ავ­ტო­რი­ზა­ცი­ი­სა და აკ­რე­დი­ტა­ცი­ის მიზ­ნით, მო­მა­ვალ­შიც ახა­ლი, ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის შემ­თხ­ვე­ვა­ში პრო­ცე­სის წარ­მა­ტე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა დი­დად გა­ნა­პი­რო­ბა შე­ფა­სე­ბის პრო­ცეს­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­ს­პერ­ტე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბამ, მათ შო­რის შემ­ფა­სე­ბელ­თა ჯგუ­ფის თავ­მ­ჯ­დო­მა­რის ან/და თა­ნა­თავ­მ­ჯ­დო­მა­რის სტა­ტუ­სით. აკ­რე­დი­ტა­ცი­ის პრო­ცეს­ში უცხო­ე­ლი ექ­ს­პერ­ტე­ბი მხო­ლოდ ნა­წი­ლობ­რივ იყ­ვ­ნენ წარ­მო­დ­გე­ნილ­ნი, კერ­ძოდ სა­დოქ­ტო­რო, რე­გუ­ლი­რე­ბა­დი და უცხო­ე­ნო­ვა­ნი პროგ­რა­მე­ბის შე­ფა­სე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­და სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­ს­პერ­ტე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით. ასეთ­მა მიდ­გო­მამ ხე­ლი შე­უწყო პრო­ცე­სის ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცი­ას, რაც უაღ­რე­სად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ის ეპო­ქა­ში. მოწ­ვე­ულ ექ­ს­პერ­ტ­თა ამ დო­ზით ჩარ­თუ­ლო­ბა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია იმით, რომ 2018 წე­ლი ახა­ლი სტან­დარ­ტე­ბის და­ნერ­გ­ვის პირ­ვე­ლი წე­ლია და მხო­ლოდ ად­გი­ლობ­რივ რე­სურ­სებს ვერ და­ვეყ­რ­დ­ნო­ბო­დით, გარ­და ამი­სა, უცხო­ელ კო­ლე­გებ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა პო­ზი­ტი­უ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა იყო ქარ­თ­ვე­ლი ექ­ს­პერ­ტე­ბის­თ­ვის. ასე რომ, უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის შე­ფა­სე­ბა მო­მა­ვალ­შიც ამ ფორ­მა­ტით გაგ­რ­ძელ­დე­ბა. მო­მა­ვალ წელს ჩვენ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან რე­სურსს ჩავ­დებთ ქარ­თ­ველ ექ­ს­პერ­ტ­თა მომ­ზა­დე­ბა/გა­დამ­ზა­დე­ბა­ში, რა­შიც წამ­ყ­ვან როლს ცენ­ტ­რის ახა­ლი სტრუქ­ტუ­რუ­ლი ერ­თე­უ­ლი — „ხა­რის­ხის სკო­ლა“ — შე­ას­რუ­ლებს“.

რაც შე­ე­ხე­ბა პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბას, აქ სის­ტე­მის ძი­რე­უ­ლი რე­ფორ­მი­რე­ბა ახ­ლად მი­ღე­ბულ­მა კა­ნონ­მა უნ­და გა­ნა­პი­რო­ბოს. კა­ნო­ნის პირ­ვე­ლი ვა­რი­ან­ტის ავ­ტო­რი თა­ვად ი­ყო და კარ­გად იცის, რა გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე დგას გა­ნათ­ლე­ბის ეს სფე­რო. თუმ­ცა, ისიც უნ­და ით­ქ­ვას, რომ ახა­ლი კა­ნო­ნის მი­ღე­ბამ­დეც ბევ­რი რამ შე­იც­ვა­ლა. და­ფუძ­ნ­და რამ­დე­ნი­მე ახა­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი სას­წავ­ლე­ბე­ლი, მთელ რიგ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში და­ი­ნერ­გა დუ­ა­ლუ­რი სწავ­ლე­ბის მე­თო­დი, და ა.შ. ამას­თან, ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის კონ­ტექ­ს­ტ­ში კა­ნონ­მა ძი­რე­უ­ლი ცვლი­ლე­ბა შე­ი­ტა­ნა, კერ­ძოდ პრო­ფე­სი­უ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­რე შე­ფა­სე­ბა ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის მიზ­ნე­ბის­თ­ვის, 3-ის ნაც­ვ­ლად, 5 სტან­დარ­ტით გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

მო­მავ­ლის გეგ­მებ­ზე სა­უბ­რი­სას, პირ­ველ რიგ­ში, ასე­ვე შე­ვე­ხეთ სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის სა­კითხს. გა­ნათ­ლე­ბის ამ რგო­ლის შე­სა­ხებ ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის კონ­ტექ­ს­ტ­ში ად­რე არა­სო­დეს გვი­სა­უბ­რია. ბა­ტო­ნი გი­ორ­გის მო­საზ­რე­ბა ასე­თია: „მსოფ­ლიო გა­მოც­დი­ლე­ბით, ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი, ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის კონ­ტ­როლს. ჩვე­ნი მი­ზა­ნია, სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­სა­ფა­სებ­ლად, შე­ვი­მუ­შა­ოთ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე და შე­დეგ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სტან­დარ­ტე­ბი. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, 2020-2021 სას­წავ­ლო წლის დაწყე­ბამ­დე სა­ჯა­რო სკო­ლებს გაგ­რ­ძე­ლე­ბუ­ლი აქვთ ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის ვა­და. ეს დრო ჩვენ უნ­და გა­მო­ვი­ყე­ნოთ იმის­თ­ვის, რომ სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეფექ­ტუ­რი და პროგ­რე­სუ­ლი მე­ქა­ნიზ­მე­ბი ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბოთ. პირ­ველ რიგ­ში, შე­ვი­მუ­შა­ვებთ ახალ სტან­დარ­ტებს, რო­მელ­შიც გა­აზ­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ევ­რო­პუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის სა­უ­კე­თე­სო მა­გა­ლი­თე­ბი. ამის შემ­დ­გომ ამ სტან­დარ­ტებს გა­ვაც­ნობთ ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს და და­ვეხ­მა­რე­ბით, ახა­ლი სტან­დარ­ტე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის შე­ფა­სე­ბა­ში. ეს მოხ­დე­ბა თვით­შე­ფა­სე­ბის ან­გა­რი­შე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, რო­მელ­თა შე­მუ­შა­ვე­ბა­შიც სკო­ლებ­თან ერ­თად აქ­ტი­უ­რად იქ­ნე­ბი­ან ჩარ­თუ­ლე­ბი ჩვე­ნი ექ­ს­პერ­ტე­ბი, ე.წ. ფა­სი­ლი­ტა­ტო­რე­ბი. ამ კუთხით აუცი­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა რე­სურ­ს­ცენ­ტ­რე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა, რა­დგან ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის მთა­ვარ აქ­ტო­რე­ბად სწო­რედ რე­სურ­ს­ცენ­ტ­რე­ბი უნ­და იქ­ც­ნენ. თვით­შე­ფა­სე­ბის შემ­დ­გომ, სკო­ლებს შევ­თა­ვა­ზებთ გან­მა­ვი­თა­რე­ბელ გა­რე შე­ფა­სე­ბას, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზე შე­მუ­შავ­დე­ბა თი­თო­ე­ულ სკო­ლა­ზე მორ­გე­ბუ­ლი მრა­ვალ­წ­ლი­ა­ნი გან­ვი­თა­რე­ბის გეგ­მა. ამ პრო­ცეს­შიც წამ­ყ­ვა­ნი რო­ლი რე­სურ­ს­ცენ­ტ­რებს უნ­და ჰქონ­დეთ. ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცეს­ში სკო­ლე­ბის და რე­სურ­ს­ცენ­ტ­რე­ბის აქ­ტი­უ­რი ჩარ­თუ­ლო­ბით ჩვენ მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად შე­ვუწყობთ ხელს სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ში­და კულ­ტუ­რის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას და, ამავ­დ­რო­უ­ლად, მო­ვა­ხერ­ხებთ ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის გა­რე მე­ქა­ნიზ­მე­ბის დე­კონ­ცენ­ტ­რა­ცი­ას ცენ­ტ­რი­დან. ამას­თა­ნა­ვე ინ­დი­ვი­დუ­ა­ლი­ზე­ბუ­ლი და კონ­კ­რე­ტუ­ლი სკო­ლის სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე მორ­გე­ბუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის გეგ­მა სა­მი­ნის­ტ­როს მის­ცემს იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რომ სკო­ლებს მიზ­ნობ­რი­ვი და კონ­კ­რე­ტულ შე­დე­გებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი დახ­მა­რე­ბა გა­უ­წი­ოს, რი­სი სა­ბო­ლოო მი­ზა­ნიც სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა იქ­ნე­ბა. ერ­თი სიტყ­ვით, ეს იქ­ნე­ბა სკო­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რა­ზე და გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი პრო­ცე­სი და არა­ვი­თარ შემ­თხ­ვე­ვა­ში   — ინ­კ­ვი­ზი­ცი­უ­რი.“

თუ აკ­რე­დი­ტა­ცი­ის თე­მას გა­ვაგ­რ­ძე­ლებთ, გი­ორ­გი ვა­შა­კი­ძის აზ­რით, ცენ­ტ­რ­ში ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბის ოპ­ტი­მი­ზა­ცი­ის სა­კითხიც მო­საგ­ვა­რე­ბე­ლია; წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, აკ­რე­დი­ტა­ცი­ის სამ­მარ­თ­ვე­ლოს 200-ზე მე­ტი პროგ­რა­მის აკ­რე­დი­ტა­ცი­ის ად­მი­ნის­ტ­რი­რე­ბა უწევს, ამის­თ­ვის კი, და­ახ­ლო­ე­ბით, 2-ჯერ მე­ტი თა­ნამ­შ­რო­მე­ლია სა­ჭი­რო. „ამ ყვე­ლა­ფერს რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას ვერ და­ვარ­ქ­მევ­დი, ვეც­დე­ბით ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბი სწო­რად გა­ვა­ნა­წი­ლოთ, რაც შე­ე­ხე­ბა რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას, ამა­ზე მო­მა­ვალ­ში ვი­ფიქ­რებთ“.

კი­დევ ერთ სა­კითხ­ზე ფიქ­რობს ბა­ტო­ნი გი­ორ­გი, ეს ცენ­ტ­რ­ში „ხა­რის­ხის სკო­ლის“ შექ­მ­ნაა, რო­მე­ლიც სა­მი მი­მარ­თუ­ლე­ბით იმუ­შა­ვებს: ახა­ლი სტან­დარ­ტე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გა­და­ამ­ზა­დე­ბას ცენ­ტ­რის თა­ნამ­შ­რომ­ლებს, უმაღ­ლე­სი, პრო­ფე­სი­უ­ლი და ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს; გარ­და ამი­სა მომ­ზა­დე­ბა/გა­დამ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მებს შეს­თა­ვა­ზებს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ხა­რის­ხის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შ­რომ­ლებს, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლებს და ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პირს, ვინც ჩარ­თუ­ლია ში­და ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა­ში.

აკ­რე­დი­ტა­ცი­ის საბ­ჭოს გაძ­ლი­ე­რე­ბაც მის სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­ში შე­დის. ამ­ბობს, რომ 16-კა­ცი­ა­ნი საბ­ჭო გა­ნათ­ლე­ბის ყვე­ლა სფე­როს ვერ ფა­რავს. პრაქ­ტი­კამ აჩ­ვე­ნა, რომ რიგ შემ­თხ­ვე­ვებ­ში შე­საძ­ლოა სა­ჭი­რო გახ­დეს, სა­კითხი შე­ფა­სე­ბის­თ­ვის გა­და­ეგ­ზავ­ნოს სა­გან­გე­ბოდ შექ­მ­ნილ დარ­გობ­რივ ჯგუფს, რო­მე­ლიც თა­ვის მო­ტი­ვი­რე­ბულ ანა­ლიზს, მო­საზ­რე­ბას მი­აწ­ვ­დის აკ­რე­დი­ტა­ცი­ის საბ­ჭოს, რო­მე­ლიც შემ­დეგ თა­ვად გა­დაწყ­ვეტს, გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბი­სას და­ეყ­რ­დ­ნოს თუ არა სა­გან­გე­ბო ჯგუ­ფის მი­ერ მომ­ზა­დე­ბულ სა­რე­კო­მენ­და­ციო ანა­ლიზს.

პრაქ­ტი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ასე­ვე ფიქ­რობს გარ­კ­ვე­ულ პრო­ცე­დუ­რულ ცვლი­ლე­ბებ­ზე. „ისე­თი მე­ქა­ნიზ­მი უნ­და შევ­ქ­მ­ნათ, რაც ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის წარ­მო­ე­ბის დრო­ში მარ­თ­ვას გაგ­ვი­ად­ვი­ლებს. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის საბ­ჭოს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა, მით უმე­ტეს, თუ ეს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის გა­უქ­მე­ბას ან სტუ­დენ­ტ­თა ჩა­რიცხ­ვის შე­ზღუდ­ვას უკავ­შირ­დე­ბა, არ იქ­ნეს მი­ღე­ბუ­ლი იმ პე­რი­ოდ­ში, რო­ცა აბი­ტურ­ი­ენ­ტე­ბი უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­სა­რიცხად ემ­ზა­დე­ბი­ან და ალ­ტერ­ნა­ტი­ულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­რიცხ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა აღარ აქვთ. მა­გა­ლი­თის­თ­ვის აქ გა­მოგ­ვად­გე­ბა შა­ვი ზღვის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვე­რის­ტე­ტის შემ­თხ­ვე­ვა. ასე­თი ვი­თა­რე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა, თუ ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პრო­ცესს პე­რი­ო­დე­ბად დავ­ყოფთ, ანუ ავ­ტო­რი­ზა­ცი­ა­ზე გა­ნაცხა­დე­ბის შე­მო­ტა­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა წლის გარ­კ­ვე­ულ პე­რი­ოდ­ში (ახ­ლა სურ­ვი­ლის მი­ხედ­ვით შე­მო­აქვთ), ასე­ვე გარ­კ­ვე­ულ პე­რი­ოდ­ში წა­რი­მარ­თე­ბა ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის წარ­მო­ე­ბა, ხო­ლო საბ­ჭო გარ­კ­ვე­ულ პე­რი­ოდ­ში იქ­ნე­ბა უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი, რომ მი­ი­ღოს შე­სა­ბა­მი­სი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბი. ამ ინი­ცი­ა­ტი­ვის მი­ზა­ნია, რომ საბ­ჭოს მი­ერ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა არ და­ემ­თხ­ვეს სა­გა­მოც­დო ან ჩა­რიცხ­ვის პე­რი­ოდს, რა­თა საბ­ჭოს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბამ არ და­ა­ზა­რა­ლოს აბი­ტუ­რი­ენ­ტი ან მა­გის­ტ­რან­ტო­ბის კან­დი­და­ტი, რო­მელ­საც სწო­რედ ამ კონ­კ­რე­ტულ უმაღ­ლეს და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში სურს სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბა.“

***

გი­ორ­გი ვა­შა­კი­ძე გა­ნათ­ლე­ბით იურის­ტია, სა­მარ­თალ­მ­ცოდ­ნე, მი­ღე­ბუ­ლი აქვს ჰამ­ბურ­გის უნი­ვერ­სი­ტე­ტის (გერ­მა­ნია) სა­მარ­თ­ლის მა­გის­ტ­რის ხა­რის­ხი ბიზ­ნე­სსა­მარ­თალ­ში; ჰამ­ბურ­გის ევ­რო­პუ­ლი კო­ლე­ჯის ევ­რო­პის­მ­ცოდ­ნე­ო­ბის მა­გის­ტ­რის ხა­რის­ხი; მი­ნი­ჭე­ბუ­ლი აქვს სა­მარ­თ­ლის დოქ­ტო­რის კვა­ლი­ფი­კა­ცია ჰამ­ბურ­გის უნი­ვე­რის­ტე­ტის მი­ერ; არის ილი­ას სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რი.

ბა­ტო­ნი გი­ორ­გი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის დი­რექ­ტო­რად 2 თვის წინ და­ი­ნიშ­ნა, თუმ­ცა გა­ნათ­ლე­ბა, ზო­გა­დად, მი­სი საქ­მი­ა­ნო­ბის სფე­როა. რაც შე­ე­ხე­ბა ცენტრს, პირ­ვე­ლი შე­ხე­ბა დოქ­ტო­რის დიპ­ლო­მის აღი­ა­რე­ბის გა­მო ჰქონ­და. შემ­დეგ იყო სა­მარ­თ­ლის პროგ­რა­მე­ბის­თ­ვის დარ­გობ­რი­ვი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის შემ­მუ­შა­ვე­ბე­ლი დარ­გობ­რი­ვი საბ­ჭოს წევ­რი; 2017 წელს ილი­ას სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­მა, გა­ნახ­ლე­ბუ­ლი სტან­დარ­ტე­ბით, სა­პი­ლო­ტე რე­ჟიმ­ში გა­ი­ა­რა შე­ფა­სე­ბა, 2018 წელს კი — ავ­ტო­რი­ზა­ცია. ორი­ვე შემ­თხ­ვე­ვა­ში ბა­ტო­ნი გი­ორ­გი ილი­ას სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტს წარ­მო­ად­გენ­და, რო­გორც პროგ­რა­მის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი.

ასე რომ, იგი ცენ­ტ­რის სპე­ცი­ფი­კა­საც კარ­გად იც­ნობს და საქ­მი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბიც არა­ერ­თხელ ჰქო­ნია თა­ნამ­შ­რომ­ლებ­თან, რაც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი წი­ნა­პი­რო­ბაა იმის­თ­ვის, რომ სი­ახ­ლე­ე­ბი, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც სა­უბ­რობს, გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა და რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, „ეს იქ­ნე­ბა მხო­ლოდ სა­სი­კე­თო ცვლი­ლე­ბე­ბი“.

 

ანა ფირ­ცხა­ლა­იშ­ვი­ლი

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები