2021 წლის ნოემბერ-დეკემბერში, მასწავლებლებისთვის ჩატარდა Minecraft Education Edition-ის დისტანციური ტრენინგების ციკლი „Minecraft-ის სასწავლო პროცესში გამოყენება“, რომელსაც, დაახლოებით, 900 მასწავლებელი ესწრებოდა.
ტრენინგებს, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, მაიქროსოფთ საქართველოს (minecraft georgia) პარტნიორობითა და კომპანიის „Mindworks“ (https://mindworks.ge/) ჩართულობით ჩატარდა, უძღვებოდნენ: შოთა მურცხვალაძე და გიორგი გოდერძიშვილი.
მასწავლებლები გაეცნენ სხვადასხვა საგანში შესრულებულ რესურსებს https://eduminecraft.club/.
პედაგოგები, თვე-ნახევრის განმავლობაში, კვირაში ერთ სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ, მაინქრაფტის ფუნქციებს ეცნობოდნენ და ტრენერთა დავალებებს ასრულებდნენ. შემდეგ შექმნილ დავალებებს მოსწავლეებთან ერთად ახორციელებდნენ და საკუთარი საგნისთვის მორგებული სასწავლო რესურსების შექმნას ცდილობდნენ. ტრენინგის დასრულების შემდეგ, მათ სხვადასხვა სახის სერტიფიკატები გადაეცათ.
მასწავლებლებმა, ამ ტრენინგების განმავლობაში, შეისწავლეს მაინქრაფტის დაინსტალირება, დაეუფლნენ ნავიგაციას, შექმნეს სასწავლო რესურსები, შესაბამისი პროცესებისა და ფუნქციების გამოყენებით, ისწავლეს მაინქრაფტში სამყაროს შექმნა, დაწერეს სცენარები ამ სამყაროებისთვის, ისწავლეს, ასევე, არასათამაშო პერსონაჟის დამატება და სამყაროს ექსპორტი.
მერგო პატივი, შევერთდებოდი ამ საყოველთაო მარათონს, რადგან ძალიან დიდი ინტერესი მქონდა, შემექმნა საკუთარი სასწავლო რესურსი მაინქრაფტის დახმარებით, რადგან წინა წლებში ჩატარებულ ტრენინგებში ფიზიკის მასწავლებლები არ მონაწილეობდნენ და შესაბამისად, არ არსებობდა რესურსი ფიზიკაში.
იმ პერიოდისთვის, მე-7 კლასში შესასწავლი მასალა იყო „მასა. მოცულობა. სიმკვირვე“ და შევეცადე, კომპლექსური დავალება შემექმნა მოსწავლეებისათვის და სატესტო რეჟიმში გამეშვა.
აქვე შემოგთავაზებთ მოსწავლეთა მიერ შესრულებული დავალებების სქრინებს:
⇒ წარმოგიდგენთ ამ კომპლექსური დავალების მოკლე გეგმას
სსიპ ქ თბილისის მე-10 და 108-ე საჯარო სკოლები
ქეთევან სეფიაშვილი კლასი 7, მასა, მოცულობა, სიმკვრივე http://mastsavlebeli.ge/?p=30759
|
საგანი – ფიზიკა
|
საკითხი/საკითხები –
♦ მატერია/ნივთიერების აგებულება; ♦ მასა, როგორც ნივთიერების რაოდენობა; ♦ აგრეგატული მდგომარეობები; ♦ ნივთიერების სიმკვრივე.
ქვეცნებები: ნივთიერება, ატომი, მოლეკულა, დიფუზია. |
სამიზნე ცნება:
მატერია – შედეგი: (ფიზ.საბ. 1,4,5,6,7,8,9,10,11,12 )
|
დავალების პირობა:
http://mastsavlebeli.ge/?p=30759
ნაშრომის საბოლოო წარდგენისას ხაზგასმით წარმოაჩინეთ:
1. რაზეა დამოკიდებული ნივთიერების სიმკვრივე და რატომ აქვს განსხვავებული სიმკვრივე სხვადასხვა ნივთიერებას (მატერია, მკ. 1,2); 2. სხეულის სიმკვრივის გამოთვლის თქვენ მიერ მოფიქრებული მეთოდი, სიმკვრივის განსასაზღვრად საჭირო სიდიდეების შეფასების გზა (მატერია, მკ. 3. კვლევა 1,2) 3. როგორ და რატომ იცვლება მოცემული მოცულობის წყლის სიმკვრივე მასში მარილის გახსნის შემდეგ, ამ ცვლილების მიზეზების ახსნა (მატერია, მკ. 1,2);
|
დავალების აღწერა:
♦ სკოლის ეზოში დაფაზე და საკლასო ოთახის კედლებზე განლაგებული ამოცანების ამოხსნა დაგეხმარებათ კომპლექსური დავალების შესრულებაში; ♦ სკოლის ეზოში დაგხვდებათ ასისტენტი, რომელიც გაგაცნობთ სასარგებლო რესურსებს ck12.3du.ge-დან და ასევე ქეთი მასწავლებლის დაწერილ სტატიას; ♦ სკოლის ეზოში შეგეგებებათ ფიზიკის მასწავლებელიც, რომელიც ასევე შეგახსენებთ თეორიულ მასალას ლინკების სახით.
წარმატებებს გისურვებთ სამყაროს ლინკი |
⇒ ამ ლინკზე შეგიძლიათ იხილოთ მე-10 და 108-ე სკოლების მოსწავლეების მიერ მოწოდებული ფოტო და ვიდეომასალები, ასევე, სამყაროს ჩამოსაწერი ლინკებიც – https://emis188-my.sharepoint.com/personal/sepiashvi_ketevani_teachers_gov_ge/_layouts/15/onedrive.aspx?id=%2Fpersonal%2Fsepiashvi%5Fketevani%5Fteachers%5Fgov%5Fge%2FDocuments%2Fminecraft%207
მაინქრაფტისთვის სასწავლო რესურსის შექმნა საკმაოდ შრომატევადი პროცესია, შევეცდები, სამომავლოდ, შევქმნა ასეთი ტიპის სასწავლო რესურსები – „კომპლექსური დავალებები“, რომელსაც სხვა სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები გამოიყენებენ.
უღრმესი მადლობა, კიდევ ერთხელ, პროექტის მესვეურებს ამ შესაძლებლობისთვის და ვისურვებდი ასეთი სახის ტრენინგებს, მაინქრაფტის საოცარი სამყაროს შესაძლებლობების უფრო ღრმად შესასწავლად.
https://www.facebook.com/groups/666775347386641 შეუერთდით ამ ფეისბუქჯგუფს და მოუსმინეთ ვებინარის ჩანაწერებს.