3 დეკემბერი, სამშაბათი, 2024

მინ­და, სამ­შობ­ლოს — სა­ქარ­თ­ვე­ლოს და მშობ­ლი­ურ სო­ფელს გა­მო­ვად­გე

spot_img

სო­ფელ ყა­რა­ჯა­ლის სა­ჯა­რო სკო­ლა თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნის ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე დიდ­კონ­ტინ­გენ­ტი­ა­ნი სკო­ლაა, სა­დაც სწავ­ლე­ბა ქარ­თულ ენა­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს. სკო­ლა­ში ქარ­თუ­ლი ენის სწავ­ლე­ბას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რადღე­ბა ექ­ცე­ვა. პირ­ველ კლას­ში მო­სუ­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი ქარ­თულ ენას სა­ერ­თოდ ვერ ფლო­ბენ, მაგ­რამ სას­წავ­ლო წლის დას­რუ­ლე­ბი­სას ქარ­თულ ენა­ზე სა­უ­ბა­რი შე­უძ­ლი­ათ. პროგ­რე­სი, წარ­სულ­თან შე­და­რე­ბით, ძა­ლი­ან დი­დია — ყო­ველ­წ­ლი­უ­რად 11-16 აბი­ტუ­რი­ენ­ტი უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლის სტუ­დენ­ტი ხდე­ბა. თუმ­ცა ამას ვერ ვიტყ­ვით წლე­ვან­დელ წელ­ზე. ყა­რა­ჯა­ლა­ში წელს სკო­ლა, 19 მოს­წავ­ლი­დან, 18-მა და­ამ­თავ­რა, ერ­თი   შე­უ­ფა­სე­ბე­ლი დარ­ჩა, გა­მოც­დამ­დე ვერ მი­ვი­და; კი­დევ ერ­თი მოს­წავ­ლე, სა­პა­ტიო მი­ზე­ზის გა­მო, გა­მოც­და­ზე არ გა­მოცხად­და. 17-დან ერ­თი ქარ­თულ­ში ჩა­იჭ­რა, და­ნარ­ჩე­ნე­ბი — სხვა­დას­ხ­ვა სა­გან­ში, უმე­ტე­სო­ბამ ბა­რი­ე­რი ფი­ზი­კა­ში ვერ გა­და­ლა­ხა.

ამ პრობ­ლე­მის შე­სა­ხებ ყა­რა­ჯა­ლის სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი ელ­ზა აში­რო­ვა გვი­ამ­ბობს: „ჩვე­ნი სო­ფე­ლი აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბი­თაა და­სახ­ლე­ბუ­ლი და, შე­სა­ბა­მი­სად, სკო­ლა­შიც აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლე­ნო­ვა­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბი სწავ­ლო­ბენ. მარ­თა­ლია, სკო­ლა ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნია, თუმ­ცა ენობ­რი­ვი ბა­რი­ე­რი ძა­ლი­ან დი­დია, რად­გან მოს­წავ­ლე­ე­ბის მშობ­ლებ­მა ქარ­თუ­ლი არ იცი­ან, რის გა­მოც შვი­ლებს   გაკ­ვე­თი­ლე­ბის მომ­ზა­დე­ბა­ში ვერ ეხ­მა­რე­ბი­ან. სამ­წუ­ხა­როდ, მო­მა­ვალ წელ­საც არ გვექ­ნე­ბა ეს პროგ­რე­სი. მი­ზე­ზი ის არის, რომ ოჯა­ხებს სა­თა­ნა­დო მო­ტი­ვა­ცია არ აქვთ. ამ ეტაპ­ზე, მოს­წავ­ლე­თა კონ­ტინ­გენ­ტი, თით­ქ­მის სრუ­ლად, ასე­თი ოჯა­ხე­ბი­და­ნაა. მათ­თ­ვის მთა­ვა­რია, ბავ­შ­ვ­მა სკო­ლა და­ამ­თავ­როს, იცო­დეს წე­რა-კითხ­ვა და ქარ­თუ­ლად სა­უ­ბა­რი. სამ­წუ­ხა­როდ, უმ­რავ­ლე­სო­ბა ასე აზ­როვ­ნებს. მე­ო­რე პრობ­ლე­მა ის არის, რომ ჩვენს სკო­ლა­შიც, ისე რო­გორც ქვეყ­ნის მას­შ­ტა­ბით, არა­სა­თა­ნა­დოდ ის­წავ­ლე­ბა სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო საგ­ნე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით ფი­ზი­კა. სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­დებ­ზე, მოს­წავ­ლე­ებ­მა, სწო­რედ ფი­ზი­კის სა­გან­ში ვერ გა­და­ლა­ხეს ბა­რი­ე­რი“.

სა­ბედ­ნი­ე­როდ, არი­ან გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბიც, რომ­ლე­ბიც ასე არ ფიქ­რო­ბენ და სწავ­ლას პრო­ფე­სი­ულ სას­წავ­ლე­ბელ­ში ან უმაღ­ლეს­შიც აგ­რ­ძე­ლე­ბენ. ყა­რა­ჯა­ლის სკო­ლი­დან წელს 4 მოს­წავ­ლე ჩა­ი­რიცხა კო­ლეჯ­ში, წლე­ვან­დე­ლი კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი­დან კი თა­მი­ლა ყურ­ბა­ნო­ვამ აიღო ატეს­ტა­ტი და თე­ლა­ვის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფა­კულტეტის სტუ­დენ­ტი გახ­და. ამჟამად ქართულ ენაში მო­ზა­დების საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლობს.

თა­მი­ლა ყა­რა­ჯა­ლის სკო­ლის წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლია. ქარ­თუ­ლი ან­ბა­ნი სკო­ლა­ში შეს­ვ­ლამ­დე დე­დამ სახ­ლ­ში შე­ას­წავ­ლა, ბევრ ქარ­თულ ზღა­პარ­თან და ლექ­ს­თან ერ­თად. სკო­ლა­ში სწავ­ლის პე­რი­ოდ­ში ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი და გა­მორ­ჩე­უ­ლი მოს­წავ­ლე იყო. მო­ნა­წი­ლე­ობ­და კლას­გა­რე­შე და სკო­ლის­გა­რე­შე ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში. სკო­ლა­ში ქარ­თუ­ლი ხალ­ხუ­რი ცეკ­ვის წრე­ზეც და­დი­ო­და, ამი­ტომ ქარ­თუ­ლი ცეკ­ვის უბად­ლო შემ­ს­რუ­ლე­ბე­ლია. მან ბევრ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წია სხვა­დას­ხ­ვა სა­ხის პრო­ექ­ტ­სა თუ კონ­კურ­ს­ში. მად­ლი­ე­რია სა­კუ­თა­რი ოჯა­ხის და მშობ­ლი­უ­რი სკო­ლის: „ჩემს წარ­მა­ტე­ბა­ში მშობ­ლი­ურ სკო­ლას, დი­რექ­ტორს — ელ­ზა აში­რო­ვას და ოჯახს დი­დი წვლი­ლი მი­უძღ­ვით. ისი­ნი ყვე­ლა­ნა­ი­რად მიწყობ­დ­ნენ ხელს, რა­თა სწავ­ლა უმაღ­ლეს­ში გა­მეგ­რ­ძე­ლე­ბი­ნა“. — ამ­ბობს თა­მი­ლა.

ყა­რა­ჯა­ლის სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი ელ­ზა აში­რო­ვა ყო­ფილ მოს­წავ­ლეს ასე ახა­სი­ა­თებს: „თა­მი­ლამ სკო­ლა წარ­მა­ტე­ბით და­ამ­თავ­რა, ის აქ­ტი­უ­რი მო­ქა­ლა­ქე­ცაა. სკო­ლის პე­რი­ოდ­ში თით­ქ­მის ყვე­ლა სას­კო­ლო აქ­ტი­ვო­ბა­ში, კონ­კურ­ს­ში, პრო­ექ­ტ­ში მაქ­სი­მა­ლუ­რად იყო ჩარ­თუ­ლი და სა­თა­ნა­დო მიღ­წე­ვე­ბიც ჰქონ­და. მას მთე­ლი სკო­ლა და სო­ფე­ლი დიდ პა­ტივს სცემს. თა­მი­ლა პო­ზი­ტი­უ­რი გო­გო­ნაა, თა­ნა­მედ­რო­ვედ აზ­როვ­ნებს, ისე რო­გორც შე­ე­ფე­რე­ბა 21-ე სა­უ­კუ­ნის მო­ქა­ლა­ქეს, ა­ც­ნო­ბი­ე­რებს დე­მოკ­რა­ტი­ულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს. ჩვე­ნი მენ­ტა­ლი­ტე­ტი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რა თქმა უნ­და, ახალ­გაზ­რ­დებ­ზე დიდ გავ­ლე­ნას ახ­დენს ოჯა­ხუ­რი წეს-ჩვე­უ­ლე­ბე­ბი, ტრა­დი­ცი­ე­ბი, რო­მელ­საც თა­მი­ლაც იცავს, მაგ­რამ ზო­მი­ე­რე­ბის ფარ­გ­ლებ­ში. ძა­ლი­ან მა­ხა­რებს მი­სი პო­ზი­ცია. მჯე­რა, თა­ვი­სი შრო­მით და მი­ზან­და­სა­ხუ­ლო­ბით, ძა­ლი­ან ბევრს მი­აღ­წევს და მო­მა­ვალ­შიც ასა­ხე­ლებს მშობ­ლი­ურ სკო­ლას. მინ­და მას წარ­მა­ტე­ბე­ბი ვუ­სურ­ვო “.

თე­ლა­ვის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ქარ­თულ ენა­ში მომ­ზა­დე­ბის ერ­თ­წ­ლი­ან სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მა­ზე „1+4“ თა­მი­ლა 4 სტუ­დენ­ტ­თან ერ­თად სწავ­ლობს. თა­მი­ლა და ფო­ლა­დი ყა­რა­ჯა­ლი­დან არი­ან, არ­ზუ და ეშ­გი­ნი ლა­გო­დე­ხის სო­ფელ კაბ­ლი­დან, ელ­ტა­ჯი მარ­ნე­უ­ლის რა­ი­ო­ნი­და­ნაა. პროგ­რა­მა ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის­თ­ვის უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის ხელ­შეწყო­ბის მიზ­ნით ამოქ­მედ­და. ყვე­ლა სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი ქარ­თულ ენა­ში მომ­ზა­დე­ბის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მას ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი პროგ­რა­მით ახორ­ცი­ე­ლებს, რაც და­მა­ტე­ბით მო­ტი­ვა­ცი­ას სძენს აბი­ტუ­რი­ენ­ტებს, ქარ­თულ უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში გა­ნაგ­რ­ძონ სწავ­ლა: „სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ სკო­ლა­ში ქარ­თულ ენა­ზე სწავ­ლე­ბის დამ­კ­ვიდ­რე­ბამ გა­ნა­პი­რო­ბა სტუ­დენ­ტ­თა რა­ო­დე­ნო­ბის ზრდა რო­გორც თე­ლა­ვის, ასე­ვე თბი­ლი­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში. ამას ხელს უწყობს ქარ­თულ ენა­ში მომ­ზა­დე­ბის ერ­თ­წ­ლი­ა­ნი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მაც, რაც აბი­ტუ­რი­ენტს შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს, მო­მა­ვალ წელს ერ­თი გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბით ჩა­ი­რიცხოს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. ერ­თ­წ­ლი­ა­ნი პროგ­რა­მის გავ­ლის შემ­დ­გომ სტუ­დენ­ტ­თა გარ­კ­ვე­უ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა რომ ვე­ღარ გა­და­დის მომ­დევ­ნო დო­ნე­ზე, ამის მი­ზე­ზი ალ­ბათ ენის სრულ­ყო­ფი­ლად არ­ცოდ­ნაა, თუმ­ცა აღ­ნიშ­ნუ­ლი პრობ­ლე­მა ჩემს თა­ნა­სოფ­ლელ სტუ­დენ­ტებს არ ჰქო­ნი­ათ. რე­ა­ლუ­რად, პროგ­რა­მა სტუ­დენ­ტებს ამ­ზა­დებს რო­გორც ენობ­რი­ვი, ასე­ვე ინ­ტეგ­რა­ცი­ის თვალ­საზ­რი­სით. ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი ვარ ლექ­ტო­რე­ბის, ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის, ასე­ვე ჩე­მი თა­ნა­ტო­ლი სტუ­დენ­ტე­ბის“ — ამ­ბობს თა­მი­ლა.

მი­აჩ­ნია, რომ მი­სი მო­მა­ვა­ლი წარ­მა­ტე­ბა ქარ­თუ­ლი ენის ცოდ­ნა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ამ­ბობს, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს თი­თო­ე­ულ­მა მო­ქა­ლა­ქემ უნ­და იცო­დეს სა­ხელ­მ­წი­ფო ენა. ეს არა მხო­ლოდ სა­ვალ­დე­ბუ­ლო, არა­მედ მო­ქა­ლა­ქის­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლი და სა­ჭი­როა: „ჩვენ სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ვართ. სა­ხელ­მ­წი­ფო ენა ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქემ უნ­და იცო­დეს. ენის არ­ცოდ­ნით ბევრ პრობ­ლე­მას წა­აწყ­დე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი და თავს ქვეყ­ნის­გან ცალ­კე, გან­დე­გი­ლად იგ­რ­ძ­ნობს, რი­სი გა­მოც­დი­ლე­ბაც წი­ნა წლე­ბი­დან მრავ­ლად ახ­სოვს სო­ფელს“.

გო­გო­ნე­ბის ად­რე­ულ ასაკ­ში გათხო­ვე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მცხოვ­რებ ეთ­ნი­კურ აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლებ­ში ტრა­დი­ციაა. თუმ­ცა, რო­გორც თა­მი­ლამ გვითხ­რა, ად­რე­უ­ლი ქორ­წი­ნე­ბა კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია მის­თ­ვის. სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ ბო­ლო წლებ­ში საგ­რ­ძ­ნობ­ლად იკ­ლო მსგავ­ს­მა ფაქ­ტებ­მა. თუმ­ცა, ჯერ კი­დევ მა­ღა­ლია გო­გო­ნე­ბის მი­ერ სწავ­ლის შეწყ­ვე­ტის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი. 2011-2012 წლებ­ში, ყა­რა­ჯა­ლის სკო­ლა­ში, სწავ­ლა ათ­მა გო­გო­ნამ შეწყ­ვი­ტა; 2012-2013 წლებ­ში — რვა გო­გო­ნამ; 2013-2014 წლებ­ში — სამ­მა; 2014-2015 წლებ­ში — ხუთ­მა; 2015-2016 წლებ­ში — ექ­ვ­ს­მა გო­გო­ნამ, 2016-2017 წლებ­ში — შვიდ­მა; ხო­ლო 2017-2018 წლებ­ში — ხუთ­მა გო­გო­ნამ. სწავ­ლის შეწყ­ვე­ტის ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზი ად­რე­ულ ასაკ­ში და­ნიშ­ვ­ნა ან გათხო­ვე­ბაა. ყა­რა­ჯა­ლა­ში ისე­თი შემ­თხ­ვე­ვე­ბიც არის, რო­ცა გო­გო­ნა 9 კლა­სამ­დე ან 9 კლა­სის შემ­დეგ სწავ­ლას იმი­ტომ წყვეტს, რომ მშობ­ლე­ბი სკო­ლა­ში აღარ უშ­ვე­ბენ.

სა­მო­მავ­ლოდ, პროგ­რა­მის „1+4“ დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, თა­მი­ლა სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბას თბი­ლის­ში ან ისევ თე­ლავ­ში აპი­რებს. ოც­ნე­ბობს გა­მო­ვი­დეს კარ­გი სა­მარ­თალ­მ­ცოდ­ნე, რა­თა მის სამ­შობ­ლოს — სა­ქარ­თ­ვე­ლოს და მშობ­ლი­ურ სო­ფელს გა­მო­ად­გეს.

მა­კა ყი­ფი­ა­ნი

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები