ქართულის, როგორც მეორე ენის სასწავლო გეგმა განკუთვნილია არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებისათვის. მისი მიზანია, უზრუნველყოს სახელმწიფო ენის სწავლება და ამით ხელი შეუწყოს სახელმწიფოს მთავარი მიზნის განხორციელებას, სასკოლო განათლების კუთხით.
ყველა მასწავლებელს ერთი რამ ამოძრავებს — მოსწავლეებს ჰქონდეთ მაღალი აკადემიური შედეგები. რა უნდა გავაკეთოთ ამისთვის? პირველ, რიგში, ჩვენ არ უნდა მივმართოთ XXI საუკუნის მოსწავლეებს ისე, როგორც XX საუკუნის მოსწავლეებს. კლასში სხვადასხვა აკადემიური უნარის მქონე ბავშვები არიან, ამიტომ მასწავლებელმა თითოეულის შესაძლებლობა უნდა გაითვალისწინოს და ისე ასწავლოს, როგორც მათი საჭიროება მოითხოვს — გამოიყენოს დიფერენცირებული მეთოდი.
კლასში ისე უნდა დავგეგმოთ გაკვეთილი, რომ მაღალშედეგიანი მოსწავლისათვის სასწავლო პროცესი არ გახდეს უინტერესო და იყოს მაქსიმალური ჩართულობა გაკვეთილზე. მასწავლებელი ყოველდღე უნდა ფიქრობდეს სიახლეებზე, რათა მიიღოს უკეთესი შედეგი. დიფერენცირებული სწავლების ეფექტიანი გამოყენება მთლიანად იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად კარგად იცნობს პედაგოგი თავის მოსწავლეებს და რამდენად ითვალისწინებს თითოეულის ცოდნას, უნარ-ჩვევებს. ამგვარი მიდგომა მასწავლებლისგან სწავლისა და სწავლების სხვადასხვა მეთოდის ფლობას მოითხოვს.
მე, როგორც მასწავლებელი, პირველ რიგში, ვცდილობ კარგად გავიცნო ჩემი მოსწავლეები, აღმოვაჩინო მათი ძლიერი და სუსტი მხარეები — რა გამოსდით კარგად, რისი გაკეთება უჭირთ და ა.შ. საგაკვეთილო თემის შერჩევისას ვითვალისწინებ კლასის აკადემიურ დონეს და მოსწავლეების შესაძლებლობებს. ასაკის გათვალისწინებით ვქმნი რესურსებს, მოვიძიებ ისეთ მეთოდებს, რომ გაკვეთილი მათთვის საინტერესო იყოს, მუდამ ახალი მეთოდებისა და რესურსების ძიებაში ვარ. ჩემი მოსწავლეები კი იმის მოლოდინში არიან, რა იქნება მათთვის ახალი?
ვზურანავ, რომ მათ ჰქონდეთ კლასში უსაფრთხო ფიზიკური გარემო. ჰქონდეთ უპრობლემოდ გადაადგილების საშუალება და თავისუფლად შეძლონ კლასში მოძრაობა, ჯგუფურად თუ წყვილებში მუშაობის დროს. ეს კარგად მეხმარება გაკვეთილის დაგეგმვასა და ჩატარებაში.
დაწყებით საფეხურზე სახელმწიფო ენის სწავლების მთავარი ამოცანაა მოსწავლის მოტივაციის გაძლიერება და ქართული ენის მიმართ ინტერესის სტიმულირება. მნიშვნელოვანია, მოზარდებმა შეიყვარონ ქართული ენის სწავლების პროცესი. ამისათვის სათანადო ყურადღება უნდა დაეთმოს ისეთი მეთოდების გამოყენებას, რომლებიც ითვალისწინებს ამ ასაკობრივი ჯგუფის ფსიქიკური განვითარების თავისებურებებს.
ლექსიკის სწავლების დროს ვიყენებ თვალსაჩინოებებს, ჟესტებს. თუ ეს არის აბსტრაქტული სიტყვა და ვერც ჟესტითა და ვერც თვალსაჩინოებით ავუხსნი, მაშინ მშობლიურ ენაზე ვუთარგმნი, რათა შეცდომით არ გაიგონ სიტყვის მნიშვნელობა. მოსწავლეებს ვაფასებ ობიექტურად, წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით.
ენის შესწავლისას აუცილებელია, ყურადღება გავამახვილოთ ოთხივე უნარ-ჩვევის განვითარებაზე — მოსმენა, კითხვა, წერა, ლაპარაკი. მოსმენის ნაწილისათვის გვჭირდება აუდიო-ვიდეომასალის გამოყენება, რაც მოითხოვს სკოლაში ტექნიკის არსებობას. სამწუხაროდ, ყველა სკოლას არ აქვს ამის საშუალება. ამიტომ საჭირო ინფორმაციას ტელეფონის საშუალებით ვასმენინებ/ვაყურებინებ.
კითხვის სწავლების მრავალი სტრატეგია არსებობს. კონკრეტული მოსწავლისთვის კითხვის სწავლების სტრატეგიისა და მეთოდის შერჩევის დროს, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ მისი ინდივიდუალური საჭიროებები, ძლიერი და სუსტი მხარეები და საგაკვეთილო კონტექსტი, სადაც აღნიშნული უნარის განვითარების სტიმულირება უნდა განხორციელდეს. ასევე აუცილებელია დავაკვირდეთ ჩვენ მიერ არჩეული სტრატეგიის ეფექტურობას და შევაფასოთ ბავშვის მიღწევები. შესაძლოა, საჭირო გახდეს სტრატეგიის შეცვლა ან დამატებითი მეთოდების გამოყენება.
როგორც ცნობილია, წერა რთული პროცესია. იმისათვის, რომ მოსწავლემ შეძლოს წერის ოპერაციის განხორციელება, თუნდაც მარტივი სიტყვის დამოუკიდებლად ჩაწერა, მას უნდა შეეძლოს სიტყვის შემადგენელი ბგერების ერთმანეთისგან გარჩევა (წვდომა, თუ რა ცალკეული ბგერებისა და ასოებისგან შედგება მოცემული სიტყვა), ბგერების საჭირო თანმიმდევრობის დაცვა წერის პროცესში (არ გადაანაცვლოს ან არ გამოტოვოს ასოები), ასოს მოხაზულობა (არ აერიოს მოყვანილობით მსგავსი ასოები ერთმანეთში, მაგ. „ძ“ და „ხ“; „შ“ და „წ“, „ლ“ და „ღ“).
ლაპარაკის უნარ-ჩვევის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოსწავლეებისთვის, რათა შეძლონ ქართულ გარემოში ადაპტაცია. ამისათვის საჭიროა, ისეთი დავალებები შევთავაზოთ, რომლებიც მოამზადებს მათ რეალური სიტუაციებისთვის. მაგ.: რა ლექსიკური ერთეულები დასჭირდებათ კაფეში, მარკეტში, საავადმყოფოში და ა.შ.
თვითშეფასება. მოსწავლის თვიშეფასება დიდად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად ღირებულია იგი გარშემომყოფთათვის, რამდენად აღიარებულია მათ მიერ, რამდენად უყვართ და რამდენად მიღებულია იგი სკოლასა და სახლში. ცნობილია, რომ როდესაც ბავშვები კარგი წარმოდგენის არიან საკუთარ თავზე, ისინი უკეთეს შედეგებს აღწევენ სწავლაში. მასწავლებლებისა და მშობლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, შეძლონ ბავშვს განუვითარონ საკუთარი თავის რწმენა, შექებით, მხარდაჭერით და წახალისებით მიმართონ ბავშვი წარმატებისკენ და შეუქმნან მას განწყობა — „მე ამას შევძლებ“, „მე გამომივა“. ბავშვის ამგვარი განწყობა გვეხმარება მისი აკადემიური მოსწრების გაუმჯობესების, მოტივაციის გაზრდაშიც.
ლეილა ნამაზოვა, მარნეულის მე-8 საჯარო სკოლის კონსულტანტი მასწავლებელი
Mən bunu bacarıram
Gürcü dili dili , ikinci dil kimi təhsil planı qeyri-gürcü məktəblərin şagirdləri üçündür. Onun məqsədi,Dövlət dilinin öyrənilməsi və məktəb təhsilnin , Dövlətin əsas məqsədinin yerinə yetirilməsinin qeydinə qalmaqdır.
Hər müəllimin yeganə bir məqsədi var ki, onun şagirdlərinin yüksək akademik nailiyyəti olsun. yüksək akademik naliyyətləri necə əldə edək? Bunun üçün, nə etmək olar? Biz, bizim XXI əsr şagirdlərinə XX əsr şagirdləri kimi yanaşmamalıyıq. Sinifdə başqa və başqa qabiliyyətə malik şagirdlər var. Bunun üçün , müəllim diferensial metodan istifadə edərək hər bir şagirdin bacarıq səviyyəsini nəzərə alıb, onların qavraya biləcəyi səviyyədə öyrətsin.
Dərsi planlaşdırarkən nəzərə almalıyıq ki, yüksək akademik səviyyəsi olan şagird üçün, dərs maraqsız olmasın və ümumilikdə şagirdlərin dərsə qoşulması yüksək olsun. Yüksək nailiyyətlər əldə etmək üçün, müəllim hər gün yeniliklər fikirləşməlidir. Diferensialı təhsilin tam keyfiyyətli olması ondan aslıdır ki, müəllim şagirdlərini nə qədər yaxşı tanıyır və onların biliklərini, qabiliyyətlərini nə qədər nəzərə alır. Bu cür yanaşma müəllimdən başqa və başqa öyrənmə və öyrətmə metodlarının bilməsini tələb edir.
Mən necə ki, müəllim birinci növbədə çalışıram ki, şagirdlərimi yaxşı tanıyım ki, onların zəif və güclü tərəflərini, nəyi yaxşı və nəyin bacarmadıqlarını aşkarlayım. Dərs mövzusunu seçərkən sinifin akademik səviyyəsini və şagirdlərin bacarıqlarını nəzərə alıram ki, dərs onlar üçün maraqlı olsun. Bunun üçün daima yeni metodların, resursların axtarışındayam. Mənim şagirdlərim isə məndən sabah onlar, üçün yeni nə olacağını gözləyirlər.
Calışıramki, onların sinif otağında təhlükəsiz fiziki mühit olsun. Qrup halında və ya cütlüklərələ işləyərkən sinif otağında hec bir problem olmadan hərəkət edə bilsinlər. Bu dərsin planlaşdırmasında və keçməsində mənə çox yardım edir.
ibtidai siniflərdə dövlət dilinin öyrənilməsinin əsas məqsədi şagirdin motivasiysını qaldırmaq və gürcü dilinin öyrənilməsinə qarşı maraqını stimullaşdırmadır. yeniyetmələrin gürcü dilinin öyrənməsini sevmələri vacibdir. Bunun üçün, bu yaş qrupunun psixoloji inkişafının özəlliklərini nəzərə alan metodlardan istifadə edilməsinə diqqət edilməlidir.
Leksikanı öyrənərkən əyanı vasitədən, jestlərdən istifadə edirəm. Əgər öyrənəcəyim söz abstrakt sözdürsə onu nə jestlə, nədə əyani vəsaiyitlə aydınlaşdırmaq mümkün deylisə, o zaman həmin sözü ana dilinə tərcümə edib aydınlaşdırıram ki, mənasını səhf başa düşməsinlər. Qabaqcadan hazladığım rubrika kriteriumları əsasında, şagirdlərimi obyektiv qiymətləndiriəm.
Dili öyrənərkən hər dörd qabiliyyətin inkişafına – dinləmə, oxuma, yazma və danışma qabiliyyətinə diqqət edilməlidir. Dinləmə hissəsi üçün, audio-video məsələsindən istifadə etmək üçün, məktəblərdə uyğun olan texnikanın olması lazımdır. Təssüflər olsun ki, bu cür vəsaitlər hər məktəb üçün əlçatmazdır. Bunun üçün, telefondan baxma və dinləmə vəsaiti kimi istifadə edirəm.
Oxumanın başqa və başqa stradegiyaları məlumdur. Konkret olaraq şagirdə oxumaq stradegiyasını və metodikasını öyrətmək üçün, hər bir uşağın fərdi bacarığını, onun zəif və güclü tərəflərini və dərs kontekstini nəzərə alılmalıyıq hardaki, qeyd edilmiş qabiliyyətin inkişafı yerinə yetirilməlidir. Eyni zamanda bizim seçdiyimiz stradegiyanın keyfiyyətinə diqqət etməliyik və şagirdlərin uğurlarını qiymətləndirməliyik. Ola bilsin stradegiyanı dəyişmək və ya əlavə metodlardan istifadə etmək lazım olsun.
Məlum olduğu kimi yazı prosesi çətin bir prosesdir. Bunun üçün, şagird yazma prosedurasını yerinə yetirməlidir, hər hansı bir sadə sözü azad olaraq yazmalıdır. O, sözün tərkibindəki hərifləri bir-birinndən seçməlidir( sözün tərkibindəki hərifləri bir-birindən seçməyi bacarmalıdır) yazma zamanı həriflərin ardıcıllığını qorumağı bacarmalıdır. hərifin düzgün yazılması(oxşar hərifləri bir-biriylə qarışdırmamalıdır).
Bizim şagirdlər üçün, danışmaq qabiliyyətini inkişaf etdirmək , gürcü mühitində atapdasiya olmaq üçün, cox vacibdir. Bunun üçün, onlara real situasiyaya uyğun olan tapşırıqların yerinə yetirilməsini məs. kafedə, marketdə, xəstəxanada və s. kimi yerlərdə istifadə ediləcək leksika vahidlərinin öyrənilməsini tapşıraq.
Özünüqiymətləndirmə. Şagirdin özünüqiymətləndirməs ondan aslıdırki, o, ətrafındakılar üçün, nə qədər dəyərlidir, onlar tərəfindən nəqədər qəbul edicidir. Onlar tərəfindən nə qəaədr sevilir, məktəbdə və ailədə necə qəbul edirlər.
Məlumdur ki, nə vaxt ki uşaqlar özləri haqqda müsbət fikirdədirlər, onların məktəbdə nəticələri yüksək olur.Müəllimlər və valideyinlər, uşaqların özlərinə inam qabiliyyətlərini tərifləməklə, tərəfdarlıqla və müsbət qiyçətləndirməklə inkişaf etdirsinlər və onlara „mən bunu bacarıram“ və „edə biləcəm“ kimi əhval ruhiyyə yaratmağı bacarmalıdırlar. Bunu kimi sözlər uşaqlarda akademik naliyyətlərin yüksəlməsinə və motivasiyanın yüksəlməsinə kömək edir.
Namazova Leyla, Marneulinin 8-li açıq məktəbinin konsultant müəllimi