3 დეკემბერი, სამშაბათი, 2024

Live Quizz: ახა­ლი მიდ­გო­მა სწავ­ლა-სწავ­ლე­ბი­სად­მი

spot_img

დღე­ვან­დელ მსოფ­ლი­ო­ში, სა­დაც ტექ­ნო­ლო­გია გა­ნათ­ლე­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლი ხდე­ბა, ცოცხალ ვიქ­ტო­რი­ნას (Live Quizz) სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში ინ­ტე­რაქ­ცი­ი­სა და აქ­ტი­ვო­ბის ახა­ლი დო­ნე შე­მო­აქვს. ეს ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც აერ­თი­ა­ნებს სწავ­ლას და გარ­თო­ბას, აქ­ცევს სწავ­ლას სა­ინ­ტე­რე­სო თა­მა­შად. ცოცხა­ლი ვიქ­ტო­რი­ნე­ბი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პა­რა­დიგ­მის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი გახ­და. ისი­ნი ამ­დიდ­რე­ბენ სას­წავ­ლო პრო­ცესს და ახ­დე­ნენ სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში მოს­წავ­ლე­თა აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სტი­მუ­ლი­რე­ბას. ამ მე­თოდს მო­აქვს ინ­ტე­რაქ­ტი­უ­ლო­ბა, კონ­კუ­რენ­ტუ­ლო­ბის ელე­მენ­ტი და ცოდ­ნის შე­მოწ­მე­ბის ეფექ­ტუ­რი ფორ­მა. სწო­რედ ამი­ტომ გახ­დ­ნენ ისი­ნი ამ­დე­ნად პო­პუ­ლა­რუ­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე პე­და­გო­გი­კა­ში.

♦ მოს­წავ­ლე­თა აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა

ცოცხა­ლი ვიქ­ტო­რი­ნე­ბი მოს­წავ­ლე­ებს შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს, აქ­ტი­უ­რად იმოქ­მე­დონ სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში. ისი­ნი მოს­წავ­ლე­ებს მო­ტი­ვა­ცი­ას აძ­ლე­ვენ, გა­მო­ი­ყე­ნონ თა­ვი­ან­თი ცოდ­ნა რე­ა­ლურ დრო­ში და იურ­თი­ერ­თონ სას­წავ­ლო გა­რე­მო­ში.

♦ ინ­ტე­რაქ­ტი­უ­ლო­ბა და მიმ­ზიდ­ვე­ლო­ბა

სწავ­ლე­ბის ეს მე­თო­დი ხსნის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სა­გაკ­ვე­თი­ლო და­ვა­ლე­ბე­ბის ერ­თ­ფე­როვ­ნე­ბა­სა და მო­ნო­ტო­ნუ­რო­ბას. ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, რო­გო­რი­ცაა მო­ბი­ლუ­რი აპ­ლი­კა­ცი­ე­ბი ან ონ­ლა­ინ პლატ­ფორ­მე­ბი, სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს, შექ­მ­ნათ მომ­ხიბ­ლა­ვი ტეს­ტე­ბი, მე­დია ში­ნა­არ­სის, აუდიო და ვი­დეო ელე­მენ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით.

♦ ფორ­მა­ცი­უ­ლი შე­ფა­სე­ბა

Live Quizz მას­წავ­ლებ­ლებს მოს­წავ­ლე­ე­ბის ცოდ­ნის ფორ­მა­ცი­უ­ლი შე­ფა­სე­ბის ჩა­ტა­რე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა. ეს შე­საძ­ლე­ბელს ხდის პროგ­რე­სის სწრა­ფად შე­ფა­სე­ბას და სას­წავ­ლო პრო­ცე­სის ადაპ­ტი­რე­ბას მოს­წავ­ლე­თა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე.

♦ კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნო­ბის სტი­მუ­ლი­რე­ბა

ვიქ­ტო­რი­ნე­ბის კონ­კუ­რენ­ტუ­ლი ას­პექ­ტი შთა­ა­გო­ნებს მოს­წავ­ლე­ებს, აქ­ტი­უ­რად შე­ის­წავ­ლონ მა­სა­ლა, რად­გან ისი­ნი მი­ის­წ­რა­ფი­ან მა­ღა­ლი შე­დე­გე­ბი­სა და ლი­დე­რო­ბის­კენ ჯგუფ­ში.

♦ გა­მო­ყე­ნე­ბის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა

Live Quizz შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბულ იქ­ნეს სხვა­დას­ხ­ვა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სცე­ნა­რებ­ში: ყვე­ლა სა­ფე­ხუ­რი­დან (დაწყე­ბი­თი, სა­ბა­ზო, სა­შუ­ა­ლო) დაწყე­ბუ­ლი, კორ­პო­რა­ტი­ულ ტრე­ნინ­გე­ბამ­დე, სწავ­ლის ჰო­რი­ზონ­ტის გა­ფარ­თო­ე­ბი­თა და მა­სა­ლის უკეთ ათ­ვი­სე­ბის­თ­ვის.

♦ ურ­თი­ერ­თ­ქ­მე­დე­ბა და მო­ტი­ვა­ცია

Live Quizz ქმნის უნი­კა­ლურ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ატ­მოს­ფე­როს, ხელს უწყობს მოს­წავ­ლე­ებს, აქ­ტი­უ­რად იმუ­შა­ონ და მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღონ სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში. მყი­სი­ე­რი უკუ­კავ­ში­რის შე­საძ­ლებ­ლო­ბის წყა­ლო­ბით, მათ შე­უძ­ლი­ათ მყი­სი­ე­რად შე­იტყონ მა­სა­ლის გა­გე­ბის სა­კუ­თა­რი დო­ნე, რაც მათ მო­ტი­ვა­ცი­ას აძ­ლევთ, ყუ­რადღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლონ სწავ­ლა­ზე.

♦ და­მახ­სოვ­რე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა

Live Quizz-ის გა­მო­ყე­ნე­ბა ააქ­ტი­უ­რებს ტვინს, აუმ­ჯო­ბე­სებს ინ­ფორ­მა­ცი­ის და­მახ­სოვ­რე­ბას. თა­მაშ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მო­ითხოვს კონ­ცენ­ტ­რა­ცი­ას და ყუ­რადღე­ბას, რაც ხელს უწყობს მა­სა­ლის უფ­რო ღრმა ათ­ვი­სე­ბას და მყა­რი ცოდ­ნის ფორ­მი­რე­ბას, მუ­შა მეხ­სი­ე­რე­ბი­დან ღრმა მეხ­სი­ე­რე­ბა­ში ცოდ­ნის გა­და­ტა­ნას.

♦ კო­მუ­ნი­კა­ცი­ის უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა

Live Quizz ასე­ვე ხელს უწყობს მოს­წავ­ლე­ე­ბის კო­მუ­ნი­კა­ცი­ის უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას. ვიქ­ტო­რი­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის პრო­ცეს­ში ისი­ნი გა­მოთ­ქ­ვა­მენ თა­ვი­ანთ აზ­რებს, ცვლი­ან იდე­ებ­სა და არ­გუ­მენ­ტებს, რაც ხელს უწყობს გა­მო­ხატ­ვი­სა და ჯგუფ­ში მუ­შა­ო­ბის უნა­რის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას.

♦ სწავ­ლის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლი­ზა­ცია

პერ­სო­ნა­ლი­ზე­ბუ­ლი ვიქ­ტო­რი­ნე­ბის შექ­მ­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბის წყა­ლო­ბით, მას­წავ­ლებ­ლებს შე­უძ­ლი­ათ მა­სა­ლის ადაპ­ტი­რე­ბა თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლის ცოდ­ნის დო­ნე­ზე. ეს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს მოს­წავ­ლე­ებს, ჰქონ­დეთ უნი­კა­ლუ­რი, მათ ინ­ტე­რე­სებს, შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­სა და სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე მორ­გე­ბუ­ლი სას­წავ­ლო გა­მოც­დი­ლე­ბა.

ჩემ მი­ერ შექ­მ­ნი­ლი ვიქ­ტო­რი­ნა:

ბმუ­ლი — https://quizizz.com/join?gc=08028928

♦ დას­კ­ვ­ნა

Live Quizz არის ინო­ვა­ცი­უ­რი მე­თო­დი, რო­მე­ლიც სწავ­ლას ცოდ­ნის სამ­ყა­რო­ში სა­ინ­ტე­რე­სო მოგ­ზა­უ­რო­ბად გარ­დაქ­მ­ნის. ის ას­ტი­მუ­ლი­რებს მოს­წავ­ლე­ებს აქ­ტი­უ­რი სას­წავ­ლო აქ­ტი­ვო­ბე­ბის­კენ, აუმ­ჯო­ბე­სებს მა­სა­ლის ათ­ვი­სე­ბას და ხელს უწყობს კო­მუ­ნი­კა­ცი­ის უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას. სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში ამ ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტის ინ­ტენ­სი­ურ­მა და­ნერ­გ­ვამ შე­იძ­ლე­ბა და­დე­ბი­თი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნოს მოს­წავ­ლე­თა მო­ტი­ვა­ცი­ა­სა და გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხ­ზე.

ნი­ნო მაჩხა­ნე­ლი – სსიპ მცხე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოფ. წე­როვ­ნის №3 სა­ჯა­რო სკო­ლის სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები