22 ნოემბერი, პარასკევი, 2024

learningapps.org პროგ­რა­მის გა­მო­ყე­ნე­ბა გე­ოგ­რა­ფი­ის გაკ­ვე­თილ­ზე

spot_img

სო­ფიო და­ვი­თაშ­ვი­ლი
სსიპ ცხრა ძმა ხერ­ხე­უ­ლი­ძის სა­ხე­ლო­ბის თეთ­რიწყა­როს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოფ. მა­რაბ­დის სა­ჯა­რო სკო­ლის გე­ოგ­რა­ფი­ი­სა და მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

 

უახ­ლეს­მა ტექ­ნო­ლო­გი­ურ­მა გა­მო­გო­ნე­ბებ­მა დი­დი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის სხვა­დას­ხ­ვა ას­პექ­ტ­ზე: კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ზე, თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა­ზე, სწავ­ლა­ზე, სწავ­ლე­ბა­ზე. აშ­კა­რაა, რომ XXI სა­უ­კუ­ნე სხვა ფე­ნო­მე­ნია და სწავ­ლა სულ სხვა, ისე­თი პრინ­ცი­პე­ბით ხდე­ბა, რო­მე­ლიც აქამ­დე არ გა­მო­უ­ყე­ნე­ბი­ათ. მოს­წავ­ლე­ებს ხე­ლი მი­უწ­ვ­დე­ბათ ციფ­რულ ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ზე, რო­მელ­თა მეშ­ვე­ო­ბით შე­უძ­ლი­ათ და­უ­რე­კონ ან შეტყო­ბი­ნე­ბა გა­უგ­ზავ­ნონ ოჯა­ხის წევ­რებს, მე­გობ­რებს; ასე­ვე, ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით შექ­მ­ნან ბლო­გე­ბი, ვი­დე­ო­ე­ბი, წიგ­ნე­ბი და ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­უ­ზი­ა­რონ სხვებს. იმი­სათ­ვის, რომ მას­წავ­ლე­ბელ­მა მოს­წავ­ლეს შეს­თა­ვა­ზოს არ­ჩე­ვა­ნი, ის გარ­კ­ვე­უ­ლი უნ­და იყოს ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ში და მუდ­მი­ვად ეც­ნო­ბო­დეს მათ გან­ვი­თა­რე­ბას.

შე­უძ­ლე­ბე­ლია, დღე­ვან­დელ მოს­წავ­ლე­ებს მხო­ლოდ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს გა­მო­ყე­ნე­ბით ვას­წავ­ლოთ სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნე­ბის, კულ­ტუ­რე­ბის და ადა­მი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ. უნ­და მივ­ცეთ მათ სა­შუ­ა­ლე­ბა, ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით სამ­ყა­როს ნე­ბის­მი­ერ კუთხე­ში მოხ­ვ­დ­ნენ. ეს მათ ძა­ლი­ან მოს­წონთ. ასე­თი მიდ­გო­მით სწავ­ლი­სად­მი ინ­ტე­რე­სი და მო­ტი­ვა­ცია იზ­რ­დე­ბა.

ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა ხდე­ბა მა­შინ, რო­ცა მას­წავ­ლე­ბე­ლი და მოს­წავ­ლე ერ­თობ­ლი­ვად აწყო­ბენ პრე­ზენ­ტა­ცი­ას, ქმნი­ან ვი­დე­ოს, ციფ­რულ რე­სურსს და პრო­ექ­ტებს; ასე­ვე, დო­კუ­მენ­ტე­ბის გაც­ვ­ლაც ელ­ქ­ტ­რო­ნუ­ლი ფოს­ტით ხდე­ბა. საკ­ლა­სო ოთახ­ში სი­ახ­ლე­ე­ბის და­ნერ­გ­ვა ძა­ლი­ან კარ­გი სა­შუ­ა­ლე­ბაა მოს­წავ­ლე­ე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბის გა­საზ­რ­დე­ლად.

მას­წავ­ლე­ბელს შე­უძ­ლია შექ­მ­ნას რე­სურ­სი და გა­უ­ზი­ა­როს მოს­წავ­ლე­ებს. learningapps.org-ის პორ­ტალ­ზე შექ­მ­ნილ რე­სურ­ს­ში დას­მუ­ლია კითხ­ვა და უნ­და მო­ი­ძებ­ნოს შე­სა­ბა­მი­სო­ბა ქვეყ­ნებ­სა და მათ დე­და­ქა­ლა­ქებს ან ქა­ლა­ქებს შო­რის. იქ­ვე არის არ­ჩე­ვა­ნი — ჩა­მაგ­რე­ბუ­ლია ძა­ლი­ან ლა­მა­ზი სტი­კე­რე­ბი, რომ­ლებ­ზეც სა­ვა­რა­უ­დო პა­სუ­ხე­ბი წე­რია. მოს­წავ­ლე­ე­ბი, „თაგ­ვის“ სა­შუ­ა­ლე­ბით, გა­და­ათ­რე­ვენ და სწო­რი პა­სუ­ხის შემ­თხ­ვე­ვა­ში სტი­კე­რი გამ­წ­ვან­დე­ბა, არას­წო­რი პა­სუ­ხის დროს კი – გა­წით­ლ­დე­ბა. შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ვი­ყე­ნოთ იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, რო­ცა კონ­ტი­ნენ­ტებს უნ­და შე­ვუ­სა­ბა­მოთ გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი ობი­ექ­ტე­ბი. მა­გა­ლი­თად, და­სავ­ლეთ სა­ქარ­თ­ვე­ლოს პო­ლი­ტი­კურ-ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ულ ერ­თე­ულს უნ­და შე­ვუ­სა­ბა­მოთ ქა­ლა­ქი გრა­ფი­კუ­ლი ღი­ლა­კე­ბის სა­ხით.

არის სხვა შაბ­ლო­ნე­ბიც. მა­გა­ლი­თად, მარ­კე­რე­ბი. ფი­ზი­კურ რუ­კა­ზე მარ­კერს უნ­და შე­ვუ­სა­ბა­მოთ დაბ­ლო­ბე­ბი. მა­გა­ლი­თად, კას­პის­პი­რა, თუ­რა­ნის, მე­სო­პო­ტა­მი­ის, ლაპ­ლა­ტის, ლი­ბი­ის და ა.შ. ან ყუ­რე­ე­ბი: გვი­ნე­ის, ბენ­გა­ლის, ბის­კა­ის, მექ­სი­კის, სპარ­სე­თის და ა.შ.

სა­ქარ­თ­ვე­ლოს რუ­კა­ზე მარ­კერს შე­უ­სა­ბა­მე შე­სა­ბა­მი­სი ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­უ­ლი ერ­თე­უ­ლი. მარ­კერს ვაწ­ვე­ბით აფხა­ზე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით და ამო­დის გა­დი­დე­ბუ­ლი მხა­რე, შემ­დეგ გაჩ­ნ­დე­ბა სტი­კე­რე­ბი, რომ­ლებ­ზეც წე­რია ყვე­ლა მხა­რის სა­ხე­ლი. მოს­წავ­ლე აწ­ვე­ბა სტი­კერს და იმ მხა­რეს და­ე­წე­რე­ბა, მა­გა­ლი­თად, აფხა­ზე­თი.

მა­გა­ლი­თად, და­სავ­ლეთ სა­ქარ­თ­ვე­ლოს პო­ლი­ტი­კურ-ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ულ ერ­თე­უ­ლებს შე­ვუ­სა­ბა­მოთ ქა­ლა­ქე­ბი:

ამ­რი­გად, ტექ­ნი­კუ­რი სწავ­ლე­ბის მე­თო­დი არ გუ­ლის­ხ­მობს მხო­ლოდ სწავ­ლე­ბის ტექ­ნი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას, არა­მედ სას­წავ­ლო პრო­ცე­სის კონ­ს­ტ­რუ­ი­რე­ბა­საც მო­ი­ცავს, კერ­ძოდ: შე­დეგ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სას­წავ­ლო მიზ­ნე­ბის და­სახ­ვას; და­სა­ხუ­ლი მიზ­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, სას­წავ­ლო მა­სა­ლე­ბის მომ­ზა­დე­ბა­სა და ორ­გა­ნი­ზე­ბას; სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში მიმ­დი­ნა­რე შე­დე­გე­ბის შე­ფა­სე­ბას, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში — სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სის კო­რექ­ცი­ას, სა­ბო­ლოო შე­დე­გე­ბის შე­ფა­სე­ბას.

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები