23 ნოემბერი, შაბათი, 2024

კო­ლე­ჯი 135-წლიანი ისტორიით

spot_img
სა­ქარ­თ­ვე­ლოს უძ­ვე­ლეს­მა პრო­ფე­სი­ულ­მა სას­წავ­ლე­ბელ­მა, რო­მე­ლიც მცხე­თის რა­ი­ო­ნის სო­ფელ წი­ნამ­ძღ­ვ­რი­ან­თ­კარ­ში მდე­ბა­რე­ობს, 135 წლის იუბი­ლე აღ­ნიშ­ნა.
„ბევრს თქვენ­განს გა­აკ­ვირ­ვებს ჩე­მი მოქ­მე­დე­ბა, რომ დღეს მე სა­მე­ურ­ნეო სკო­ლას ვხსნი, — მარ­თ­ლა, რომ ეს საქ­მე სამ­ძი­მო საქ­მეა; მაგ­რამ ეს საქ­მე მე გა­მა­ბედ­ვი­ნა ერ­თის მხრივ იმან, რომ ყო­ვე­ლის მა­მუ­ლის-შვი­ლის ვა­ლია შეძ­ლე­ბი­სა­მებრ შე­ე­წი­ოს ღა­რიბ­სა და უმე­ცარს ხალ­ხ­სა, მე­ო­რეს მხრივ აუცი­ლე­ბელ­მა სა­ჭი­რო­ე­ბამ აქა­ურ ხალ­ხ­ში სა­სარ­გებ­ლო და პრაქ­ტი­კუ­ლი ცოდ­ნის გავ­რ­ცე­ლე­ბი­სამ. მე დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ გზა­ზედ ბევ­რი გა­ჭირ­ვე­ბა მოგ­ვე­ლის, მაგ­რამ ამ გა­ჭირ­ვე­ბის დაძ­ლე­ვა შე­უძ­ლია საქ­მი­სად­მი სიყ­ვა­რულს, გუ­ლის და­დე­ბას და ენერ­გი­ას, რო­გორც სა­ხალ­ხო სკო­ლის ის­ტო­რია ამ­ტ­კი­ცებს. ამ ბრძო­ლი­სათ­ვის ერ­თის ან რამ­დე­ნი­მე პი­რის ძა­ლა საკ­მა­რი­სი არ არის, სა­ჭი­როა ხე­ლის შეწყო­ბა და თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბა თი­თონ სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა. მაშ, ყვე­ლა ვინც კი ერ­თ­გუ­ლად ეკი­დე­ბა სა­ხალ­ხო გა­ნათ­ლე­ბის საქ­მეს, ამო­ვუდ­გეთ გვერ­დით მეც­ნი­ე­რე­ბის დრო­შას, გა­ვუ­ღოთ სას­წავ­ლებ­ლის კა­რი ყვე­ლა ერ­სა და სარ­წ­მუ­ნო­ე­ბას, წა­ვი­დეთ წინ და მოვ­ფი­ნოთ ბნელს ხალ­ხ­ში ნა­თე­ლი ჭეშ­მა­რი­ტე­ბი­სა.“ — ასე მი­მარ­თა 1883 წლის 4 სექ­ტემ­ბერს გახ­ს­ნა­ზე მო­სულთ ილია წი­ნამ­ძღ­ვ­რიშ­ვილ­მა.
სკო­ლის ძი­რი­თად მიზ­ნად ილია წი­ნამ­ძღ­ვ­რიშ­ვილ­მა გან­საზღ­ვ­რა ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის მი­ცე­მა და სა­მე­ურ­ნეო საქ­მის სწავ­ლე­ბა (მი­წათ­მოქ­მე­დე­ბა, მეღ­ვი­ნე­ო­ბა, მე­ვე­ნა­ხე­ო­ბა, მე­სა­ქონ­ლე­ო­ბა, მეფ­რინ­ვე­ლე­ო­ბა, მე­ფუტ­კ­რე­ო­ბა, მე­აბ­რე­შუ­მე­ო­ბა, მეტყე­ვე­ო­ბა). სას­წავ­ლო გეგ­მა­ში შე­დი­ო­და შემ­დე­გი საგ­ნე­ბი: ქარ­თუ­ლი ენა, რუ­სუ­ლი ენა, არით­მე­ტი­კა, პრაქ­ტი­კუ­ლი გე­ო­მეტ­რია, მოკ­ლე გე­ოგ­რა­ფია კავ­კა­სი­ი­სა, ზო­ო­ლო­გია, ბო­ტა­ნი­კა. კურ­სა­დამ­თავ­რებ­ულებს პე­და­გო­გი­უ­რი საბ­ჭო აძ­ლევ­და ატეს­ტატს. სკო­ლის პირ­ვე­ლი გამ­გე იყო ერ­მი­ლე ნა­კა­ში­ძე, სკო­ლის პირ­ვე­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბი იყ­ვე­ნენ: ევ. კან­დე­ლა­კი, მ. ასა­თი­ა­ნი, ლ. თა­ბუ­რა­ძე, ლ. ბოც­ვა­ძე, გ. ასა­თი­ა­ნი.
სკო­ლას აფი­ნან­სებ­და თვი­თონ ილია წი­ნამ­ძღ­ვ­რიშ­ვი­ლი და ასე­ვე იღებ­და შე­მო­წი­რუ­ლო­ბებს სხვა­დას­ხ­ვა ორა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­დან, კერ­ძო პი­რე­ბი­დან და წე­რა-კითხ­ვის გა­მავ­რ­ცე­ლე­ბე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბი­დან. სკო­ლა­ში იღებ­დ­ნენ 10-12 წლის ჭა­ბუ­კებს გა­ნუს­ხ­ვა­ვებ­ლად ეროვ­ნე­ბი­სა, სარ­წმუ­ნო­ე­ბი­სა და წარ­მო­მავ­ლო­ბი­სა. სკო­ლა­ში სას­წავ­ლებ­ლად თა­ვი­დან შე­ვი­და 22 მოს­წავ­ლე. სა­ქარ­თ­ვე­ლოს პირ­ვე­ლი და უძ­ვე­ლე­სი პრო­ფე­სი­უ­ლი სას­წავ­ლებ­ლის წარ­მა­ტე­ბა­სა და გან­ვი­თა­რე­ბა­ში წვლი­ლი შე­ი­ტა­ნეს ილია ჭავ­ჭა­ვა­ძემ, იაკობ გო­გე­ბაშ­ვილ­მა და ნი­კო ცხვე­და­ძემ.
2010 წელს გა­უქ­მ­და სას­წავ­ლე­ბე­ლი, 2014 წელს კი ახ­ლი­დან და­ფუძ­ნ­და და 2016 წელს, სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დ­გომ, გა­ი­ა­რა ავ­ტო­რი­ზა­ცია და მი­ი­ღო 24 სტუ­დენ­ტი აგ­რა­რუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბის სა­მი პროგ­რა­მით, ორი დუ­ა­ლუ­რით — მე­ხი­ლე­ო­ბა, მე­ვე­ნა­ხე­ო­ბა-მეღ­ვი­ნე­ო­ბა, ერ­თიც მო­დუ­ლუ­რი — მე­ფუტ­კ­რე­ო­ბა. 2018 წლი­სათ­ვის კო­ლეჯ­ში 9 პროგ­რა­მა­ზე ირიცხე­ბა 240 სტუ­დენ­ტ­ზე მე­ტი, სას­წავ­ლო კორ­პუ­სე­ბია წი­ნამ­ძღ­ვ­რი­ან­თ­კარ­ში, და­ბა თი­ა­ნეთ­სა და და­ბა სტე­ფან­წ­მი­და­ში. მიმ­დი­ნა­რე­ობს საპ­რო­ექ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბი დუ­შე­თის სას­წავ­ლო ფარ­თის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ი­სათ­ვის.
ბო­ლო წლებ­ში გა­ი­ზარ­და კო­ლეჯ­ში სწავ­ლის მსურ­ველ­თა რა­ო­დე­ნო­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით მე­ო­რე პრო­ფე­სი­ის და­უფ­ლე­ბი­სად­მი მის­წ­რა­ფე­ბა. კო­ლე­ჯის ად­მი­ნის­ტ­რა­ცია ეხ­მა­რე­ბა კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლებს და­საქ­მე­ბა­ში.
კო­ლე­ჯი თა­ნამ­შ­რომ­ლობს: სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვი­თ ცენ­ტ­რ­თან; KTV კა­ხურ ტრა­დი­ცი­ულ მეღ­ვი­ნე­ო­ბას­თან; სურ­სა­თის ეროვ­ნულ ცენ­ტ­რ­თან; სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნულ მუ­ზე­უმ­თან; სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნულ ბო­ტა­ნი­კურ ბაღ­თან; სატყეო სა­ა­გენ­ტოს­თან; „ენერ­გო-პრო ჯორ­ჯი­ას­თან“; „ბაგ­რა­ტი­ო­ნი 1882-თან “; შპს მე­ქა­ნი­ზა­ტორ­თან.
მო­მა­ვა­ლი წლი­დან კო­ლეჯს მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა სას­ტუმ­როს ტი­პის სა­ერ­თო საცხოვ­რე­ბე­ლი.
უძ­ვე­ლე­სი პრო­ფე­სი­უ­ლი სას­წავ­ლებ­ლის 135 წლის იუბი­ლე­სად­მი მიძღ­ვ­ნი­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის მსვლე­ლო­ბი­სას, გა­ი­მარ­თა სა­პი­ლო­ტე ინი­ცი­ა­ტი­ვის — „სა­მუ­შა­ო­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბა“ — შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი პრე­ზენ­ტა­ცია.
ღო­ნის­ძი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი იყო სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტ­რო, მხარ­დამ­ჭე­რე­ბი — გა­ე­როს გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მა (UNDP) და შვე­ი­ცა­რი­ის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის სა­ა­გენ­ტო (SDC), სა­ქარ­თ­ვე­ლოს ფერ­მერ­თა ასო­ცი­ა­ცი­ას­თან (GFA) თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით.
„სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­სა­ხე­ლო მოღ­ვა­წე­ებს, რო­მელ­თა თა­ნად­გო­მი­თაც და­არ­ს­და წი­ნამ­ძღ­ვ­რი­ან­თ­კა­რის კო­ლე­ჯი, კარ­გად ეს­მო­დათ პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა რო­გორც ხალ­ხის­თ­ვის, ასე­ვე ეკო­ნო­მი­კი­სათ­ვის. დღეს სა­ქარ­თ­ვე­ლოს პრო­ფე­სი­ულ­მა გა­ნათ­ლე­ბამ ახა­ლი სუნ­თ­ქ­ვა შე­ი­ძი­ნა, მაგ­რამ თა­ვის მდი­დარ ტრა­დი­ცი­ებს კვლა­ვაც არ ღა­ლა­ტობს.“ — გა­ნაცხა­და სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის მი­ნის­ტ­რ­მა, მი­ხე­ილ ბა­ტი­აშ­ვილ­მა.
ოლი­ვიე ბურ­კიმ, სამ­ხ­რეთ კავ­კა­სი­ა­ში შვე­ი­ცა­რი­ის თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის ოფი­სის ხელ­მ­ძღ­ვა­ნელ­მა, აღ­ნიშ­ნა, რომ პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა ად­გი­ლობ­რი­ვი ეკო­ნო­მი­კის ზრდას და მო­სახ­ლე­ო­ბის კე­თილ­დღე­ო­ბას უწყობს ხელს.
„სა­ქარ­თ­ვე­ლოს უძ­ვე­ლე­სი კო­ლე­ჯი იმის კარ­გი მა­გა­ლი­თია, თუ რო­გორ იც­ვ­ლე­ბა ეკო­ნო­მი­კა და ადა­მი­ა­ნე­ბის ცხოვ­რე­ბა გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში ახა­ლი მიდ­გო­მე­ბის და­ნერ­გ­ვის შე­დე­გად. სა­ქარ­თ­ვე­ლომ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯე­ბი გა­დად­გა პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბი­სა და გა­დამ­ზა­დე­ბის სის­ტე­მის რე­ფორ­მის გზა­ზე. შვე­ი­ცა­რია მო­მა­ვალ­შიც შე­უწყობს ხელს ამ მე­ტად პო­ზი­ტი­ურ და სა­ჭი­რო გან­ვი­თა­რე­ბას“, — აღ­ნიშ­ნა მან.
სა­მუ­შა­ო­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბის და­ნერ­გ­ვა პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მი­სად­მი უფ­რო ფარ­თო ხელ­შეწყო­ბის ნა­წი­ლია, რო­მელ­საც შვე­ი­ცა­რი­ის მთავ­რო­ბა, გა­ე­როს გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მას­თან (UNDP) თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით, ახორ­ცი­ე­ლებს.
„ამ მო­დე­ლის შე­დე­გე­ბით სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში უკ­ვე 100-ზე მეტ­მა სტუ­დენ­ტ­მა და 20-ზე მეტ­მა კერ­ძო კომ­პა­ნი­ამ ისარ­გებ­ლა, — თქვა გი­ორ­გი ნა­ნო­ბაშ­ვი­ლი­მა, UNDP-ის ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნელ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. — დღე­ვან­დე­ლი დღე ძა­ლი­ან სიმ­ბო­ლუ­რია სა­ქარ­თ­ვე­ლოს პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მი­სათ­ვის, მი­სი წარ­სუ­ლის, აწ­მ­ყო­სა და მო­მავ­ლი­სათ­ვის. ეს არის დღე, რო­დე­საც ჩვენ შევ­ძე­ლით, ერ­თად მოგ­ვე­ყა­რა თა­ვი ყვე­ლა ჩვე­ნი პარ­ტ­ნი­ო­რის­თ­ვის, დო­ნო­რე­ბის­თ­ვის და მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან და სა­ქარ­თ­ვე­ლოს ფერ­მერ­თა ასო­ცი­ა­ცი­ას­თან (რო­მე­ლიც კერ­ძო სექ­ტო­რის მთა­ვა­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლია ჩვენს საქ­მი­ა­ნო­ბა­ში) ერ­თად აღ­გ­ვეღ­ნიშ­ნა სის­ტე­მა­ში არ­სე­ბუ­ლი მიღ­წე­ვე­ბი, გვე­სა­უბ­რა იმა­ზე, თუ რა უნ­და გა­კეთ­დეს შემ­დ­გომ­ში იმი­სათ­ვის, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მამ შეძ­ლოს კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნი კად­რე­ბის მომ­ზა­დე­ბა. პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა უნ­და პა­სუ­ხობ­დეს ყვე­ლა იმ სა­ჭი­რო­ე­ბას, რო­მე­ლიც დარ­გ­ში არ­სე­ბობს და იყოს დამ­ხ­მა­რე ეკო­ნო­მი­კის­თ­ვის იმ ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი­სა და ცოდ­ნის და­ნერ­გ­ვის საქ­მე­ში, რო­მე­ლიც სა­ჭი­როა ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის ამ ეტაპ­ზე.“
„დღეს ილია წი­ნამ­ძღ­ვ­რიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ზო­გა­დო­ებ­რივ კო­ლეჯ­ში პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის 135 წლის­თავს აღ­ვ­ნიშ­ნავთ. ძა­ლი­ან დი­დი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო გა­ე­როს გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მას, ასე­ვე, შვე­ი­ცა­რი­ის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს იმი­სათ­ვის, რაც გა­კეთ­და აღ­ნიშ­ნუ­ლი კო­ლე­ჯის გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის. იმე­დი გვაქვს, მო­მა­ვა­ლი წლი­დან კი­დევ უფ­რო გა­იზ­რ­დე­ბა იმ პროგ­რა­მე­ბის სპექ­ტ­რი, რო­მელ­საც აღ­ნიშ­ნუ­ლი კო­ლე­ჯი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს, ასე­ვე, გა­იზ­რ­დე­ბა სტუ­დენ­ტ­თა რა­ო­დე­ნო­ბა, რომ­ლე­ბიც ამ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან და ის­ტო­რი­ულ კო­ლეჯ­ში ის­წავ­ლი­ან.“ — ამ­ბობს ირი­ნე წე­რო­ძე, პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი.
წი­ნამ­ძღ­ვ­რი­ან­თ­კა­რის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი კო­ლე­ჯის სა­ი­უ­ბი­ლეო ღო­ნის­ძი­ე­ბა სას­წავ­ლებ­ლის პირ­ველ შე­ნო­ბას­თან და­იწყო, სა­დაც ის­ტო­რი­უ­ლი გა­მო­ფე­ნა გა­ი­მარ­თა. ამას მოჰ­ყ­ვა სა­ქარ­თ­ვე­ლოს სხვა­დას­ხ­ვა რე­გი­ო­ნის პრო­ფე­სი­უ­ლი სტუ­დენ­ტე­ბის მი­ერ მოწყო­ბი­ლი აგ­რა­რუ­ლი მას­ტერ­კ­ლა­სე­ბი და გა­მო­ფე­ნა. სტუმ­რებ­მა მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღეს მე­ხი­ლე­ო­ბის, რძის გა­და­მუ­შა­ვე­ბის, ნერ­გე­ბის დამ­ზა­დე­ბის მას­ტერ­კ­ლა­სებ­ში, და­ეს­წ­რ­ნენ თაფ­ლის ექ­ს­პერ­ტი­ზას, გა­ეც­ნენ სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბის, ნი­ა­და­გის ანა­ლი­ზი­სა და, ასე­ვე, მავ­ნებ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ ბრძო­ლის ახალ მიდ­გო­მებს.
მოამზადა ანა ფირცხალაიშვილმა
სურათები ილია წი­ნამ­ძღ­ვ­რიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ზო­გა­დო­ებ­რივი კო­ლეჯ­ის არქივიდან

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები