21 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

KIU-სა და TUM-ის ახალი ერთობლივი სადოქტორო კვლევითი პროგრამა იწყება

spot_img

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) რექტორი, პროფესორი გიორგი ხუბუა სამუშაო ვიზიტით გერმანიაში იმყოფებოდა.

ვიზიტის ფარგლებში გიორგი ხუბუამ სამუშაო შეხვედრა გამართა მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის (TUM) ლოგისტიკისა და მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტის კათედრის პროფესორ შტეფან მინერთან.

შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ ერთობლივი სადოქტორო კვლევითი პროგრამის განხორციელების თაობაზე, რომელიც გულისხმობს ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენებას ოპერაციებსა და გლობალური მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტში.

რექტორის თქმით, ინოვაციური ტექნოლოგიების ინტეგრაცია მართვის პროცესის მოქნილობასა და სისწრაფეს აუმჯობესებს, რაც თავის მხრივ მენეჯერებს ხელს უწყობს კონკურენტული უპირატესობის მოპოვებისა და მომხმარებლისთვის გაწეული მომსახურების ხარისხის გაზრდაში.

3-წლიანი პროგრამა დოქტორანტებს სთავაზობს რამდენიმე აკადემიურ პოზიციასა და კვლევის უნიკალურ შესაძლებლობებს. მათ საშუალება ექნებათ, TUM-ის ლაბორატორიაში ჩაატარონ ემპირიული კვლევები გამძლე და მდგრადი მიწოდების ჯაჭვის საკითხებზე და ამასთან, შეიმუშაონ მონაცემებზე ორიენტირებული და სწავლაზე დაფუძნებული გამოთვლითი მიდგომები ოპერაციების, ლოგისტიკისა და მიწოდების ჯაჭვის ოპტიმიზაციის მიმართულებით.

პროგრამის ფარგლებში ფოკუსირებული კვლევების სფეროები იქნება: ციფრული ტრანსფორმაციის ასპექტები წარმოებასა და ლოგისტიკაში, ხელოვნური ინტელექტი (AI) მენეჯმენტში, ადამიანისა და ხელოვნური ინტელექტის ურთიერთქმედება მიწოდების ჯაჭვში.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები