30 ნოემბერი, ოთხშაბათი, 2022

KIU-ს სტუდენტი – ახალგაზრდა, რომელმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წელს საუკეთესო შედეგი აჩვენა

spot_img

საბა თავართქილაძე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამის პირველი კურსის სტუდენტია. 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით (ქვეყნის მასშტაბით), საბამ საუკეთესო შედეგი აჩვენა და პირველ ადგილზეა. მან ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა. 100%-იანი სახელმწიფო გრანტით კი KIU-ში ჩაირიცხა.

საბა თავართქილაძე: 

უცხოეთში სწავლა ჩემთვის მიმზიდველი იყო, მაგრამ რეალურად სხვა ქვეყანაში წასვლა არ მსურდა. როდესაც KIU-ს შესახებ გავიგე ძალიან დავინტერესდი. უმაღლესი ხარისხის ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამები, სტუდენტებთან ერთად კამპუსზე დამოუკიდებელი ცხოვრება, უცხოელი ლექტორები – ამ ყველაფერმა საბოლოოდ გადამაწყვეტინა აქ ჩაბარება.

 

როგორც საბა გვიყვება, პროფესიის არჩევისას გადამწყვეტი როლი უნივერსიტეტმა ითამაშა. KIU-ს ინგლისურენოვანი პროგრამებით იმთავითვე მოიხიბლა. გაზაფხულზე მიეცა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიეღო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ღია კარის დღეებში, რომლის ფარგლებშიც ადგილზე გაეცნო მსოფლიო დონის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას. ნანახით აღფრთოვანებულმა KIU-ს კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამა აირჩია და, ცხადია, მიზანსაც წარმატებით მიაღწია.

ნიჭიერ ახალგაზრდას ბავშვობიდან სხვადასხვა ინტერესები და მისწრაფებები ჰქონდა. სკოლის ადრეულ პერიოდში ბიოსამედიცინო და ელექტრო ინჟინერიით, ხოლო მოგვიანებით პროგრამირებით იყო გატაცებული.

იმართლე გითხრათ, ერთი კონკრეტული ჰობი არ გამაჩნია, საყვარელი საქმიანობა თავისუფალი დროის განსხვავებულად, საინტერესოდ, რაიმე ახლის კეთებაში გატარებაა.ბიტურიენტობისას გარკვეული პერიოდი მიმტანად ვმუშაობდი, რაც საკმაოდ სასიამოვნო გამოცდილება იყო. ბავშვობაში ყველაზე მეტად ბიოსამედიცინო და ელექტრო ინჟინერია მაინტერესებდა. ელექტრო ინჟინერიაზე სიარულის დროს  პროგრამირებაც ვისწავლე. ეს სფერო მას შემდეგ მიზიდავს“, – აღნიშნავს სტუდენტი.

სკოლის პერიოდში იყო მრავალი წარმატება. საბა აქტიურად მონაწილეობდა ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადებში (მათემატიკის, ფიზიკისა და ინგლისური ენის მიმართულებით). 2021 წელს ფიზიკის ოლიმპიადაზე მე-3 ტურში გადავიდა და მე-6 ადგილი დაიკავა. ამის გათვალისწინებით, ახალგაზრდა ბაქსვუდის ბანაკში უნდა გამგზავრებულიყო, თუმცა პანდემიის გამო აღნიშნული ბანაკი არ განხორციელდა. 2022 წელსაც ჩაერთო ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადებში, მათემატიკისა და ფიზიკის მიმართულებით (აქაც მე-3 ტურში გადავიდა). როგორც თავში აღვნიშნეთ, საბა სკოლაში მაღალი აკადემიური მოსწრებით გამოირჩეოდა, საგნებში მიღებული მაქსიმალური შეფასებების გამო, სკოლამ წარჩინებულ მოსწავლეებთან ერთად ერთ-ერთ საზაფხულო ბანაკში გაუშვა.

საბა თავართქილაძე KIU-შიც აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა პროექტებსა და აქტივობებში. მიაჩნია, რომ დღეს ერთ-ერთ საინტერესო გამოცდილებას იღებს ქვეყნის წამყვან უნივერსიტეტში. როგორც ოქროს მედალოსანს და ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიღებული საუკეთესო შედეგების მქონე სტუდენტს, უნივერსიტეტმა გრანტების ფონდიდან რექტორის სტიპენდია გამოუყო.

წარმატებული ახალგაზრდის  უმთავრესი მიზანი ხარისხიანი განათლების მიღებაა. პროფესიულ მიზნებს მას შემდეგ დაისახავს, რაც გარკვეულ ცოდნას დააგროვებს და უფრო კონკრეტულ კარიერულ მიმართულებებზე ჩამოყალიბდება. მანამდე კი KIU-ს სტუდენტს წინ საინტერესო და დატვირთული სასწავლო წლები ელოდება.

 

ბლოგი

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

პროფესიული

მსგავსი სიახლეები