16 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 2024

KIU-ს ნეაპოლის სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაცია ესტუმრა

spot_img

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს (KIU) იტალიის ქალაქ ნეაპოლის სახელმწიფო უნივერსიტეტის (UniNa) დელეგაცია, რექტორის, პროფესორ მატეო ლორიტოს ხელმძღვანელობით ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და ფედერიკო მეორეს სახელობის ნეაპოლის სახელმწიფო უნივერსიტეტს (UniNa) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს KIU-ს რექტორმა, პროფესორმა გიორგი ხუბუამ და UniNa-ს უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მატეო ლორიტომ.

მემორანდუმის ძირითად მიზანს წარმოადგენს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის გაცვლითი პროგრამების განხორციელება, ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება, საერთაშორისო კონფერენციებისა და სიმპოზიუმების ორგანიზება და კვლევითი საქმიანობის მხარდაჭერა.

ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართა შეხვედრა, სადაც UniNa-ს  რექტორმა ნეაპოლის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა. შეხვედრას ესწრებოდნენ სტუდენტები, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე და სხვა მოწვეული სტუმრები.

სტუმრებმა ასევე დაათვალიერეს საუნივერსიტეტო ქალაქი, გაეცნენ ტექნოლოგიებზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო ეკოსისტემას, კომფორტულ და სრულად აღჭურვილ საცხოვრებელ სივრცეს, თანამედროვე და უახლეს ლაბორატორიებს, კაფეტერიას, ბიბლიოთეკას, საერთო სამუშაო სივრცეებს, ინტერაქტიული სწავლის მართვის სისტემას და ინფრასტრუქტურას, რაც მნიშვნელოვანია მაღალი ხარისხის სწავლა-სწავლებისა და კვლევის ჩატარებისთვის.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2020 წელს გაიხსნა და ჩვენი ქვეყნის ყველაზე მასშტაბურ საგანმანათლებლო მეგა-პროექტს წარმოადგენს. KIU დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში დაარსებული ერთადერთი საერთაშორისო სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომლის იდეა ბატონ ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახს ეკუთვნის. უნივერსიტეტის განვითარების მიზნით, საერთაშორისო-საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ ერთი მილიარდი ევროს ღირებულების ინვესტიციას ახორციელებს.

ფედერიკო II სახელობის, ნეაპოლის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაარსდა 1224 წლის 5 ივნისს და მსოფლიოში ერთ-ერთ უძველეს სახელმწიფო უნივერსიტეტს წარმოადგენს. 90 000-ზე მეტი სტუდენტითა და უამრავი საუნივერსიტეტო ისტორიული კორპუსით.

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები