27 ივლისი, შაბათი, 2024

KIU-ს მიურალები სტრიტ არტის მსოფლიო რუკაზეა

spot_img

სულ რაღაც ორი წელია, რაც საქართველოში ფუნქციონირება დაიწყო ამიერკავკასიაში ერთ-ერთმა უდიდესმა საუნივერსიტეტო ქალაქმა – KIU-მ. გახსნიდან მეორე წელს იგი უკვე ითვლება ლიდერ და წამყვან უნივერსიტეტად რეგიონში და სხვადასხვა რეიტინგის სათავეშია. საინტერესოა KIU-ს არა მხოლოდ პროგრამები, პროექტები და სტუდენტთა აკადემიური მიღწევები, არამედ მისი ჩართულობა ამა თუ იმ საგანმანათლებლო და კულტურულ აქტივობაში. ორი წლის განმავლობაში KIU-მ სხვადასხვა საერთაშორისო პროექტსა და ღონისძიებას უმასპინძლა. სულ მოკლე პერიოდში ჩამოყალიბდა განათლებისა და კულტურის ჰაბად, რომელიც თავადაც უყრის საფუძველს მნიშვნელოვან პროექტებს და ასევე მასპინძლობს როგორც სამეცნიერო, ისე სახელოვნებო ფესტივალებსა და ღონისძიებებს.

გასულ წელს KIU მიურალების მსოფლიო რუკაზეც დაფიქსირდა. ამის მიზეზი 2020 წელს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გამართული მიურალების საერთაშორისო ფესტივალი KIU MURAL FEST გახლავთ.  პროექტზე ცნობილი ქართველი მხატვარი და მოქანდაკე ბესიკ მაზიაშვილი მუშაობდა. ფესტივალის ფარგლებში, მსოფლიოში ცნობილი მხატვრები საუნივერსიტეტო ქალაქს რამდენიმე თვით ესტუმრნენ და KIU-ს ფერადი შენობები და მასზე შექმნილი სივრცითი ნამუშევრები ღია ცის ქვეშ გადაშლილ გალერეად აქციეს.

მხატვრებს შორის, რომლებიც ქუთაისში მუშაობდნენ, არიან არტისტები გერმანიიდან, სერბეთიდან, საბერძნეთიდან, რომლებსაც წლების განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქი და არაერთი ცნობილი კედელი აქვთ მოხატული. პროექტში ასევე ჩართულნი იყვნენ ქართველი ახალგაზრდა ხელოვანები, რომელთა ნამუშევრებიც ასევე განთავსდა კამპუსის შენობების კედლებზე.

დღეს, KIU-ს კამპუსში ვიზიტისას, სტუმრებს საშუალება აქვთ, იხილონ ისეთი უნიკალური და გამორჩეული კედლის მხატვრობა, როგორიცაა:

„გოგონა კატით“ – მიურალი შექმნა ცნობილმა სერბმა არტისტმა Artez. მასთან ერთად მუშაობდა გერმანელი ხელოვანი KUBA;

„მოაზროვნე და ბუმბული“ –  ცნობილი ბერძენი მხატვრის Ino-ს ნამუშევარი გახლავთ;

„ნდობა“ – სტრიტ არტის საკმაოდ ინოვაციური და განსხვავებული ნიმუში შექმნა გერმანელი მხატვრების გუნდმა Innerfields;

„ზრუნვა“ –  ქართველი  ახალგაზრდების – ირაკლი ქადეიშვილისა და ზვიად ესართიას მიერ შესრულებული ყველაზე  ფერადი ნამუშევარია KIU-ს სივრცეში;

მონუმენტური მხატვრობა, სადაც ახალგაზრდა მამაკაცია გამოსახული,  გერმანელმა მხატვარმა Case Maclaim შეასრულა; ცნობილი ხელოვანის ნამუშევარი დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქშია წარმოდგენილი და მის დასათვალიერებლად ტურისტებისთვის სპეციალური ტურებიც კი იქმნება.

„ცოდნის ძალა“ – მიურალზე იმუშავა ქუჩის მხატვრობის ერთ-ერთმა ცნობილმა ვარსკვლავმა, გერმანელმა არტისტმა – Matthias Mross. ნამუშევარი დღეს სტუდენტების ფავორიტ ნამუშევრადაც კი ითვლება.

მსოფლიოში ცნობილი ხელოვანების მიერ KIU-ს სივრცეში შექმნილი ნამუშევრები ასახულია მიურალების მსოფლიო რუკაზე. ქუჩის მხატვრობის სანახავად საგანმანათლებლო ქალაქს არაერთი დამთვალიერებელი სტუმრობს. გასულ წელს აღნიშნული „ფერადი გალერეის“ შესახებ არაერთი მასალა დაიბეჭდა საერთაშორისო გამოცემებში, რამაც კიდევ უფრო გაზარდა მიურალებით დაინტერესებული ვიზიტორების ინტერესი.

საქართველოში მოგზაურებს  ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქში სტუმრობისას შესაძლებლობა აქვთ, იხილონ როგორც ტექნოლოგიურად აღჭურვილი ულტრათანამედროვე კამპუსი, ისე მსოფლიოს წამყვანი ხელოვანების მიერ შესრულებული ნახატები.

KIU-ს სტუდენტურ საცხოვრებლებზე განთავსებული ფერადი და გამორჩეული მიურალების ნახვა შესაძლებელია სტრიტ არტის საერთაშორისო პორტალზე street art cities: https://streetartcities.com/

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები