20 მაისი, ორშაბათი, 2024

KIU-ს კიბერუსაფრთხოების სასწავლო კურსებზე ახალი ნაკადის მიღება გამოცხადდა

spot_img

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) კიბერუსაფრთხოების საფუძვლების, ეთიკური ჰაკერისა და ეთიკური ჰაკერის პრაქტიკულ სასწავლო კურსებზე მსმენელების მესამე ნაკადის მიღებას აცხადებს.

კურსები KIU-ში 2023 წლიდან ხორციელდება და ისინი განკუთვნილია როგორც დამწყებთათვის (კიბერუსაფრთხოების საფუძვლები), ისე საშუალო რგოლისა (ეთიკური ჰაკერი) და გამოცდილი (ეთიკური ჰაკერის პრაქტიკული კურსი) სპეციალისტებისთვის.

კურსების მიზანია კიბერუსაფრთხოების დარგში კვალიფიციური და კონკურენტუნარიანი სამუშაო ძალის, ასევე დასაქმების ბაზარის მოთხოვნების შესაბამისი ცოდნითა და უნარებით აღჭურვილი სპეციალისტების მომზადება. USAID-ისა და KIU-ს ერთობლივმა პროექტმა მიაღწია თვალსაჩინო შედეგებს. დღეს KIU-ს კიბერუსაფრთხოების ტრენინგის მონაწილეები არა მხოლოდ აგრძელებენ სწავლას, არამედ წარმატებით მუშაობენ და იყენებენ მიღებულ განათლებას საკუთარ საქმიანობაში.  პროგრამა უკვე გაიარა 350-მდე მონაწილემ, მათგან თითქმის 50% ქალია.

გასულ წელს KIU გახდა აშშ-ში დაფუძნებული EC-Council-ის, მსოფლიოში უდიდესი კიბერუსაფრთხოების ტექნიკური სერტიფიცირების ორგანოს აკადემიური პარტნიორი.

კიბერუსაფრთხოების კურსებზე სწავლება ხორციელდება ქართულ და ინგლისურ ენებზე (აუცილებელია ინგლისური ენის B1 დონეზე ცოდნა) ჰიბრიდულ რეჟიმში, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კამპუსში და ონლაინ. წარმატებული კურსდამთავრებულები მიიღებენ EC-Council-ის საერთაშორისო გამოცდის ვაუჩერს.

EC Council არის მსოფლიოში უდიდესი კიბერუსაფრთხოების ტექნიკური სერტიფიცირების ორგანიზაცია. იგი საქმიანობს გლობალურად, 145 ქვეყანაში და EC Council-ის საერთაშორისო სერტიფიკატი გახლავთ კიბერუსაფრთხოების დარგში მაღალი კვალიფიკაციის დასტური.

კურსები არის უფასო და დაფინანსებულია KIU-ს და USAID-ის ხუთწლიანი პროგრამის – „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ ფარგლებში.

საგაზაფხულო ტრენინგები ეტაპობრივად დაიწყება. პირველ ეტაპზე ცხადდება მონაწილეთა მიღება კიბერუსფართხოების საფუძვლებზე. სწავლა 18 აპრილიდან, ონლაინ რეჟიმში დაიწყება, დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ: https://www.kiu.edu.ge/geo/program/detailed/433/%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%92%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები