4 დეკემბერი, ოთხშაბათი, 2024

KIU-სა და ბავარიის ხელოვნური ინტელექტის (AI) სააგენტოს შორის თანამშრომლობა დაიწყო

spot_img

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და ბავარიის ხელოვნური ინტელექტის (AI) სააგენტოს – (Baiosphere, the bavarian AI network) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს KIU-ს რექტორმა, პროფესორმა გიორგი ხუბუამ და „ბიოსფეროს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, დოქტორ მიხეილ კლიმკემ.

შეხვედრაზე გიორგი ხუბუამ აღნიშნა, რომ ბავარიულ მხარესთან პარტნიორობის გაძლიერება, KIU-ს სტუდენტებისთვისა და მკვლევრებისთვის ინოვაციური იდეების განხორციელების კუთხით არაერთ საინტერესო შესაძლებლობას იძლევა. რექტორის თქმით, ეს კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოს ტექნოლოგიურ ჰაბად ჩამოყალიბების საქმეში.

თავის მხრივ, მიხეილ კლიმკეს განცხადებით, თანამშრომლობა ქართულ მხარესთან არა მხოლოდ აღრმავებს კავშირებს ორ ქვეყანას შორის, არამედ ხელს უწყობს ხელოვნური ინტელექტის (AI) როლის გაძლიერებას ეკონომიკის განვითარების პროცესში.

მემორანდუმი მიზნად ისახავს KIU-სა და ბავარიის ხელოვნური ინტელექტის სააგენტოს მიერ ხელოვნური ინტელექტის (AI) მიმართულებით ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებას, საერთაშორისო კონფერენციებისა და სიმპოზიუმების მოწყობას, კვლევითი საქმიანობის მხარდაჭერასა და ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისთვის კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით გაცვლითი პროგრამების შემუშავებას.

მემორანდუმი ექვსწლიან თანამშრომლობას ითვალისწინებს და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში, საქართველოსა და გერმანიას შორის საუკეთესო გამოცდილების გაზიარების მიმართულებით.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები