9 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 2024

KIU-მ დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვის ინგლისური ენის პროგრამის განხორციელება დაიწყო

spot_img

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU) ბრიტანეთის საბჭოსთან თანამშრომლობით დაიწყო ახალი პროექტი „ინგლისური ენის კურსები დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვის“. პროექტის მიზანია ინგლისური ენის მოსამზადებელი კურსების შეთავაზება იმ  მოსწავლეებისთვის, რომლებიც უმაღლესი განათლების მიღების მიზნით 2022 და 2023 წლებში KIU-ში ჩაბარებას გეგმავენ. ინგლისური ენის სასწავლო კურსში მონაწილეობენ ის ახალგაზრდები, რომლებიც სპეციალური სტატუსით სარგებლობენ, აკმაყოფილებენ რიგ მოთხოვნებს და წარმატებით გაიარეს კურსის შესარჩევი ეტაპი.

კურსის მონაწილეებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერი მაგდა მაღრაძე ონლაინ ფორმატში შეხვდა. კანცლერმა ახალგაზრდებს უნივერსიტეტის შესახებ ესაუბრა და მიაწოდა ინფორმაცია იმ პროგრამებისა და შესაძლებლობების შესახებ, რასაც KIU სთავაზობს სტუდენტებს. კანცლერმა ასევე აღნიშნა, რომ უნივერსიტეტი 2022-2023 სასწავლო წლისთვის სტუდენტების მიღებას აცხადებს მათემატიკის, მენეჯმენტის, კომპიუტერული მეცნიერების ინგლისურენოვან ბაკალავრიატის პროგრამებზე.

ინგლისური ენის მოსამზადებელი კურსი ერთი სემესტრის განმავლობაში განხორციელდება, მასში 30-მდე ახალგაზრდაა ჩართული და მათი მონაწილეობა კურსში სრულად დაფინანსებულია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ. ინგლისური ენის მაღალი ხარისხის ონლაინ გაკვეთილების ჩატარებას ბრიტანეთის საბჭო უზრუნველყოფს. კურსის ფარგლებში ახალგაზრდები შეძლებენ ინგლისური ენის ცოდნის გაღრმავებას. მონაწილეები გაიუმჯობესებენ საუბრისა და წერის უნარებს, გაიმდიდრებენ ლექსიკური და გრამატიკული სტრუქტურების ცოდნას. წარმატებული კურსდამთავრებულები მიიღებენ ბრიტანეთის საბჭოს სერტიფიკატს.

პროექტის მიზანს წარმოადგენს უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და ახალგაზრდების ხელშეწყობა.

 

 

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები