16 თებერვალი, კვირა, 2025

KIU დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვის ახალ შესაძლებლობას ქმნის

spot_imgspot_img

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და  ბრიტანეთის საბჭო ერთობლივ ახალ პროექტს იწყებს. პროექტის მიზანია ინგლისური ენის მოსამზადებელი კურსების შეთავაზება იმ  მოსწავლეებისთვის, რომლებიც უმაღლესი განათლების მიღებას 2022 და 2023 წლებში KIU-ში გეგმავენ. ინგლისური ენის სასწავლო კურსი თებერვლიდან დაიწყება და იგი სრულად იქნება დაფინანსებული ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ. ინგლისური ენის მაღალი ხარისხის ონლაინ გაკვეთილების ჩატარებას კი, ბრიტანეთის საბჭო უზრუნველყოფს. კურსის ფარგლებში მონაწილეები შეძლებენ ინგლისური ენის ცოდნის დონის გაღრმავებას. პროექტის მიზანს წარმოადგენს უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.

კურსის შესახებ:

ინგლისური ენის მოსამზადებელი კურსი მოიცავს 60 საათს. მეცადინეობები ჩატარდება კვირაში 4 საათი, ონლაინ რეჟიმში. სასწავლო მასალა უზრუნველყოფილი იქნება კურსის ფარგლებში. კურსის განმავლობაში მონაწილეები გაიუმჯობესებენ საუბრისა და წერის უნარებს, გაიმდიდრებენ ლექსიკური და გრამატიკული სტრუქტურების ცოდნას. წარმატებული კურსდამთავრებულები მიიღებენ ბრიტანეთის საბჭოს სერტიფიკატს.

სააპლიკაციო ფორმა და რეგისტრაციის პირობები:

დაინტერესების შემთხვევაში, მსურველებს შეუძლიათ შეავსონ სააპლიკაციო ფორმა  (გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ განცხადების შესავსებად საჭიროა გამოიყენოთ Gmail ელექტრონული ფოსტა) ან დაუკავშირდნენ ბრიტანეთის საბჭოს ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე office@ge.britishcouncil.org 2022 წლის 31 იანვრამდე (ადგილები შეზღუდულია), მოსწავლეთა შერჩევა მოხდება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ.

პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:

კურსში მონაწილეობისა და KIU სტიპენდიის მისაღებად აპლიკანტი ამჟამად უნდა სწავლობდეს მე-11 ან მე-12 კლასში, იყოს საქართველოს მოქალაქე და მიეკუთვნებოდეს შემდეგი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს:

  1. სწავლობს კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში;
  2. ჰყავს გარდაცვლილი მშობელი/მშობლები;
  3. ჰყავს კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული ან დაღუპული მშობელი;
  4. არის მძიმე / მნიშვნელოვნად / ზომიერად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი;
  5. არის მრავალშვილიანი ოჯახის წევრი (ოთხი ან მეტი შვილით);
  6. არის ობოლი და ცხოვრობს სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებაში;
  7. დარეგისტრირებულია, როგორც სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახის სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლები 70,000-ზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ ბრიტანეთის საბჭოს office@ge.britishcouncil.org

 

 

spot_img

მკითხველთა კლუბი

სა­ბავ­შ­ვო ლი­ტე­რა­ტუ­რა და­ნა­კარ­გი­სა და ტკი­ვი­ლის წი­ნა­აღ­მ­დეგ

დაკ­ვირ­ვე­ბი­ხართ? - ზოგ­ჯერ დღე ისე გა­დის, საყ­ვა­რე­ლი წიგ­ნის გაგ­რ­ძე­ლე­ბას ვერ ვა­ხერ­ხებთ, მაგ­რამ მა­ინც სულ თან ვა­ტა­რებთ და გვაქვს გან­ც­და, რომ რო­ცა ის გვერ­დით გვე­გუ­ლე­ბა,...

ბლოგი

ლი­ტე­რა­ტუ­რა მა­კუ­ლა­ტუ­რის წნეხ­ში

ანა­ტოლ ფრან­სის „ან­გე­ლოზ­თა აჯან­ყე­ბა“ და ბო­ჰუ­მილ ჰრა­ბა­ლის „მე­ტის­მე­ტად აუტა­ნე­ლი მარ­ტო­ო­ბა“ რა­ო­დენ დი­დიც არ უნ­და იყოს წიგ­ნი, ის ოდეს­მე (და­წე­რის დროს ან მრა­ვა­ლი წლის შემ­დეგ) აუცი­ლებ­ლად...

კულტურა

საბ­ჭო­თა ეპო­ქა რჩე­ულ ქარ­თულ მოთხ­რო­ბებ­ში

წიგ­ნი, რო­მელ­ზეც ახ­ლა მინ­და გი­ამ­ბოთ, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ის იმ ერთ ყვე­ლა­ზე სა­ბე­დის­წე­რო ეპო­ქას ეძღ­ვ­ნე­ბა, რო­მელ­საც საბ­ჭო­თა კავ­ში­რი ერ­ქ­ვა. ან­თო­ლო­გია „ბი­ჭი­კოს ავად­მ­ყო­ფო­ბის ის­ტო­რია“, რომ­ლის ქვე­სა­თა­უ­რია „მოთხ­რო­ბე­ბი საბ­ჭო­თა...

უმაღლესი განათლება

გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის მიერ 2024 წელს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი

2024 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის სტრუქ­ტუ­რუ­ლი ერ­თე­უ­ლე­ბის მი­ერ და­ი­გეგ­მა და გან­ხორ­ცი­ელ­და შემ­დე­გი ძი­რი­თა­დი აქ­ტი­ვო­ბე­ბი: ცენ­ტ­რის ინ­ს­ტი­ტუ­ცი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ☑️ 2021-2023 წლის პე­რი­ოდ­ზე შე­მუ­შავ­და...

პროფესიული განათლება

მო­ლო­დი­ნი გვაქვს, აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბა­ში მა­ღა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მქო­ნე მას­წავ­ლე­ბელ­თა მო­ზიდ­ვას...

გა­მოქ­ვეყ­ნ­და პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ჩარ­ჩო, რო­მელიც ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვაა სის­ტე­მის­თ­ვის და ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ეტა­პი­ცაა. დე­ტა­ლუ­რად დო­კუ­მენ­ტის ში­ნა­არ­ს­სა და სის­ტე­მის მას­წავ­ლე­ბელ­თა კა­რი­ე­რუ­ლი...
მსგავსი სიახლეები