ვარ მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლის პედაგოგი, მაქვს სრული დატვირთვა, მაგრამ თანამდებობრივ სარგოზე დანამატი არ მეძლევა. მაქვს ბაკალავრის დიპლომით მინიჭებული მასწავლებლობის უფლება. მაგისტრის დიპლომი ხომ არ არის საჭირო ან უფრო მაღალი კვალიფიკაცია, რომ ეს დანამატი მომეცეს?
მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლის მასწავლებლის დანამატი არ არის დამოკიდებული მასწავლებლის განათლებაზე ან/და კვალიფიკაციაზე, ან/და სამუშაო სტაჟზე. მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლის მასწავლებლის თანამდებობრივ სარგოზე დანამატი, სრული დატვირთვის შემთხვევაში, განისაზღვრება 142 ლარის ოდენობით.
შესაძლოა დისციპლინურ გადაცდომას, პირველივე ჯერზე, სამსახურიდან გათავისუფლება მოჰყვეს?
დიახ. გააჩნია ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის სიმძიმეს. კანონის თანახმად, დისციპლინური სახდელის დაკისრებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის შინაარსი, სიმძიმის ხარისხის შედეგი, რაც პირდაპირ მიზეზობრივ კავშირშია ჩადენილ დისციპლინურ გადაცდომასთან, ხოლო საქართველოს ორგანული კანონის — შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დასაქმებულის მიერ, მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია.
უკვე 5 წელია, სკოლაში ვმუშაობ პედაგოგად. როგორც ვიცი, ჩემი ხელშეკრულება ითვლება უვადოდ, მაგრამ დირექტორი ყოველ ახალ სასწავლო წელს მაინც ერთწლიან ხელშეკრულებას მიფორმებს. რამდენად სწორია მისი საქციელი?
საქართველოს ორგანული კანონის — შრომის კოდექსის თანახმად, თუ შრომითი ხელშეკრულება დადებულია 30 თვეზე მეტი ვადით ან თუ შრომითი ურთიერთობა გრძელდება ვადიანი შრომითი ხელშეკრულებების ორჯერ ან მეტჯერ მიმდევრობით დადების შედეგად და მისი ხანგრძლივობა აღემატება 30 თვეს, ჩაითვლება, რომ დადებულია უვადო შრომითი ხელშეკრულება. ვადიანი შრომითი ხელშეკრულებები მიმდევრობით დადებულად ჩაითვლება, თუ არსებული შრომითი ხელშეკრულება გაგრძელდა მისი ვადის გასვლისთანავე ან მომდევნო ვადიანი შრომითი ხელშეკრულება დაიდო პირველი ხელშეკრულების ვადის გასვლიდან 60 დღის განმავლობაში. თუ ზემოხსენებული ვადები დაცულია თქვენს შრომით ხელშეკრულებაში, მაშინ თქვენი ხელშეკურება ითვლება უვადოდ. ამ შემთხვევაში, აღარ აქვს მნიშვნელობა რამდენხნიან ხელშეკრულებას გააფორმებს თქვენთან დირექტორი, მაინც უვადოდ ითვლება.
რა შემთხვევაში იქმნება კლას-კომპლექტი?
ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, მცირეკონტინგენტიან სკოლებში, დასაშვებია კლას-კომპლექტების შექმნა. თუ კლასში ერთი ან ორი მოსწავლეა, რეკომენდებულია სხვა კლასთან კლასკომპლექტის შექმნა. კლას-კომპლექტში მოსწავლეთა საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 10-ს. კლას-კომპლექტები რეკომენდებულია შეიქმნას საფეხურის ფარგლებში და ერთ კლას-კომპლექტში არ გაერთიანდეს ორ კლასზე მეტი.
შესაძლოა ბუღალტერი გახდეს სამეურვეო საბჭოს წევრი?
არა. კანონის თანახმად, ბუღალტერი დირექციის წევრია, ხოლო სამეურვეო საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს სკოლის დირექციის წევრი.
შედგენილია სპმთპ-ის იურისტის ეთერ კუტიბაშვილის მიერ
***
Ես բարձրալեռ բնակավայրում հանրային դպրոցի մանկավարժ եմ, ունեմ ժամային լրիվ ծանրաբեռնվածություն, բայց ուսուցչի իմ աշխատավարձին չի ավելացվում հավելավճար: Ունեմ բակալավրի դիպլոմով շնորհված ուսուցչության իրավունք: Մտածում եմ, գուցե մագիստրոսի դիպլոմ է անհրաժեշտ կամ ավելի բարձր որակավորում, որ ինձ տրվի այդ հավելավճարը: Բարձրալեռ բնակավայրում գտնվող հանրային դպրոցի ուսուցչի հավելավճարը կախված չէ ուսուցչի կրթությունից կամ/և որակավորումից, կամ/և աշխատանքային ստաժից: Բարձրալեռ բնակավայրում գտնվող դպրոցի ուսուցչի աշխատավարձի հետ մեկտեղ, լրիվ ծանրաբեռնվածության դեպքում, հավելավճար է սահմանվում 142 լարիի չափով:
Հնարավո՞ր է արդյոք, որ կարգապահական խախտմանը, հենց առաջին անգամին հետևի աշխատակցի ազատում աշխատանքից:
Այո՛: Նայած կարգապահական խախտման ծանրությանը: Ըստ օրենքի, կարգապահական պատժի սահմանման ժամանակ պետք է նախատեսվի թույլ տրված կարգապահական խախտման բովանդակությունը, ծանրության աստիճանի հետևանքը, ինչն ուղիղ պատճառահետևանքային կապի մեջ է թույլ տրված կարգապահական խախտման հետ: Վրաստանի օրգանական օրենքի` Աշխատանքային օրենսգրքի 37-րդ հոդվածի «է» ենթակետի համաձայն, աշխատակցի կողմից, անհատական աշխատանքային պայմանագրով կամ կոլեկտիվ պայմանագրով կամ / և աշխատանքային ներքին կանոնակարգով իր վրա դրված պարտավորության կոպիտ խախտումը պայմանագրի լուծարման հիմք է:
Արդեն 5 տարի է աշխատում եմ որպես ուսուցիչ: Ինչպես գիտեմ, իմ պայմանագիրը համարվում է անժամկետ, բայց տնօրենը յուրաքանչյուր նոր ուսումնական տարի միևնույն է ինձ հետ ձևակերպում է մեկամյա պայմանագիր: Որքանո՞վ է ճիշտ նրա նման վարքագիծը:
Վրաստանի օրգանական օրենքի` Աշխատանքային օրենսգրքի համաձայն, եթե աշխատանքային պայմանագիրը կնքվել է 30 ամսուց ավել ժամկետով կամ, եթե աշխատանքային հարաբերությունը շարունակվում է ժամկետային աշխատանքային պայմանագրերի երկու կամ ավել անգամ հաջորդաբար կնքելու արդյունքում, և դրա տևողությունը գերազանցում է 30 ամիսը, կհամարվի, որ կնքվել է անժամկետ աշխատանքային պայմանագիր: Ժամկետային աշխատանքային պայմանագրերը հաջորդաբար կնքված կհամարվեն, եթե առկա աշխատանքային պայմանագիրը շարունակվել է նրա ժամկետն անցնելուն պես կամ հաջորդ ժամկետային աշխատանքային պայմանագիրը կնքվել է առաջին պայմանագրի ժամկետն անցնելուց հետո 60 օրվա ընթացքում: Եթե Ձեր աշխատանքային պայմանագրում պահպանված են վերոհիշատակված ժամկետները, ապա Ձեր պայմանագիրը համարվում է անժամկետ: Այս դեպքում այլևս նշանակություն չունի, թե տնօրենը որքան ժամանակով Ձեզ հետ կձևակերպի պայմանագիրը, այն միևնույն է համարվում է անժամկետ:
Ո՞ր դեպքում է ստեղծվում համակազմ դասարան:
Ըստ Ազգային ուսումնական պլանի, փոքր քանակակազմով դպրոցներում թույլատրվում է ստեղծել համակազմ դասարան: Համակազմ դասարանում աշակերտների ընդհանուր թիվը չպետք է գերազանցի 10-ը: Երաշխավորվում է համակազմ դասարանները ստեղծել աստիճանի շրջանակներում և մեկ համակազմ դասարանում չմիավորել երկու դասարանից ավելի:
Հնարավո՞ր է, որ հաշվապահը դառնա հոգաբարձուների խորհրդի անդամ:
Ո՛չ: Ըստ օրենքի, հաշվապահը տնօրինության անդամ է, իսկ հոգաբարձուների խորհրդի անդամ չի կարող լինել տնօրինության անդամը:
Պատրաստվել է Վրաստանի Մանկավարժների և գիտնականների ազատ արհմիությունների իրավաբան Էթեր Կուտիբաշվիլիի կողմից
***
Yüksək dağlıq ərazisində yerləşən ictimai məktəbin müəllimiyəm, tam saat yüküm olsa da, əmək haqqıma əlavə verilmir. Müəllimlik hüququnu bakalavr diplomu ilə əldə etmişəm. Düşünürəm, bəlkə bu əlavənin verilməsi üçün magistr diplomu yaxud da daha yüksək kvalifikasiya lazımdır?
Yüksək dağlıq ərazisində yerləşən ictimai məktəb müəlliminin əlavəsi müəllimin təhsilindən və ya kvalifikasiyasından asılı deyil və ya da ki, iş stajından. Yüksək dağlıq ərazisində yerləşən ictimai məktəb müəlliminin əmək haqqına əlavə, tam saat yükünün olduğu halda, 142 lari dəyərində müəyyənləşdirilir.
Birinci dəfədən intizam xətasına görə işdən azad edilirmi?
Bəli. Törədilən intizam xətasının ağırlığından asılıdır. Qanuna əsasən, intizam cəzasını şamil etdikdə, törədilən intizam xətasının məzmunu, ağırlıq dərəcəsinin nəticəsi nəzərə alınmalıdır ki, bu da intizam xətasının birbaşa səbəbkarıdır. Gürcüstanın Orqan Qanununa – Əmək Məcəlləsinin 37-ci maddəsinin “z” yarımmadəsinə əsasən, işçi tərəfindən onun üçün fərdi əmək müqaviləsi ilə və ya kollektiv müqaviləsi ilə və ya daxili əmək intizamnaməsi ilə üzərinə götürdüyü öhdəliyin kobud pozuntusu müqaviləyə xitam verilməsinin əsasını təşkil edir.
Artıq 5 ildir ki, məktəbdə müəllim işləyirəm. Mənə məlum olduğu kimi, müqaviləm müddətsiz hesab edilir, amma direktor hər yeni dərs ilində mənimlə bir illik müqavilə bağlayır. Onun bu hərəkəti doğrudurmu?
Gürcüstanın Orqan Qanununa – Əmək Məcəlləsinə əsasən, əmək müqaviləsinin 30 aydan çox müddətə bağlanıldığı yaxud da iki və ya üç dəfə ardıcıllıqla bağlanıldığı və müddəti 30 aydan çox olduğu halda, müddətsiz əmək müqaviləsinin bağlanıldığı hesab edilir. Mövcud əmək müqaviləsi onun müddətinin keçdiyindən və ya növbəti müddətli əmək müqaviləsinin birinci müqavilənin müddətinin keçdiyindən 60 gün ərzində bağlanıldığı halda, müddətli əmək müqaviləsi ardıcıllıqla bağlanılmış hesab edilir. Sözügedən müddətlərə sizin əmək müqavilənizdə əməl edildiyi halda, müqaviləniz müddətsiz bağlanılmış hesab edilir. Bu halda, direktorun sizinlə hansı müddətə müqavilə bağladığının əhəmiyyəti yoxdur, çünki müddətsiz hesab edilir.
Sinif-komplekt hansı halda yaradılır?
Milli Tədris Planına əsasən, kiçik kontingentli məktəblərdə sinif-komplektlərin yaradılmasına icazə verilir və başqa siniflə sinif-komplektlərin yaradılmasında tövsiyə edilir ki, sinif-komplektdə şagirdlərin ümumi sayı 10-dan çox olmasın. Tövsiyə edilir ki, sinif-komplektlər pillənin çərçivəsində yaradılsın və bir sinif-komplektdə ikidən çox sinif birləşdirilməsin.
Mühasibin Qəyyumlar Şurasının üzvü olması mümkündürmü?
Xeyr. Qanuna əsasən, mühasib müdiriyyət üzvüdür, məktəb müdiriyyətinin üzvü Qəyyumlar Şurasına üzv ola bilməz.
Gürcüstan Müəllimləri və Alimlərinin Azad Həmkarlar İttifaqının hüquqşünası Eter Kutibaşvili tərəfindən hazırlanmışdır