23 ნოემბერი, შაბათი, 2024

ინვესტირება ადამიანურ კაპიტალში

spot_img

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროექტი – „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ საერთაშორისო კონფერენციით – „ინვესტირება ადამიანურ კაპიტალში“ გაიხსნა.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს აღმასრულებელი დირექტორის მაგდა მაღრაძის თქმით, კვირეული მიზნად ისახავს  51 ახალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის საზოგადოებისათვის გაცნობას, რაც საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ღია კარის დღეების ჩატარებით იქნება შესაძლებელი.

ჩვენი მიზანია, ვისაუბროთ, თუ რატომ არის პრიორიტეტული და მნიშვნელოვანი პროფესიული განათლება,“ – აღნიშნა მაგდა მაღრაძემ.

კონფერენციის ერთ-ერთმა მთავარმა მომხსენებელმა, კორპორაცია ,,ინტელის“ (Intel) გლობალური განათლების სექტორის გენერალურმა დირექტორმა, ბრაიან გონსალესმა აღნიშნა, რომ: „პროფესიული განათლება ძალიან მნიშვნელოვანია და ამიტომ ვეძებთ გზებს ტექნოლოგიების დახმარებით როგორ გავაძლიეროთ მასწავლებლები და ჩავრთოთ ახალგაზრდები ამ მიმართულებით. თავისთავად, საგულისხმოა ჩვენი ვალდებულებები და ინვესტირება პროფესიული განათლების განვითარებისთვის. მინდა გითხრათ, რომ თქვენს ქვეყანაში   ანალოგიური გამოწვევებია, რაც მსოფლიოში – სტუდენტებისთვის საჭიროა ყველა სფეროში გააგრძელონ თავიანთი უნარების განვითარება. ჩვენ სწორედ იმას ვცდილობთ, რომ გავამყაროთ ეს მიმართულება და მაქსიმალურად სასარგებლო გავხადოთ სტუდენტებისთვის“.

კვირეული 9 ნოემბრამდე გაგრძელდება. კვირის განმავლობაში, პროექტის ფარგლებში დაფინანსებული ათი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება „ღია კარის“ დღეებს უმასპინძლებს, ხოლო პარასკევს – „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო 2018-ის“ გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიალით დასრულდება.

„პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ წარმოადგენს „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს“ 16 მილიონი აშშ დოლარის პროექტს, რომელიც დაფინანსებულია ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მთავრობებს შორის გაფორმებული, მეორე – 140 მილიონი, აშშ დოლარის კომპაქტის ფარგლებში.

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები