26 აპრილი, პარასკევი, 2024

ემო­ცი­უ­რი თხრო­ბით გა­და­ფა­რუ­ლი მე­თო­დი­კუ­რი ელე­მენ­ტე­ბი – წლები, როგორც გამოცდილება

spot_img

ერთ ისეთ მას­წავ­ლე­ბელ­ზე უნ­და გი­ამ­ბოთ, რომ­ლის­გა­ნაც, შე­საძ­ლოა, ყვე­ლა დრო­ში ის­წავ­ლო. ჩვე­ნი პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა დის­ტან­ცი­უ­რი იყო. მე მი­სი საგ­ნობ­რი­ვი მხარ­დამ­ჭე­რი ვარ, ის კი მსმე­ნე­ლია. ნა­ი­რა ჭი­ტა­ძე საჩხე­რის ერთ-ერ­თი სოფ­ლის ქარ­თუ­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლია და, რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, სო­ლი­დურ ასაკ­შია.

ზო­გა­დად, ნელ-ნე­ლა იხ­ს­ნე­ბა ის ბა­რი­ე­რი, რაც სა­მი­ნის­ტ­როს თა­ნამ­შ­რო­მელ­სა და სკო­ლის პერ­სო­ნალს შო­რის იყო. „ახა­ლი სკო­ლის მო­დელ­მა“, ბევრ სი­კე­თეს­თან ერ­თად, სკო­ლებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში ეს „დი­დი მზღვა­რი“ წა­შა­ლა. ვფიქ­რობ, პე­და­გო­გე­ბი უკ­ვე აღარ გა­ნიც­დი­ან სკო­ლა­ში მი­სუ­ლი „უცხოს“ სტა­ტუსს, რო­გორც მა­კონ­ტ­რო­ლებ­ლი­სას. დის­ტან­ცი­ურ­მა რე­ჟიმ­მა მას­წავ­ლებ­ლებს მკა­ფი­ოდ აჩ­ვე­ნა, რომ „სა­ი­დან­ღაც მო­სა­უბ­რე“ სა­მი­ნის­ტ­როს­გან და­საქ­მე­ბუ­ლი პი­რე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად ცდი­ლო­ბენ ადა­მი­ა­ნუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას.

მკითხ­ველს წი­ნას­წარ ვაფ­რ­თხი­ლებ, რომ ამ წე­რილ­ში მე­თო­დი­კუ­რი ელე­მენ­ტე­ბი გა­და­ფა­რუ­ლი იქ­ნე­ბა ემო­ცი­უ­რი თხრო­ბით.

ნა­ი­რა მას­წავ­ლე­ბე­ლი, პირ­ვე­ლი­ვე დღე­ე­ბი­დან, ფრთხი­ლად სვამ­და კითხ­ვებს, რად­გან მი­სი აზ­რით, და­სა­ფიქ­რე­ბე­ლია, რო­ცა სო­ლი­დუ­რი ასა­კის ხარ და უცებ უხერ­ხუ­ლი არა­ფე­რი თქვა. ბევ­რი ახა­ლი ტერ­მი­ნი შე­მო­დის მას­წავ­ლებ­ლის პრაქ­ტი­კა­ში, სწრა­ფად მა­თი გა­აზ­რე­ბა და შე­სის­ხ­ლ­ხორ­ცე­ბა ძნე­ლია. ონ­ლა­ინ შეხ­ვედ­რის დროს საგ­ნობ­რი­ვი ში­ნა­არ­სის კითხ­ვე­ბიც იყო, მე­რე — მე­თო­დი­კუ­რიც, ვე­ბი­ნა­რე­ბის დას­რუ­ლე­ბის მე­რე — სა­ა­თო­ბით სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბა­რიც. გან­ვი­ხი­ლეთ ისე­თი სა­კითხე­ბი, რომ­ლე­ბიც თა­ვი­დან ნა­ი­რას პრო­ფე­სი­ი­დან გას­ვ­ლა­ზე აფიქ­რებ­და, მე­რე კი რა­დი­კა­ლუ­რად შე­იც­ვა­ლა პო­ზი­ცია: „ეს კონ­ს­ტ­რუქ­ტი­ვიზ­მი ძა­ლი­ან კარ­გია, მე ასე უნ­და ვი­მუ­შაო. ასე­თე­ბი მი­კე­თე­ბია ეპი­ზო­დუ­რად, სტი­ქი­უ­რად, მაგ­რამ მა­ინც შე­დე­გი­ა­ნად. ახ­ლა მწყობ­რად დგე­ბა ყვე­ლა­ფე­რი, მოს­წავ­ლე­ებ­თან ერ­თად უნ­და წა­ვი­დე წინ. ასაკ­ზე აღარ უნ­და ვი­ლა­პა­რა­კო, მოს­წავ­ლე­ე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე უნ­და გავ­ხ­დე. შე­მეშ­ლე­ბა? გა­მო­ვას­წო­რებ. თუ რა­ი­მე სტრა­ტე­გია მექ­ნე­ბა ასარ­ჩე­ვი, აუცი­ლებ­ლად და­გე­კითხე­ბი. იოლი, სა­ხა­ლი­სო და ეფექ­ტი­ა­ნი გზე­ბი უნ­და მოვ­ძებ­ნო. კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის პი­რო­ბა, საკ­ვან­ძო შე­კითხ­ვე­ბი, ცნე­ბე­ბი­სა და თე­მე­ბის მკვიდ­რი წარ­მოდ­გე­ნე­ბი, ცნე­ბა­თა პე­და­გო­გი­კა, გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბა, კრი­ტე­რი­უ­მე­ბი ჩემს პრაქ­ტი­კა­ში სულ არ­სე­ბობ­და, უბ­რა­ლოდ, სა­ხე­ლე­ბი არ მქონ­და დარ­ქ­მე­უ­ლი. სო­ლოს დო­ნე­ე­ბიც ყვე­ლა დროს მხვდე­ბო­და კლას­ში, ახ­ლა ამ დო­ნე­ებს გან­მა­ვი­თა­რე­ბელ შე­ფა­სე­ბას ვუ­ხა­მებ და ბავ­შ­ვებს მე­ტად მოს­წონთ სას­წავ­ლო პრო­ცე­სი…“

ორ­სა­ა­თი­ა­ნი ვე­ბი­ნა­რე­ბი აუცი­ლებ­ლად სრულ­დე­ბო­და მოკ­რ­ძა­ლე­ბუ­ლი თხოვ­ნით: ბა­ტო­ნო რო­ლანდ, ვე­ბი­ნა­რის მე­რე და­გი­რე­კავთ, თუ შე­საძ­ლე­ბე­ლია? და­რეკ­ვა, ცხა­დია, შე­საძ­ლო იყო და ვე­სა­უბ­რე­ბო­დი კი­დეც. ასე დავ­გეგ­მეთ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის „ეშ­მა­კის ქვის“ სწავ­ლე­ბა, მე­რე კლდი­აშ­ვი­ლის „სო­ლო­მან მორ­ბე­ლა­ძეს“ შე­ვე­ჭი­დეთ. სოფ­ლის სკო­ლის მერ­ვე კლას­ში, სა­დაც 20-ზე მე­ტი მოს­წავ­ლეა, ნა­ი­რა მას­წავ­ლე­ბელ­მა შე­ი­ტა­ნა რთუ­ლი და­ვა­ლე­ბის პი­რო­ბა. მოთხ­რო­ბა უნ­და გა­და­კე­თე­ბუ­ლი­ყო პი­ე­სად. და­ვა­ლე­ბის პი­რო­ბა ასე­თი იყო: „წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რომ ხართ დრა­მა­ტურ­გი და კლდი­აშ­ვი­ლის მოთხ­რო­ბა გა­და­ა­კე­თეთ პი­ე­სად. პი­ე­სის წე­რი­სას გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ დრა­მა­ტუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბის მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი, შე­ი­ნარ­ჩუ­ნეთ იდე­ურ-თე­მა­ტუ­რი ხა­ზი და პერ­სო­ნაჟ­თა მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი. და­ი­ცა­ვით ენობ­რი­ვი ნორ­მე­ბი და პუნ­ქ­ტუ­ა­ცია.“

და­ვა­ლე­ბა, ზედ­მეტ-ნაკ­ლე­ბი ხა­რის­ხით, შეს­რულ­და კლას­ში. მთა­ვა­რი ის იყო, რომ კლასს მო­ტი­ვა­ცია ჰქონ­და. უმე­ტე­სო­ბამ მულ­ტის­ტ­რუქ­ტუ­რულ დო­ნე­ზე წარ­მო­ად­გი­ნა და­ვა­ლე­ბა, თუმ­ცა, ეს არც ისე ცუ­დის ნი­შა­ნი იყო. იმ დროს მეც მი­ვე­დი ჩი­ხის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში და შევ­ხ­ვ­დი მერ­ვეკ­ლა­სე­ლებს. მახ­სოვს ის, რომ კლას­ში გო­გო­ნე­ბი­სა და ვა­ჟე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი თვა­ლე­ბი მიმ­ზერ­დ­ნენ, იყო და­ძა­ბუ­ლო­ბაც, მაგ­რამ მა­ლე ეს გა­უცხო­ე­ბაც და­ვა­მარ­ცხეთ. ნა­ი­რა მას­წავ­ლე­ბელს ვთხო­ვე, სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სი ჩემ­თ­ვის და­ეთ­მო. იდე­ე­ბის გე­ნე­რი­რე­ბის უფ­ლე­ბა­მი­ცე­მულ­მა პა­ტა­რებ­მა ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო აზ­რი გა­მოთ­ქ­ვეს. სა­ბო­ლო­ოდ შევ­ჯერ­დით პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე.

სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ექ­ტის ჩონ­ჩხი სას­წ­რა­ფოდ, გო­ნებ­რი­ვი იერი­შით შე­იქ­მ­ნა და, პი­რო­ბი­თად, ვუ­წო­დეთ „დრა­მა­ტურ­გია და თე­ატ­რი გა­ნათ­ლე­ბი­სათ­ვის“. სა­მოქ­მე­დო პე­რი­ო­დი მარ­ტ­სა და აპ­რილს მო­ი­ცავ­და, ყვე­ლა ნი­უ­ან­სი იქ­ნა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი, მათ შო­რის ისიც, რომ მშობ­ლებს ნე­ბა და­ერ­თოთ მოს­წავ­ლე­თა იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა­ზე… ბუ­ნებ­რი­ვია, პრო­ექ­ტის კო­ორ­დი­ნა­ტო­რად შე­ირ­ჩა ჩი­ხის სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი ნა­ი­რა ჭი­ტა­ძე. პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, უნ­და მომ­ზა­დე­ბუ­ლი­ყო კლა­სის მი­ერ შე­ჯე­რე­ბუ­ლი სცე­ნა­რის ერ­თი ვერ­სია, მე­რე — ინ­ს­ცე­ნი­რე­ბა და პრო­ექ­ტის შე­ფა­სე­ბა.

პრო­ექ­ტი ფი­ნან­სუ­რად უზ­რუნ­ველ­ყო­ფილ იქ­ნა პრო­ექ­ტის მხარ­დამ­ჭე­რე­ბის­გან (მხარ­დამ­ჭე­რე­ბის კა­ტე­გო­რი­უ­ლი მოთხოვ­ნი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, დამ­ფი­ნან­სე­ბელ­თა ვი­ნა­ო­ბა ფარ­თო წრის­თ­ვის ინ­კოგ­ნი­ტოდ დარ­ჩა). პრო­ექ­ტის ამო­ცა­ნე­ბიც გან­საზღ­ვ­რუ­ლი იყო:

♦ სკო­ლა­ში სას­წავ­ლო პრო­ცეს­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბის ხელ­შეწყო­ბა;

♦ მოს­წავ­ლე­თა მო­ტი­ვა­ცი­ის ზრდა;

♦ კრე­ა­ტი­უ­ლი უნა­რე­ბის ხელ­შეწყო­ბა;

♦ სა­კო­მუ­ნი­კა­ციო უნა­რე­ბის პროგ­რე­სი­რე­ბა;

♦ წე­რი­სა და ზე­პირ­მეტყ­ვე­ლე­ბის კულ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბა.

♦ ნა­ფიქ­რი იყო მო­სა­ლოდ­ნელ შე­დე­გებ­ზეც. პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში უნ­და მომ­ხ­და­რი­ყო:

♦ მოს­წავ­ლე­თა აკა­დე­მი­უ­რი პროგ­რე­სი­რე­ბა;

♦ სკო­ლის ცნო­ბა­დო­ბის ამაღ­ლე­ბა;

♦ სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბის სტი­მუ­ლა­ცია;

♦ მოს­წავ­ლე­თა მო­ტი­ვა­ცი­ის ზრდა.

და­გეგ­მი­ლი ყვე­ლა აქ­ტი­ვო­ბა გან­ხორ­ცი­ელ­და, მათ შო­რის ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იყო ჭი­ა­თუ­რის დრა­მა­ტულ თე­ატ­რ­ში გო­დერ­ძი ჩო­ხე­ლის ნა­წარ­მო­ე­ბის მი­ხედ­ვით დად­გ­მუ­ლი სპექ­ტაკ­ლის ნახ­ვა და შე­ფა­სე­ბა.

ვი­საც ქარ­თუ­ლი თე­ატ­რის ის­ტო­რი­ის შე­სა­ხებ აქვს ინ­ფორ­მა­ცია, იცის, რომ ჭი­ა­თუ­რის თე­ატრს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ის­ტო­რია აქვს. გარ­და იმი­სა, რომ თე­ატ­რის შე­ნო­ბა ის­ტო­რი­უ­ლია და მო­ხა­ტუ­ლია რო­ბერტ სტუ­რუ­ას (მა­მა) მი­ერ, ასე­ვე, ცნო­ბი­ლია მუდ­მი­ვი პრო­ფე­სი­უ­ლი და­სის სიძ­ვე­ლი­თაც (რი­გით მე­სა­მე სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში). მოს­წავ­ლე­ებს სპექ­ტაკ­ლამ­დე გა­ე­სა­უბ­რა თე­ატ­რის დი­რექ­ტო­რი ნა­ნა წე­რე­თე­ლი, გა­აც­ნო თე­ატ­რის ის­ტო­რია, კულ­ტუ­რუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში თე­ატ­რის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა და მოს­წავ­ლე­ებ­მა, რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის სრუ­ლი დაც­ვით, უყუ­რეს მათ­თ­ვის გა­მარ­თულ სპექ­ტაკლს (პრე­მი­ე­რა შე­ძე­ნილ იქ­ნა ჩი­ხის სა­ჯა­რო სკო­ლის მერ­ვე კლა­სის მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის).

წარ­მოდ­გე­ნის დას­რუ­ლე­ბის მე­რე, იკითხე­ბო­და მოს­წავ­ლე­თა თვა­ლებ­ში და­ნა­ნე­ბა, რომ დას­რულ­და მათ­თ­ვის ერ­თი ლა­მა­ზი სა­ნა­ხა­ო­ბა… ბავ­შ­ვებ­მა და­ბატ­კ­ნე­ბუ­ლი (ეს სიტყ­ვა სა­ოც­რად მო­უხ­და სპექ­ტაკ­ლის ზე­გავ­ლე­ნის გა­მო­ხატ­ვას) გან­წყო­ბით ტე­ლე­ვი­ზი­ა­საც მის­ცეს კო­მენ­ტა­რე­ბი, სა­მახ­სოვ­რო ფო­ტო­ე­ბიც გა­და­ი­ღეს და თა­ვა­დაც სას­კო­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბი­სათ­ვის მო­ემ­ზად­ნენ. მა­ყუ­რებ­ლის რო­ლი­დან ბევ­რი რამ ის­წავ­ლეს ისე­თი, რაც ინ­ს­ცე­ნი­რე­ბის­თ­ვის გა­მო­ად­გე­ბო­დათ…

პრო­ექ­ტის აღ­წე­რა­ში ვკითხუ­ლობთ: „პრო­ექ­ტი დას­რულ­და 2021 წლის 28 აპ­რილს. დას­კ­ვ­ნი­თი აქ­ტი­ვო­ბა იყო ინ­ს­ცე­ნი­რე­ბა, რო­მე­ლიც სას­კო­ლო თე­მის მი­ერ და­დე­ბი­თად შე­ფას­და. ინ­ს­ცე­ნი­რე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ: ნი­კო­ლოზ აბ­რა­მიშ­ვი­ლი — სო­ლო­მა­ნი, მა­რი სა­ლი­მი­ა­ნი — ეფ­რო­სი­ნე, მა­რი ქვე­ლა­ძე — პლა­ტო­ნი. მოს­წავ­ლე­თა და მა­თი მშობ­ლე­ბის კმა­ყო­ფი­ლე­ბის ხა­რის­ხი მა­ღა­ლია. ინ­ს­ცე­ნი­რე­ბის მო­ნაკ­ვე­თე­ბის ვი­დე­ო­ვერ­სია ატ­ვირ­თუ­ლია იუთუბ­ზე და ფო­ტო­ე­ბი გა­მო­ი­ფი­ნა სას­კო­ლო სტენ­დ­ზე“.

შე­საძ­ლოა, მოკ­ლე ჩა­ნა­წე­რებ­მა გად­მოს­ცეს სო­ლი­დუ­რი ასა­კის მას­წავ­ლებ­ლის რო­ლი და თავ­და­დე­ბა დღე­ვან­დელ სკო­ლა­ში? ბუ­ნებ­რი­ვია, ეს ვერ მო­ხერ­ხ­დე­ბა… ნა­ი­რა ჭი­ტა­ძე კი ბედ­ნი­ე­რია იმით, რომ მოს­წავ­ლე­ებს ბევ­რი ლა­მა­ზი დღე აჩუ­ქა. თან სულ იმას ვამ­ბობთ, რომ მოს­წავ­ლე­ებს უნ­და შევ­თა­ვა­ზოთ სა­ინ­ტე­რე­სო, დი­ნა­მი­კუ­რი სას­წავ­ლო პრო­ცე­სი, რო­მელ­შიც ოს­ტა­ტუ­რად ჩა­ვა­შე­ნებთ საგ­ნობ­რივ ში­ნა­არ­ს­სა და გრძელ­ვა­დი­ან მიზ­ნებ­სო.

ნა­ი­რა მას­წავ­ლე­ბელ­მა ეს შეძ­ლო. მე­რე რა, რომ სო­ლი­დუ­რი ასა­კი­საა. სო­ლი­დუ­რი ასა­კი გა­მოც­დი­ლე­ბაა. ნა­ი­რა კი ის მას­წავ­ლე­ბე­ლია, რო­მელ­საც შე­უძ­ლია წარ­სუ­ლი­დან წარ­მა­ტე­ბის ფორ­მუ­ლე­ბი მო­მავ­ლის ინო­ვა­ცი­ურ პერ­ს­პექ­ტი­ვებს და­უ­კავ­ში­როს!

რო­ლანდ ხო­ჯა­ნაშ­ვი­ლი

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები