Video – https://www.youtube.com/watch?v=f1XMWZC_1mU
თუკი აბიტურიენტი ხარ და წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებ, ალბათ გაინტერესებს, დაფინანსების რა ვარიანტებს გთავაზობენ თავად უნივერსიტეტები, გარდა სახელმწიფო გრანტისა. მაშინ აუცილებლად უნდა გაეცნო კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) შეთავაზებებს და შენთვის მორგებული საუკეთესო მოდელი ამოარჩიო.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტების მოტივაციაზე პირველივე სემესტრიდან ზრუნავს. აკადემიურ მოსწრებაზე, ქულებსა და აქტიურობაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული.
CIU-ში სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების მეთოდები მხოლოდ აკადემიურ ცხოვრებაში არ გამოიხატება. პროგრამის დასრულებამდე, წლების განმავლობაში, ახალგაზრდები აქ, პროფესიულ ცოდნასთან ერთად, იმ უნარებსაც იძენენ, რომელიც საჭიროა დასაქმებისთვის და, ზოგადად, თვითრეალიზაციისთვის.
„ჩვენთვის პრიორიტეტულია, დავეხმაროთ სტუდენტებს როგორც ორგანიზებული ცოდნის მოპოვებაში, ისე ჯანსაღი ცხოვრებისეული ხედვის გამომუშავებაში, რომელიც მათ ცოდნას ძალად აქცევს და დაარწმუნებს, რომ საკუთარ თავში ყოველთვის შეიძლება აღმოაჩინო ახალ-ახალი წარმატებებისათვის ბრძოლის სურვილი“, – აღნიშნავს უნივერსიტეტის რექტორი, კახაბერ კორძაია.
ახალი წარმატებებისთვის ბრძოლის სურვილი კი შიდა დაფინანსების სხვადასხვა მოდელებითაა გამყარებული. სტუდენტები, რომლებიც მაღალ აკადემიურ მოსწრებას აჩვენებენ, შემდეგი სემესტრიდან, სემესტრული საფასურის 100, 50 ან 20%-იან სტიპენდიას მოიპოვებენ.
ყველაზე მთავარი – უმაღლესი სასწავლებლები პრიორიტეტების მიხედვით
ყველაზე მთავარი, რაც უნდა იცოდე, არის ის, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (CIU) ყველა აბიტურიენტს, რომელიც პირველ ნომრად 115-ს შემოხაზავს, პირველ სემესტრში ყოველთვიურ 100-ლარიან სტიპენდიას და ლეპტოპს სთავაზობს.
მეორე პრიორიტეტად არჩევის შემთხვევაში კი, პირველ სემესტრში, 100 ლარიან ყოველთვიურ სტიპენდიას ან ლეპტოპს მიიღებ.
სახელმწიფო გრანტის მიღება
თუ 70%-იან ან 100%-იან სახელმწიფო გრანტს მოიპოვებ და, ამავე დროს, CIU პირველ ნომრად გექნება არჩეული, დარჩენილი სწავლის საფასური, პირველი წლის განმავლობაში, სრულად დაგიფინანსდება, ასევე მიიღებ ლეპტოპსა და 100-ლარიან ყოველთვიურ სტიპენდიას პირველ სემესტრში.
ზემოთ აღნიშნული შეღავათების გარდა, CIU-ში მოქმედებს ოქროს ან ვერცხლის მედალოსნებისთვის განსაკუთრებული პირობები
თუკი სკოლა ოქროს ან ვერცხლის მედალზე დაამთავრე, CIU ამას ყურადღებას აუცილებლად მიაქცევს. ოქროს მედალოსანი სტუდენტები 20%-იან დაფინანსებას მოიპოვებენ, ვერცხლის მედალოსანი სტუდენტები კი – 10%-იან, მისი შენარჩუნება კი, შემდეგი წლიდან, დამოკიდებულია სტუდენტის აკადემიურ მოსწრებაზე.
მაგისტრატურის დაფინანსება
დაბოლოს, გარდა საბაკალავრო პროგრამებისა, შიდა დაფინანსება სამაგისტრო პროგრამებზეც მოქმედებს. თუკი საბაკალავრო საფეხური 3.5 და მეტი GPA ქულით დაასრულე, მაგისტრატურაზე სწავლის გაგრძელების შემთხვევაში, CIU-ში 50%-იანi შიდა გრანტით ისწავლი.
CIU-ში დაფინანსების თითოეული მოდელი სტუდენტთა საჭიროებების მიხედვითაა შემუშავებული. ერთ-ერთი პრიორიტეტი გადახდის მოქნილი სისტემაა, რაც სტუდენტზე მორგებული გრაფიკით გადახდას გულისხმობს.
სწორად შერჩეული უნივერსიტეტი
დაბოლოს, რისგან შედგება თქვენთვის სტუდენტობა? რა კომპონენტებისგან უნდა შედგებოდეს ეს პროცესი, რომ თამამად ვთქვათ – სტუდენტობა 100%-ით? პასუხი მარტივია: მრავალფეროვანი და ბედნიერი სტუდენტობა; საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებული პროგრამები; გაცვლითი პროგრამები დაფინანსებით ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში; წარმატებული და მაღალკვალიფიციური ლექტორები; პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება; დასაქმება სწავლის პარალელურად; გადახდის მოქნილი სისტემა; სტიპენდიები და გრანტები – ამიტომაც აირჩიე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (115) და გამოსცადე შენი 100%-იანი სტუდენტობა!
CIU-ს ფაკულტეტებისა და საბაკალავრო პროგრამების სანახავად კი ეწვიეთ ბმულს – https://ciu.edu.ge/uploads/images/pdf/ciu-cnobari.pdf