25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

რო­გორ შევ­ქ­მე­ნით ხელ­ნა­კე­თი წიგ­ნი

spot_img

ეკა ღვი­ნი­აშ­ვი­ლი – ფსი­ქო­ლო­გი, სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მა­გის­ტ­რი

სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ებ­თან მუ­შა­ო­ბა მას­წავ­ლებ­ლის­გან კრე­ა­ტი­უ­ლო­ბა­სა და მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბას მო­ითხოვს. მეც ვცდი­ლობ, ჩე­მი ურ­თი­ერ­თო­ბა მათ­თან სა­ინ­ტე­რე­სო გავ­ხა­დო და შე­მეც­ნე­ბი­თი, რა თქმა უნ­და. „სწავ­ლა კე­თე­ბით“ ერთ-ერ­თი ისე­თი მიდ­გო­მაა, რომ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბაც ნე­ბის­მი­ერ მოს­წავ­ლეს­თან ნა­ყო­ფი­ე­რად სრულ­დე­ბა.

ჯონ დი­უ­ის (1859-1952) გა­ნათ­ლე­ბის კონ­ცეფ­ცი­ის მი­ხედ­ვით, გა­ნათ­ლე­ბა უნ­და ემ­ყა­რე­ბო­დეს გა­მოც­დი­ლე­ბას და არა ფაქ­ტე­ბის და­მახ­სოვ­რე­ბას თუ სამ­სა­ხუ­რის­თ­ვის მო­სამ­ზა­დე­ბელ წვრთნას. წარ­მა­ტე­ბუ­ლი სწავ­ლის­თ­ვის სა­უ­კე­თე­სოა ცოდ­ნის მი­ღე­ბა გა­მოც­დი­ლე­ბით და სო­ცი­ა­ლუ­რი ინ­ტე­რაქ­ცი­ით, ანუ „სწავ­ლა კე­თე­ბით“.

შე­ვეც­დე­ბი გად­მოგ­ცეთ, რო­გორ და­ვამ­ზა­დეთ მე და ჩემ­მა უსაყ­ვარ­ლეს­მა მოს­წავ­ლემ ხელ­ნა­კე­თი წიგ­ნი. ჩე­მი მი­ზა­ნი იყო, კე­თე­ბის პრო­ცეს­ში მოს­წავ­ლეს ეს­წავ­ლა ახა­ლი ტექ­ს­ტის შექ­მ­ნა და წიგ­ნის სტრუქ­ტუ­რუ­ლი ელე­მენ­ტე­ბი (ყდა, თავ­ფურ­ცე­ლი, გა­მომ­ცემ­ლო­ბა, სა­თა­უ­რი, ავ­ტო­რი, ილუს­ტ­რა­ცია…). წიგ­ნის გა­სა­ფორ­მებ­ლად ორ­ნა­მენ­ტი დაგ­ვ­ჭირ­და და ისიც და­უ­გეგ­მა­ვად შე­მოგ­ვეს­წავ­ლა. ბო­ლოს კი, ეს იქ­ნე­ბო­და სას­წავ­ლო რე­სურ­სი, რო­მე­ლიც რე­სურ­სო­თახ­ში დარ­ჩე­ბო­და და პა­ტა­რა მოს­წავ­ლე­ე­ბიც გა­მო­ი­ყე­ნებ­დ­ნენ.

და და­ვიწყეთ…

მე პი­რა­დად, ტექ­ს­ტის შექ­მ­ნა ყვე­ლა­ზე მე­ტად მერ­თუ­ლე­ბო­და, მაგ­რამ რე­ა­ლურს და­ვა­მა­ტეთ ცო­ტა ფან­ტა­ზია და პა­ტა­რა, მარ­ტი­ვი ზღა­პა­რიც მზად გვქონ­და, სა­თა­უ­რით — „ლე­კუ­ჩა“. სი­მარ­თ­ლე გითხ­რათ, მე კა­ტუ­ნი­ა­ზე ვა­პი­რებ­დი და­წე­რას, მაგ­რამ ჩემ­მა მოს­წავ­ლემ, მო­დი, ლეკ­ვ­ზე დავ­წე­რო­თო, მეც დავ­თან­ხ­მ­დი.

ტექ­ს­ტის შემ­დეგ, ჯე­რი ილუს­ტ­რა­ცი­ებ­ზე მიდ­გა. შემ­დე­გი შეხ­ვედ­რის­თ­ვის ილუს­ტ­რა­ცი­ე­ბის რამ­დე­ნი­მე ვერ­სია და­ვახ­ვედ­რე მოს­წავ­ლეს და თა­ვად აირ­ჩია ტექ­ს­ტის შე­სა­ბა­მი­სი ნა­ხა­ტი თი­თო­ე­უ­ლი გვერ­დის­თ­ვის.

რო­გორ მოვ­ძებ­ნოთ ინ­ტერ­ნეტ­ში ჩვენ­თ­ვის სა­სურ­ვე­ლი ე.წ. გა­სა­ფე­რა­დე­ბე­ლი ნა­ხა­ტი? ინ­გ­ლი­სურ ენა­ზე რომ უფ­რო ად­ვი­ლად ვი­პო­ვით ყვე­ლა­ფერს, ეს ამ­ბა­ვი ყვე­ლას მოგ­ვეხ­სე­ნე­ბა, ამი­ტომ, ჯერ ჩვენ­თ­ვის სა­სურ­ველ სიტყ­ვას გა­დავ­თარ­გ­მ­ნით https://translate.google.com/-ს მეშ­ვე­ო­ბით, მაგ. პა­ტა­რა ძაღ­ლი — Little dog. შემ­დეგ ამ სიტყ­ვას ჩავ­წერთ გუგ­ლის სა­ძი­ე­ბო ველ­ში და და­ვა­მა­ტებთ სიტყ­ვას drawing (little dog drawing). ჩა­მოვ­ტ­ვირ­თავთ შერ­ჩე­ულ სუ­რათს, და­ვა­კო­პი­რებთ, გა­და­ვი­ტანთ ვორ­დის დო­კუ­მენ­ტ­ში და ამოვ­ბეჭ­დავთ. ვორ­დის დო­კუ­მენ­ტ­ში გა­დი­დე­ბა-და­პა­ტა­რა­ვე­ბა და ზედ­მე­ტი ად­გი­ლე­ბის მოჭ­რაც შეგ­ვიძ­ლია.

წიგ­ნის ში­და ფურ­ც­ლე­ბი ამ პრინ­ცი­პით მო­ვამ­ზა­დეთ, ყდა ბო­ლოს­თ­ვის შე­მო­ვი­ტო­ვეთ.

       

 

მუყა­ოს სქე­ლი ქა­ღალ­დი სახ­ლ­ში ად­ვი­ლად მოგ­ვე­პო­ვე­ბა, სკო­ლა­შიც შე­იძ­ლე­ბა მო­ძი­ე­ბა. ეს მუ­ყაო შეგ­ვიძ­ლია პირ­და­პირ მოვ­ხა­ტოთ ან ფე­რა­დი ფურ­ც­ლე­ბით გა­ვა­ფორ­მოთ. ჩვენ ფარ­დის სქე­ლი ნა­ჭე­რი გა­და­ვა­კა­რით, ცხე­ლი წე­ბოს გა­მო­ყე­ნე­ბით. სხვა­თა შო­რის, რამ­დე­ნი­მე ნაჭ­რი­დან, ჩემ­მა მოს­წავ­ლემ ეს კონ­კ­რე­ტუ­ლი იმი­ტომ აარ­ჩია, რომ ფუმ­ფუ­ლა იყო და ლე­კუ­ჩას­თან ასო­ცირ­დე­ბო­და. ბო­ლოს ყდაც მო­ვარ­გეთ და ბან­ტით შევ­კა­რით.

წიგ­ნ­ზე მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში ჩემ­მა მოს­წავ­ლემ მკითხა — „შე­იძ­ლე­ბა კლა­სე­ლებს ვაჩ­ვე­ნო?“ ეს იმას ნიშ­ნავ­და, რომ ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი და ამა­ყი იყო სა­კუ­თა­რი მიღ­წე­ვით და სხვის­თ­ვის გა­ზი­ა­რე­ბა მო­უნ­და. ჩე­მი ჩა­ნა­ფიქ­რი გა­მარ­თ­ლ­და…

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები