28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები სსსმ მოსწავლეების უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად – პარლამენტი კანონპროექტს დაჩქარებული წესით იხილავს

spot_img

14 აპრილს, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე, „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები განიხილეს. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილის, ეკატერინე დგებუაძის განმარტებით, კანონპროექტი, მიღების შედეგად, უზრუნველყოფს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის, სრული ზოგადი განათლების მიღების შემდეგ, უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობას. მისივე თქმით, კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილება დადებით შედეგს მოგვცემს შესაბამის ბენეფიციართა სასწავლო პროცესში მეტი ენთუზიაზმით ჩართულობისა და მოტივაციის ამაღლების მიმართულებით.

 სწორედ ინკლუზიურმა განათლებამ გარდაქმნა განათლების სისტემა და დღეს უკვე სრული მზაობაა იმისათვის, რომ ბავშვზე მორგებულ განათლების სისტემად იქცეს. მნიშვნელოვანია, რომ მთელი 12 წლის განმავლობაში ბავშვმა გამოავლინოს თავისი შესაძლებლობები და სკოლამ მხარი დაუჭიროს, რომ მისი ძლიერი მხარეები წარმოაჩინოს და მთელი ცხოვრების განმავლობაში განვითარების შესაძლებლობა მისცეს. დღეს ზოგადი განათლების რეფორმა ამას ემსახურება. ასევე შეიძლება ითქვას, რომ პროფესიული განათლება ღიაა ინკლუზიური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მხარდასაჭერად, ასევე უმაღლეს სასწავლებლებსაც სჭირდება სერვისების განვითარება იმისთვის, რომ მხარდაჭერილი იყოს როგორც სენსორული დარღვევის, აუტისტური სპექტრის თუ ნებისმიერი მიმართულებით პრობლემის მქონე სტუდენტი“, – განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

კომიტეტის წევრებმა იმსჯელეს და კანონპროექტს მხარი დაუჭირეს იმ დათქმით, რომ ფორმულირებამ მოიცვას არა მარტო სენსორული დარღვევების მქონე, არამედ მთლიანად შშმ პირები, რადგან ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ არის სათანადო ინფრასტრუქტურა თუ პროგრამები, რომელიც უზრუნველყოფს მათ მიერ განათლების მიღებას.

***

პარლამენტმა კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილა და დაამტკიცა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული შემდეგი ცვლილება:

 მუხლი 1. `უმაღლესი განათლების შესახებ~ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, #2, 10.01.2005, მუხ. 4) მე-7 მუხლის პირველი პუნქტის `16~ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

`16) ამტკიცებს საქართველოს მოქალაქეებისა და `საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ~ საქართველოს კანონის 2013 მუხლით გათვალისწინებული პირების, რომლებიც ბოლო 2 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს `ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ~ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და რომელთა სრული ზოგადი განათლება აღიარებულ იქნა სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, აგრეთვე `საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ~ საქართველოს კანონის 2013 მუხლით გათვალისწინებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირების, რომლებსაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე, შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და საგანმანათლებლო პროგრამების არარსებობის გამო, არ ჰქონდათ სრული ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობა და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს საქართველოში (გარდა ოკუპირებული ტერიტორიისა) მოქმედ სკოლაში, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხვისა და დაფინანსების წესსა და პირობებს;~

მუხლი 2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, ამ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 2 თვისა, უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის ამ კანონთან შესაბამისობა.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები