20 აპრილი, შაბათი, 2024

2021 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კამპანიის ფარგლებში პედაგოგებთან შეხვედრები გაიმართა

spot_img

2020 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულმა, ➡️ სოფო გოგოხიამ და 2019 წლის ჯილდოს საუკეთესო ათეულის წევრმა, ➡️ მელორ ცქვიტაიამ, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კამპანიის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრები გამართეს. მასწავლებლები ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მუხურის, ხაბუმის, ლესიჭინის თემისა და მასწავლებელთა კლუბის  პედაგოგებს შეხვდნენ.

მასწავლებლები კოლეგებს საკუთარ გამოცდილებასა და კონკურსის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ. ასევე, დაინტერესებულ პირებს კონკურსში მონაწილეობის წესები გააცნეს და სააპლიკაციო ფორმის შევსებასთან დაკავშირებით საინტერესო რჩევები მისცეს.

წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსი მეხუთედ ტარდება და მასწავლებლების ნომინირებისა და აპლიკაციის მიღების ვადა იწურება 25 აპრილს.

➡️ კონკურსის პირველ ეტაპზე აპლიკაციები ტექნიკურად შემოწმდება, ➡️ მეორე ეტაპისთვის გამოვლინდება კონკურსანტთა ათეული, ➡️ ხოლო მესამე ეტაპზე, მიმდინარე წლის 5 სექტემბერს, ცნობილი გახდება იმ ხუთი ფინალისტის ვინაობა, რომელთაგან ერთ-ერთი, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღეს, „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ მფლობელი გახდება.

კონკურსანტთა შერჩევის პროცესს 19 წევრისგან დაკომპლექტებული ჟიური წარმართავს. ჟიურიში შედიან განათლების სპეციალისტები, მეცნიერები, პედაგოგები და მედიის წარმომადგენლები.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო განათლების კოალიციის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა.

კონკურსის გენერალური სპონსორია „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდი, მხარდამჭერები არიან: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), ლიბერთი ბანკი, ტელეკომპანია იმედი, საზოგადოებრივი მაუწყებელი და მარკეტინგული კომპანია 4MEDIA.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები