საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა უმაღლესი და პროფესიული საგანამანათლებლო სასწავლებლების 2020/2021 წლების მაჩვენებლები.
??მონაცემების მიხედვით, აღნიშნულ მონაკვეთში, სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოში 64 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ფუნქციონირებდა, აქედან 19 სახელმწიფო და 45 კერძოა, მათი 60.9% თბილისში ფუნქციონირებს. წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, დაწესებულებათა რაოდენობა 2 ერთეულით გაიზარდა. რაც შეეხება 2020/2021 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხული სტუდენთა რაოდენობას, სულ 46.7 ათასი სტუდენტი შეადგინა, მათგან სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩაირიცხა 29.3 ათასი, ხოლო კერძო უნივერსიტეტებში – 17.4 ათასი სტუდენტი. ამ შემთხვევაშიც, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, სტუდენტთა მიღების მაჩვენებლი გაზრდიალია 3.4 ათასით და ზრდა ძირითადად კერძო უნივერსიტეტებზე მოდის.
?? საერთო ჯამში კი, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტთა რიცხოვნობამ 157.3 ათასი შეადგინა, რაც წინა სასწავლო წელთან შედარებით 5.7%-ით მეტია. სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლობს სტუდენტთა საერთო რიცხოვნობის 63.9%, ხოლო კერძოში – 36.1%. სტუდენტთა საერთო რიცხოვნობიდან 50.9% ქალია, ხოლო 49.1% – კაცი.
?? სტუდენთა ჩარიცხვის მაჩვენებლისგან განსხვავებით, კლება შეინიშნება უნივერსიტეტის დამთავრების მხრივ – 2020 წელს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება დაამთავრა 23.5 ათასმა სტუდენტმა, რაც წინა წელთან შედარებით 5.1%-ით ნაკლებია. კურსდამთავრებულებიდან 57.4% არის ქალი, ხოლო 42.6% – კაცი. სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში კურსდამთავრებულთა რიცხოვნობა 2.2-ჯერ აღემატება კერძო უნივერსიტეტების კურსდამთავრებულების რიცხოვნობას. რაც შეეხება ასაკობრივ სტატისტიკას მოცემულ მონაკვეთში სტუდენტების 16.3% 20 წლის ასაკის სტუდენტია.
??საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით ვიგებთ, რომ 2020/2021 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, გაცილებით ნაკლები სტუდენტი გაიგზავნა საზღვარგარეთ სასწავლებლად და მათი რიცხვია 289, რაც 367 სტუდენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. ამ შემთხვევაში, სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან გაგზავნილი სტუდენტების რიცხოვნობა უფრო მეტია და 1.7-ჯერ აღემატება კერძო უნივერსიტეტებიდან გაგზავნილ სტუდენტთა რიცხოვნობას. რაც შეეხება უცხოელი სტუდენტების ჩარიცხვას ჩვენი ქვეყნის უმაღლეს სასწავლებლებში საგრძნობლად გაზრდილია – 14.6 ათასი შეადგინა, რაც 9.7%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.
?? უახლესი მონაცემების მიხედვით მცირედი კლებაა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებული პროფესორ მასწავლებლებში, მათი რიცხვი 9.8 ათასს შეადგენს, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 1.0%-ით ნაკლებია. უმაღლეს სასწავლებლებში დასაქმებულ პროფესორ-მასწავლებელთა შორის 55.3% ქალია, ხოლო 44.7% – კაცი. მათგან 39.2% ასოცირებული პროფესორია.
სტატისტიკის მიხედვით, ყურადსაღები მონაცემებია დოქტორანტურის პროგრამების მიმართულებით.
?? 2020 წლის მონაცემებით, სადოქტორო პროგრამებს ახორციელებდა 32 უნივერსიტეტი (2019 წელთან შედარებით არ შეცვლილა). აღნიშნულ უნივერსიტეტებში მიღებული დოქტორანტების რიცხოვნობა, წინა წელთან შედარებით, 20.6%-ით შემცირდა და 1 050 პირი შეადგინა. მცირედით გაიზარდა დოქტორანტების საერთო რიცხოვნობა (ძირითადად შეჩერებული სტატუსების აღდგენის შედეგად) და 4 010 შეადგინა, რაც 0.9%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
?? რაც შეეხება მიმართულებებს, სადოქტორო პროგრამებზე მიღებულთა რიცხოვნობის ზრდა დაფიქსირდა ჰუმანიტარული მეცნიერებებისა და ხელოვნების პროგრამაზე. 2020 წელს აღნიშნულ პროგრამაზე, როგორც მიღებულ დოქტორანტთა (109), ისე კურსდამთავრებულთა (47) უმეტესობა ქალია. წინა წელთან შედარებით, კურსდამთავრებული დოქტორანტების რიცხოვნობა შემცირდა და 347 პირი შეადგინა. თუმცა, ზრდა აღინიშნა განათლებისა და სოფლის მეურნეობის სადოქტორო პროგრამებზე.
??2020 წელის მონაცემებით კურსდამთავრებულ დოქტორანტთა საერთო რიცხოვნობიდან 57.1% ქალია, ხოლო 42.9% – კაცი.
?? ზრდა აღინიშნა დოქტორანტების სამეცნიერო ხელმძღვანელების რიცხოვნობაში, რაც განპირობებულია დოქტორანტების რაოდენობის ზრდით. ამასთან, რიგ შემთხვევებში დოქტორანტს ყავს 2 ხელმძღვანელი: ქართველი და უცხოელი. 2020 წელს, ისევე როგორც წინა წლებში, ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, დოქტორანტთა საერთო რიცხოვნობიდან დიდი ნაწილი მოდის 35 წლის და უფროს ასაკობრივ ჯგუფზე. 2020 წელს შემცირებულია უცხოელი დოქტორანტების რიცხოვნობა. უცხოელი დოქტორანტებიდან 56.3% კაცია, ხოლო 43.7% ქალი.
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მაჩვენებლები გამოქვეყნებული სტატისტიკით ასე გამოიყურება:
?? 2020 წლის ბოლოსთვის, საქართველოში ფუნქციონირებდა 92 საგანმანათლებლო დაწესებულება (აქედან 40 საჯარო, ხოლო 52 კერძო), რომლებიც ახორციელებდნენ სტუდენტების მიღებას პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე. 2020 წელს ჩარიცხულია 9 399 სტუდენტი, რომელთაგან 49.8 % ქალია, ხოლო 50.2 % – კაცი.
??2019 წელთან შედარებით სტუდენტების მიღება შემცირებულია 18.5 %-ით. ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია ჩარიცხული სტუდენტების განაწილება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით, 2020 წელს.
?? პროფესიულ სასწავლებლებში, რეგიონების მიხედვით, ჩარიცხული სტუდენტების მიხედვით თბილისი (38.9 %) ლიდერობს, რომელსაც მოსდევს აჭარა (17.2 %), იმერეთი (9.4 %), სამერელოზემო სვანეთი (7.4 %), ქვემო ქართლი (6.1 %) და კახეთი (6.0%).
?? საერთო ჯამში კი, 2020 წელს, კურსდამთავრებულთა რიცხოვნობამ შეადგინა 3 424 სტუდენტი, რომელთაგან 51.2% ქალია და 48.8% კაცი. კურსდამთავრებულთა უმეტესობა მოდის ჯანდაცვის (23.3%), ინჟინერიის (14.0%) და ინჟინერია, წარმოება და მშენებლობის (13.5%) პროგრამებზე.