5 ოქტომბერი, შაბათი, 2024

არა ოკუპაციას

spot_img

სსიპ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორხელის საჯარო სკოლის VII კლასში,  „ოკუპაციის კვირეულის“ ფარგლებში სხვადასხვა აქტივობები განხორციელდა.

✅ მეშვიდეკლასელები – თიკო ლომაშვილი და გიორგი თუმანიშვილი გაეცნენ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს, რუსეთის იმპერიის 117 წლიან ბატონობას, 1918 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობის აღდგენასა და 1921წლის 25 თებერვალს საქართველოს ხელახალ ოკუპაციას რუსეთის მიერ;

✅ მოსწავლებმა შექმნეს პოსტერები სლოგანით – „არა ოკუპაციას“;

✅ მოეწყო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენება მარო მაყაშვილსა და იუნკერებზე.

კვირეული ისტორიისა და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლების: ეკა ბუაძისა და ნათია მჭედლიშვილის ორგანიზებით გაიმართა.

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები