სსიპ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორხელის საჯარო სკოლის VII კლასში, „ოკუპაციის კვირეულის“ ფარგლებში სხვადასხვა აქტივობები განხორციელდა.
✅ მეშვიდეკლასელები – თიკო ლომაშვილი და გიორგი თუმანიშვილი გაეცნენ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს, რუსეთის იმპერიის 117 წლიან ბატონობას, 1918 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობის აღდგენასა და 1921წლის 25 თებერვალს საქართველოს ხელახალ ოკუპაციას რუსეთის მიერ;
✅ მოსწავლებმა შექმნეს პოსტერები სლოგანით – „არა ოკუპაციას“;
✅ მოეწყო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენება მარო მაყაშვილსა და იუნკერებზე.
კვირეული ისტორიისა და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლების: ეკა ბუაძისა და ნათია მჭედლიშვილის ორგანიზებით გაიმართა.