9 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 2024

#ოკუპაციის100წელი – მა­რო მა­ყაშ­ვი­ლის დღი­უ­რე­ბის კვალ­დაკ­ვალ

spot_img

მელორ ცქვიტაია – აფხაზეთის №10 საჯარო სკოლის პედაგოგი, „ათეულთა კლუბის“ წევრი

ადა­მი­ა­ნის ყვე­ლა­ზე დი­დი მო­ნა­პო­ვა­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბაა და ქვეყ­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თ­ვის ბრძო­ლაც მი­სი უპირ­ვე­ლე­სი ვა­ლია. ასე რომ, ოკუ­პა­ცი­ის თე­მა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი, გა­მორ­ჩე­უ­ლი სა­კითხია ის­ტო­რი­ის სწავ­ლე­ბი­სას. ამ სა­კითხ­თან შე­ხე­ბა, რა თქმა უნ­და, აქვთ ჩვენს მოს­წავ­ლე­ებს სხვა­დას­ხ­ვა ჭრილ­ში, მაგ­რამ მთა­ვა­რი წყა­რო ხომ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო უნ­და იყოს, მეტ­ნაკ­ლე­ბად სრუ­ლი, რე­ა­ლის­ტუ­რი, დო­კუ­მენ­ტურ წყა­რო­ებ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით შედ­გე­ნი­ლი. ჩე­მი შე­ფა­სე­ბით ის­ტო­რი­ის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო, რომ­ლი­თაც დღეს ვას­წავ­ლით, ძა­ლი­ან შორ­საა იმ კრი­ტე­რი­უ­მე­ბის­გან, რა­საც თა­ნა­მედ­რო­ვე მოთხოვ­ნე­ბი ით­ვა­ლის­წი­ნებს. ეს არის ძვე­ლი, საბ­ჭო­უ­რი მენ­ტა­ლო­ბით გა­ჯე­რე­ბუ­ლი წიგ­ნი, რო­მე­ლიც ანა­ლი­ზის, სწო­რი შე­ფა­სე­ბის, უკუ­კავ­ში­რის შე­საძ­ლებ­ლო­ბას ვერ აძ­ლევს მოს­წავ­ლეს. ათი­ო­დე დღის წინ სწო­რედ ამა­ზე ვი­სა­უბ­რეთ მე და ირაკ­ლი ხვა­და­გი­ან­მა, საბ­ჭო­თა პე­რი­ო­დის ლა­ბო­რა­ტო­რი­ის ხელ­მ­ძღ­ვა­ნელ­მა. ისიც სხვა ტი­პის ის­ტო­რი­ის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს შექ­მ­ნის მომ­ხ­რეა, სა­დაც ოკუ­პა­ცი­ის თე­მა ახ­ლე­ბუ­რად და ამომ­წუ­რა­ვად გა­შუქ­დე­ბა.

მა­ნამ­დე ჩვენ, პე­და­გო­გებ­მა უნ­და შე­ვავ­სოთ ეს და­ნაკ­ლი­სი. ამის­თ­ვის ბევ­რი მუ­შა­ო­ბა მი­წევს, მაგ­რამ ბედ­ნი­ე­რი ვარ, არა მარ­ტო რო­გორც მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­გორც რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქე, რო­ცა ახალ­გაზ­რ­დე­ბის მხრი­დან ასეთ ინ­ტე­რესს ვგრძნობ. ეს მაძ­ლევს სტი­მულს, რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტი ინ­ფორ­მა­ცია მი­ვა­წო­დო მათ, რა­თა არც ერ­თი შკითხ­ვა არ დარ­ჩეს სწო­რი პა­სუ­ხის გა­რე­შე. ჩვენ­მა მოს­წავ­ლე­ებ­მა, მათ­მა მშობ­ლებ­მა სა­კუ­თარ თავ­ზე გა­მოს­ცა­დეს ოკუ­პა­ცი­ის ხვედ­რი და კარ­გად იცი­ან, რომ ის, რაც 1921 წლის 25 თე­ბერ­ვალს მოხ­და, 2008 წლის რუ­სეთ-სა­ქარ­თ­ვე­ლოს ომით გაგ­რ­ძელ­და და დღემ­დე მიმ­დი­ნა­რე მცო­ცა­ვი ოკუ­პა­ცია იმის დას­ტუ­რია, რომ არც დას­რუ­ლე­ბუ­ლა ეს პრო­ცე­სი. ყვე­ლა­ფე­რი ეს ხომ მათ თვალ­წინ ხდე­ბა.

ჩვენ ყო­ველ­წ­ლი­უ­რად, სხვა­დას­ხ­ვა სა­ხით, აღ­ვ­ნიშ­ნავთ ამ თა­რიღს. წელს სკო­ლა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს კვი­რე­უ­ლი „მა­რო მა­ყაშ­ვი­ლის დღი­უ­რის კვალ­დაკ­ვალ“, რო­მელ­შიც მე-12 კლა­სის ჩათ­ვ­ლით თით­ქ­მის ყვე­ლა მოს­წავ­ლეა ჩარ­თუ­ლი. ბევ­რი დო­კუ­მენ­ტუ­რი მა­სა­ლა მო­ვი­ძი­ეთ, გა­მოვ­ფი­ნეთ კი­დეც. მინ­და, ჩემ­მა მოს­წავ­ლე­ებ­მა კარ­გად იგ­რ­ძ­ნონ ახალ­გაზ­რ­და ქარ­თ­ვე­ლი ქა­ლის სამ­შობ­ლო­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, თა­ვი­სუფ­ლე­ბის­კენ სწრაფ­ვის დი­დი სურ­ვი­ლი, მის­თ­ვის თავ­გან­წირ­ვა. გარ­და ძვე­ლი ჟურ­ნალ-გა­ზე­თე­ბი­სა, მი­სი­ვე ლექ­სე­ბი­სა და დღი­უ­რე­ბი­სა, ძა­ლი­ან დაგ­ვეხ­მა­რა დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მე­ბი, რო­მე­ლიც უხ­ვა­დაა ამ პე­რი­ო­დის შე­სა­ხებ. ალ­ბათ ბევ­რ­მა არც იცის, რომ ჩვენს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, სა­დაც აფხა­ზე­თის №10 სა­ჯა­რო სკო­ლა ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს, არის ასე­თი ად­გი­ლი, სა­რა­ქო­ნი, სა­დაც 1924 წლის აჯან­ყე­ბის მო­ნა­წი­ლე ათო­ბით ჩხო­როწყუ­ე­ლი დახ­ვ­რი­ტეს, ბევ­რი და­ა­პა­ტიმ­რეს და გა­და­ა­სახ­ლეს. მუ­ზე­უ­მის თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბი მოს­წავ­ლე­ებს ამ მა­სა­ლებს, მათ სა­ხე­ლებ­სა და გვა­რებს აც­ნო­ბენ. ჩვენ სა­რა­ქონ­ში მი­ვა­გებთ პა­ტივს მათ ხსოვ­ნას; „არა — ოკუ­პა­ცი­ას“ — ამ დე­ვი­ზით შარ­შა­ნაც ჩა­ვა­ტა­რეთ ღო­ნის­ძი­ე­ბა, არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ფარ­გ­ლებ­ში, ჩვე­ნი სკო­ლის გვერ­დით მდე­ბა­რე „ევ­რო­პის პარ­კ­ში“, მო­ეწყო მოს­წავ­ლე­თა ნა­ხა­ტე­ბის გა­მო­ფე­ნაც ოკუ­პა­ცი­ის თე­მა­ზე, კვი­რე­ულს 25 თე­ბერ­ვალს და­ვას­რუ­ლებთ. პან­დე­მი­ის რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, დამ­ს­წ­რე­თა რა­ო­დე­ნო­ბა შეზღუ­დუ­ლი იქ­ნე­ბა, მაგ­რამ მოს­წავ­ლე­ებ­მა ბევ­რი იმუ­შა­ვეს იმი­სათ­ვის, რომ, რაც შე­იძ­ლე­ბა სრულ­ყო­ფი­ლად გად­მოს­ცენ საბ­ჭო­თა ოკუ­პა­ცი­ის და­მან­გ­რე­ვე­ლი შე­დე­გე­ბი 1921 წლის 25 თე­ბერ­ვ­ლი­დან დღემ­დე.

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები