27 ივლისი, შაბათი, 2024

#ოკუპაციის100წელი – 25 თე­ბერ­ვა­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს ოკუ­პა­ცი­ის დღეა

spot_img

 

მაია (მა­ნა­ნა) მირ­ცხუ­ლა­ვა – თბი­ლი­სის №82 სა­ჯა­როს სკო­ლის ისტორიის უფროსი მას­წავ­ლე­ბე­ლი

…25 თე­ბერ­ვა­ლი

გა­თენ­დე­ბა ხვალ,

თე­ბერ­ვა­ლო, სა­ქარ­თ­ვე­ლოს

გა­ზაფხუ­ლი ხარ…

და ასე მას­წავ­ლიდ­ნენ სკო­ლა­ში მე, არა­ნა­ი­რი და­ფიქ­რე­ბა, მსჯე­ლო­ბა, ანა­ლი­ზი და ვზე­ი­მობ­დით თურ­მე ასეთ სამ­წუ­ხა­რო ამ­ბავს.

გა­ვი­და წლე­ბი, გა­ი­ზარ­დ­ნენ თა­ო­ბე­ბი და ქარ­თ­ველ­თა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ამ დღი­სად­მი და სა­ერ­თო­დაც, ამ მოვ­ლე­ნი­სად­მი სრუ­ლი­ად შე­იც­ვა­ლა და …გა­ვიხ­სე­ნეთ, რომ 1921 წლის 25 თე­ბერ­ვალს „…თბი­ლისს ეხუ­რა თალ­ხი …დუმ­და სი­ო­ნი და დუმ­და ხალ­ხი…“, თუმ­ცა ის­ტო­რია ფაქ­ტე­ბით გვამ­ც­ნობს, რომ არც ხალ­ხი დუმ­და და არც ეკ­ლე­სი­ის მე­თა­უ­რი, მაგ­რამ ბოლ­შე­ვიზ­მ­მა მა­შინ იმ­ძ­ლავ­რა, იძა­ლა­და და ახალ­ფე­ხად­გ­მუ­ლი ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მ­წი­ფოს ჯერ ანექ­სია მო­ახ­დი­ნა და ოკუ­პა­ცი­ით და­ას­რუ­ლა.

ასე ვას­წავ­ლი ახ­ლა მე; მოს­წავ­ლე­ე­ბი მო­ი­ძი­ე­ბენ და­მა­ტე­ბით მა­სა­ლას იმ ეპო­ქა­ზე, მსჯე­ლო­ბენ მო­ცე­მუ­ლი დრო­ის მსოფ­ლიო მოვ­ლე­ნებ­ზე, შემ­დეგ რუ­სეთ­ზე, რო­გორც მე­ზო­ბელ აგე­რე­სი­ულ სა­ხელ­მ­წი­ფო­ზე, გა­მოთ­ქ­ვა­მენ ვა­რა­უ­დებს, ზოგ­ჯერ ურ­თი­ერ­თ­სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გო­საც კი. შემ­დეგ­ში, დის­კუ­სი­ი­ს დროს, ისეც ხდე­ბა, რომ აზრს იც­ვ­ლი­ან, ერ­თი­ან­დე­ბი­ან და ანა­ლი­ზის შე­დე­გად გავ­დი­ვართ სა­ხელ­მ­წი­ფო სტან­დარ­ტ­ზე (ისტ.IX.5, ისტ.XII.4).

წარ­სუ­ლის, ამ ავად­სახ­სე­ნე­ბე­ლი 1921 წლის 25 თე­ბერ­ვ­ლის, შემ­დ­გო­მი 70 წლის გახ­სე­ნე­ბა არ გვსი­ა­მოვ­ნებს, მაგ­რამ, რო­გორც ცი­ცე­რო­ნი გვას­წავ­ლის — ის­ტო­რია ცხოვ­რე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლია და სწო­რედ ამი­ტო­მაც გან­ვ­ლი­ლი, თავს გა­დახ­დი­ლი შეც­დო­მე­ბი უნ­და გახ­დეს მო­მა­ვალ­ში ასე­თი­ვე უსი­ა­მოვ­ნე­ბე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის ხერ­ხის მიგ­ნე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი.

რა­ხან ცხოვ­რე­ბამ ის­ტო­რი­ის მას­წავ­ლებ­ლო­ბის არც თუ ისე მსუ­ბუ­ქი ტვირ­თი ამ­კი­და და თან 1992 წლის იან­ვ­რი­დან, ვალ­დე­ბუ­ლე­ბას ვგრძნობ ჩე­მი ქვეყ­ნის მო­მა­ვალ თა­ო­ბას გა­დავ­ცე; 1991წელს, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის გა­მოცხა­დე­ბის შემ­დ­გომ, ის­ტო­რი­ის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის ტექ­ს­ტე­ბი თან­და­თან იხ­ვე­წე­ბა და ახ­ლ­დე­ბა მიდ­გო­მე­ბი მო­ცე­მუ­ლი სა­კითხის მი­მართ (IX-XIIკლ.). ამ­ჟა­მად არ­სე­ბულ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებ­შიც მშრა­ლად გად­მო­ცე­მუ­ლი ტექ­ს­ტია (თუმ­ცა უკე­თე­სი, ვიდ­რე წი­ნა), რო­მელ­საც ახ­ლავს მცი­რე დო­კუ­მენ­ტუ­რი და ფო­ტო მა­სა­ლა. თუმ­ცა, მო­მა­ვალ წელს ახალ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებს ვე­ლო­დე­ბით, უნ­და ვას­წავ­ლოთ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რია მსოფ­ლიო ის­ტო­რი­ის ჭრილ­ში, ვი­მე­დოვ­ნებ, გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა კვლე­ვე­ბის დროს მას­წავ­ლებ­ლე­ბის მი­ერ გა­მოთ­ქ­მუ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბი თუ რჩე­ვე­ბი და კონ­კურ­ს­ში გა­ი­მარ­ჯ­ვებს უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სო სა­მუ­შაო მა­სა­ლე­ბით, და­ვა­ლე­ბე­ბით, სა­ჭი­რო რუ­კე­ბით, გა­ჯე­რე­ბუ­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო. თუმ­ცა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო არაა ერ­თა­დერ­თი რე­სურ­სი მოს­წავ­ლის­თ­ვის ცოდ­ნის მი­სა­ღე­ბად, ამი­სათ­ვის არ­სე­ბობს სხვა­დას­ხ­ვა გზა, მა­გა­ლი­თად, არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა. ჩემს მოს­წავ­ლე­ებ­თან ერ­თად წლე­ბია ვეს­წ­რე­ბი იმ­სა-სთან (სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ის მას­წავ­ლე­ბელ­თა ასო­ცი­ა­ცია, პრე­ზი­დენ­ტი — ნა­ნა ცი­ხის­თა­ვი) არ­სე­ბუ­ლი „ნორჩ ის­ტო­რი­კოს­თა“ სკო­ლის მი­ერ (სუ­ლის­ჩამ­დ­გ­მე­ლი — მა­ნა­ნა შე­ყი­ლა­ძე) ჩა­ტა­რე­ბულ უამ­რავ ღო­ნის­ძი­ე­ბას. ჩემს კო­ლე­გებ­თან და მათ მოს­წავ­ლე­ებ­თან ერ­თად ვეც­ნო­ბით ოკუ­პა­ცი­ის მუ­ზე­უ­მის ექ­ს­პო­ნა­ტებს, ვეს­წ­რე­ბით ეროვ­ნუ­ლი არ­ქი­ვის, ხელ­ნა­წერ­თა ინ­ს­ტი­ტუ­ტის, ქარ­თუ­ლი ემიგ­რა­ცი­ის, ქარ­თულ-ებ­რა­უ­ლი მუ­ზე­უ­მის თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბის მი­ერ სპე­ცი­ა­ლუ­რად ჩვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბი­სათ­ვის გა­მარ­თულ ლექ­ცი­ებს; ოკუ­პა­ცი­ის თე­მა­ზე ჩა­ტა­რე­ბულ ღო­ნის­ძი­ე­ბა­თა­გან გა­მო­ვარ­ჩევ­დი ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის სა­კონ­ფე­რენ­ციო დარ­ბაზ­ში (ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მი პარ­ტ­ნი­ო­რი ორ­გა­ნი­ზა­ციაა) და ეროვ­ნუ­ლი არ­ქი­ვის სა­გა­მო­ფე­ნო დარ­ბაზ­ში ჩა­ტა­რე­ბულ ღო­ნის­ძი­ე­ბებს. ლექ­ცი­ებს ატა­რე­ბენ ჩვე­ნი სკო­ლის მე­გობ­რე­ბი, გა­მო­ჩე­ნი­ლი ქარ­თ­ვე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბი: ჯა­ბა სა­მუ­შია, ოთარ ჯა­ნე­ლი­ძე, რუ­სუ­დან და­უშ­ვი­ლი, რუ­სუ­დან კო­ბა­ხი­ძე, ნო­დარ ბახ­ტა­ძე სხვე­ბი.

წელს, პან­დე­მი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ეს ცოცხა­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა შე­იც­ვა­ლა და მოს­წავ­ლე­ე­ბი ეს­წ­რე­ბი­ან ონ­ლა­ინ ლექ­ცი­ებს, რო­მელ­თა გა­აზ­რე­ბა შემ­დ­გომ­ში მოხ­დე­ბა ონ­ლა­ინ ან დას­წ­რე­ბით გაკ­ვე­თი­ლებ­ზე.

მოს­წავ­ლე­ე­ბი სწო­რედ არა­ფორ­მა­ლურ გა­რე­მო­ში, ძალ­და­უ­ტა­ნებ­ლად, ხში­რად ად­გი­ლის უქონ­ლო­ბის გა­მო, კი­ბის სა­ფე­ხუ­რებ­ზე ჩა­მომ­ჯ­დარ­ნი, იღე­ბენ გა­ნათ­ლე­ბას და რაც მთა­ვა­რია, უჩ­ნ­დე­ბათ კითხ­ვე­ბი, რო­მელ­საც სვა­მენ და პა­სუ­ხებ­საც იძი­ე­ბენ, იგე­ბენ, სწავ­ლო­ბენ, თუ რო­გორ შე­ხე­დონ მოვ­ლე­ნებს სხვა­დას­ხ­ვა მხრი­დან, რომ სწო­რად შე­ა­ფა­სონ, გა­ა­ა­ნა­ლი­ზონ და შემ­დ­გომ­ში, რო­დე­საც ქვე­ყა­ნას დას­ჭირ­დე­ბა, ჩად­გ­ნენ ქვეყ­ნის სამ­სა­ხურ­ში, არ გა­უ­ჭირ­დეთ გა­მო­სავ­ლის პოვ­ნა, შეძ­ლონ სწო­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა, თუნ­დაც, თით­ქოს­და, გა­მო­უ­ვა­ლი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან.

სწო­რედ ის­ტო­რი­ის, წარ­სუ­ლის ცოდ­ნა-გა­აზ­რე­ბა იძ­ლე­ვა ამის სა­შუ­ა­ლე­ბას.

 

მოსწავლეთა ნამუშვრები 

                   

ჩე­მი  პე­და­გო­გი­უ­რი პრაქ­ტი­კა მაძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას ვთქვა, რომ ნე­ბის­მი­ე­რი ის­ტო­რი­უ­ლი მოვ­ლე­ნის წი­ნა­პი­რო­ბის კარ­გად შეს­წავ­ლა-გა­ა­ნა­ლი­ზე­ბა აძ­ლევთ მოს­წავ­ლე­ებს შემ­დ­გომ­ში ამ მოვ­ლე­ნე­ბის გარ­და­უ­ვა­ლო­ბის თუ თა­ვი­დან აცი­ლე­ბის გა­გე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას.

გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ისე­თი სენ­სი­ტი­უ­რი სა­კითხე­ბის სწავ­ლე­ბა-გა­ა­ნა­ლი­ზე­ბა, რო­მე­ლიც უკავ­შირ­დე­ბა ეროვ­ნუ­ლო­ბას, იდენ­ტუ­რო­ბას და რა­ხან 1921 წლის 25 თე­ბერ­ვა­ლი სწო­რედ ასე­თია, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, IX-X-XI-XII კლა­სებ­ში, რო­გორც ის­ტო­რი­ის ყვე­ლა მას­წავ­ლე­ბე­ლი, მეც, ამ ის­ტო­რი­უ­ლი ფაქ­ტის უკეთ გა­სა­აზ­რებ­ლად, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის კა­თედ­რის სხვა წევ­რებ­თან ერ­თად, ვგეგ­მავ ოკუ­პა­ცი­ი­სად­მი მიძღ­ვ­ნილ კვი­რე­ულს, გა­ნა­წი­ლე­ბუ­ლი გვაქვს აქ­ტი­ვო­ბე­ბი, თუმ­ცა წელს, პან­დე­მი­ის გა­მო, ნა­წი­ლობ­რივ შეზღუ­დუ­ლე­ბი ვართ. მა­გა­ლი­თად, წელს ვერ დახ­ვ­დე­ბი­ან მოს­წავ­ლე­ე­ბი თა­ნას­კო­ლე­ლებს სამ­კერ­დე ნიშ­ნე­ბით, რო­მელ­საც სპე­ცი­ა­ლუ­რად ამ დღის­თ­ვის, თე­მა­ტი­კის შე­სა­ფე­რი­სად, მოს­წავ­ლე­ე­ბი სახ­ლ­ში ამ­ზა­დებ­დ­ნენ, კედ­ლის გა­ზე­თებს ვერ გა­მო­ფე­ნენ და ყო­ველ­წ­ლი­უ­რი მოს­წავ­ლე­თა კონ­ფე­რენ­ცი­აც გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლად, ონ­ლა­ინ ჩა­ტარ­დე­ბა. მი­ხა­რია, რომ ჩემ­მა მოს­წავ­ლე­ებ­მა სკო­ლა­ში დას­წ­რე­ბი­თი სწავ­ლის გა­ნახ­ლე­ბის­თა­ნა­ვე მკითხეს, თუ რო­გორ ჩა­ვა­ტა­რებთ წელს ოკუ­პა­ცი­ის კვი­რე­ულს, ორ­მა მე­თორ­მე­ტეკ­ლა­სელ­მა — ოთარ მან­ჯ­გა­ლა­ძემ და მა­რი­ამ ხუ­ჭუ­ამ — გა­მო­მიგ­ზავ­ნა გრა­ფი­კულ დი­ზა­ინ­ში ახ­ლად დამ­ზა­დე­ბუ­ლი ნა­მუ­შე­ვა­რე­ბი, სა­ინ­ტე­რე­სო ხედ­ვით. მა­რი­ამ ხუ­ჭუა სხვა ნა­მუ­შევ­რი­თაც მო­ნა­წი­ლე­ობს კონ­კურ­ს­ში ამა­ვე თე­მა­ტი­კა­ზე და პა­სუხს ელო­დე­ბა 25 თე­ბერ­ვალს; მე­თერ­თ­მე­ტეკ­ლა­სე­ლი სა­ლო­მე ლო­მაია, რო­მე­ლიც მო­მა­ვა­ლი მხატ­ვა­რია, 1921 წლის ოკუ­პა­ცი­ის თე­მა­ზე თა­ვი­სი ხე­ლით შექ­მ­ნილ ანი­მა­ცი­ებს მიგ­ზავ­ნის. რად­გან მოს­წავ­ლე­ე­ბი ინი­ცი­ა­ტი­ვას იჩე­ნენ, გა­მო­დის, გა­სულ წლებ­ში რუ­სე­თის მი­ერ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ოკუ­პა­ცი­ის თე­მა კარ­გად გა­ა­ა­ნა­ლი­ზეს, ამა­ზე მა­თი ნაშ­რო­მე­ბის ში­ნა­არ­სობ­რი­ვი მხა­რეც მეტყ­ვე­ლებს.

გა­მოც­დი­ლე­ბა მიჩ­ვე­ნებს, რომ სწავ­ლე­ბი­სას სა­ჭი­როა მრა­ვალ­მ­ხ­რი­ვი მიდ­გო­მა, მოს­წავ­ლე თან­და­თა­ნო­ბით, მსოფ­ლი­ო­ში ზო­გა­დად თუ რუ­სეთ­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბის ანა­ლი­ზით უნ­და მი­ვიყ­ვა­ნოთ 1921 წლის 25 თე­ბერ­ვ­ლის ანექ­სია-ოკუ­პა­ცი­ის, ამ ის­ტო­რი­უ­ლი ფაქ­ტის სწო­რად გა­გე­ბამ­დე. ზოგ­ჯერ მოს­წავ­ლეს უჩ­ნ­დე­ბა კითხ­ვა, სად იყო ევ­რო­პა ამ უსა­მარ­თ­ლო­ბის ჟამს, ან უფ­რო ად­რე — რა­ტომ არ მიგ­ვი­ღეს ერ­თა ლი­გა­ში, ან სა­ქარ­თ­ვე­ლოს ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქე რა­ტომ არ დად­გა ერ­თად. ყვე­ლა ამ და კი­დევ სხვა კითხ­ვას პა­სუ­ხი აქვს — ეს მოხ­და, წარ­სუ­ლია და დო­კუ­მენ­ტუ­რი წყა­რო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე უნ­და შევ­ხე­დოთ რე­ა­ლო­ბას, აგ­რეთ­ვე, უნ­და ავი­ცი­ლოთ მო­გო­ნი­ლი, სა­სურ­ვე­ლი ამ­ბე­ბის სი­ნამ­დ­ვი­ლედ გა­სა­ღე­ბა, სწო­რად დავ­ს­ვათ კითხ­ვე­ბი, შე­ვა­ხე­დოთ ყვე­ლა ფაქტს, რო­მე­ლიც წინ უძღო­და, გა­ვა­აზ­რე­ბი­ნოთ სა­ერ­თა­შო­რი­სო ვი­თა­რე­ბა, ყვე­ლა ამ ას­პექ­ტის გა­და­სა­ხე­დი­დან და­ვა­ნა­ხოთ მოს­წავ­ლე­ებს შექ­მ­ნი­ლი რე­ა­ლო­ბა, აგ­რეთ­ვე და­ვეხ­მა­როთ გა­ი­აზ­რონ, რომ ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებ­ში არის და იქ­ნე­ბა ქვეყ­ნის მოწყო­ბის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი აზ­რი, ის­ტო­რი­უ­ლი წყა­რო­ე­ბის გაც­ნო­ბი­სას ნა­ხონ, რა ფაქ­ტე­ბი მი­ე­ცა და­ვიწყე­ბას და რა­ტომ. ამ ყო­ვე­ლი­ვეს გა­აზ­რე­ბით მი­ი­ღონ ის­ტო­რი­უ­ლი მოვ­ლე­ნა რო­გორც ფაქ­ტი, რო­გორც გა­მოც­დი­ლე­ბა იმიტომ, რომ შემ­დ­გომ­ში, იმა­ვე პრო­ცე­სე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად, სა­ჭი­როა რო­გორც ეროვ­ნულ სა­კითხებ­ში კონ­სო­ლი­და­ცია ქვეყ­ნის შიგ­ნით, აგ­რეთ­ვე მე­ტი მუ­შა­ო­ბა ქვეყ­ნის გა­რეთ.

ახალ­გაზ­რ­დე­ბი უნ­და მი­ვიდ­ნენ დას­კ­ვ­ნამ­დე, რომ მო­მა­ვა­ლი არის გა­ნათ­ლე­ბა­ში, მხო­ლოდ გა­ნათ­ლე­ბით მი­იღ­წე­ვა ეკო­ნო­მი­კუ­რი წარ­მა­ტე­ბე­ბი, რაც ერ­თი­ა­ნო­ბის აღ­დ­გე­ნის­თ­ვი­საც მე­ტად მიმ­ზიდ­ვე­ლია ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მცხოვ­რე­ბი ხალ­ხე­ბის­თ­ვის. მსოფ­ლიო ამ­ჟა­მად აღა­რაა მხო­ლოდ მა­ყუ­რებ­ლის როლ­ში და სურს, დახ­მა­რე­ბა გაგ­ვი­წი­ოს ში­ნა­ურ საქ­მე­შიც, ამი­სათ­ვის ჩვენ მხო­ლოდ ერ­თი რამ — სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­რი­ვი ხედ­ვა გვჭირ­დე­ბა და კი­დევ იმის გა­გე­ბა, რომ ჩვე­ნი მო­მა­ვა­ლი გა­ნათ­ლე­ბუ­ლი, შე­უ­პო­ვა­რი ახალ­გაზ­რ­დე­ბის ხელ­შია!

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები