21 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

დღეიდან, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, სკოლებში სასწავლო პროცესი  ბუნებრივ გარემოს დაუბრუნდა

spot_img

დღეიდან თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის 369 საჯარო და კერძო სკოლაში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდა. შესაბამისად, უკვე მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, სკოლებში სასწავლო პროცესი ბუნებრივ გარემოს დაუბრუნდა.

სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოს ყველა საჯარო სკოლა აღჭურვილია ვირუსის პრევენციისთვის საჭირო რესურსებით. შესაბამისი მარაგები სკოლებს საკმარისად აქვთ მთელი სასწავლო წლისათვის.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დარიგდა სადეზინფექციო ხსნარები, თერმოსკრინინგის აპარატები, დეზობარიერები. სკოლებში მოწესრიგებული და გამართულია სველი წერტილები, ზედმიწევნით არის დაცული სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები, შესრულებულია სამინისტროს ყველა რეკომენდაცია.

სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების, სასწავლო პროცესის ორგანიზებისა და სკოლაში არსებული სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების შესახებ მშობლების ინფორმირებას სკოლები ინტენსიურად უზრუნველყოფენ.

სწავლის დაწყების პირველ დღეს მიხეილ ჩხენკელმა თბილისის ყველაზე დიდი – №186-ე მეგასკოლა და QSI – თბილისის საერთაშორისო სკოლა მოინახულა, სადაც პირადად გაეცნო, თუ როგორ მოემზადნენ საგანმანათლებლო დაწესებულებები სწავლის დასაწყებად, რამდენად არიან დაცული მოსწავლეები რისკებისგან და რა სამუშაოებია ჩატარებული როგორც უსაფრთხოების, ასევე ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფისთვის. მინისტრმა მოუწოდა საზოგადოებას, რომ ახლა ძალიან მნიშვნელოვანია არსებული დინამიკის შენარჩუნება ამიტომ „კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო საზოგადოებას, ზედმიწევნით დაიცვან ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები, რათა ჩვენს ბავშვებს, ჩვენს შვილებს ჰქონდეთ საშუალება, საკლასო ოთახებში გააგრძელონ სწავლა.“ – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები