26 აპრილი, პარასკევი, 2024

სასწავლო წლის ბოლოს განსახორციელებელი აქტივობები

spot_img
სასწავლო წლის ბოლო ახლოვდება. თითქოს ძალიან ნელა, მაგრამ ამავდროულად ჩქარა დადგა სწავლის ბოლო დღეები. ამ წლის კალენდარიც ბოლო რიცხვებს ითვლის. ნელ-ნელა აკლდება. მოსწავლეებს ვემშვიდობებით იმ სურვილით, რომ მომავალ სასწავლო წელს მაინც გავაგრძელებთ ურთიერთობას საკლასო ოთახებში. მანამდე კი, მათ გახარებას ვცდილობთ კიდევ ერთხელ.

???როგორ შეიძლება საახალწლო განწყობა შევუქმნათ მოსწავლეებს გაკვეთილზე?

საახალწლო დეკორაციები გაკვეთილებზე. მოსწავლეებს ვთხოვე, საახალწლო დეკორაციებით მორთულიყვნენ. ზოგს სანტა კლაუსის ქუდი ეხურა თავზე, ზოგს – ირმებიანი ან ფიფქებიანი „აბადოკი”, ზოგიერთს კი თოვლის ბაბუის სათვალე ამშვენებდა. ეს სახალისოც იყო და, ამავდროულად, დადებითი, საახალწლო მუხტის მომტანიც.

საახალწლოდ გაფორმებული პრეზენტაციები. გაკვეთილისთვის მომზადებული პრეზენტაცია შეგიძლიათ გააფორმოთ საახალწლო ფონებით, რაც მეტ ხალისს შესძენს თქვენს გაკვეთილს.

გახსენით ბმული??? ??? ???

საახალწლო პრეზენტაციის შაბლონი    

გახსენით ბმული??? ??? ???
სამნიშნა რიცხვები და ამოცანები 

 

მოსწავლეების წახალისება. (ინსტრუქცია) მოტივაცია და წახალისება ყველას სჭირდება, განსაკუთრებით ბავშვებს. იქიდან გამომდინარე, რომ საკმაოდ რთული სასწავლო წელი გვქონდა, დისტანციური სწავლების სახით, რომელსაც თან ახლდა პანდემია, საჭირო და აუცილებელიც კია მოსწავლეების წახალისება. დავუმზადოთ მათ მადლობის ბარათები, სერტიფიკატები, სიგელები. შესაძლებელია, ეს ყოველივე სკოლის ადმინისტრაციამაც გამოიყენოს თანამშრომლების წახალისებისა და მადლობის თქმისთვის.

მისალოცი ბარათი. (ინსტრუქცია)

დაბოლოს, შეგიძლიათ მიულოცოთ ელექტრონული ბარათით თქვენს მოსწავლეებს, მშობლებს, თანამშრომლებსა თუ, უბრალოდ, ახლობელ ადამიანებს დამდეგი შობა-ახალი წელი.

                                                   ???

ნათია უჩავა

 

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები