27 აპრილი, შაბათი, 2024

რას ეფუძნება გადაწყვეტილება?! ⇒ ინტერვიუ მიმოზა ღოლიჯაშვილათან

spot_img
⇒ 25 ნო­ემ­ბერს გორის მუნიციპალიტეტის ხი­დის­თა­ვის სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტორ­მა, მი­მო­ზა ღო­ლიჯაშ­ვილ­მა (ახ­ლა უკ­ვე ყო­ფილ­მა დი­რექ­ტორ­მა), სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა ვრცე­ლი სტა­ტუ­სი, რო­მე­ლიც მის ექ­ვ­ს­წ­ლი­ან მოღ­ვა­წე­ო­ბას შე­ე­ხო – რა გა­კეთ­და ხი­დის­თა­ვის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში მი­სი დი­რექ­ტო­რო­ბის პე­რი­ოდ­ში. გთა­ვა­ზობთ ამ სტა­ტუსს უც­ვ­ლე­ლად, რად­გან სა­ზო­გა­დო­ე­ბას კი­დევ ერ­თხელ გვინ­და შე­ვახ­სე­ნოთ გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი დი­რექ­ტო­რის საკ­მა­ოდ ვრცე­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, რო­მე­ლიც, რა თქმა უნ­და, და­უ­ღა­ლა­ვი შრო­მის, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი­სა და და მონ­დო­მე­ბის შე­დე­გია. თუმ­ცა, რო­გორც ჩანს, დი­რექ­ტო­რო­ბის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შეწყ­ვე­ტი­სას, ასეთ შე­დე­გებს სა­მი­ნის­ტ­რო ნაკ­ლე­ბად ით­ვა­ლის­წი­ნებს, რად­გან ქალ­ბა­ტო­ნი მი­მო­ზა იმ დი­რექ­ტო­რე­ბის სი­ა­ში აღ­მოჩ­ნ­და, რო­მე­ლებ­საც მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­ს­რუ­ლებ­ლად მუ­შა­ო­ბის უფ­ლე­ბა არ მი­ე­ცათ. მა­შინ, რას ეფუძ­ნე­ბა გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა – რო­მე­ლი დი­რექ­ტო­რი გა­აგ­რ­ძე­ლებს მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბას და რო­მე­ლი არა, ამა­ზე, ცო­ტა მოგ­ვი­ა­ნე­ბით, თა­ვად მი­მო­ზა ღო­ლე­ჯაშ­ვილ­თან ვი­სა­უბ­რებთ, მა­ნამ­დე კი უც­ვ­ლე­ლად გთა­ვა­ზობთ 25 ნო­ემ­ბერს და­წე­რილ სტა­ტუსს.

„მინ­და მოკ­ლედ გითხ­რათ, რი­სი გა­კე­თე­ბა შევ­ძე­ლით, ყვე­ლამ ერ­თად, 6 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში:

მა­ღალ­კ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი და პრო­ფე­სი­ულ ზრდა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი კად­რი არის სკო­ლის ერთ-ერ­თი ძლი­ე­რი მხა­რე:

?✔️ 2020 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით, სკო­ლა­ში 1 მენ­ტო­რია, 5 წამ­ყ­ვა­ნი (1 მას­წავ­ლე­ბე­ლი წამ­ყ­ვა­ნის სტა­ტუ­სის მო­ლო­დინ­შია), 24 უფ­რო­სია, ხო­ლო 2 პრაქ­ტი­კო­სი მას­წავ­ლე­ბე­ლია;

?✔️ 2017 წლის „მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს“ ფი­ნა­ლის­ტია ჩვე­ნი სკო­ლის ბი­ო­ლო­გი­ის მას­წავ­ლე­ბე­ლი თეა ნო­ნი­კაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც, ასე­ვე, მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტ­რის მი­ერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ კონ­კურ­ს­ში, 2019 წლის სა­უ­კე­თე­სო ბი­ო­ლო­გი­ის მას­წავ­ლებ­ლად და­სა­ხელ­და, სა­ქარ­თ­ვე­ლოს მას­შ­ტა­ბით;

?✔️ 2019 წლის სა­უ­კე­თე­სო ქი­მი­ის მას­წავ­ლებ­ლის ფი­ნა­ლის­ტ­თა შო­რის და­სა­ხელ­და ჩვე­ნი სკო­ლის ქი­მი­ის მას­წავ­ლე­ბე­ლი თა­მარ მა­ი­სუ­რა­ძე;

?✔️ დაწყე­ბი­თი კლა­სე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი თეა სა­ძაგ­ლიშ­ვი­ლი ამაგ­და­რი მას­წავ­ლებ­ლის წო­დე­ბის მფლო­ბე­ლია,რო­მელ­მაც ევ­რო­პის ფო­რუმ­ზე (ქ. ლი­სა­ბონ­ში), ნო­მი­ნა­ცი­ა­ში „ყვე­ლა­ზე ინო­ვა­ცი­უ­რი პრო­ექ­ტე­ბი“ მე­სა­მე ად­გი­ლი და­ი­კა­ვა;

?✔️ 2016 წელს, ათას­წ­ლე­უ­ლის გა­მოწ­ვე­ვის ფონ­დი სა­ქარ­თ­ვე­ლო „MILLENIUM“-ის მი­ერ, სკო­ლა სრუ­ლად იქ­ნა რე­ა­ბი­ლი­ტი­რე­ბუ­ლი (ამე­რი­კე­ლი ხალ­ხის დახ­მა­რე­ბით) და ამ­ჟა­მად, სკო­ლა­ში შექ­მ­ნი­ლია უსაფ­რ­თხო, კომ­ფორ­ტუ­ლი და და­ცუ­ლი გა­რე­მო;

?✔️ სკო­ლას აქვს უმაღ­ლე­სი დო­ნის სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა, რო­მე­ლიც სრუ­ლი დატ­ვირ­თ­ვით მუ­შა­ობს და ხელ­მი­საწ­ვ­დო­მია სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის, ასევე:

?✔️ სპორტ დარ­ბა­ზი;

?✔️ კე­თილ­მოწყო­ბი­ლი რეკ­რე­ა­ცი­უ­ლი ზო­ნე­ბი სა­მი­ვე სარ­თულ­ზე;

?✔️ კლა­სე­ბი აღ­ჭურ­ვი­ლია თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლის სა­ჭი­რო­ე­ბებ­სა და მოთხოვ­ნი­ლე­ბებ­ზე მორ­გე­ბუ­ლი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ავე­ჯით;

?✔️ უმაღ­ლე­სი დო­ნის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ლა­ბო­რა­ტო­რია — 32 პერ­სო­ნა­ლუ­რი კომ­პი­უ­ტე­რი, 10 ნო­უთ­ბუ­ქი, 8 პრო­ექ­ტო­რი, 2 „ჭკვი­ა­ნი და­ფა“;

?✔️ სკო­ლის მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ვრცელ­დე­ბა უკა­ბე­ლო ინ­ტერ­ნე­ტი;

?✔️ 6 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, სკო­ლა და­ამ­თავ­რა 29 მე­და­ლო­სან­მა;

?✔️ „ჩე­მი პირ­ვე­ლი კომ­პი­უ­ტე­რი“ სა­ჩუქ­რად მი­ი­ღო 40-მდე მოს­წავ­ლემ;

?✔️ ამ ხნის მან­ძილ­ზე „მშვი­დო­ბის კორ­პუ­სის“ 6 მო­ხა­ლი­სეს ვუ­მას­პინ­ძ­ლეთ, რა­მაც სკო­ლას დი­დი გა­მოც­დი­ლე­ბა შეს­ძი­ნა;

?✔️ მშო­ბელ­თა ჩარ­თუ­ლო­ბის გაზ­რ­დის მიზ­ნით, მე­სა­მე წე­ლია, სკო­ლა­ში შექ­მ­ნი­ლია „მხარ­დამ­ჭერ მშო­ბელ­თა კლუ­ბი“ და, მათ­თან ერ­თად, უამ­რა­ვი პრო­ექ­ტი გან­ხორ­ცი­ელ­და;

?✔️ სა­მი წე­ლია, სკო­ლის თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბის და მშო­ბელ­თა ინი­ცი­ა­ტი­ვით, ტარ­დე­ბა გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვა:

?✔️ 2018 წე­ლი: და­ვეხ­მა­რეთ 5 გა­ჭირ­ვე­ბულ ოჯახს წი­ნა­სა­ა­ხალ­წ­ლოდ;

?✔️ 2019 წე­ლი: და­ვეხ­მა­რეთ 5 ავად­მ­ყოფ ბავშვს;

?✔️ 2020 წე­ლი: სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი 20 მოს­წავ­ლის ოჯა­ხი ინ­ტერ­ნე­ტით აღ­ჭურ­ვის მო­ლო­დინ­შია (ჩვენ­გან და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი შე­ფერ­ხე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, აუცი­ლებ­ლად შევ­ძ­ლებთ);

?✔️ 2016 წელს ჩე­მი, რო­გორც სკო­ლის ლი­დე­რის და დი­რექ­ტო­რის, ინი­ცი­ა­ტი­ვი­თა და ხელ­შეწყო­ბით, ჩვე­ნი სკო­ლა ჩა­ერ­თო დაწყე­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბის პრო­ექტ G-PRIED-ში, რომ­ლის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი დაწყე­ბით კლა­სებ­ში კითხ­ვი­სა და მა­თე­მა­ტი­კის უნარ-ჩვე­ვე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა, სწავ­ლა-სწავ­ლე­ბა­ში ინო­ვა­ცი­ე­ბის ხელ­შეწყო­ბაა;

?✔️ მოს­წავ­ლე­თა და­ინ­ტე­რე­სე­ბა პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით და მე­მო­რან­დუ­მი ქ. გო­რის პრო­ფე­სი­ულ კო­ლეჯ „გან­თი­ად­თან“. პრო­ექ­ტ­ში ჩარ­თუ­ლე­ბი არი­ან მე-8 და მე-9 კლა­სე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბი: 2017 წელს მათ შე­ის­წავ­ლეს სან­ტექ­ნი­კის, 2018 წელს – ჭრა-კერ­ვის, 2019 წელს – სტი­ლის­ტო­ბის პრო­ფე­სი­ის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და ძი­რი­თა­დი ელე­მენ­ტე­ბი. სკო­ლა აღი­ჭურ­ვა სა­ჭი­რო ხელ­საწყო­ე­ბი­თა და მა­სა­ლე­ბით.(პრო­ექ­ტი დღემ­დე მდგრა­დია);

?✔️ არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სკო­ლა­ში პრო­ექ­ტე­ბით სწავ­ლე­ბის და­ნერ­გ­ვა STEM-ის საგ­ნებ­ში, კერ­ძოდ, სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო მეც­ნი­ე­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, რა­მაც ხე­ლი შე­უწყო მოს­წავ­ლე­ებ­ში 21-ე სა­უ­კუ­ნის უნარ-ჩვე­ვე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას. ყო­ველ­წ­ლი­უ­რად, ჩვე­ნი სკო­ლის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი ირ­ჩე­ვენ ბი­ო­ლო­გი­ის, ქი­მი­კო­სის, ექი­მის პრო­ფე­სი­ას;

?✔️ ბი­ო­ლო­გი­ის, ქი­მი­ის და ფი­ზი­კის მას­წავ­ლებ­ლე­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბით, ჩა­მო­ყა­ლიბ­და არა­ფორ­მა­ლუ­რი კლუ­ბე­ბი: „ბიო კლუ­ბი“, „ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის კლუ­ბი“, „ფი­ზი­კის კლუ­ბი“, „ქი­მი­ის კლუ­ბი“. ვთა­ნამ­შ­რომ­ლობთ მე­ზო­ბელ სკო­ლებ­თან, ვუ­ზი­ა­რებთ გა­მოც­დი­ლე­ბას;

?✔️ არა­ფორ­მა­ლურ საქ­ველ­მოქ­მე­დო ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ცენ­ტ­რის — ორ­გა­ნი­ზა­ცია „აფხა­ზეთ­თან“ თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით, ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დით კონ­ფე­რენ­ცი­ებ­ში, სხვა­დას­ხ­ვა ღო­ნის­ძი­ე­ბებ­სა და კონ­კურ­სებ­ში;

?✔️ შექ­მ­ნი­ლია კლუ­ბი #იკითხეთ­ბევ­რი;

?✔️ კო­ა­ლი­ცი­ის „გა­ნათ­ლე­ბა ყვე­ლა­სათ­ვის-სა­ქარ­თ­ვე­ლო“ მი­ერ, სა­უ­კე­თე­სო პე­და­გო­გი­უ­რი პრაქ­ტი­კის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და გა­ზი­ა­რე­ბის მიზ­ნით, გა­მოცხა­დე­ბულ საგ­რან­ტო კონ­კურ­ს­ში (17460 ლა­რი), რო­მე­ლიც მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს 2017 წლის სა­უ­კე­თე­სო ათე­უ­ლის­თ­ვის გა­მოცხად­და, გა­მარ­ჯ­ვე­ბა მო­ი­პო­ვა ხი­დის­თა­ვის სა­ჯა­რო სკო­ლის ბი­ო­ლო­გი­ის მას­წავ­ლე­ბელ­მა, თეა ნო­ნი­კაშ­ვილ­მა პრო­ექ­ტით – „გახ­დი აღ­მომ­ჩე­ნი“. პრო­ექ­ტ­ში ჩარ­თუ­ლი იყ­ვ­ნენ ქი­მი­ი­სა და ფი­ზი­კის მას­წავ­ლებ­ლე­ბი, ატე­ნის, ქვახ­ვ­რე­ლი­სა და უფ­ლის­ცი­ხის სკო­ლე­ბი, ასე­ვე, საზღ­ვ­რის­პი­რა სოფ­ლე­ბის სკო­ლე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბი და მას­წავ­ლებ­ლე­ბი;

?✔️ ორ­გა­ნი­ზა­ცია CENN-ის მი­ერ გა­მოცხა­დე­ბულ კონ­კურ­ს­ში ორ­ჯერ მო­ვი­პო­ვეთ პირ­ვე­ლი ად­გი­ლი, სა­ქარ­თ­ვე­ლოს მას­შ­ტა­ბით:

✔️2018 წელს – 2500კგ მა­კუ­ლა­ტუ­რა;

✔️ 2019 წელს – 3000კგ მა­კუ­ლა­ტუ­რა.

✔️ გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი 10 მოს­წავ­ლე და­ჯილ­დოვ­და „მწვა­ნე ბა­ნა­კის“ სას­წავ­ლო-შე­მეც­ნე­ბი­თი საგ­ზუ­რით, სა­დაც მოს­წავ­ლე­ებ­მა არა­ფორ­მა­ლურ გა­რე­მო­ში, აიმაღ­ლეს ცოდ­ნა ნარ­ჩე­ნე­ბის გა­და­მუ­შა­ვე­ბის, და­ხა­რის­ხე­ბის, გა­მო­ყე­ნე­ბის კუთხით. სკო­ლას სა­ჩუქ­რად გად­მო­ე­ცა წიგ­ნე­ბის მა­ღა­ზია „ბიბ­ლუ­სის“ სა­სა­ჩუქ­რე ბა­რა­თე­ბი, რო­მე­ლიც გა­მო­ვი­ყე­ნეთ სკო­ლის ბიბ­ლი­ო­თე­კის წიგ­ნა­დი ფონ­დის გა­სამ­დიდ­რებ­ლად. პრო­ექ­ტი მდგრა­დია, სკო­ლა­ში გან­ლა­გე­ბუ­ლია სპე­ცი­ა­ლუ­რი ყუ­თე­ბი მა­კუ­ლა­ტუ­რის­თ­ვის და სის­ტე­მა­ტუ­რად ხდე­ბა შეგ­რო­ვე­ბა;

?✔️ 2018 წელს სკო­ლამ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო ათას­წ­ლე­უ­ლის გა­მოწ­ვე­ვის ფონ­დი-სა­ქარ­თ­ვე­ლოს მი­ერ გა­მოცხა­დე­ბულ კონ­კურ­ს­ში – #მო­ვუ­ა­როთ­ს­კო­ლას, რომ­ლის მი­ზა­ნი იყო სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბის, სკო­ლა­ზე ზრუნ­ვის, მი­სი და­სუფ­თა­ვე­ბის, მო­წეს­რი­გე­ბი­სა და მოვ­ლის პა­სუ­ხის­მ­გე­ლო­ბის გა­ზი­ა­რე­ბა, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი სა­უ­კე­თე­სო პრაქ­ტი­კის გავ­რ­ცო­ბა-პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია. კონ­კურ­ს­ში ჩვენ მი­ერ წარ­მოდ­გე­ნილ­მა სკო­ლის მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბის კონ­ცეფ­ცი­ამ და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ­მა აქ­ტი­ვო­ბებ­მა პირ­ვე­ლი ად­გი­ლი და სა­ჩუქ­რად „ჭკვი­ა­ნი და­ფა“ მოგ­ვი­ტა­ნა;

?✔️ სკო­ლა აქ­ტი­უ­რად იყო ჩარ­თუ­ლი „თა­ვი­სუ­ფა­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბის პროგ­რა­მა­ში“, რო­მე­ლიც ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტ­როს მხარ­და­ჭე­რით. პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, ჩა­მო­ყა­ლიბ­და კლუ­ბე­ბი: „კი­ნო სკო­ლა­ში“, „ვირ­ჩევ სიმ­ღე­რას“, „ჩე­მი სკო­ლის ეზო“ და „მი­ნი-ფეხ­ბურ­თის კლუ­ბი“, რომ­ლე­ბიც დღემ­დე მდგრა­დია;

?✔️ სკო­ლა არის პრო­ექ­ტის – „ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლის“ გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი, რაც გუ­ლის­ხ­მობს სკო­ლის ავ­ტო­ნო­მი­ურ ქმე­დე­ბას, სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით სას­კო­ლო კუ­რი­კუ­ლუ­მის შექ­მ­ნას და მოს­წავ­ლე­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სას­წავ­ლო პრო­ცე­სის და­გეგ­მ­ვა­სა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას;

ჩე­მი ხი­დის­თა­ვის სკო­ლა, ჩე­მი მშობ­ლი­უ­რი სახ­ლია… ჩემ­თ­ვის ესაა ად­გი­ლი, სა­დაც უყ­ვართ და იღე­ბენ ბავშვს, მი­უ­ხე­და­ვად მი­სი ქცე­ვი­სა და აკა­დე­მი­უ­რი მოს­წ­რე­ბი­სა… ესაა ად­გი­ლი, სა­დაც სი­კე­თის კე­თე­ბას, სიყ­ვა­რულ­სა და ადა­მი­ა­ნო­ბას სწავ­ლო­ბენ… ესაა ად­გი­ლი, სა­დაც და­ცუ­ლია სიტყ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა… და ესაა საყ­ვა­რე­ლი ად­გი­ლი ყვე­ლა­სათ­ვის…

P.S. სულ მცი­რე­დი წვლი­ლი თუ მა­ინც მი­მიძღ­ვის ხი­დის­თა­ვის სა­ჯა­რო სკო­ლის წარ­მა­ტე­ბებ­ში, ბედ­ნი­ე­რი ვარ და მად­ლო­ბა ამ 6 წლის­თ­ვის ყვე­ლას: ჩემს უსაყ­ვარ­ლეს მოს­წავ­ლე­ებს და ყვე­ლა­ზე ერ­თ­გულ მშობ­ლებს! ჩემს უმაგ­რეს გუნდს! სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტ­როს და ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის სა­ა­გენ­ტოს; გო­რის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­ს­ცენტრს; ათას­წ­ლე­უ­ლის გა­მოწ­ვე­ვის ფონდ-სა­ქარ­თ­ვე­ლოს; გა­ნათ­ლე­ბა ყვე­ლა­სათ­ვის – სა­ქარ­თ­ვე­ლოს; არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია „აფხა­ზეთს“; მშობ­ლე­ბი გა­ნათ­ლე­ბის­თ­ვის Parents for Education; სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბა ყვე­ლას­თ­ვის; ორ­გა­ნი­ზა­ცია CENN-ს; პრო­ფე­სი­ულ კო­ლეჯს „გან­თი­ა­დი“; პარ­ტ­ნი­ორ სკო­ლებს – ატე­ნის, უფ­ლის­ცი­ხის, ქვახ­ვ­რე­ლის სა­ჯა­რო სკო­ლებს; მად­ლო­ბა ჩემს თემს, ჩემს ხი­დის­თა­ვე­ლებს მუდ­მი­ვი მხარ­და­ჭე­რის­თ­ვის! და კი­დევ, ჩვენ­თან კედ­ლე­ბიც „ლა­პა­რა­კო­ბენ“ და ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბებს ყვე­ბი­ან.“

დღემ­დე გა­ურ­კ­ვე­ვე­ლია, რას იკ­ვ­ლევ­დ­ნენ ან რა გა­მო­იკ­ვ­ლი­ეს

ინტერვიუ მიმოზა ღოლიჯაშვილათან ???

➡️ ქალ­ბა­ტო­ნო მი­მო­ზა, ამ­დე­ნი წარ­მა­ტე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, თქვენ აღ­მოჩ­ნ­დით, ასე ვთქვათ, არაპ­რი­ვი­ლე­გი­რე­ბულ დრექ­ტორ­თა ჩა­მო­ნათ­ვალ­ში – გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის 40 დი­რექ­ტო­რი­დან, რომ­ლებ­საც ვა­დის გას­ვ­ლის გა­მო უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა შე­უ­ჩერ­დათ, 34 დი­რექ­ტო­რი გა­და­ნიშ­ნეს და აგ­რ­ძე­ლე­ბენ დი­რექ­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბას, 6 დი­რექ­ტორს, მათ შო­რის თქვენ, სა­მი­ნის­ტ­რომ ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ მოგ­ცათ. რო­გორ აფა­სებთ მოვ­ლე­ნებს, რა გახ­და იმის სა­ფუძ­ვე­ლი, რომ თქვენ და  და­ნარ­ჩენ­მა დი­რექ­ტო­რებ­მა ისე და­ტო­ვეთ და­კა­ვე­ბუ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბა, რომ სა­მი­ნის­ტ­რო­დან ამის შე­სა­ხებ არა­ნა­ი­რი გან­მარ­ტე­ბა არ მი­გი­ღი­ათ. რას ფიქ­რობთ, რა­ტომ არ და­ი­ნიშ­ნეთ მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­ს­რუ­ლებ­ლად?

➡️ რო­გორც თქვენ ახ­სე­ნეთ ჩვენს  მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში შე­მა­ვა­ლი 40 სკო­ლის დი­რექ­ტორს, კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბით, ამო­ე­წუ­რა 6-წლი­ა­ნი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ვა­და. შე­სა­ბა­მი­სად, სა­მი­ნის­ტ­რო­ში გა­ვაგ­ზავ­ნეთ გან­ცხა­დე­ბა მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­ს­რუ­ლებ­ლად გა­დაყ­ვა­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით. 40-დან 34-მა დი­რექ­ტორ­მა სამ დღე­ში მი­ი­ღო პა­სუ­ხი, რომ ყო­ველ­გ­ვა­რი კვლე­ვა-ძი­ე­ბი­სა და ახ­ს­ნა-გან­მარ­ტე­ბის გა­რე­შე გა­აგ­რ­ძე­ლებ­დ­ნენ დი­რექ­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბას. და­ნარ­ჩე­ნებს, ანუ 6 დი­რექ­ტორს ზუს­ტად ერ­თი თვე და 3 დღე დაგ­ვ­ჭირ­და პა­სუ­ხის ლო­დი­ნი. ამ დრო­ის გას­ვ­ლის შემ­დეგ კი მი­ვი­ღეთ პა­სუ­ხი, სა­დაც ეწე­რა, რომ ჩვენ შეგ­ვიძ­ლია გა­ვაგ­რ­ძე­ლოთ პე­და­გო­გი­უ­რი მოღ­ვა­წე­ო­ბა და მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ვი­ღოთ დი­რექ­ტო­რე­ბის კონ­კურ­ს­ში, რო­ცა გა­მოცხად­დე­ბა. მაგ­რამ რა­ტომ, რა გახ­და ამის მი­ზე­ზი, ამა­ზე არა­ვინ არა­ფე­რი გვითხ­რა. ეს იყო შო­კი, რად­გან ამის არა­ნა­ი­რი პი­რო­ბა არ არ­სე­ბობ­და, რა­ღაც წი­ნა­პი­რო­ბა ხომ უნ­და ყო­ფი­ლი­ყო იმის­თ­ვის, რომ ასე­თი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად  დის­კ­რე­ცი­უ­ლი უფ­ლე­ბა გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნათ. აქ­ვე მინ­და აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ თა­ვის დრო­ზე კა­ნონ­ში დის­კ­რე­ცი­უ­ლი უფ­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა არას­წო­რად იყო ჩა­დე­ბუ­ლი იმი­ტომ, რომ ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი იმ­სა­ხუ­რებს, რო­ცა მას სამ­სა­ხუ­რი­დან უშ­ვებ, არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლად იცო­დეს მი­ზე­ზი, სა­ფუძ­ვე­ლი, თუნ­დაც, სუფ­თა ადა­მი­ა­ნუ­რი ფაქ­ტო­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. სიტყ­ვა რომ აღარ გა­ვაგ­რ­ძე­ლო, ჩემ­თ­ვის სრუ­ლი­ად გა­უ­გე­ბა­რია, რა­ტომ გა­მო­ი­ყე­ნა სა­მი­ნის­ტ­რომ დის­კ­რე­ცი­უ­ლი უფ­ლე­ბა ჩემ­თან მი­მარ­თე­ბა­ში. გა­უ­გე­ბა­რია, რად­გან ამის წი­ნა­პი­რო­ბა არ არ­სე­ბობ­და. თქვენ რომ წა­ი­კითხოთ ჩე­მი დი­რექ­ტო­რო­ბის პე­რი­ო­დის საქ­მი­ა­ნო­ბის მოკ­ლე ან­გა­რი­ში, რო­მე­ლიც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­ვაქ­ვეყ­ნე, ამა­ში და­მე­თან­ხ­მე­ბით. გულ­წ­რ­ფე­ლად გეტყ­ვით, 6-წლი­ა­ნი შრო­მის სრულ­ყო­ფი­ლად წარ­მო­ჩე­ნა ამ ან­გა­რიშ­შიც სრუ­ლად ვერ შევ­ძე­ლი, კი­დევ უამ­რა­ვი აქ­ტი­ვო­ბა და შრო­მაა ამ ან­გა­რი­შის მიღ­მა, რო­მე­ლიც ჩემს გუნ­დ­თან და მოს­წავ­ლე­ებ­თან ერ­თად გავ­წიე. რო­ცა ასე­თი წი­ნა­პი­რო­ბაა, რო­ცა გაქვს უმაღ­ლე­სი შე­ფა­სე­ბა და კმა­ყო­ფი­ლი გყავს სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბა — მუ­შა­ობ მათ­თ­ვის და შენ­თ­ვის პრი­ო­რი­ტე­ტი, პირ­ველ რიგ­ში, არის მოს­წავ­ლე, ბუ­ნებ­რი­ვია, ასეთ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას არც ელი და ვერც ეგუ­ე­ბი. ხი­დის­თა­ვის სკო­ლა­ში, ჩე­მი დი­რექ­ტო­რო­ბის პე­რი­ოდ­ში, შექ­მ­ნი­ლი იყო გა­რე­მო, სა­დაც მოს­წავ­ლე­ე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად ახ­დენ­დ­ნენ სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბას, მა­თი ინ­ტე­რე­სე­ბი  ყველ­გან და ყვე­ლა­ფერ­ში იყო გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი – ჰქონ­დათ თა­ვი­სუ­ფა­ლი სივ­რ­ცე და სკო­ლა­ში გამ­ჭ­ვირ­ვა­ლე პრო­ცე­სე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. ლო­გი­კუ­რად ჩნდე­ბა კითხ­ვა, მა­შინ რა­ტომ? სა­მი­ნის­ტ­რო პა­სუ­ხის და­ყოვ­ნე­ბის მი­ზე­ზად იმას ასა­ხე­ლებ­და, რომ გან­ცხა­დე­ბა ისევ კვლე­ვის სა­გა­ნი იყო, დღემ­დე გა­ურ­კ­ვე­ვე­ლია, რას იკ­ვ­ლევ­დ­ნენ ან რა გა­მო­იკ­ვ­ლი­ეს?

➡️ გე­თან­ხ­მე­ბით, ცო­ტა უც­ნა­უ­რია ამ­დე­ნი პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ფონ­ზე, რო­ცა სკო­ლა, სწო­რედ თქვე­ნი  დი­რექ­ტო­რო­ბის პე­რი­ო­დის მიღ­წე­ვე­ბით, ერთ-ერ­თია გა­მორ­ჩე­ულ სკო­ლა­თა შო­რის, თქვენ მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­ს­რუ­ლებ­ლად არ გნიშ­ნა­ვენ. ამას ისიც ემა­ტე­ბა, რომ შე­მოდ­გო­მა­ზე „სკო­ლის ლი­დე­რო­ბის კონ­კურ­ს­ში“ საკ­მა­ოდ კომ­პე­ტენ­ტურ­მა ჟი­უ­რიმ ფი­ნა­ლის­ტებს შო­რის და­გა­სა­ხე­ლათ, რაც, თა­ვის­თა­ვად, გა­მორ­ჩე­უ­ლი ლი­დე­რო­ბის და მა­ღა­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის გა­რე­შე ვერ მოხ­დე­ბო­და. მა­შინ რას­თან გვაქვს საქ­მე? რას ფიქ­რობთ?

➡️ უხერ­ხუ­ლია სა­კუ­თარ მიღ­წე­ვებ­ზე სა­უ­ბა­რი, მაგ­რამ მა­ინც მი­წევს. გე­თან­ხ­მე­ბით, ლი­დე­რო­ბის კონ­კურ­ს­ში, 17-კა­ცი­ან­მა საკ­მა­ოდ კომ­პე­ტენ­ტურ­მა და მრა­ვალ­ფე­რო­ვან­მა ჟი­უ­რიმ, მო­ნა­წი­ლე­ებს შო­რის, 10 სა­უ­კე­თე­სო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი შე­არ­ჩია. საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლი კონ­კურ­სი იყო, რო­მე­ლიც ხუ­თი ეტა­პის­გან შედ­გე­ბო­და. ერთ-ერთ ეტაპ­ზე, ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნის გერ­მა­ნე­ლი ექ­ს­პერ­ტი გვაკ­ვირ­დე­ბო­და. რო­ცა ჟი­უ­რის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა გა­მოცხად­და და ფი­ნა­ლის­ტებ­ში და­მა­სა­ხე­ლეს, უზო­მოდ ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი – ფი­ნალ­ში წარ­მო­ვად­გენ­დი ში­და ქართლს, ჩემს ხი­დის­თა­ვის სკო­ლას. სა­უ­კე­თე­სო ათე­ულ­ში რომ ვი­ყა­ვი, ძა­ლი­ან სა­ა­მა­ყო იყო და, რა თქმა უნ­და, ეს წარ­მა­ტე­ბა მხო­ლოდ მე არ მე­კუთ­ვ­ნო­და, ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩემს თემ­თან და სკო­ლას­თან ერ­თად შევ­ძე­ლი. ცხა­დია, მარ­ტო ამას ვერ გა­ვა­კე­თებ­დი. კონ­კურ­სის მი­ზა­ნიც ეს იყო — სკო­ლის დი­რექ­ტო­რის პრო­ფე­სი­ის პო­პუ­ლა­რი­ზე­ბა და სა­უ­კე­თე­სო პრაქ­ტი­კის ჩვე­ნე­ბა/გა­ზი­ა­რე­ბა სხვა, და­ნარ­ჩე­ნი სკო­ლე­ბის­თ­ვის. რო­ცა ასე­თი პრო­ცე­სე­ბის მო­ნა­წი­ლე ხარ, ბუ­ნებ­რი­ვია, გა­უ­გე­ბა­რია, რა­ტომ იყე­ნე­ბენ დის­კ­რე­ცი­ულ უფ­ლე­ბას იმის­თ­ვის, რომ არ გა­და­გიყ­ვა­ნონ მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­ს­რუ­ლებ­ლის პო­ზი­ცი­ა­ზე, შემ­დ­გომ არ­ჩევ­ნე­ბამ­დე. სწო­რედ ეს კითხ­ვა აქვს სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­საც სა­მი­ნის­ტ­როს­თან, მი­ნის­ტ­რ­თან. წე­რი­ლი გაგ­ზავ­ნი­ლია და ვე­ლით პა­სუხს. ეს კითხ­ვა აქვს სო­ფელ­საც, 210-მდე მშობ­ლის ხელ­მო­წე­რაა მოთხოვ­ნა­ზე — პა­სუ­ხი გაგ­ვ­ცეს სა­მი­ნის­ტ­რომ, რა­ტომ მი­ი­ღო ასე­თი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა. იმე­დია, წე­რი­ლის გაგ­ზავ­ნი­დან, ათი სა­მუ­შაო დღის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­მი­ნის­ტ­რო გვი­პა­სუ­ხებს.

➡️ რა მო­ლო­დი­ნი გაქვთ?

➡️ რაც შე­ე­ხე­ბა მო­ლო­დინს, მე მა­ინც ოპ­ტი­მის­ტი ადა­მი­ა­ნი ვარ და მჯე­რა (ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მინ­და და­ვი­ჯე­რო), რომ გა­და­ი­ხე­დე­ბა გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა და რა­ღაც შე­იც­ვ­ლე­ბა. აქ­ვე მინ­და გითხ­რათ, რომ მარ­ტო მე არ ვარ ასე­თი პრობ­ლე­მის პი­რის­პირ, ანა­ლო­გი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, ქვეყ­ნის მას­შ­ტა­ბით, ბევ­რი დი­რექ­ტო­რი აღ­მოჩ­ნ­და. ბუ­ნებ­რი­ვია, ეს ადა­მი­ა­ნე­ბიც ითხო­ვენ პა­სუხს და ყვე­ლას ერ­თი კითხ­ვა გვაქვს: რა­ტომ არ მოხ­და ჩვე­ნი გა­და­ნიშ­ვ­ნა?

მინ­და ისიც გითხ­რათ, რომ პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში, უკი­დუ­რე­სად მძი­მე ეკო­ნო­მი­კუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ის დროს, სკო­ლე­ბი ურ­თუ­ლე­სი გა­მოწ­ვე­ვე­ბის პი­რის­პირ აღ­მოჩ­ნ­დ­ნენ —  ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოწ­ვე­ვაა. თუ ამ სირ­თუ­ლე­საც გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, კი­დევ უფ­რო გა­უ­გე­ბა­რი ხდე­ბა სა­მი­ნის­ტ­როს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა, რომ­ლი­თაც სკო­ლას აც­ლი სა­ძირ­კ­ველს —  სკო­ლის წარ­მა­ტე­ბის სა­წინ­და­რი და მთა­ვა­რი საყ­რ­დე­ნი ხომ კარ­გი მე­ნე­ჯე­რი და, პირ­ველ რიგ­ში, კარ­გი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ლი­დე­რია. ეს ნამ­დ­ვი­ლად ასეა, თუმ­ცა, შე­იძ­ლე­ბა ამა­ზე ვი­და­ვოთ, მაგ­რამ სკო­ლის წარ­მა­ტე­ბა, დიდ­წი­ლად, მა­ინც მის ხელ­მ­ძღ­ვა­ნელ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

➡️ რო­გორ ფიქ­რობთ, შექ­მ­ნი­ლი ვი­თა­რე­ბა  რა გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს სკო­ლა­ზე – მას­წავ­ლებ­ლებ­ზე, მოს­წავ­ლე­ებ­ზე? რა ბე­დი ელის თქვენ მი­ერ დაწყე­ბულ პრო­ექ­ტებს?

➡️ პირ­ველ რიგ­ში, ეს მოს­წავ­ლე­ე­ბის დე­მო­ტი­ვა­ცი­ა­სა და უნ­დობ­ლო­ბას გა­მო­იწ­ვევს. ბუ­ნებ­რი­ვია, მა­თაც უჩ­ნ­დე­ბათ კითხ­ვე­ბი… ჩემს მოს­წავ­ლე­ებს და მშობ­ლებს ისე­თი­ვე უსა­მარ­თ­ლო­ბის გან­ც­და აქვთ, რო­გორც მე. ვცდი­ლობ, ბავ­შ­ვებ­თან ამ ფაქ­ტ­ზე არ ვი­ა­სუბ­რო, თუმ­ცა, გა­მუდ­მე­ბით მწე­რენ პი­რად­ში და ძა­ლი­ან გულ­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბი არი­ან. ისი­ნიც მო­ლო­დი­ნის რე­ჟიმ­ში არი­ან და ფიქ­რო­ბენ, რომ რა­ღაც შე­იც­ვ­ლე­ბა. მე კი, სკო­ლა­ში ვრჩე­ბი მას­წავ­ლებ­ლად (კა­ნო­ნის თა­ნახ­მად, 10 სა­ა­თის ჩა­ტა­რე­ბის უფ­ლე­ბა მაქვს) და ვაგ­რ­ძე­ლებ გაკ­ვე­თი­ლებს. ამის გარ­და, ძა­ლი­ან ბევ­რი პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა მქონ­და და­გეგ­მი­ლი, მაგ­რამ პან­დე­მი­ა­მაც შეგ­ვი­შა­ლა ხე­ლი. ნა­წი­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას, ალ­ბათ, მა­ინც შევ­ძ­ლებთ. წი­ნა კვი­რას დავ­რე­გის­ტ­რირ­დით, მე და ჩე­მი მოს­წავ­ლე­ე­ბი (ხომ გითხა­რით, ოპ­ტი­მის­ტი ადა­მი­ა­ნი ვარ და არ ვფიქ­რობ, რომ ამით ყვე­ლა­ფე­რი დას­რულ­და) პროქ­ტ­ზე „ნი­კო კეცხო­ვე­ლი 2021“. ჩემ­თ­ვის უმ­თავ­რე­სი ჩე­მი მოს­წავ­ლე­ე­ბი არი­ან და, შე­სა­ბა­მი­სად, მათ ღა­ლატს არ ვა­პი­რებ. მარ­თა­ლია, იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი და გა­ნაწყე­ნე­ბუ­ლი, მაგ­რამ მა­ინც მათ გვერ­დით ვარ. ასე­ვე, დი­დი მო­ლო­დი­ნი გვაქვს მე­ო­რე პრო­ექ­ტის, რო­მე­ლიც გა­სულ წელს, რო­გორც სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლე­ბელ­მა, მოს­წავ­ლე­ე­ბის ჯგუფ­თან ერ­თად, ევ­რო­პის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მი­ერ გა­მოცხა­დე­ბუ­ლი საგ­რან­ტო კონ­კურ­სის­თ­ვის —  „შე­ნი იდეა შენს სკო­ლას“ (მო­ი­გე შე­ნი სკო­ლის­თ­ვის 20 ათა­სი ლა­რი) დავ­წე­რე. უკ­ვე ფი­ნალ­ში ვართ და სამ რჩე­ულ პრო­ექტს შო­რის დავ­სა­ხელ­დით. იმე­დია, ჩე­მი დი­რექ­ტო­რო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის ფაქ­ტო­რი ხელს არ შეგ­ვიშ­ლის და გა­ვი­მარ­ჯ­ვებთ.

➡️ თუ სა­მი­ნის­ტ­რო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას არ შეც­ვ­ლის, აპი­რებთ თუ არა დი­რექ­ტო­რე­ბის შე­სარ­ჩევ კონ­კურ­ს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას?

➡️ გულ­წ­რ­ფე­ლად გეტყ­ვით, ამ ეტაპ­ზე, უფ­რო მე­ტად მო­ბი­ლი­ზე­ბა და დამ­შ­ვი­დე­ბა მჭირ­დე­ბა. ამის შემ­დეგ მი­ვი­ღებ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას, რას ვი­ზამ მო­მა­ვალ­ში –  ჩა­ვერ­თ­ვე­ბი თუ არა დი­რექ­ტო­რე­ბის შე­სარ­ჩევ კონ­კურ­ს­ში.

ლა­ლი ჯე­ლა­ძე 

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები