17 სექტემბერი, ოთხშაბათი, 2025

გაიცანით ფინალისტი

შალვა მინდაძე, თბილისის №70 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი

ფინალისტად ყოფნა ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა, ამავდროულად, დიდი სიხარულია. ამ სტატუსს არა მხოლოდ პირად წარმატებად, არამედ ჩემი მოსწავლეების, კოლეგებისა და სკოლის მიღწევად აღვიქვამ. საბოლოო შედეგის მიუხედავად, უკვე დიდი პატივია ამ ეტაპამდე მოსვლა.

ყველაზე დიდი გამარჯვება ჩემთვის ის არის, როცა ვხედავ, რომ მოსწავლეს სწავლაში ბარიერი გადალახული აქვს, საკუთარი შესაძლებლობების სჯერა და დამოუკიდებლად აზროვნებს. ეს მომენტები ყველაზე მყარად მაძლევს ძალას. კონკურსზე მიღწეული სტატუსი დროებითია, მაგრამ მოსწავლის გარდასახვა – სამუდამო!

პირველი ნაბიჯი, რომელსაც გამარჯვების შემთხვევაში გადავდგამ, მოხალისეობრივ პრინციპზე, ჩემსავე სკოლის ბაზაზე, უფასო სასწავლო ჰაბს გავხსნი, სადაც ნებისმიერ ახალგაზრდას ექნება შესაძლებლობა, ისწავლოს და მოემზადოს გამოცდებისთვის. იდეაში ამას უკვე ვაკეთებ ჩემს პლატფორმაზეც, მაგრამ გამარჯვება მომცემს საშუალებას, ეს პროექტი სრულ და ტექნიკურად დახვეწილ მოდელად ვაქციო, ფართო სივრცით და მეტი რესურსით. ეს იქნება სივრცე თანასწორი განათლებისთვის.

მთავარი, რაც მასწავლებელს სჭირდება, არის ემპათია და მოსწავლის სამყაროში შესვლის უნარი. როცა ეს შეგიძლია, სწავლება მხოლოდ ცოდნის გადაცემას აღარ ჰგავს – განვითარების ფსიქოლოგიური მხარდაჭერაა. მასწავლებელმა უნდა იცოდეს, როგორ იმოქმედოს მოტივაციასა და თვითშეფასებაზე, როგორ დაეხმაროს ბავშვს საკუთარი გზის პოვნაში. „მასწავლებლის წარმატება მაშინ იწყება, როცა მოსწავლე საკუთარ შესაძლებლობებს აღმოაჩენს და სჯერა, რომ შეუძლია შეცვალოს სამყარო.“

მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება