14 ივლისი, ორშაბათი, 2025

დღეს აბიტურიენტები მათემატიკას აბარებდნენ

spot_imgspot_img

ორდღიანი დასვენების შემდეგ განახლდა ერთიანი ეროვნული გამოცდები, აბიტურიენტები მათემატიკას აბრებდნენ 2 სესიად.

ოცდაოთხივე საგამოცდო ცენტრში, საქართველოს მასშტაბით, გამოცდაზე 95%-მდე აბიტურიენტი გამოცხადდა, დაგვიანების 4 შემთხვევა იყო.

ხვალ აბიტურიენტები გეოგრაფიის გამოცდას ჩააბარებენ მეორე სესიაზე, პირველ სესიაზე კი – მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები, მეორე სესიაც მათ დაეთმობათ. გამოცდებს შემდეგ საგნებში ჩააბარებენ:

♦ ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV კლასები);

♦ ბუნებისმეტყველება (I-VI);

♦ მათემატიკა (I-VI);

♦ ქართული ენა და ლიტერატურა (I-VI);

♦ აზერბაიჯანული ენა;

♦ სომხური ენა.

გისურვებთ წარმატებას!

spot_imgspot_img
მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება