11 ივლისი, პარასკევი, 2025

მიმდინარეობს მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველების გამოცდის მეორე სესია

spot_imgspot_img

მასწავლებლებმა და მასწავლებლობის მსურველებმა,  დღეს, პირველ სესიაზე, მათემატიკის (VII-XII) გამოცდა ჩააბარეს. გამოცხადდა 79%-მდე აპლიკანტი.

მეორე სესიისთვის რეგისტრაცია 14.00 საათზე დაიწყო. მეორე სესიაზე მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები გეოგრაფიას და სამოქალაქო განათლებას აბარებენ. გამოცხადდა 81%-ზე მეტი აპლიკანტი. იყო დაგვიანების 1 შემთხვევა.

სამდღიანი შესვენების შემდეგ, საგამოცდო სესიები 15 ივლისს განახლდება.

პირველ სესიაზე მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები ჩააბარებენ: ქართულ ენასა და ლიტერატურას, მათემატიკას და ბუნებისმეტყველებას (I-IV); ბუნებისმეტყველებას (I-VI); მათემატიკას (I-VI); ქართულ ენასა და ლიტერატურას (I-VI); აზერბაიჯანულ ენას; სომხურ ენას.

მეორე სესიაზე: აზერბაიჯანულ ენასა და ლიტერატურას, მათემატიკას და ბუნებისმეტყველებას (I-IV); რუსულ ენასა და ლიტერატურას, მათემატიკას და ბუნებისმეტყველებას (I-IV); სომხურ ენასა და ლიტერატურას, მათემატიკას და ბუნებისმეტყველებას (I-IV).

გისურვებთ წარმატებას!

spot_imgspot_img
მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება