1 ივლისი, სამშაბათი, 2025

ირაკლი კობახიძემ მინისტრის პოსტზე გივი მიქანაძე წარადგინა

spot_imgspot_img

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრად პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, ახალი მინისტრი – გივი მიქანაძე დღესვე წარადგინა.

ირაკლი კობახიძე: „ორი სიტყვა მინდა ვთქვა მის გამოცდილებასთან დაკავშირებით უშუალოდ განათლებისა და მეცნიერების სფეროში. მას აქვს ღრმა აკადემიური განათლება, არის იურისტი, დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასევე დიდ ბრიტანეთში, ინგლისში, ესექსის უნივერსიტეტი; სადოქტორო დისერტაცია აქვს დაცული ამსტერდამის თავისუფალ უნივერსიტეტში. მას აქვს, მოგეხსენებათ, საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება, ფართო პოლიტიკური გამოცდილება და უშუალოდ განათლების და მეცნიერების სფეროში აქვს ფართო გამოცდილება, ის იყო, წლების განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორი, იყო პედაგოგი, ლექტორი სხვადასხვა უნივერსიტეტში და არის არაერთი წიგნის და სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, შესაბამისად, მას აქვს ძალიან ღრმა გამოცდილება განათლებისა და მეცნიერების სფეროში. როგორც მოგეხსენებათ, უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში, ის საქართველოს პარლამენტში იკავებდა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ის არის იდეალური ვარიანტი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პოსტზე. მინდა ბატონ გივის ვუსურვო წარმატებები ამ თანამდებობაზე“.

გივი მიქანაძე: „ჩემთვის არის უდიდესი პასუხისმგებლობა და პატივი, ვსარგებლობდე ასეთი მაღალი ნდობით და ვუხელმძღვანელო იმ სამინისტროს, რომელიც თითოეულ ჩვენგანთან არის დაკავშირებული, ჩვენი მომავალი თაობების აღზრდასთან არის დაკავშირებული. განვითარება განათლებისა და მეცნიერების გარეშე, რა თქმა უნდა, 21-ე საუკუნეში წარმოუდგენელი არის, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ბატონ ალექსანდრე წულაძეს მადლობა გადავუხადო მისი საქმიანობისთვის, როგორც მინისტრის რანგში და ის რეფორმები, რომელიც მიმდინარე არის და ის აქტუალური საკითხები, რა თქმა უნდა, კვლავაც დღის წესრიგში რჩება. იქნება ძალიან ინტენსიური ხასიათის ნაბიჯები გადადგმული, რომ რეფორმები დაჩქარდეს და რა თქმა უნდა, ეს ხარისხობრივი ნიშნით ასახული იყოს უმაღლესი რანგით. შესაბამისად, მაქსიმალურად მაქვს მზაობა, რომ ის ნდობა, რომელიც პირადად პრემიერ-მინისტრისგან იყო გამოთქმული ჩემთან მიმართებაში, საზოგადოების და ჩვენი ქვეყნის ინტერესებს მაქსიმალურად მოვახმარო და დღენიადაგ გავაკეთო ყველაფერი იმისთვის, რომ განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრო იყოს მაქსიმალურად წარმატებული იმიტომ, რომ ამ სამინისტროს წარმატება პირდაპირპროპორციული არის ჩვენი ქვეყნის წარმატებისა“.

spot_imgspot_img
მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება