26 ივნისი, ხუთშაბათი, 2025

„ენდეთ მხოლოდ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას“ – მათემატიკის ჯგუფის რეკომენდაციები აბიტურიენტებს

spot_imgspot_img

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა მათემატიკის ჯგუფის მიერ მომზადებული მნიშვნელოვანი რეკომენდაციები იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებიც მათემატიკის გამოცდას ჩააბარებენ. იქვე კიდევ ერთხელ მოუწოდა აპლიკანტებს, რომ ენდონ მხოლოდ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

5 რჩევა აბიტურიენტებსმათემატიკის გამოცდა

☑️ შეგახსენებთ, რომ საგამოცდო ტესტი შედგება 41 ამოცანისაგან. აქედან პირველი 37 ამოცანიდან თითოეულს თან ახლავს 4 სავარაუდო პასუხი, რომელთაგან მხოლოდ ერთია სწორი. ტესტის ამ ნაწილში თითოეული ამოცანა ფასდება 1 ქულით სწორი პასუხის მითითებისას, ხოლო 0 ქულით – არასწორი პასუხის შემთხვევაში;

☑️ ამოცანებში ოცდამეთვრამეტედან ორმოცდაერთის ჩათვლით, დადებითი შეფასების მისაღებად, საკმარისი არ არის მხოლოდ სწორი პასუხის მითითება – აუცილებელია ამოცანის ამოხსნის სრულად ჩაწერა. №38 და №39 ამოცანები ფასდება 3 ქულით, №40 და №41 ამოცანა ფასდება 4 ქულით. ტესტის მაქსიმალური ქულაა 51;

☑️ გაითვალისწინეთ, რომ საჭირო არ არის ამოცანის პირობის გადაწერა – მუშაობა შეგიძლიათ პირდაპირ ამოხსნით დაიწყოთ, ამით დაზოგავთ დროსაც და ადგილსაც პასუხების ფურცელზე;

☑️ ყურადღებით გაეცანით საგამოცდო პროგრამას. არ შეგხვდებათ არც ერთი ის საკითხი, რომელიც პროგრამაში არ არის მოცემული;

☑️ არ სწორდება შავი ფურცლები. ამიტომ თქვენი მუშაობის შედეგი ზედმიწევნით უნდა გადმოიტანოთ პასუხების ფურცელზე კონკრეტულად ამ დავალების პასუხისათვის გამოყოფილ ადგილას.

გისურვებთ წარმატებას!

spot_imgspot_img
მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება