9 ივნისი, ორშაბათი, 2025

პრო­ფე­სი­ა­ზე მე­ტია მას­წავ­ლებ­ლო­ბა!

spot_imgspot_img

თა­მა­რ მა­ნუ­ჩა­რაშ­ვი­ლი

არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რის პროგ­რა­მის კონ­სულ­ტანტ მას­წავ­ლე­ბე­ლი, მარ­ნე­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოფ. კა­ჩა­გა­ნის №1 სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენის მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

და­ვი­ბა­დე გურ­ჯა­ა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოფ. ვა­ზი­სუ­ბან­ში. 2014 წელს და­ვამ­თავ­რე იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თე­ლა­ვის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი და სწო­რედ სწავ­ლის დას­რუ­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში გა­ვი­გე ამ სა­ო­ცა­რი პრო­ექ­ტის არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ. პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც ერ­თ­გ­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვა იყო. არ არის მარ­ტი­ვი, ასე უბ­რა­ლოდ ად­გე, ჩა­ა­ლა­გო ბარ­გი, და­ტო­ვო შე­ნი სახ­ლი, მე­გობ­რე­ბი, ყვე­ლა­ფე­რი, რაც შე­ნია და წახ­ვი­დე სხვა კულ­ტუ­რის, ტრა­დი­ცი­ე­ბის მქო­ნე გა­რე­მო­ში. ამი­ტომ იყო გა­მოწ­ვე­ვა, მაგ­რამ უც­ნა­უ­რია ის, რომ არ შემ­ში­ნე­ბია, არ მი­ფიქ­რია, რა შე­იძ­ლე­ბა შემ­ხ­ვედ­რო­და წინ ისე­თი, რა­საც ვერ დავ­ძ­ლევ­დი. მინ­დო­და, სა­კუ­თა­რი თა­ვი იქ წარ­მო­მედ­გი­ნა, სა­დაც სა­ჭი­რო ვი­ყა­ვი. ეს იყო შან­სი, რო­ცა ზუს­ტად ვი­ცო­დი, ცოდ­ნის გა­ზი­ა­რე­ბის სა­ნაც­ვ­ლოდ, აუცი­ლებ­ლად მი­ვი­ღებ­დი გა­მოც­დი­ლე­ბას, რო­მე­ლიც სა­მო­მავ­ლოდ ბევ­რი სირ­თუ­ლის დაძ­ლე­ვა­ში და­მეხ­მა­რე­ბო­და.

დამ­ხ­მა­რე მას­წავ­ლებ­ლად და­ვიწყე მუ­შა­ო­ბა დე­დოფ­ლის­წყა­როს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოფ. სა­ბათ­ლოს სა­ჯა­რო სკო­ლა­ში, სა­დაც ეთ­ნი­კუ­რად სომ­ხე­ბი ცხოვ­რო­ბენ. ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ხუ­თი წე­ლი გა­ვა­ტა­რე. არა­სო­დეს და­მა­ვიწყ­დე­ბა პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი სკო­ლა­ში, საკ­ლა­სო ოთახ­ში და ბავ­შ­ვებ­თან… ამ დროს ხვდე­ბი, რომ ბევ­რი რამ გაქვს წინ, ბევ­რი რამ უნ­და გა­და­ლა­ხო და სიტყ­ვა „ვერ შევ­ძ­ლებ“ არ უნ­და გა­უ­მე­ო­რო სა­კუ­თარ თავს, არც კი უნ­და გა­ბე­დო.

ხუ­თი წლის შემ­დეგ ზუს­ტად ვი­ცო­დი, რომ სა­ჭი­რო იყო ცვლი­ლე­ბე­ბი, სხვა გა­რე­მო, სა­დაც ახა­ლი იდე­ე­ბი­თა და მიზ­ნე­ბით გა­ვაგ­რ­ძე­ლებ­დი მუ­შა­ო­ბას. ასე აღ­მოვ­ჩ­ნ­დი 2019 წელს მარ­ნე­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ კა­ჩა­გან­ში და ვფიქ­რობ, აქე­დან იწყე­ბა ჩე­მი ცხოვ­რე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მიღ­წე­ვე­ბი. არ ვიქ­ნე­ბი თავ­მ­და­ბა­ლი და ჰო, ნამ­დ­ვი­ლად მიღ­წე­ვე­ბი.

გა­მოც­დი­ლე­ბა ნამ­დ­ვი­ლად მქონ­და სხვა გა­რე­მო­ში ცხოვ­რე­ბის, მაგ­რამ რაც უფ­რო შორს მოვ­დი­ო­დი, რაც მე­ტად ვა­ლა­გებ­დი გეგ­მებს, უფ­რო ვღე­ლავ­დი. თა­ვი­დან უნ­და გა­მევ­ლო ის გზა, რო­მე­ლიც ხუ­თი წლის წინ გა­ვი­ა­რე და თა­ვი­დან უნ­და შე­მექ­მ­ნა ყვე­ლა­ფე­რი. პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში, ად­გი­ლობ­რივ ოჯახ­ში უნ­და მეცხოვ­რა და იქ მცხოვ­რებ ბავ­შ­ვებს ქარ­თუ­ლი ენის შეს­წავ­ლა­ში დავ­ხ­მა­რე­ბო­დი (კომ­ფორ­ტულ საცხოვ­რე­ბელ ად­გილ­ზე ჩემ­მა დი­რექ­ტორ­მა, ბა­ტონ­მა ზა­ხირ­მა იზ­რუ­ნა). სა­ბედ­ნი­ე­როდ, ოჯა­ხი და­თან­ხ­მ­და. მა­შინ ვერც კი ვი­ფიქ­რებ­დი, რომ ჩე­მი საცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი ჩემს ოჯა­ხად გა­და­იქ­ცე­ო­და, დი­ა­სახ­ლი­სი კი დე­და მახ­რუ­კად და იქ ექვს წელს ვიცხოვ­რებ­დი. ეს არის სახ­ლი, სა­დაც უბ­რა­ლოდ გიყ­ვარს და უყ­ვარ­ხარ. სა­დაც მშვი­დად გძი­ნავს და იცი, რო­გორც კი ავად გახ­დე­ბი, მშობ­ლე­ბის მოს­ვ­ლამ­დე, მა­თი დახ­მა­რე­ბის იმე­დი უნ­და გქონ­დეს. ოჯა­ხურ სა­ღა­მო­ებ­თან ერ­თად, აქ­ტი­უ­რად და­ვიწყე ოჯახ­ში მცხოვ­რებ ბავ­შ­ვ­თან ქარ­თუ­ლი ენის კურ­სის ჩა­ტა­რე­ბა (დღეს უკ­ვე დი­დი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი გო­გოა. სტუ­დენ­ტი გახ­და, თა­ვის რე­ა­ლი­ზე­ბა შეძ­ლო) და გუ­ლის სიღ­რ­მე­ში ვფიქ­რობ, დი­დი რო­ლი ითა­მა­შა მის წინ­ს­ვ­ლა­ში ჩემ­მა იქ ცხოვ­რე­ბამ. პირ­ვე­ლი ვი­ყა­ვი, ვი­საც და­უ­რე­კა, „სტუ­დენ­ტი გავ­ხ­დი, იამა­ყე ჩე­მი­თო“. შეს­ვე­ნე­ბის დროს ქარ­თულ ცეკ­ვას ვსწავ­ლობ­დით. სწო­რედ მა­შინ და­იწყო კო­ვიდ პან­დე­მია, რო­მელ­მაც შეც­ვა­ლა ყვე­ლა­ფე­რი – ურ­თი­ერ­თო­ბი­დან დაწყე­ბუ­ლი, სას­წავ­ლო პრო­ცე­სით დამ­თავ­რე­ბუ­ლი. ჩა­ვი­კე­ტეთ და მარ­ნე­ულ­ში დავ­რ­ჩი. ფაქ­ტობ­რი­ვად, ნა­ხე­ვა­რი წე­ლი მო­მი­წია სკო­ლა­ში ბავ­შ­ვებ­თან, მას­წავ­ლებ­ლებ­თან, დი­რექ­ტორ­თან პი­რის­პირ ურ­თი­ერ­თო­ბა და ეს, ძი­რი­თა­დად, ერ­თ­მა­ნე­თის გაც­ნო­ბას, გა­გე­ბას მო­ვან­დო­მეთ. ვე­რა­ფე­რი გა­ვა­კე­თე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და გუ­ლი მწყდე­ბო­და. დავ­მარ­ცხ­დი… პრობ­ლე­მა იყო და არ ვი­ცო­დი ეს პრობ­ლე­მა სა­ი­დან, რო­გორ მო­მეგ­ვა­რე­ბი­ნა. არ შე­მიწყ­ვი­ტავს სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სი. თიმ­სის პლატ­ფორ­მამ მა­ლე­ვე მოგ­ვის­წ­რო, მაგ­რამ არც ეს მამ­შ­ვი­დებ­და, რად­გან მოს­წავ­ლე­ე­ბი თა­ვი­დან არ შე­მო­დი­ოდ­ნენ და თუ ჩა­ერ­თ­ვე­ბოდ­ნენ, მხო­ლოდ მცი­რე ნა­წი­ლი. არ მი­ფიქ­რია გა­ჩე­რე­ბა­ზე და შე­დე­გიც მი­ვი­ღე, მოს­წავ­ლე­თა დას­წ­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა გა­ი­ზარ­და. საკ­ლა­სო ოთა­ხებ­ში დავ­ბ­რუნ­დით და მახ­სოვს, პირ­ველ დღეს, რო­ცა ამ­დე­ნი ხნის შემ­დეგ ვბრუნ­დე­ბო­დით, სარ­კეს­თან ვი­დე­ქი, სა­კუ­თარ თავს ვე­ლა­პა­რა­კე­ბი­დი – „თა­მარ, აქამ­დე მარ­ტი­ვად არ მო­სულ­ხარ, შენ აქ ვერ წარ­მო­ა­ჩი­ნე თა­ვი, ვერ გა­ა­კე­თე მაქ­სი­მუ­მი და ახ­ლა დროა, მი­დი, თა­მარ, მი­დი“.

2023 წლის იან­ვარ­ში კონ­სულ­ტანტ-მას­წავ­ლე­ბე­ლი გავ­ხ­დი. შან­სი მო­მე­ცა, ბავ­შ­ვებ­თან ერ­თად დავ­ხ­მა­რე­ბო­დი იმ მას­წავ­ლებ­ლებს, რომ­ლებ­საც ქარ­თუ­ლი ენის შეს­წავ­ლა სურ­დათ. რაც უშუ­ა­ლოდ აისა­ხე­ბო­და მათ წინ­ს­ვ­ლა­ზე (ენის კურ­სი დღემ­დე აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს).

მოს­წავ­ლე­ებს, ფორ­მა­ლურ გა­ნათ­ლე­ბას­თან ერ­თად, ვთა­ვა­ზობ, აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თონ არა­ფორ­მა­ლურ გა­ნათ­ლე­ბა­ში, რო­მე­ლიც, ვფიქ­რობ, მა­თი მო­მა­ვა­ლი ცხოვ­რე­ბის­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლია. პრო­ექ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც დი­რექ­ტორ­თან შე­თან­ხ­მე­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბა, მარ­წ­მუ­ნებს, რამ­დე­ნი რა­მის გა­კე­თე­ბა შე­იძ­ლე­ბა ბავ­შ­ვებ­თან ერ­თად და არა მხო­ლოდ ბავ­შ­ვებ­თან.

შევ­ქ­მე­ნით სა­მო­ქა­ლა­ქო კლუ­ბი. ჩვე­ნი პრო­ექ­ტე­ბი, ძი­რი­თა­დად, ეხე­ბა სო­ცი­ა­ლურ პრობ­ლე­მებს, ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბებს, ნა­ად­რე­ვი ქორ­წი­ნე­ბის უარ­ყო­ფით შე­დე­გებს, ბუ­ლინგს და ეკო­ლო­გი­ა­საც კი. ვამ­ჯო­ბი­ნეთ უფ­რო ორი­გი­ნა­ლუ­რად მოგ­ვეთხ­რო სხვა მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის ჩვე­ნი პრო­ექ­ტე­ბის შე­სა­ხებ და შევ­ქ­მე­ნით პა­ტა­რა მა­უწყებ­ლო­ბა, სა­დაც მოს­წავ­ლე­ე­ბი ჟურ­ნა­ლის­ტის, წამ­ყ­ვა­ნი­სა და რეს­პონ­დენ­ტის როლს ირ­გებ­დ­ნენ. აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ ასე სწავ­ლე­ბა უფ­რო კარგ შე­დეგს იძ­ლე­ვა.

პრო­ექ­ტებ­თან ერ­თად, მოს­წავ­ლე­ე­ბი აქ­ტი­უ­რად არი­ან ჩარ­თულ­ნი სხვა­დას­ხ­ვა ღო­ნის­ძი­ე­ბა­შიც – გას­ვ­ლი­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბი (ექ­ს­კურ­სი­ე­ბი), მუ­ზე­უ­მის მო­ნა­ხუ­ლე­ბა, კონ­ფე­რენ­ცია. ვუ­მე­გობ­რ­დე­ბით სხვა­დას­ხ­ვა სკო­ლებს ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტე­ბით, მათ შო­რის, ქარ­თუ­ლე­ნო­ვან სკო­ლებს.

მას­წავ­ლე­ბე­ლი ბედ­ნი­ერ­დე­ბი მა­შინ, რო­ცა შე­ნი თი­თო­ე­უ­ლი წუ­თი, სიტყ­ვა, გაკ­ვე­თი­ლი შე­დე­გის მომ­ტა­ნია და ამ შე­დეგს სტუ­დენ­ტო­ბა ჰქვია. ხვდე­ბი, რომ არ ირ­ჯე­ბი ტყუ­ი­ლად, სა­სი­ა­მოვ­ნოდ იშ­ლე­ბი მხრებ­ში და ხან­და­ხან შე­იძ­ლე­ბა იტი­რო კი­დეც. დი­ახ, მას­წავ­ლებ­ლე­ბიც ვტი­რით და არც თუ ისე იშ­ვი­ა­თად, მაგ­რამ ეს სი­ხა­რუ­ლის ცრემ­ლე­ბია შე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბის წარ­მა­ტე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი.

მას­წავ­ლებ­ლო­ბა მარ­ტი­ვი არ არის. მით უფ­რო მა­შინ, რო­დე­საც ბევ­რი კი­ლო­მეტ­რით შორს წა­მოხ­ვე­დი იმის­თ­ვის, რომ სხვა კულ­ტუ­რას, ტრა­დი­ცი­ებს შე­ეთ­ვი­სო. მზად უნ­და იყო სირ­თუ­ლე­ე­ბის­თ­ვის, თუმ­ცა ვფიქ­რობ, და­უძ­ლე­ვე­ლი არა­ფე­რია. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა უყუ­რო შენს წინ მჯდომ თვა­ლებ­ციმ­ცი­მა ბავშვს და იფიქ­რო, რომ ვერ შეძ­ლებ.

ჩე­მი გა­მოც­დი­ლე­ბა თერ­თ­მეტ წელს ით­ვ­ლის. მქო­ნია დღე­ე­ბი, რო­ცა შემ­ში­ნე­ბია, რო­ცა მი­ფიქ­რია, რომ მაქ­სი­მუმს ვერ ვაძ­ლევ­დი ბავ­შ­ვებს, რად­გან ყო­ველ­თ­ვის ყვე­ლა­ფე­რი ისე ვერ მი­დის, რო­გორც გინ­და. სირ­თუ­ლე­ე­ბი ყველ­გან არის, და­მე­თან­ხ­მე­ბი­ან კო­ლე­გე­ბიც, მაგ­რამ შემ­დეგ მახ­სენ­დე­ბა მა­თი მო­წე­რი­ლი პი­რა­დი შეტყო­ბი­ნე­ბე­ბი და ვმშვიდ­დე­ბი. თა­ვი­დან ვაგ­რ­ძე­ლებ.

       

მას­წავ­ლებ­ლად უნ­და და­ი­ბა­დო, სხვა­ნა­ი­რად, ვფიქ­რობ, რთუ­ლია. უნ­და გიყ­ვარ­დეს შე­ნი საქ­მე, რად­გან გა­ბა­რია ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი – ბავ­შ­ვი! მი­სი მო­მავ­ლის მძერ­წა­ვი ხარ და არც ერ­თი შეც­დო­მა არ გე­პა­ტი­ე­ბა. პრო­ფე­სი­ა­ზე მე­ტია მას­წავ­ლებ­ლო­ბა!

მინ­და ჩემ­მა მოს­წავ­ლე­ებ­მა მხო­ლოდ მწვერ­ვა­ლე­ბი კი არ და­იპყ­რონ, მათ­ზე კომ­ფორ­ტუ­ლად მო­კა­ლათ­დ­ნენ და თქვან, ღირ­და ამოს­ვ­ლად!

spot_imgspot_img
მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება