6 მარტი, ხუთშაბათი, 2025

რეკომენდაციები სტრატეგიული დაგეგმარების სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ

spot_imgspot_img

„ახალი განათლება“ აგრძელებს სკოლების მხარდაჭერის მასშტაბურ კამპანიას, სსიპ ქალაქ თბილისის №114 საჯარო სკოლის (დირექტორი – ლალი ჯინჭარაძე) გამოცდილების გაზიარებით.

ამჯერად გთავაზობთ რეკომენდაციებს სტრატეგიული დაგეგმარების სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ.

იმისთვის, რომ სკოლის ფილოსოფიური დოკუმენტაციის პროექტები შემუშავდეს, ასევე, მონიტორინგი და შეფასება განხორციელდეს სტრატეგიული და სამოქმედო გეგმებისთვის, სკოლაში დირექტორი, სტანდარტული ბრძანებით, ქმნის სამუშაო ჯგუფს.

სამუშაო ჯგუფში მოიაზრებიან:

♦ სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე;

♦ სამუშაო ჯგუფის მოადგილე;

♦ სამუშაო ჯგუფის მდივანი;

♦ წევრები (ორი ან მეტი).

სამუშაო ჯგუფში, შესაძლოა, იყვნენ მასწავლებლები, მშობლები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები, მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრები.

აღნიშნული ჯგუფის შექმნის შესახებ ბრძანება სტანდარტულია და მასში ასახული იქნება: სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, მდივნისა და წევრების პოზიციები. უმჯობესია, თუ სახელები და გვარები არ იქნება აღნიშნული (თავმჯდომარე – დირექტორის მოადგილე, თავმჯდომარის მოადგილე – დაწყებითი კლასების კათედრის თავმჯდომარე…). ამით თავს ვიზღვევთ, საკადრო ცვლილების შემთხვევაში, წინა ბრძანების გაუქმებისა და ახლის შექმნისგან.

სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე პასუხისმგებელია სკოლის სტრატეგიული დაგეგმვის სამუშაოების პროცესის წარმართვაზე, ახორციელებს სტრატეგიული დაგეგმვის პროცესის კოორდინაციას, უზრუნველყოფს სკოლის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან კომუნიკაციას, მათ წვდომას ყველა საჭირო ინფორმაციაზე, ახდენს ჯგუფის საქმიანობის მხარდაჭერას.

სამუშაო ჯგუფის მდივანი ადგენს და აწარმოებს სხდომების ოქმებს, ასევე, ორგანიზებას უწევს სამუშაო ჯგუფის სხდომებს, უზრუნველყოფს წერილობითი ანგარიშებისა და მტკიცებულებების შეგროვებას.

სამუშაო ჯგუფის წევრები სწავლობენ ცვლილების საჭიროებას და ინიციატორს აწვდიან ინფორმაციას ინიცირების მიღების ან მიუღებლობის შესახებ, შესაბამისი დასაბუთებით. ამასთან, ინიცირების მიღების შემთხვევაში, პროცესს წარმართავენ შემდეგი ეტაპების დაცვით:

ა) ცვლილებების შეტანა ფილოსოფიურ დოკუმენტებში და დირექტორისთვის მიწოდება;

ბ) დირექტორის მიერ დოკუმენტებში განხორციელებული ცვლილებების წარდგენა სამეურვეო საბჭოსთან შესათანხმებლად;

გ) დოკუმენტების დამტკიცება (საჭიროების შემთხვევაში) და გაზიარება სასკოლო საზოგადოებისათვის და დაინტერესებული მხარეებისათვის.

სკოლის ფილოსოფიური დოკუმენტაციის გადასინჯვა იწყება:

♦ თუ შეიცვალა განათლების პოლიტიკის დოკუმენტები;

♦ თუ მოითხოვს ინიციატორი (სასკოლო საზოგადოების წარმომადეგენელი ან გარე შემფასებელი) ამ დოკუმენტების ვარგისიანობის შეფასებას.

 

გთავაზობთ ინიციატორის სანიმუშო განცხადების ვერსიას:

 

სსიპ *****სკოლის დირექტორს

ამავე სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის

მასწავლებლის *********

 

განცხადება

გაცნობებთ, რომ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი დამტკიცდა 2024 წლის 12 ივნისს, აქედან გამომდინარე, გთხოვთ, გადაიხედოს სკოლის მისია, ხედვა და ღირებულებები, ასევე სტრატეგიული და სამოქმედო გეგმები.

 

___________________ ______________________

სახელი, გვარი

რიცხვი

 

განცხადების სახით შემოსულ ინიციატივის განხილვას დირექტორი სამუშაო ჯგუფს ავალებს. განხილვის მერე:

ან ჯგუფი არგუმენტირებულად პასუხობს ინიციატორის მოთხოვნას, რომ სკოლის ფილოსოფია (მისია, ხედვა, ღირებულება, შვიდწლიანი (სტრატეგიული) და ერთწლიანი (სამოქმედო) გეგმები) შესაბამისია და მასში ცვლილებების შეტანა/მთლიანი შეცვლა საჭირო არაა;

ან იწყებს სკოლის ფილოსოფიური დოკუმენტის/დოკუმენტების (მისია, ხედვა, ღირებულება, შვიდწლიანი (სტრატეგიული) და ერთწლიანი (სამოქმედო) გეგმები) შეცვლას ან ცვლილებათა შეტანას. მისია, ხედვა და ღირებულებები არ მტკიცდება არც ერთი პირის/სტრუქტურული ერთეულის მიერ! ის სასკოლო საზოგადოების მიერაა მიღებული, როგორც დოკუმენტი! გეგმები მტკიცდება დირექტორის ბრძანებით და არა სამეურვეო საბჭოს მიერ (სამეურვეო საბჭოს ფუნქციები განსაზღვრულია კანონით „ზოგადი განათლების შესახებ“ და არ ითვალისწინებს გეგმების დამტკიცებას!)

სანიმუშოდ გამოიყენეთ სტრატეგიული გეგმა:

https://docs.google.com/document/d/1wDkNCZQkS4fk7UNK6M6sRkUUCdX9jFF1/edit?usp=sharing&ouid=101182277274066094442&rtpof=true&sd=true

სანიმუშოდ გამოიყენეთ სამოქმედო გეგმა:

https://docs.google.com/document/d/10jt5Nzt-duGZRGov7rVOC8xkkdmSmsxI/edit?usp=sharing&ouid=101182277274066094442&rtpof=true&sd=true

spot_img

მკითხველთა კლუბი

ჰო­ლო­კოსტს გა­დარ­ჩე­ნი­ლი კა­ცი – პრი­მო ლე­ვის „გა­ნა ეს ადა­მი­ა­ნია“

„აუშ­ვი­ცის გა­მოც­დი­ლე­ბა რომ არა, არას­დ­როს არა­ფერს დავ­წერ­დი. მი­ზე­ზი არ მექ­ნე­ბო­და, მე­წე­რა, არც არა­ფე­რი მი­ბიძ­გებ­და სა­ა­მი­სოდ: იტა­ლი­ურ­ში სა­შუ­ა­ლო მოს­წავ­ლე ვი­ყა­ვი, ის­ტო­რი­ა­ში - სუს­ტი, უფ­რო ფი­ზი­კა...

ბლოგი

„დე­და­ზე მე ისე­თი რა უნ­და ვთქვა?!“

„დე­და­ზე მე ისე­თი რა უნ­და ვთქვა, მაგ­რამ ჩე­მი მო­სა­ყო­ლი მა­ინც უნ­და მოვ­ყ­ვე,“ — ასე იწყე­ბა რე­ზო ინა­ნიშ­ვი­ლის ნო­ვე­ლა „მე დე­და­ზე ისე­თი რა უნ­და ვთქვა“....

კულტურა

მწე­რა­ლი, რო­მე­ლიც ფრა­ზის მე­ლო­დი­ას აყუ­რა­დებ­და

ინტერვიუ მწერლის მეუღლესთან, მთარგმნელთან და ლიტერატორთან, დოდო ყვავილაშვილთან        16 წლის წინ, 2009 წლის 10 თე­ბერ­ვალს, გარ­და­იც­ვა­ლა მწე­რა­ლი ნუგ­ზარ შა­ტა­ი­ძე. გა­სულ წელს გა­მომ­ცემ­ლო­ბა „ინ­ტე­ლექ­ტ­მა“ სე­რი­ა­ში „გორ­გი­ლა­ძის აუტა­ნე­ლი...

უმაღლესი განათლება

ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრი

შპს ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრი (ბუსსს ანრი), 20 წელიწადზე მეტია, ემსახურება საზღვაო განათლებას და მეზღვაურთა წვრთნას. სასწავლებელი, ეფუძნება რა პროფესიული განათლების, ასევე მეზღვაურთა...

პროფესიული განათლება

მო­ლო­დი­ნი გვაქვს, აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბა­ში მა­ღა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მქო­ნე მას­წავ­ლე­ბელ­თა მო­ზიდ­ვას...

გა­მოქ­ვეყ­ნ­და პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ჩარ­ჩო, რო­მელიც ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვაა სის­ტე­მის­თ­ვის და ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ეტა­პი­ცაა. დე­ტა­ლუ­რად დო­კუ­მენ­ტის ში­ნა­არ­ს­სა და სის­ტე­მის მას­წავ­ლე­ბელ­თა კა­რი­ე­რუ­ლი...
მსგავსი სიახლეები