2024/2025 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოში, 63 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ფუნქციონირებდა, აქედან 19 სახელმწიფო და 44 კერძო. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების 64% თბილისშია.
2024/2025 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებმა მიიღეს 54.2 ათასი სტუდენტი, აქედან სახელმწიფო უნივერსიტეტებში – 30.5 ათასი, ხოლო კერძო უნივერსიტეტებში – 23.7 ათასი. სტუდენტთა მიღება, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, შემცირდა 0.2%-ით.
ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებუ- ლებებში მიღებული სტუდენტების რიცხოვნობა, 2020/2021-2024/2025 სასწავლო წლებში.
საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტთა რიცხოვნობამ 187.8 ათასი შეადგინა, რაც წინა სასწავლო წელთან შედარებით 5.6%-ით მეტია. სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლობს სტუდენტთა საერთო რიცხოვნობის 57.7%, ხოლო კერძოში – 42.3%. სტუდენტთა საერთო რიცხოვნობიდან 52.8% ქალია, ხოლო 47.2% – კაცი.
ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია სტუდენტების რიცხოვნობა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, 2020/2021-2024/2025 სასწავლო წლებში.
2024 წელს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება დაამთავრა 29.6 ათასმა სტუდენტმა, რაც წინა წელთან შედარებით 12.4%-ით მეტია. კურსდამთავრებულებიდან 60.2% ქალია, ხოლო 39.8% – კაცი. სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში კურსდამთავრებულთა რიცხოვნობა 28.0%-ით აღემატება კერძო უნივერსიტეტების კურსდამთავრებულების რიცხოვნობას.
ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კურსდამთავრებულთა რიცხოვნობა, 2020/2021-2024/2025 სასწავლო წლებში.
საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში უცხოელ სტუდენტთა რიცხოვნობამ 37.1 ათასი შეადგინა, რაც 20.9%-ით მეტია, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულია 11.5 ათასი პროფესორ- მასწავლებელი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 2.0%-ით მეტია.
ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია პროფესორ-მასწავლებელთა რიცხოვნობა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 2024/2025 სასწავლო წელს.
2024 წელს უნივერსიტეტებში მიიღეს 700 დოქტორანტი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 24.7%-ით ნაკლებია. ამასთან, დოქტორანტების რიცხოვნობა 15.3%-ითაა შემცირებული და 3 023-ს შეადგენს.
ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია დოქტორანტების განაწილება სადოქტორო პროგრამების მიხედვით, 2024 წელს.
წინა წელთან შედარებით, კურსდამთავრებული დოქტორანტების რიცხოვნობა 15.9%-ით შემცირდა და 438 პირი შეადგინა.
ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია დოქტორანტურის კურსდამთავრებულთა განაწილება პროგრამების მიხედვით, 2024 წელს.